,,რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.39.036.010.577
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 99, 12/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.010.577

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №32

2007 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

,,რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №89, მუხ. 773) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების (გარდა ქ. თბილისის რაიონული პროკურატურებისა) უფლებამოსილება გავრცელდეს შესაბამისი თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიაზე.

2. განხორციელდეს მცხეთისა და დუშეთის რაიონული პროკურატურების რეორგანიზაცია, მათ ბაზაზე შეიქმნას მცხეთის რაიონული პროკურატურა და განისაზღვროს მისი სამოქმედო ტერიტორია თანდართული ნუსხის შესაბამისად.“.

2. ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,დანართი №1

რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურა – დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

2. გურჯაანის რაიონული პროკურატურა – გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

3. თელავის რაიონული პროკურატურა – თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

4. რუსთავის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

5. მცხეთის რაიონული პროკურატურა – მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

6. ბოლნისის რაიონული პროკურატურა – ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

7. მარნეულის რაიონული პროკურატურა – მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

8. გორის რაიონული პროკურატურა – გორის და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორია, აგრეთვე ,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორია.

9. ხაშურის რაიონული პროკურატურა – ხაშურის, ქარელის და თიღვის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

10. ახალციხის რაიონული პროკურატურა – ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

11. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა – ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

12. ზესტაფონის რაიონული პროკურატურა – ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

13. ჭიათურის რაიონული პროკურატურა – ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

14. ქუთაისის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

15. ამბროლაურის რაიონული პროკურატურა – ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

16. ცაგერის რაიონული პროკურატურა – ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

17. სამტრედიის რაიონული პროკურატურა – სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

18. ოზურგეთის რაიონული პროკურატურა – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

19. სენაკის რაიონული პროკურატურა – სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

20. ზუგდიდის რაიონული პროკურატურა – ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

21. ფოთის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

22. მესტიის რაიონული პროკურატურა – მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

23. ბათუმის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

24. შუახევის რაიონული პროკურატურა – შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 13 ივლისიდან.

ზ. ადეიშვილი