საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის წესის, ვადებისა და ზოგიერთი საკითხის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №16/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.140
გამოქვეყნების წყარო სსმ, 166, 26/11/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის წესის, ვადებისა და ზოგიერთი საკითხის განსაზღვრის შესახებ
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.140
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №16/2007
2007 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის წესის, ვადებისა და ზოგიერთი საკითხის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
ა) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ ცესკოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს საოქმო – სარეგისტრაციო სამსახური ამოწმებს წარდგენილ განცხადებას და მასზე თანდართულ საბუთებს და ცესკოს წარუდგენს დასკვნას. დასკვნის წარდგენისთანავე ცესკო განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საინიციატივო ჯგუფსა და მისი წარმომადგენელს;
ბ) თუ საოქმო სარეგისტრაციო სამსახურის შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული საბუთები არ შეესაბამება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 82-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ცესკოს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური არა უგვიანეს მომდევნო დღისა აცნობებს ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და უკან უბრუნებს განცხადებას და მასზე თანდართულ საბუთებს ხარვეზის შესავსებად;
გ) საინიციატივო ჯგუფი სრულყოფილ განცხადებასა და მასზე თანდართულ საბუთებს არა უგვიანეს მომდევნო დღისა წარუდგენს ცესკოს. საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური ამოწმებს განცხადებას და მასზე თანდართულ საბუთებს და არა უგვიანეს მომდევნო დღისა შესაბამის დასკვნას წარუდგენს ცესკოს. დასკვნის წარდგენისთანავე ცესკო განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საინიციატივო ჯგუფს და მის წარმომადგენელს ან უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფსა და მის წარმომადგენელს რეგისტრაციაზე.
მუხლი 2🔗.
ცესკოში რეგისტრირებული პარტიების მიერ საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისათვის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში მათზეც ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის შევსების წესი და ვადა.
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე