„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მარ-თვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მიწის ნაკვეთით სარგებლობის ან საკუთრების უფლება, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიეცემა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რეგისტრირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
11. მხოლოდ რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციაა მიწის ნაკვეთების შერჩევა, აუქციონისა და კონკურსის ორგანიზება, მიწის განკარგვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება და საიჯარო ურთიერთობების მართვა.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იჯარის ხელშეკრულებას რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოები დებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული ფორმით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2637–რს