„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 12.02.2009
ძალის დაკარგვა 26.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.038.012.776
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 13/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:58.5pt .75in 49.5pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.036.012.776
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
მინისტრის ბრძანება №22
2009 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„
იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,იურიდიული დახმარების შესახებ“, „
ადვოკატთა შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით.
3. სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
4. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბლანკი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0146, რუსთაველის გამზირი 30.
თავი II
სამსახურის მიზნები და ამოცანები
მუხლი 2🔗
სამსახურის მიზანია:
ა) უზრუნველყოს უფასო იურიდიული დახმარების განხორციელება „
იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.
მუხლი 3🔗
1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურებას უწევს:
ა) საქართველოს მოქალაქეებს;
ბ) მოქალაქეობის არმქონე პირებს;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
2. მომსახურება ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე.
3. მომსახურება მოიცავს:
ა) სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას;
ბ) იურიდიულ კონსულტაციებს;
გ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის დაცვას სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე;
დ) დაზარალებულის დაცვას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევაში;
ე) სასამართლო წარმომადგენლობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დამცვე
ლის დანიშვნის შემთხვევაში.
4. მომსახურება წარმოებს „
იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
თავი III
სამსახურის მართვა
მუხლი 4🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. სამსახურის დირექტორი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.
3. დირექტორის ფუნქციები განისაზღვრება ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 5🔗
1. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომელთაც) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.
2. დირექტორის მოადგილე:
ა) დირექტორის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში უძღვება სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულებას;
გ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
მუხლი 6🔗
სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის აპარატი, რომელსაც ქმნის და ხელმძღვანელობს დირექტორი.
თავი IV
სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ორგანიზაცია და ფუნქციონირება
მუხლი 7🔗
1. სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის – ქუთაისის, იმერეთის – ზესტაფონის, სამეგრელოს – ზუგდიდის, სამეგრელოს – ფოთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და ოზურგეთის, ამბროლაურისა და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით.
2. სამსახურის იურიდიული დახმარების ბიურო შედგება ბიუროს უფროსის, ადვოკატების და ადმინისტრაციული პერსონალისაგან, ხოლო საკონსულტაციო ცენტრი შედგება კონსულტანტებისაგან.
3. სამსახურის ფარგლებში იქმნება მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი).
4. რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი საქმიანობას განახორციელებს დირექტორის ან ბიუროს უფროსის, საკონსულტაციო ცენტრის მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 8🔗
1. იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის, ადვოკატისა და კონსულტანტების სამსახურში მიღება ხდება კონკურსის გზით.
2. დირექტორის გადაწყვეტილებით სამსახურში მიღებისას კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს იურიდიული დახმარების ბიუროში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობებზეც.
3. დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება კონკურსი ჩაუტარდეთ რეესტრში დარეგისტრირების მსურველ კანდიდატებსაც.
4. სამსახურში კონკურსის ჩატარების პირობებსა და წესს განსაზღვრავს დირექტორი.
მუხლი 9🔗
1. იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროს;
ბ) ანაწილებს საქმეებს იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებს შორის, აძლევს მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ადვოკატთა, კონსულტანტთა და ადმინისტრაციულ პერსონალთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას.
2. იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
მუხლი 10🔗
საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა ხორციელდება „
იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
მუხლი 11🔗
1. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელსა და მსჯავრდებულს „
იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, უფლება აქვს პირადად, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის მეშვეობით მიმართოს იურიდიული დახმარების ბიუროს მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით.
2. კონსულტანტი განუმარტავს მოქალაქეს ბიუროს ფარგლებში მომსახურების პირობებს, არკვევს მისი პრობლემის ხასიათს და აღრიცხავს მოქალაქეთა მიღების ჟურნალში.
3. სამართლებრივი დახმარების მიღებამდე მოქალაქემ უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა.
4. თუ საქმის გარემოებები არ მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას, ბიუროს უფროსი ფორმას განიხილავს და მისი ჩაბარებიდან 2 დღის განმავლობაში და განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზე ნიშნავს ადვოკატს.
5. თუ ბიუროს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს პროცესის მწარმოებელი ორგანო, ბიუროს უფროსი მოთხოვნისთანავე ნიშნავს ადვოკატს. დასაცავმა პირმა ადვოკატთან პირველივე შეხვედრისას უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა.
მუხლი 12🔗
1. იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ ადვოკატის დანიშვნაზე უარის ან ბიუროს ადვოკატის საქმიდან ჩამოცილების საფუძვლებია:
ა) თუ დასაცავი პირი (გარდა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი დაცვის შემთხვევებისა) არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში;
ბ) იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, იმავე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, წარმოადგენს საწინააღმდეგო ინტერესების მქონე ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს;
გ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, მსჯავრდებულს, დაზარალებულს უკვე ჰყავს ადვოკატი ან შემდგომში მოიწვია დამცველი შეთანხმებით;
დ) იმავე სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იცავს საპირისპირო მხარის ინტერესებს;
ე) პროცესის მწარმოებლის მიერ არ არის წარმოდგენილი მომართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით (დადგენილება, განჩინება ადვოკატის დანიშვნის შესახებ).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ბიუროს უფროსი წერილობით გასცემს დასაბუთებულ პასუხს დაცვის განხორციელებაზე უარის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „
ა“-„
გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიუროს უფროსი ნიშნავს მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებულ ადვოკატს ან უფასო იურიდიული მომსახურების ალტერნატიულ მიმწოდებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც სამსახურთან დადებული შეთანხმების ფარგლებში განახორციელებს განმცხადებლის ინტერესების დაცვას და ამ დებულებით დადგენილი პროცედურის დაცვით მიიღებს საქმეს წარმოებაში.
4. ბიუროს უფროსი ადვოკატის დანიშვნაზე უარის შესახებ ატყობინებს სამსახურის დირექტორს. გადაწყვეტილება მომსახურებაზე უარის შესახებ, აგრეთვე მოქალაქის მიერ შევსებული ანკეტის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება დირექტორს.
5. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი გასაჩივრდება დირექტორთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
სამსახურის ქონება
მუხლი 13🔗
სამსახურს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი VI
სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 14🔗
1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-
ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, ახორციელებს სამინისტრო.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 15🔗
1. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი VII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 16🔗
1. სამსახურის ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე.