⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.05.2010)
გაუქმებულია:

,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 22.05.2008
ძალის დაკარგვა 05.05.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №277
სარეგისტრაციო კოდი 020.340.000.22.026.011.847
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 28/05/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,757 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.2008 მიღება
05.05.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.340.000.22.026.011.847 საქართველოს თავდაცვის მინისტრის  ბრძანება №277 2008 წლის 22 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების თანდართული დებულება. 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. კეზერაშვილი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗.     საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები (შემდგომში – სამხედრო-საჰაერო ძალები) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული ჯარის სახეობა.     მუხლი 2🔗.     სამხედრო-საჰაერო ძალები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსისა და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗. სამხედრო-საჰაერო ძალები ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.     მუხლი 4🔗. სამხედრო-საჰაერო ძალებს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II სამხედრო-საჰაერო ძალების ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 5🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების ამოცანებია: ა) სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ნაწილების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნა; ბ) საქართველოს საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დაცვა და კონტროლი; გ) საჰაერო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; დ) ხმელეთზე და ზღვაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება; ე) ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ჯარების დაჯგუფებების საჰაერო თავდაცვა; ვ) მოწინააღმდეგის სახმელეთო და საზღვაო მიზნების განადგურება ბრძოლის წინა ხაზზე და ტაქტიკურ სიღრმეში. სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების საავიაციო მხარდაჭერა; ზ) გაერთიანებულ და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობა.     მუხლი 6🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების ფუნქციებია: ა) ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვა; ბ) უბედურებაში ჩავარდნილი საფრენოსნო ეკიპაჟების ძებნა და შველა; გ) ავადმყოფებისა და დაჭრილების საჰაერო გადაყვანა; დ) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება; ე) სამხედრო ძალების ხელმძღვანელობისა და ჯარების შეტყობინება საჰაერო თავდასხმის შესახებ; ვ) მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მიწისზედა და საზღვაო მიზნების განადგურება; ზ) საჰაერო დესანტის დესანტირება; თ) საჰაერო დაზვერვის წარმოება. თავი III სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა     მუხლი 7🔗. სამხედრო-საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი.     მუხლი 8🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 9🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.     მუხლი 10🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი: ა) პასუხისმგებელია სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე; ბ) პასუხისმგებელია დაქვემდებარებული ნაწილებისა და ქვედანაყოფების სწორად გამოყენებასა და მათ მიერ დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებაზე დადგენილ ვადაში; გ) პასუხისმგებელია შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის დაცვისა და სწორად ექსპლუატაციის საბრძოლო მასალების საწვავისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დადგენილი წესების თანახმად, შენახვისა და ხარჯვის ორგანიზებაზე; დ) უფლებამოსილია, მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისაგან (ორგანიზაციებისაგან) და თანამდებობის პირებისაგან, დადგენილი წესით მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალები; ე) უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოოს მოლაპარაკება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან; ვ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს სამხედრო-საჰაერო ძალების სამართლებრივი აქტების პროექტებს; ზ) ხელმძღვანელობს სამხედრო-საჰაერო ძალების, მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული სამსახურების საქმიანობას, ანაწილებს და ამტკიცებს სამხედრო-საჰაერო ძალების თანამდებობის პირთა ფუნქციონალურ მოვალეობებს; თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანების (დირექტივების, განკარგულებების) თანახმად, მთავარი შტაბის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებებს სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენებაზე და ორგანიზებას უკეთებს მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას; ი) ვალდებულია მუდმივად იცოდეს დაქვემდებარებული ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის რეალური მდგომარეობა; კ) ხელმძღვანელობს სამხედრო-საჰაერო ძალების სამობილიზაციო გაშლის გეგმის შემუშავებას; ლ) იღებს ზომებს შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის, საბრძოლო მასალების, საწვავისა და სხვა მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე, მოვლასა და სწორად გამოყენებაზე; მ) ხელმძღვანელობს სამხედრო-საჰაერო ძალების საფინანსო და სამეურნეო საქმიანობას; ნ) იღებს ზომებს მატერიალური საშუალებების დადგენილი მარაგების შევსების ორგანიზებაზე.     მუხლი 11🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალს ჰყავს ხუთი მოადგილე, რომელთაც სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის წარდგინებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 12🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 13🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის ერთი მოადგილე (მთავარი შტაბის უფროსი) კოორდინაციას უწევს ამ დებულების მე-15 მუხლით განსაზღვრული სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი შტაბის საქმიანობას. მეორე მოადგილე (სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ავიაციის განხრით) კოორდინაციას უწევს ამ დებულების მე-16 მუხლით განსაზღვრული სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ავიაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. მესამე მოადგილე (სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაციის მთავარი ინჟინერი) კოორდინაციას უწევს ამ დებულების მე-19 მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. მეოთხე მოადგილე (სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის განხრით) კოორდინაციას უწევს ამ დებულების მე-17 მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას. ხოლო მეხუთე მოადგილე (სამხედრო-საჰაერო ძალების ადმინისტრაციის კურატორი) კოორდინაციას უწევს ამ დებულების მე-18 მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას. თავი IV სამხედრო-საჰაერო ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ხელმძღვანელობა, სტატუსი და ფუნქციები     მუხლი 14🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფი): ა) სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი შტაბი; ბ) სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ავიაციის მმართველობა; გ) სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის მმართველობა; დ) სამხედრო-საჰაერო ძალების ადმინისტრაცია; ე) საინჟინრო-საავიაციო სამმართველო.     მუხლი 15🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი შტაბი მართვის ძირითადი ორგანოა, რომლის დანიშნულებაა დაქვემდებარებული ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის მართვა. სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი შტაბი ხელმძღვანელობს: ა) A-1 პირადი შემადგენლობის სამმართველოს, რომელიც ახორციელებს სამხედრო-საჰერო ძალების საკადრო პოლიტიკას და ხელმძღვანელობს მობილიზაციის ჩატარების პროცესს; ბ) A-2 დაზვერვის სამმართველოს, რომელიც ადგენს სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის გეგმას, უზრუნველყოფს მის განხორციელებას, აწარმოებს მიღებული და მოპოვებული ინფორმაციის შეგროვებას და შესაბამის სამსახურებზე მიწოდებას; გ) A-3 ოპერატიული დაგეგმარების სამმართველოს, რომელიც ახორციელებს საჰაერო მხარდაჭერის ოპერაციებისა და სწავლებების, ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დაგეგმვასა საჰაერო თავდაცვის ოპერაციების დაგეგმვასა და კონტროლს, აგრეთვე გეგმავს და ახორციელებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესში საჰაერო ძალებში მოქმედების დაგეგმვას; დ) A-4 ლოგისტიკის სამმართველოს, რომელიც ახორციელებს სამხედრო-საჰაერო ძალების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას, რესურსების-რეზერვების შექმნასა და შენახვას, განსაზღვრავს მოქმედებების ლოგისტიკურ უზრუნველყოფას; ე) A-6 კავშირგაბმულობის სამმართველოს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირგაბმულობისა და სააეროდრომო რადიოლოკაციური და რადიოტექნიკური სისტემებით ქვედანაყოფების აღჭურვასა და მათი ექსპლუატაციის კონტროლს; ვ) ცენტრალურ საკომანდო პუნქტს, რომელიც წარმოადგენს სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილებისა და ქვედანაყოფების მართვის ძირითად ადგილს. აღჭურვილია მართვის საშუალებებით და საბრძოლო მოქმედებების მომზადების და წარმოების დროს აკონტროლებს სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილებისა და ქვედანაყოფებს საქმიანობას. ცენტრალური საკომანდო პუნქტიდან ხორციელდება მტკიცე და მუდმივი კავშირებით ფარული მართვა, სარდლის ბრძანებებისა და განკარგულებების ნაწილებში დროული და ზუსტი გადაცემა, აგრეთვე მათი შესრულების კონტროლი; ზ) საავიაციო სამედიცინო ლაბორატორიას, რომელიც უზრუნველყოფს საფრენოსნო შემადგენლობის, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში შემსვლელი მოქალაქეების, კურსანტების, ფრენის ხელმძღვანელობის, საფრენოსნო სამუშაოებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური განვითარებისა და ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თვისებების მიხედვით ვარგისიანობის განსაზღვრას.     მუხლი 16🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ავიაციის მმართველობა ატარებს საწვრთნელ ფრენებს და აწარმოებს საჰაერო დაზვერვას; საჰაერო დესანტირებას, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ევაკუაციასა და სატრანსპორტო ამოცანებს; მონაწილეობს სამაშველო ოპერაციებში; მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია; საომარი მდგომარეობის დროს უწევს მხარდაჭერას სახმელეთო ჯარებსა და საზღვაო ძალებს. იგი შედგება: ა) საშტურმანო სამსახურისგან – ხელმძღვანელობს ფრენების წარმოების კონტროლს, აკონტროლებს სამხედრო-საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას საშტურმანო მიმართულებით და ატარებს საჭირო ღონისძიებებს სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ძალების საცეცხლე მხარდაჭერისათვის (ოპერაციები, საბრძოლო მოქმედებები); ბ) ფრენების უსაფრთხოების სამსახურისგან – აკონტროლებს უსაფრთხო საჰაერო ფრენებისათვის სათანადო ღონისძიებათა განხორციელებას; გ) სამძებრო-სამაშველო სამსახურისგან – ახორციელებს უბედურებაში ჩავარდნილი საფრენოსნო ეკიპაჟების, ავადმყოფებისა და დაჭრილების სამძებრო-სამაშველო ოპერაციებსა და მათ ევაკუაციას, აგრეთვე ახორციელებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს სტიქიური უბედურებების დროს შესაძლებლობების ფარგლებში;     მუხლი 17🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის მმართველობა ახორციელებს საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლს, მისი დარღვევის შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობას და არსებული ტექნიკის შესაძლებლობის ფარგლებში იღებს ზომებს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ორგანიზებას უკეთებს პირადი შემადგენლობის მომზადებას, აგრეთვე საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებისა და ტექნიკის სწორად ექსპლუატაციას. იგი შედგება: ა) საჰაერო თავდაცვის ტექნიკის ექსპლოატაციის განყოფილებისგან, რომელიც გეგმავს, აკონტროლებს და უწევს დახმარებას დაქვემდებარებულ ნაწილებსა და ქვედანაყოფებს რადიოლოკაციური და საზენიტო-სარაკეტო ტექნიკის სწორი ექსპლუატაციის ორგანიზების საკითხებში საკითხებში; ბ) საჰაერო თავდაცვის ტექნიკის საბრძოლო გამოყენების განყოფილებისაგან, რომელიც გეგმავს, აკონტროლებს და უწევს დახმარებას დაქვემდებარებულ ნაწილებსა და ქვედანაყოფებს საბრძოლო მორიგეობის ორგანიზებაში არსებული შეიარაღებისა და ტექნიკის შესაძლებლობების სრული მოცულობით რეალიზებაში, დასმული ამოცანის შესრულების მიზნით.     მუხლი 18🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების ადმინისტრაცია კოორდინაციას უწევს სამხედრო-საჰაერო ძალებში საჯარისო სამსახურის საქმიანობასა და შემოსული კორესპონდენციების ხარისხიანად და დროულად შესრულებას. იგი შედგება: ა) საჯარისო სამსახურისგან, რომელიც კოორდინაციას უწევს სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში შემავალი სამხედრო ნაწილების ყოველდღიურ სამხედრო სამსახურს, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები ასრულებენ ყოველდღიურ საქმიანობას დადგენილი (დამტკიცებული) გეგმების მიხედვით; ბ) ადმინისტრაციის აპარატისგან, რომელიც ახორციელებს საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, დოკუმენტების შესრულებაზე კონტროლს; ახორციელებს სამხედრო-საჰაერო ძალების სტრუქტურების საფინანსო უზრუნველყოფას; სამხედრო-საჰაერო ძალების ადმინისტრაციაში შემოსული ინფორმაციის ანალიზს; ამზადებს ბრძანებებს, დირექტივებსა და განკარგულებებს, ანგარიშებს, წერილებსა და მოხსენებებს ახორციელებს სამხედრო-საჰაერო ძალების სამართლებრივ უზრუნველყოფას.     მუხლი 19🔗. საინჟინრო-საავიაციო სამმართველო ახორციელებს საავიაციო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფას, საინჟინრო სამსახურების მართვასა და მუშაობის კონტროლს, რომელიც, თავის მხრივ, შედგება: ა) ექსპლუატაციის განყოფილებისგან, რომელიც უზრუნველყოფს საავიაციო ტექნიკის გამართულობას, მზადყოფნას, უავარიო ექსპლუატაციას, ეფექტურ გამოყენებას; ბ) რემონტისა და მომარაგების განყოფილებისგან, რომელიც უზრუნველყოფს საავიაციო ტექნიკის რემონტს, სათადარიგო ნაწილებითა და სხვა ქონებით მომარაგებას, გაუმართავი და საბრძოლო დაზიანებული ტექნიკის უმოკლეს ვადაში მწყობრში მოყვანას.     მუხლი 20🔗. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 21🔗. ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 22🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 23🔗. სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედიან სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სამხედრო ნაწილები.