ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.09.2007
ძალის დაკარგვა 22.08.2011
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.010.851
გამოქვეყნების წყარო სსმ, 133, 25/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| რეესტრის № | .ტესტირების ცენტრის დასახელება |
| M1,N1 კატეგორიისთვის | თარიღი |
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Текст выноски"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.25in .75in 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:40.8pt 46.2pt 56.7pt 1.0in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.010.851
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება №104
2007 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე
,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტისა და 451 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 1517 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“ დანართებითურთ (დანართები №1 და №2).
მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის პირველი ნოემბრიდან.
ი. თაქთაქიშვილი
ტექნიკური რეგლამენტი
,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტისა და 451 მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული, გზისთვის ვარგისი, დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი ტესტირების ფირნიშის ფორმასა და მისი დამზადების წესს.
2. ავტოსატრანპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიში (შემდგომში – ფირნიში) წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და იგი სავალდებულოა გამოსაყენებლად ყველა იმ პირისათვის, რომლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას.
მუხლი 2🔗. რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფირნიშის ბლანკი – ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, დანართი №1-ის მიხედვით დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ფორმა;
ბ) ფირნიში – ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად სრულად შევსებული და დანიშნულების ადგილზე მიკრული ფირნიშის ბლანკის A და B ნაწილები, რომლებიც გაიცემა ტესტირების ცენტრის მიერ მხოლოდ გზისთვის ვარგის ავტოსატრანპორტო საშუალებაზე, ამ კატეგორიის ავტოსატრანპორტო საშუალებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ტესტირების პერიოდულობის შესაბამისი ვადით;
გ) ავტოსატრანპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) (შემდგომში – ტესტირება) – ტერმინი განიმარტება ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) გზისთვის ვარგისი ავტოსატრანსპორტო საშუალება – იდენტიფიცირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტესტირების შედეგების მიხედვით აკმაყოფილებს მის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს;
ე) ტესტირების ცენტრი – საწარმო, რომელიც ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ტერმინი განიმარტება ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ფირნიშების ბლანკების ფორმა
1. ფირნიშის ბლანკი (დანართი №1) შედგება ორი ნაწილისაგან: ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე დასაკვრელი ნაწილისაგან A (ზომით 100 მმ სიგრძისა და 60 მმ სიგანის) და ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების ოქმზე დასაკვრელი ნაწილისაგან B (ზომით 100 მმ სიგრძისა და 20 მმ სიგანის), იგი იბეჭდება ტიპოგრაფიული წესით, დამცავი საშუალებებით, სპეციალურ მასალაზე, რომელიც უნდა გამორიცხავდეს მასზე დატანილ რეკვიზიტებში ცვლილების შეტანას ფირნიშის დაზიანების გარეშე და ფირნიშის თვითნებურ აძრობას მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
2. ფირნიშების ბლანკები იბეჭდება:
ა) ყვითელ ფონზე – M1 და N1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის;
ბ) მწვანე ფონზე – M2, M3, N2, N3, O3, O4 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.
3. ფირნიშის ბლანკის A ნაწილზე დატანილი უნდა იყოს:
ა) საქარე მინაზე მისაკრობ წინა მხარეზე:
ა.ა) გაეროს მიერ საქართველოსათვის მინიჭებული განმასხვავებელი ნიშანი – მთავარი ჰორიზონტალური ღერძის მქონე თეთრი ფერის ელიფსის ცენტრში ჩასმული შავი ფერის ლათინური ასომთავრულით შესრულებული “GE“;
ა.ბ) ფირნიშის შვიდციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის);
ა.გ) ფირნიშის მოქმედების წელი (შავი ფერის);
ა.დ) ფირნიშის ვადის ამოწურვის თარიღის შესაბამისი დეკადის აღმნიშვნელი რომაული ციფრების (ნარინჯისფერი რომაული ციფრები I, II, III ბლანკს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ფანჯარა (დანართი №1, სწორკუთხედი 1);
ა.ე) ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თვის აღმნიშვნელი ციფრის (ნარინჯისფერი ციფრები 1-დან 12-ის ჩათვლით ფირნიშის ბლანკს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ფანჯარა (დანართი №1, სწორკუთხედი 2);
ბ) ფირნიშის ბლანკის A ნაწილის უკანა მხარეზე (დანართი №1) რეკვიზიტების ჩასაწერი ფანჯრების მარცხნივ, შემდეგი შესაბამისი წარწერები:
ბ.ა) ,,მარკა, ტიპი ან/და მოდელი“;
ბ.ბ) ,,სანომრე ნიშანი“;
ბ.გ) ,,ტესტირების ცენტრი“;
ბ.დ) ,,ტესტირების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)“.
4. ფირნიშის ბლანკის B ნაწილის უკანა მხარეზე დატანილი უნდა იყოს:
ა) გაეროს მიერ საქართველოსათვის მინიჭებული განმასხვავებელი ნიშანი – მთავარი ჰორიზონტალური ღერძის მქონე თეთრი ფერის ელიფსის ცენტრში ჩასმული შავი ფერის ლათინური ასომთავრულით შესრულებული “GE“;
ბ) ფირნიშის შვიდციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის);
გ) ფირნიშის მოქმედების წელი (ნარინჯისფერი);
დ) ფირნიშის მოქმედების ამოწურვის თვის (დანართი №1, სწორკუთხედი 4) და ამ თვის დეკადის (დანართი №1, სწორკუთხედი 3) აღმნიშვნელი ციფრების ჩასაწერი ფანჯრები.
მუხლი 4🔗. ფირნიშების ბლანკების დამზადების წესი
1. ფირნიშების ბლანკები მზადდება ამ რეგლამენტით დადგენილი ფორმითა და წესით, ცენტრალიზებულად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახეობების მიხედვით და განსაზღვრული რაოდენობით.
2. ფირნიშების ბლანკების დამზადებასა და მათი ტესტირების ცენტრებისთვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) ტესტირების ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. ტესტირების ცენტრი, როგორც წესი, ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე არანაკლებ ორი თვით ადრე წარადგენს ადმინისტრაციაში მოთხოვნას ფირნიშის ბლანკების მომავალი წლისთვის საჭირო რაოდენობაზე (თვეების მიხედვით). მოთხოვნას უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ტესტირების ცენტრების განაცხადების საფუძველზე ადმინისტრაცია ადგენს დასამზადებელი ფირნიშების ბლანკების ჯამურ რაოდენობას.
5. ფირნიშების ბლანკები მზადდება ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის მიხედვით.
6. ფირნიშების ბლანკები მზადდება არანაკლებ სამი დამცავი ნიშნით, ისეთი ტექნოლოგიითა და მასალით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს:
ა) ფირნიშის ბლანკზე, შესაბამის გრაფებში, სპეციალური საწერი საშუალებით შემდეგი დამატებითი რეკვიზიტების დატანის შესაძლებლობა:
ა.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, ტიპი ან/და მოდელი;
ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი;
ა.გ) ტესტირების ცენტრის დასახელება;
ა.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ა.ე) ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თვე და დეკადა;
ბ) შესაბამის ფანჯარაში ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თვის აღმნიშვნელი ციფრის ჩაკვრა;
გ) შესაბამის ფანჯარაში ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის დეკადის აღმნიშვნელი რომაული ციფრის ჩაკვრა;
დ) ფირნიშის A ნაწილის საიმედოდ დაკვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინის წინასწარ გაწმენდილ ქვედა მარცხენა კუთხეში;
ე) ფირნიშის B ნაწილის საიმედოდ დაკვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათის ზედა, წარწერებისაგან თავისუფალ ადგილას.
7. პოლიგრაფიული საწარმოდან ფირნიშების ბლანკების გამოტანის უფლება აქვს ადმინისტრაციის პასუხისმგებელ პირს, ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობის საფუძ-ველზე.
8. მონაცემები ადმინისტრაციის მიერ ტესტირების ცენტრებისათვის გადაცემული ფირნიშების ბლანკების შესახებ ფიქსირდება რეესტრში, რომლის ფორმა მოცემულია დანართში №2.
9. ტესტირების ცენტრი ვალდებულია ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიაწოდოს ადმინისტრაციას ინფორმაცია წინა თვის განმავლობაში მის მიერ გამოყენებული ფირნიშების ბლანკების მოძრაობის შესახებ წერილობითი ან ელექტრონული სახით.
10. ფირნიშის ბლანკი/ბლანკები გამოსაყენებლად უვარგისად ითვლება და მისი/მათი ნაშთის ჩამოწერა უნდა მოხდეს:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედების ვადის გასვლის გამო;
დ) ტესტირების ცენტრის აკრედიტაციის გაუქმების გამო.
11. გამოსაყენებლად უვარგისი ფირნიშის ბლანკის/ბლანკების ნაშთის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენით, მისი/მათი ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს ჩამოწერის აქტში.
12. ჩამოწერის აქტებს ადგენენ ტესტირების ცენტრები და გამოსაყენებლად უვარგისი ფირნიშების ბლანკებთან ერთად წარუდგენენ მათ ადმინისტრაციას, რის საფუძველზეც ადმინისტრაცია ადგენს ჩამოწერის კრებსით აქტს.
13. გამოსაყენებლად უვარგისი ფირნიშების ბლანკების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 1
დანართი № 2
ადმინისტრაციის მიერ ტესტირების ცენტრებისათვის გადაცემული ფირნიშების ბლანკების რეესტრი
რეესტრის
№
.ტესტირების ცენტრის დასახელება
აკრედიტაციის რეგისტრაციის კოდი
გადაცემული ფირნიშების ბლანკების ნომრები და მათი გადაცემის თარიღი
დაბრუნებული ფირნიშების ბლანკების ნომრები და დაბრუნების თარიღი
ჩამოწერილი ფირნიშების ბლანკების
ნომრები და ჩამოწერის თარიღი
M1,N1 კატეგორიისთვის
თარიღი
M2, M3, N2, N3, 03 ,04 კატეგორი-ისთვის
თარიღი
M1,N1 კატეგორი-ისთვის
თარიღი
M2, M3, N2, N3, 03 ,04 კატეგორი-ისთვის
თარიღი
M1,N1 კატეგორიისთვის
თარიღი
M2, M3, N2, N3, 03 ,04 კატეგორიისთვის
თარიღი