500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.142
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 29/05/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,203 სიტყვა · ~6 წთ

დოკუმენტის ტექსტი

500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.CharChar3 {mso-style-name:" Char Char3";} span.CharChar2 {mso-style-name:" Char Char2";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.142 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №102 2009 წლის 29 მაისი ქ. თბილისი მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი. 2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2009 წლის 27 მარტის №1131 კანონისა და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2009 წლის 27 მარტის №1132 კანონის ამოქმედებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ ინფორმაცია მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე, სასამართლოს წარმოებაში არსებული ყველა საქმის თაობაზე. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი     მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობიდან გამომიდნარე დავებისა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო) მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის პროცედურას და ვადებს.     მუხლი 2🔗. იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვა 1. მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმის მონაწილე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია სასამართლო დავის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში წერილობით მიმართოს იუსტიციის სამინისტროს და მიაწოდოს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული სრულყოფილი დოკუმენტაცია. 2. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა ორი დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სასამართლო დავის მიმდინარეობის პროცესში განსახილველ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოდან დამატებით მიღებული საქმის მასალებისა და ინფორმაციის მიწოდება იუსტიციის სამინისტროსთვის. 3. იუსტიციის სამინისტროსათვის გაგზავნილ მიმართვაში უნდა აღინიშნოს: ა) საქმის დასახელება; ბ) მხარეთა ვინაობა (სასამართლო პროცესში მონაწილის სტატუსის მითითებით); გ) საქმის განმხილველი სასამართლოს დასახელება; დ) სასამართლო სხდომის თარიღი (ამ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). 4. მიმართვას თან უნდა დაერთოს საქმის მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში საქმის მასალების არარსებობის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროსათვის გაგზავნილ მიმართვაში უნდა ჩამოყალიბდეს დავის არსის მოკლე მიმოხილვა იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ეს დაწესებულება ფლობს.     მუხლი 3🔗. იუსტიციის სამინისტროს მიერ საქმის მასალების გაცნობა და გადაწყვეტილების მიღება 1. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების მიერ მიმართვის წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში ამ წესის პირველ მუხლში მითითებული კატეგორიის საქმეებში იუსტიციის სამინისტროს ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი მინისტრის მოადგილე, რის თაობაზეც 2 დღის ვადაში წერილობით აცნობებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას და მოითხოვს სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნას. 2. თუ იუსტიციის მინისტრის (მინისტრის მოადგილის) მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვის თაობაზე, იგი უფლებამოსილია შემდგომში, საქმისწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და მოითხოვოს ამავე საქმეზე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლად იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა.     მუხლი 4🔗. სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება 1. მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვის თაობაზე იუსტიციის მინისტრის (მინისტრის მოადგილის) მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურისათვის საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას. 2. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს. 3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურისათვის საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შემდგომ, იუსტიციის მინისტრი (მინისტრის მოადგილე) უფლებამოსილია საქმისწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურისათვის მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმება.     მუხლი 5🔗. სასარჩელო განცხადების წარდგენა მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარდგენამდე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის მინისტრი (მინისტრის მოადგილე) მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვას, იუსტიციის სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულება ამზადებენ ერთობლივ სასარჩელო განცხადებას.     მუხლი 6🔗. ურთიერთშეთანხმება და კოორდინაცია 1. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია 2 დღის ვადაში მიაწოდოს იუსტიციის სამინისტროს მის ხელთ არსებული ნებისმიერი შინაარსის დოკუმენტი და სხვა მასალები, რომლებსაც კავშირი აქვთ სასამართლოში განსახილველ საქმესთან. 2. იუსტიციის სამინისტროს თანხმობით აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის სასამართლო პროცესში მონაწილეობის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროსა და შესაბამისი დაწესებულების მოსამსახურეები ვალდებულნი არიან სამართალწარმოების პროცესში განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით იმოქმედონ წინასწარი შეთანხმებით და კოორდინირებულად. 3. თუ იუსტიციის მინისტრის (მინისტრის მოადგილის) მიერ ამ ბრძანებით დადგენილი წესით არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვის თაობაზე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა პერიოდულად, სასამართლოს თითოეულ ინსტანციაში საქმის განხილვის დასრულებისთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ასეთი კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე.