ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.06.2007
ძალის დაკარგვა 22.08.2011
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.010.450
გამოქვეყნების წყარო სსმ, 83, 18/06/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ტექნიკური რეგლამენტის ”მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 19.08.2011
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“ დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.vebiamxolodteq, li.vebiamxolodteq, div.vebiamxolodteq {mso-style-name:"vebia mxolod teq"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 37.9pt 35.45pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.010.450
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება N 35
2007 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები” დამტკიცების თაობაზე
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები”.
მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის პირველი სექტემბრიდან.
ი. თაქთაქიშვილი
ტექნიკური რეგლამენტი
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები”
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ტექნიკური რეგლამენტი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები” (შემდგომ რეგლამენტი) შემუშავებულია საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” 451 მუხლის მე5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის პირობებსა და პროცედურებს მათი ტექნიკურად გამართული მდგომარეობის შენარჩუნების აუცილებელი პირობით.
3. რეგლამენტი ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ყველა სახის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, მოპედის გარდა.
4. რეგლამენტი სავალდებულოა შესასარულებლად ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.
მუხლი 2🔗. რეგლამენტის მიზანი
რეგლამენტის მიზანია:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მათი უსაფრთხოების განმსაზღვრელი პირობებისა და პროცედურების დადგენა;
ბ) საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან;
გ) საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია.
მუხლი 3🔗. გამოყენებული ტერმინები
ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (შემდგომ სატრანსპორტო საშუალება) – ტერმინი განიმარტება ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) საავტომობილო გზა – ტერმინი განიმარტება ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება – სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების და მოწყობილობების მოხსნა ან/და კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი ელემენტების და მოწყობილობების დაყენება ან/და კონსტრუქციული პარამეტრების შეცვლა, რომელთაც უშუალო გავლენა აქვთ მოძრაობისა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე;
დ) საბაზო სატრანსპორტო საშუალება – დადგენლი წესით სერტიფიცირებული და აღიარებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციაშიც ხორციელდება ცვლილება;
ე) სატრანსპორტო საშუალების მარკა – სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის საფირმო სახელწოდების ანბანური აღნიშვნა;
ვ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი ან/და მოდელი სატრანსპორტო საშუალებათა ერთობლიობა, რომლებიც ხასიათდებიან ერთნაირი კონსტრუქციული ნიშნებით და რომელთა ტექნიკურ აღწერაში რიცხვითი ან/და ანბანური აღნიშვნით არის ასახული სატრანსპორტო საშუალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია;
ზ) სატრანსპორტო საშუალების ელემენტები – აგრეგატები, კვანძები, სისტემები, დეტალები და მოწყობილობები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ გამოყენებულია ან/და ნებადართულია გამოსაყენებლად სრულად დაკომპლექტებულ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში;
თ) ტესტირების (საგამოცდო) ცენტრი (შემდგომ ტესტირების ცენტრი) – საწარმო, რომელიც ადგენს სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე სამუშაოების მწარმოებელი (სერვისის საწარმო) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სამუშაოებს კანონმდებლობის შესაბამისად და მიღებული აქვს შესაბამისობის დეკლარაცია/სერტიფიკატი აღნიშნულ მომსახურებაზე;
კ) გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მახასიათებლებს და დასკვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გადაკეთებისა და გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ.
მუხლი 4🔗. სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში ცვლილების შეტანის პროცედურა
1. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების ისეთი გადაკეთება, რომელიც გამოიწვევს მისი მარკის შეცვლას.
2. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შემდეგ მისი სრული მასა, ღერძებზე დასაშვები მაქსიმალური დატვირთვები და ტვირთამწეობა არ უნდა აჭარბებდეს საბაზო სატრანსპორტო საშუალებისთვის ტექნიკური დახასიათებით დადგენილ ზღვრებს, ხოლო სატრანსპორტო საშუალების გაბარიტული ზომები – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებისას მის კონსტრუქციაში დასაშვები ცვლილებების ჩამონათვალი და პირობები მოცემულია დანართში 1.
4. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (შემდგომში მფლობელი) სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში ცვლილებას ახორციელებს საკუთარი ძალებით ან სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე სამუშაოების მწარმოებლის (სერვისის საწარმოს) მეშვეობით.
5. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებისას კონსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით მფლობელი განცხადებით (თუ ცვლილება განხორციელებულია სერვისის საწარმოს მეშვეობით განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა, დანართი 2) მიმართავს ამ მომსახურებაზე აკრედიტებულ ტესტირების ცენტრს.
6. გადაკეთების სამუშაოების მოცულობიდან ან/და სირთულიდან გამომდინარე, ტესტირების ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, ცნობას თან უნდა დაერთოს კონსტრუქციაში ცვლილებებისათვის განხორციელებული სამუშაოების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია.
7. ტესტირების ცენტრი განიხილავს მფლობელის განაცხადს გადაკეთებული მექნიკური სატრანსპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით ტესტირების ჩატარების მოთხოვნით და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.
8. გადაკეთებული მექნიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების სამუშაოებთან ერთად სავალდებულოა ჩატარდეს სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში ტესტირების ცენტრის მიერ გაიცემა გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი (ინფორმაცია, რასაც უნდა მოიცავდეს ტესტირების ბარათი, მოცემულია დანართში 3).
10. ტესტირების ცენტრი ვალდებულია შექმნას და შეინახოს მექნიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგების ამსახველი ფოტომასალა და გადაკეთებულ კვანძებზე, აგრეგატებსა და დეტალებზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები. აგრეთვე მოახდინოს ჩატარებული სამუშაოების რეგისტრაცია, ყველა საჭირო საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით და ტესტირებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.
11. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შემდეგ მის სარეგისტრაციო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის მიზნით მფლობელი გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათს, საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეესტრში გატარების შემდეგ, წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
დანართი 1
სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებისას მის
კონსტრუქციაში დასაშვები ცვლილებების ჩამონათვალი და მათი
განხორციელების პირობები
მუხლი 1🔗. ძარის ტიპის ან/და მოდელის შეცვლა
1. დასაშვებია ძარის ტიპის ან/და მოდელის შეცვლა, რომელიც დაკავშირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სერტიფიცირებული სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის შასზე სტანდარტული თვითსაცლელი და/ან ბორტული ძარების, ცისტერნის, ძარაფურგონის (მათ შორის კონტეინერის) ტენტის დაყენებასთან, აგრეთვე აღნიშნული ტიპების ძარების დაყენება ურთიერთ სანაცვლოდ.
2. ძარა (ცისტერნა) საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სატრანსპორტო საშუალების ჩარჩოზე სამაგრი ელემენტებით, იგივე ან მეტი სრული მასის საბაზო სატრანსპორტო საშუალების ძარის ან ცისტერნის ანალოგიური კონსტრუქციის, რაოდენობის და მასალის სამაგრი სტანდარტული ელემენტებით. უკანა გარე მაშუქი და უკანა სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნის განათების ხელსაწყოების განთავსება დაყენების ადგილი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ უნდა იქნეს სახსნელი შეერთებები მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ელექტრომოწყობილობისა და სამუხრუჭო სისტემის შესაერთებლად.
მუხლი 2🔗. საწვავის დამატებითი ავზების დაყენება
1. დასაშვებია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენება საწვავის დამატებითი ავზებისა, რომლებიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში.
2. დამატებითი საწვავის ავზები დაყენებული და დამაგრებულ უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალებაზე დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ ადგილზე საბაზო სატრანსპორტო საშუალების ანალოგიური კონსტრუქციის, რაოდენობის და მასალის სამაგრი ელემენტებით.
მუხლი 3🔗. ბორტული და თვითსაცლელი ძარების და ცისტერნის ნაცვლად უნაგირა ჩასაბმელი მოწყობილობების დაყენება
1. დასაშვებია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში სერტიფიცირებული ბორტული და თვითსაცლელი ძარების და ცისტერნის ნაცვლად უნაგირა ჩასაბმელი მოწყობილობების დაყენება.
2. უნაგირა მოწყობილობა უნდა იყოს სტანდარტული და დამაგრებული საბაზო სატრანსპორტო საშუალების ანალოგიური კონსტრუქციის, რაოდენობის და მასალის სამაგრი ელემენტებით. უნაგირა მოწყობილობის განთავსება უნდა შეესაბამებოდეს მოცემული მარკის სერიულად გამოშვებულ უნაგირა საწევარზე განთავსებას და უნდა უზრუნველყოფდეს საწევარისა და ნახევარმისაბმელის შემობრუნებას ტაბიკის ღერძის გარშემო ჰორიზონტალურ სიბრტყეში არანაკლებ 900-ით ორივე მიმართულებით. უკანა გარე მაშუქი და უკანა სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშნის განათების ხელსაწყოების განთავსებადაყენების ადგილი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საწევარზე დაყენებულ უნდა იქნეს სახსნელი შეერთებები ნახევარმისაბმელის ელექტრომოწყობილობისა და სამუხრუჭო სისტემის შესაერთებლად.
მუხლი 4🔗. ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი ძარა-ფურგონის შასზე დაყენება
1. დასაშვებია სპეციალურად ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი სატვირთო სატრანსპორტო საშუალების ძარა-ფურგონის (რომელიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) შასზე დაყენება.
2. ძარის სიმაღლემ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში. ძარა-ფურგონი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სატრანსპორტო საშუალების ჩარჩოზე სტანდარტული სამაგრი ელემენტებით, იგივე ან მეტი სრული მასის საბაზო სატრანსპორტო საშუალების ძარის ან ცისტერნის ანალოგიური კონსტრუქციის, რაოდენობის და მასალის სტანდარტული სამაგრი ელემენტებით. სავარძლები დაყენებულ უნდა იქნეს ისე, რომ მგზავრები ისხდნენ სახით მოძრაობის მიმართულებით. შესასვლელი კარი განთავსებული უნდა იყოს ფურგონის უკანა ნაწილში, იღებოდეს გარეთ (ძარის უკანა ბორტი უნდა იყოს მოხსნილი), უნდა გააჩნდეს საავტომობილო ტიპის საკეტი, სახელური და კიბე. ფურგონს გვერდით მხარეებზე უნდა გააჩნდეს ფანჯრების სახით ავარიული გამოსასვლელები ზომით 600X800 მმ, რომლებიც უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე, აგრთვე ვენტილიაცია, განათება და, საჭიროების შემთხვევაში, გათბობა. ფურგონი მოწყობილი უნდა იყოს ორმხრივი ხმოვანი ან სანათი კავშირით კაბინაში მძღოლთან, ცეცხლსაქრობით და სამედიცინო აფთიაქით. სატრანსპორტო საშუალებას ძარა-ფურგონით უნდა გააჩნდეს გარე მაშუქი ხელსაწყოები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე გარე გაბარიტული მაშუქები: წინ თეთრი, ხოლო უკან – წითელი ფერის.
მუხლი 5🔗. ჯალამბარის, ტვირთამწე ბორტის და დამოუკიდებელი დატვირთვა განტვირთვის ჰიდრავლიკური ამწის დაყენება
1. დასაშვებია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე ჯალამბარის, ტვირთამწე ბორტის და დამოუკიდებელი დატვირთვა-განტვირთვის ჰიდრავლიკური ამწის (რომელიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) დაყენება.
2. ტვირთამწე ბორტი, ჯალმბარი და ჰიდრავლიკური ამწე საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სატრანსპორტო საშუალებაზე და ტვირთამწე ბორტს არ უნდა ჰქონდეს ტრავმასაშიში გამონაშვერები, რომლებიც შეიძლება წამოედოს სხვა საგზაო მონაწილეს და გამოიწვიოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ან თავისი ფორმით, ზომებით, განთავსებით, ფიზიკური თვისებებით შეიძლება გააძლიეროს მოძრაობის მონაწილეების ტრავმის სიმძიმე. ჯალამბარი არ უნდა გადიოდეს წინა უსაფრთხოების ბამპერის წინ. ჯალამბარის წინ გამონაშვერი დასაშვებია, თუ იგი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს დახურულია დამცავი ელემენტით. უკანა გარე მაშუქი და უკანა სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშნის განათების ხელსაწყოების განთავსებადაყენების ადგილი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 6🔗. სპეციალური არასახსნელი მოწყობილობების დაყენება
1. დასაშვებია სატრანსპორტო საშუალებაზე (მათ შორის მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების სალონში) და მისაბმელებზე სპეციალური არასახსნელი მოწყობილობების (რომლებიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) დაყენება.
2. არასახსნელი მოწყობილობები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სტანდარტული სამაგრი ელემენტებით. მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის სალონში სპეციალურ მოწყობილობას არ უნდა გააჩნდეს ტრავმასაშიში გამონაშვერები. მსუბუქ ავტომობილში სპეციალური მოწყობილობა არ შეიძლება დაყენებულ იქნეს მართვის ორგანოების ზონაში და მან არ უნდა შეზღუდოს უკანა მინის მხედველობის არე. მისაბმელზე დაყენებულ უნდა იქნეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი შუქამრეკლები. გარე უკანა მაშუქი და სახელმწიფო სარეგისტრაციო უკანა ნიშნის განათების ხელსაწყოების განთავსებადაყენების ადგილი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 7🔗. ბორტების ნაცვლად კოფოს დაყენება
1. დასაშვებია სატვირთო ბორტიან სატრანსპორტო საშუალებაზე და ბორტიან ორღერძიან მისაბმლებზე ბორტების ნაცვლად კოფოს (ავტომობილ-საწევარზე და მისაბმელსაძვრისზე დაყენებული საბრუნი მოწყობილობა გრძელზომიანი ტვირთისთვის) დაყენება.
2. კოფო საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სტანდარტული სამაგრი ელემენტებით და აღჭურვილი უნდა იყოს გაზრდილი ხმაურის გამომრიცხავი სამარჯვებით.
მუხლი 8🔗. შასზე ძარაფურგონის, სახელოსნოს, ფოსტის და კვების პროდუქტების გადასაზიდის დაყენება
1. დასაშვებია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების შასზე ძარაფურგონის, სახელოსნოს, ფოსტის და კვების პროდუქტების გადასაზიდის (რომლებიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) დაყენება, გარდა სპეციალურად ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალების ძარაფურგონისა.
2. ძარაფურგონი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სატრანსპორტო საშუალების ჩარჩოზე სამაგრი ელემენტებით, იგივე ან მეტი სრული მასის საბაზო სატრანსპორტო საშუალების ანალოგიური კონსტრუქციის, რაოდენობის და მასალის სამაგრი ელემენტებით. ფურგონის კარები განთავსებული უნდა იყოს უკან ან მარჯვენა მხარეს. ფურგონის გვერდითი კარები უნდა იღებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებიდან). გვერდითი კარების საფეხურები არ უნდა გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტული ზომიდან. გვერდითი კარების მბრუნავი ტიპის (კარების სიბრტყეში ბრუნვადი) სახელურების გამოყენებისას სახელურის ღია დაბოლოება მიმართული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ, კარისკენ. თვით სახელური დამონტაჟებული უნდა იყოს ისე, რომ ის შემობრუნდეს კარის პარალელურ სიბრტყეში და არა გარეთ. დაკეტილ მდგომარეობაში სახელურის დაბოლოება უნდა იყოს ჩაღრმავებაში ან დამცავ სამარჯვში. გვერდითი კარების ნებისმიერი მიმართულებით გარეთ შემობრუნებადი კარების არაპარალელურ სიბრტყეში სახელურების გამოყენებისას, სახელური გაღებული დაბოლოება მიმართული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ, ან ქვემოთ. დაკეტილ მდგომარეობაში სახელური დაბოლოება უნდა იყოს ჩაღრმავებაში ან დამცავ სამარჯვში. სახელოსნოს მოწყობილობები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული. ფურგონის გარე ზედაპირზე არ უნდა იყოს ტრავმასაშიში გამონაშვერები, რომლების შეიძლება წამოედოს მოძრაობის სხვა მონაწილეებს და გამოიწვიოს საგზაოსატრანსპორტო შემთხვევა, ან რომლებმაც თავისი ფორმით, ზომებით, განთავსებით ან ფიზიკური თვისებებით შეიძლება გააძლიეროს საგზაო სატრანსპორტო მონაწილეთა ტრავმის სიმძიმე. ფურგონის გვერდითი კარების სახელურები შეიძლება გამოშვერილი იყოს კარების ზედაპირიდან არაუმეტეს 40 მმ-სა. ფურგონის კარების სახსრული შეერთებები შეიძლება გამოშვერილი იყოს კარების ზედაპირიდან არაუმეტეს 30 მმ-ზე. მძღოლის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს ორივე მხარეს უკანა ხედვის სტანდარტული სარკეებით.
მუხლი 9🔗. ცვლილებების შეტანა N2 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში მისი სამგზავრო დანიშნულებით გამოყენების მიზნით
1. დასაშვებია ერთმოცულობიანი ძარის მქონე N2 კატეგორიის სატვირთო ავტოფურგონის გადაკეთება N2 კატეგორიის ბორტიან სატვირთო (რომლებიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებად. ცვლილებების შეტანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სატვირთო და სამგზავრო განყოფილებებს შორის დამცავი ტიხარი.
2. დასაშვებია N2 კატეგორიის ავტოფურგონის გადაკეთება მგზავრთა გადასაყვან, არა უმეტეს 17 დასაჯდომი ადგილის მქონე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებად გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის №52 წესების შესაბამისად.
მუხლი 10🔗. ცვლილებების შეტანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში მისი სამგზავრო სატვირთო დანიშნულებით გამოყენების მიზნით
1. დასაშვებია ცვლილებების შეტანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში მისი სამგზავროსატვირთო დანიშნულებით გამოყენების მიზნით.
2. ცვლილებების შეტანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სატვირთო და სამგზავრო განყოფილებებს შორის დამცავი ტიხარი.
მუხლი 11🔗. ძრავას შეცვლა სხვა ძრავათი
1. დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების ძრავას შეცვლა სხვა მარკის ძრავათი.
2. შეცვლილი ძრავას მასა და/ან სიმძლავრე და/ან მაბრუნი მომენტი 15%ზე მეტად არ უნდა განსხვავდებოდეს საბაზო სატრანსპორტო საშუალების ძრავას აღნიშნული პარამეტრებისგან.
მუხლი 12🔗. მართვის ორგანოებში კონსტრუქციული ცვლილებების შეტანა
დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების მართვის ორგანოებში კონსტრუქციული ცვლილებების შეტანა მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხელით სამართავ ორგანოებად და სასწავლო ავტომობილად გამოყენების მიზნით მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 13🔗. წარმოებიდან მოხსნილ სატრანსპორტო საშუალებაზე გარე მაშუქი ხელსაწყოების დაყენება
1. დასაშვებია სერიული წარმოებიდან მოხსნილ სატრანსპორტო საშუალებაზე სხვა მარკისა და მოდელების სატრანსპორტო საშუალებათა გარე მაშუქი ხელსაწყოების დაყენება.
2. გარე მაშუქი ხელსაწყოების შეცვლის შემდეგ მათი რაოდენობა, ტიპი, განთავსება და მუშაობის რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით და/ან კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
დანართი 2
ც ნ ო ბ ა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე
ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
1. სერვისის საწარმოს დასახელებას;
2. სერვისის საწარმოს მისამართს, ტელეფონს;
3. დეკლარაციის/სერტიფიკატის ნომერს;
4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლების საწყის მონაცემებს:
ა) მფლობელი;
ბ) VIN კოდი (საიდენტიფიკაციო ნომერი);
გ) დამამზადებლის საფირმო დასახელება;
დ) მარკა, ტიპი ან/და მოდელი;
ე) ძრავის მარკა;
ვ) ძრავის მუშა მოცულობა (სმ3) და სიმძლავრე (კვტ/ცხძ);
ზ) სრული მასა, კგ;
თ) აღჭურვილი (საკუთარი) მასა, კგ;
ი) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვით, წინა/უკანა, კგ.;
კ) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვის გარეშე, წინა/უკანა, კგ;
ლ) გაბარიტული ზომები, მმ;
5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგად შეცვლილ მახასიათებლებს;
6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების მოკლე აღწერას;
7. აღნიშვნას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
8. სერვისის საწარმოს პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს, ხელისმოწერას, ბეჭედს.
დანართი 3
გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
ტესტირების ბარათი
გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
1. მექანიკური სატრანსპოტო საშუალების გადაკეთებაზე ტესტირების ბარათის სარეგისტრაციო ნომერს, თარიღს;
2. ტესტირების ცენტრის დასახელებას;
3. ტესტირების ცენტრის მისამართს, ტელეფონს;
4. ტესტირების ცენტრის ხელმძღვანელის გვარს, სახელს;
5. ტესტირების ცენტრის აკრედიტაციის მოწმობის ნომერს;
6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლების საწყისი მონაცემებს:
ა) მფლობელი;
ბ) VIN კოდი (საიდენტიფიკაციო ნომერი);
გ) დამამზადებლის საფირმო დასახელება;
დ) მარკა და ტიპი ან/და მოდელი;
ე) ძრავის მარკა;
ვ) ძრავის მუშა მოცულობა (სმ3) და სიმძლავრე (კვტ/ცხძ);
ზ) სრული მასა, კგ;
თ) აღჭურვილი (საკუთარი) მასა, კგ;
ი) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვით, წინა/უკანა, კგ;
კ) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვის გარეშე, წინა/უკანა, კგ;
ლ) გაბარიტული ზომები, მმ;
7. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგად შეცვლილი მახასიათებლებს და მათი მნიშვნელობას;
8. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ბარათის რეგისტრაციის ნომერს; გაცემის თარიღს;
დასკვნას ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით;
10. ტესტირების ცენტრის პასუხისმგებელი პირის გვარს, სახელს, ხელმოწერას, ბეჭედს;
11. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეესტრში რეგისტრაციის ნომერს, თარიღს, ბეჭედს, პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს, ხელმოწერას;
12. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო ნომერს, თარიღს, ბეჭედს, პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს, ხელმოწერას.