ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.09.2007
ძალის დაკარგვა 21.10.2013
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.47.052.010.882
გამოქვეყნების წყარო სსმ, 138, 04/10/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ქუთუთოების დაავადებები და კონიუნქტივიტები |
| 2 | საცრემლე ორგანოების და ცრემლსადენი გზების დაავადება |
| 3 | თვალის კაკლის დაავადებები: ანთებითი, სისხლძარღვოვანი დეგენერაციული ხასიათის, ოპერაციული ჩარევის, ტრავმის შედე-გად, ახალწარმონაქმნები |
| 4 | გლაუკომა |
| 5 | ფერების შეგრძნების დარღვევა |
| 6 | თვალის მამოძრავებელი აპარატის დარღვევა |
| 8 | რეფრაქცია ახლომხედველობა – არა უმეტეს 3,0 D შორსმხედველობა 2,0 D ასტიგმატიზმი + 2,5 D შორსმხედველობა და ახლომხედველობა – არა უმეტეს 3,0 D; ასტიგმატიზმი + 2,5 D |
| 9 | ცალ თვალში მხედველობის უქონლობა |
| 10 | აკომოდაციის დარღვევა, 4,0 D-ზე მეტი პრესბიოპია |
| 11 | ცხვირის დანამატი ღრუების ქრონიკული დაავადება |
| 12 | ცხვირისა და მისი დანამატი ღრუების, პირის ღრუს, ხორხის, სასულეს ან ყურის მდგრადი ცვლილებები |
| 13 | ქრონიკული ტონზილიტი |
| 14 | მეტყველების ხარვეზები |
| 15 | ლორორგანოების სისტემური წითერი მგლურა, ტუბერკულოზი, სკლერომა, ავთვისებიანი სიმსივნეები |
| 16 | შუა ყურის ქრონიკული დაავადებები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 08.01.2019
- ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 11.10.2013
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal; text-decoration:underline;}
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .25in 56.7pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.47.052.010.882
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება №109
2007 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №1 დანართის „საავიაციო პერსონალის მოწმობების გაცემა“, საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე მუხლის, აგრეთვე საქართველოს კანონების „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 1517
მუხლის და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესები.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №3 „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“.
ი. თაქთაქიშვილი
ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესები
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. წესების მიზანი და რეგულირების სფერო
1. ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესები (შემდგომში – წესები) შემუშავებულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №1 დანართის „საავიაციო პერსონალის მოწმობების გაცემა“, საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე მუხლის, აგრეთვე საქართველოს კანონების „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 1517
მუხლის შესაბამისად.
2. ამ წესების მიზანია მე-4 მუხლით განსაზღვრული ავიასპეციალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ნორმების დადგენა და საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობის განსაზღვრა.
3. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია).
მუხლი 2🔗. წესებში გამოყენებული ტერმინები და შემოკლებები
1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საჰაერო კოდექსში.
2. ამ წესებში გამოყენებულ შემოკლებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეგ – ელექტროენცეფალოგრამა;
ბ) ეკგ – ელექტროკარდიოგრამა;
გ) ვნს – ვეგეტატიური ნერვული სისტემა;
დ) იკაო – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია;
ე) რეგ – რეოენცეფალოგრამა;
ვ) სა – სამოქალაქო ავიაცია;
ზ) სმ – საჰაერო მოძრაობა;
თ) სსსკ – საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისია;
ი) ცნს – ცენტრალური ნერვული სისტემა;
კ) I (II, III) კლასის კანდიდატი – I (II, III) კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მიღების კანდიდატი.
თავი II. სამედიცინო სერტიფიკატი (მოწმობა)
მუხლი 3🔗
1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში გაიცემა სამი კლასის (I, II, III) სამედიცინო სერტიფიკატი, რომლებიც ერთმანეთისაგან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების დონით განირჩევა. სამედიცინო სერტიფიკატი (დანართი №2) ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2. სამედიცინო სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს:
ა) გვარს, სახელს;
ბ) მოქალაქეობას;
გ) დაბადების თარიღს;
დ) სქესს;
ე) სისხლის ჯგუფსა და რეზუსს;
ვ) სპეციალობას;
ზ) კლასს.
მუხლი 4🔗
1. სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელზე და მის კანდიდატზე (შემდგომში – ავიასპეციალისტი), მისი სპეციალობის მიხედვით.
2. I კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა:
ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტზე;
ბ) კომერციულ პილოტზე.
3. II კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა:
ა) აერნაოსანზე;
ბ) ბორტინჟინერზე (ბორტმექანიკოსზე);
გ) მოყვარულ პილოტზე;
დ) პლანერის პილოტზე;
ე) თავისუფალი აეროსტატის პილოტზე;
ვ) ბორტრადისტზე;
ზ) ბორტგამყოლზე;
თ) სატრანსპორტო საჰაერო ხომალდის ბორტოპერატორზე.
4. III კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეზე.
მუხლი 5🔗
ამ წესების მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სპეციალობების მიღების მსურველი აბიტურიენტი გამოიკვლევა იმ კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოთხოვნების მიხედვით, რა სპეციალობის მიღებასაც ის შემდგომში აპირებს.
მუხლი 6🔗
1. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა:
ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი, კომერციული პილოტი, აერნაოსანი, ბორტინჟინერი (ბორტმექანიკოსი) – 12 თვე;
ბ) ბორტრადისტი, ბორტგამყოლი, ბორტოპერატორი – 24 თვე;
გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე – 48 თვე;
დ) მოყვარული პილოტი, პლანერის პილოტი, თავისუფალი აეროსტატის პილოტი – 60 თვე.
2. კომერციულ ფრენებზე დაკავებული, 60 წლის ასაკს გადასული, ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტისა და კომერციული პილოტის მოწმობების მოქმედების ვადები 6 (ექვსი) თვემდე მცირდება.
3. 40 წლის ასაკს გადასული მოყვარული პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის, პლანერის პილოტისა და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობების მოქმედების ვადები 24 თვემდე მცირდება.
4. სამედიცინო სერტიფიკატის ამ მუხლით მითითებული მოქმედების ვადების შემცირების უფლება აქვს სსსკ-ის კლინიკური ჩვენების საფუძველზე. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შემცირების საფუძველი მითითებული უნდა იყოს სამედიცინო წიგნაკში.
5. ნებისმიერი სახეობის საჰაერო ხომალდის ნებისმიერი პილოტი, რომელმაც 65 წლის ასაკს მიაღწია, საერთაშორისო კომერციულ ფრენებზე არ დაიშვება.
მუხლი 7🔗
სამედიცინო სერტიფიკატი არის ავიასპეციალისტის მოწმობის განუყოფელი ნაწილი. ავიასპეციალისტი, სამედიცინო სერტიფიკატის გარეშე ან ვადაგასული სამედიცინო სერტიფიკატით, პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად არ დაიშვება.
მუხლი 8🔗
საავადმყოფო ფურცელზე მყოფი ავიასპეციალისტი სამუშაოდ დაიშვება საავადმყოფო ფურცლის დახურვისა და ავადმყოფის ისტორიის ამონაწერის ავიასაწარმოს ექიმისათვის წარდგენის შემდეგ.
მუხლი 9🔗
საავიაციო სამედიცინო ექსპერტიზის ამ წესების VII თავით გათვალისწინებულ მოცულობათა შემცირება დაუშვებელია.
მუხლი 10🔗
განსაკუთრებულ შემთხვევებში (სტიქიური უბედურება, ხანგრძლივი მივლინება და სხვა), სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება შეიძლება გადავადდეს არა უმეტეს ერთი თვით, სსსკ-ის გადაწყვეტილებით, რაც ადმინისტრაციასთან უნდა შეთანხმდეს.
მუხლი 11🔗
ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის ისეთი გაუარესებისას, რაც მისი პროფესიული მოვალეობების სათანადო შესრულებას ხელს შეუშლის, ავიასპეციალისტი ვალდებულია მიმართოს სამკურნალო დაწესებულებას. გამოჯანმრთელების შემდეგ, ავიასპეციალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საკითხს წყვეტენ სსსკ-ის შესაბამისი სპეციალობის წევრები, რომელთა დასკვნა ავიასპეციალისტის სამედიცინო წიგნაკში აღინიშნება.
თავი III. საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისია
მუხლი 12🔗
1. ავიასპეციალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო გამოკვლევას ატარებს სსსკ. სსსკ შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ დაწესებულებაში, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თუ ეს დაწესებულება აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გადაწყვეტილების ასლი შვიდი დღის ვადაში მიეწოდება ადმინისტრაციას. ადმინისტრაციას ასევე მიეწოდება გადაწყვეტილებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. სსსკ-ის შემადგენლობითა და წევრთა კვალიფიკაციით სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ წესების VII თავით განსაზღვრული საავიაციო-სამედიცინო ექსპერტიზის მოცულობა. სსსკ-ის თავმჯდომარეს და წევრებს უნდა გააჩნდეთ სპეციალობის შესაბამისი ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი.
2. სსსკ-ის თავმჯდომარეს, აგრეთვე კომისიის შემდეგ წევრებს: თერაპევტს, ნევროპათოლოგს, ქირურგს, ოტოლარინგოლოგს და ოფთალმოლოგს, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №1 დანართის შესაბამისად, დამატებით უნდა გააჩნდეთ საავიაციო მედიცინაში მომზადების სერტიფიკატი, რომლის გამცემი ორგანიზაცია აღიარებული უნდა იყოს იკაო-ს ან ადმინისტრაციის მიერ.
3. სსსკ-ის თავმჯდომარე და წევრები საექიმო სპეციალობაში კვალიფიკაციის დასადასტურებლად გადიან დახელოვნების კურსებს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები დამატებით გადიან დახელოვნების კურსებს 5 წელიწადში ერთხელ საავიაციო მედიცინაში.
მუხლი 13🔗
სსსკ-ში საქმისწარმოება მიმდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისად. სსსკ-ს აქვს ბეჭედი, რომელზეც ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსახულია:
ა) დაწესებულების სრული დასახელება;
ბ) წარწერა – საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისია – Aviation Medical Expert Commision.
მუხლი 14🔗
სსსკ-ის ფუნქციებია:
ა) ავიასპეციალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევა;
ბ) ავიასპეციალისტების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკური და რეაბილიტაციური ღონისძიებების მეთვალყურეობა;
გ) სამედიცინო ჩვენების მიხედვით, ავიასპეციალისტთა გაგზავნა სტაციონარულ და სხვა გამოკვლევაზე ჯანდაცვის სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში;
დ) ავიასაწარმოს ექიმებისათვის კონსულტაციური და მეთოდური დახმარება;
ე) ავიასპეციალისტების შრომის პირობების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროფესიული დაავადებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა;
ვ) საავიაციო მოვლენების მიზეზების შესწავლა და გაანალიზება, თუ ისინი ადამიანის ფაქტორთან არის დაკავშირებული;
ზ) საავიაციო მედიცინის მოწინავე გამოცდილების გამოყენება და დანერგვა.
მუხლი 15🔗
1. სსსკ-ის წევრს უფლება აქვს:
ა) პერიოდულად დაესწროს ავიასპეციალისტის საწაფზე ვარჯიშს;
ბ) ავიასაწარმოს ხელმძღვანელს (ავიასაწარმოს ექიმს) მოსთხოვოს ის დამატებითი, კანონმდებლობით დაშვებული, მონაცემები, რაც საექსპერტო დასკვნის გამოსატანად არის საჭირო;
გ) მონაწილეობა მიიღოს სამედიცინო საკითხებზე გამართულ შეკრებებში, კონფერენციებსა და სემინარებში.
2. სსსკ-ის წევრი პასუხისმგებელია საექსპერტო დასკვნის საფუძვლიანობაზე და სიზუსტეზე, ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების საიდუმლოების დაცვაზე.
მუხლი 16🔗
1. სსსკ-ის თავმჯდომარე:
ა) უფლებამოსილია ავიასპეციალისტი გაგზავნოს რიგგარეშე სტაციონარულ და სსსკ-ის გამოკვლევაზე, სამედიცინო ჩვენებით;
ბ) სსსკ-ის წევრის მიერ პროფესიული, უფლებრივი და ეთიკური ნორმების დარღვევისას იშუამდგომლოს შესაბამის ორგანოებთან მისთვის სახელმწიფო სერტიფიკატის ჩამორთმევის შესახებ.
2. სსსკ-ის თავმჯდომარე პასუხისმგებელია სსსკ-ის მუშაობის ორგანიზებაზე.
თავი IV. საავიაციო-სამედიცინო საექსპერტო გამოკვლევის ზოგადი პრინციპები
მუხლი 17🔗
1. ავიასპეციალისტი საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევას გადის ამ წესების მე-12 მუხლის შესაბამისად შექმნილ სსსკ-ში. აღნიშნული მოთხოვნა ეხება აგრეთვე ამ წესების მე-4 მუხლით განსაზღვრულ უცხო ქვეყნის ავიასპეციალისტს/კანდიდატს, რომელიც აპირებს საქმიანობის დაწყებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში, თუ მისი სამედიცინო სერტიფიკატი არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის №1 დანართით დადგენილ მოთხოვნებს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების 45-ე და 46-ე მუხლებით განსაზღვრულ ავიასპეციალისტთა სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევების მოცულობასთან და/ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან წაყენებული მოთხოვნები ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანების „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ №1 დანართის მოთხოვნებს, მაშინ სსსკ და ავიასაწარმოს ექიმი ხელმძღვანელობენ აღნიშნული ბრძანების მოთხოვნებით.
მუხლი 18🔗
სამედიცინო სერტიფიკატის მიღების კანდიდატი სსსკ-ის თავმჯდომარეს მიმართავს ამ წესების №1 დანართით გათვალისწინებული ფორმის განაცხადით, რომელსაც თან ერთვის ავიასაწარმოს ხელმძღვანელის შუამდგომლობა (№1 დანართის გვ. 2).
მუხლი 19🔗
კანდიდატის მიერ სსსკ-ისათვის მიწოდებული ნებისმიერი მცდარი ინფორმაცია ეცნობება ადმინისტრაციას.
მუხლი 20🔗
ავიასპეციალისტის საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევა შეიძლება დაიწყოს სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის დამთავრებამდე ერთი თვით ადრე, ავიასაწარმოს ექიმის წარდგენითა და ზედამხედველობით. გამოსაკვლევი პირი გამოკვლევის გავლის დროს თავისუფლდება სამუშაოდან. საექსპერტო დასკვნა გაიცემა საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 21🔗
ავიასპეციალისტის მძიმე დაავადებისას (ტრავმისას), სსსკ-მ საექსპერტო დასკვნა შეიძლება გამოიტანოს სამკურნალო დაწესებულების საბუთების საფუძველზე.
მუხლი 22🔗
რიგგარეშე გამოკვლევის გადაწყვეტილებას იღებს სსსკ-ის თავმჯდომარე, სსსკ-ის წევრის და/ან ავიასაწარმოს ექიმის მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 23🔗
საავიაციო-ქიმიური სამუშაოების შემსრულებელი ავიასპეციალისტის სამედიცინო გამოკვლევისას, სსსკ ხელმძღვანელობს ამ „წესებით“ გათვალისწინებული დებულებებით.
მუხლი 24🔗
პოლარულ და/ან ცხელი კლიმატის ქვეყნებში ავიასპეციალისტის 3 თვეზე მეტი ხნით მივლინების მიზანშეწონილობის დადგენისას სსსკ ხელმძღვანელობს ამ წესების 48-ე მუხლის დებულებებით.
მუხლი 25🔗
1. ავიასპეციალისტის სტაციონარული გამოკვლევა ტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებისას, სამედიცინო ჩვენების მიხედვით.
2. სტაციონარული გამოკვლევის აუცილებლობის გადაწყვეტილებას იღებს სსსკ-ის თავმჯდომარე, ავიასაწარმოს ექიმის და/ან სსსკ-ის წევრის წარდგინებით.
3. სტაციონარული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, დასკვნა გამოაქვს სსსკ-ის.
მუხლი 26🔗
სსსკ-ის დასკვნა უნდა შეიცავდეს:
ა) სსსკ-ის დასახელებას და დასკვნის გამოტანის თარიღს;
ბ) ვარგისობის (უვარგისობის) დასკვნას, სამედიცინო კლასის მითითებით, დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი პუნქტის მითითებით;
გ) ინდივიდუალური შეფასებით დასკვნის გამოტანის საფუძველს;
დ) სსსკ-ის რეკომენდაციებს კომისიათაშორის პერიოდში.
მუხლი 27🔗
სსსკ-ის დასკვნას ხელს აწერენ სსსკ-ის თავმჯდომარე და კომისიის ის წევრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაში.
მუხლი 28🔗
ჯანმრთელობის მდგომარეობის საექსპერტო დასკვნის იმ პუნქტით (იხ. ამ წესების 46-ე მუხლით განსაზღვრული ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 სვეტები) გამოტანისას, რომელიც ინდივიდუალური შეფასებით განიხილება, გამოსაკვლევი შეიძლება უვარგისად იქნეს მიჩნეული ან საჭიროებდეს მკურნალობას ჯანმრთელობის შემდგომი გამოკვლევით. ამისათვის მხედველობაში მიიღება დაავადების გამოხატულება, ხარისხი, პათოლოგიური პროცესის შექცევადობა, საავიაციო საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, პროგრესირე-ბის შესაძლებლობა და დაავადების გავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე, პიროვნების ინდივიდუალური ფსიქოფიზიოლოგიური და შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებები და სხვა.
მუხლი 29🔗
აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ წაყენებული მოთხოვნები იგივეა, გარდა ერთი განსხვავებისა: ცხრილით აღნიშნული „ინდივიდუალური შეფასება“ აბიტურიენტისათვის გათვალისწინებული არ არის (სადაც ცხრილში „ი.შ.“ წერია, აბიტურიენტისათვის ეს ნიშნავს „უვარგისია“).
მუხლი 30🔗
1. თუ ავიასპეციალისტი სსსკ-ის დასკვნას არ ეთანხმება, სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის საკითხს განიხილავს საპრეტენზიო კომისია, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის იქმნება.
2. საპრეტენზიო კომისიის დასკვნა ფორმდება ოქმის სახით და იგზავნება სსსკ-ში.
3. თუ საპრეტენზიო კომისიის დასკვნას ავიასპეციალისტი არ ეთანხმება, მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს.
თავი V. სსსკ-ის საბუთების გაფორმება
მუხლი 31🔗
1. ავიასაწარმოს ექიმი ინახავს და აწარმოებს ავიასპეციალისტის სამედიცინო წიგნაკს. წიგნაკში უნდა იყოს სსსკ-ის ბეჭდით დამოწმებული ავიასპეციალისტის ფოტოსურათი.
2. აბიტურიენტის გაფორმებული სამედიცინო წიგნაკი გამოკვლევის დამთავრების შემდეგ სასწავლო დაწესებულებაში იგზავნება.
3. უვარგისად მიჩნეული ან სპეციალობით არამომუშავე ავიასპეციალისტის სამედიცინო წიგნაკი სსსკ-ში ინახება 7 წლის განმავლობაში.
მუხლი 32🔗
1. ავიასპეციალისტის სტაციონარში გამოსაკვლევად გაგზავნისას ავიასაწარმოს ექიმი აფორმებს ეპიკრიზს, რომელსაც ეცნობა და ხელს აწერს ავიასპეციალისტი.
2. ეპიკრიზი შემდეგ მონაცემებს უნდა შეიცავდეს:
ა) ჩივილების, გადატანილი დაავადების, მათ შორის, დროებითი შრომისუუნარობის არსებობა ან არარსებობა;
ბ) საფრენოსნო დატვირთვა, ფრენის სახეობები, საფრენოსნო დროის ნორმის გახანგრძლივება, გადასწავლება, საავიაციო მოვლენები;
გ) მორიგი შვებულებით სარგებლობა, დასვენება, დასასვენებელი დღეების რეგულირება, გამოუყენებელი შვებულებები;
დ) ფრენიდან გათავისუფლების ფაქტები და მიზეზები;
ე) სხვა სამედიცინო სპეციალისტების გამოკვლევები, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებისა და სსსკ-ის რეკომენდაციების შესრულება;
ვ) პირადი შემოწმების მონაცემები;
ზ) დიაგნოზი;
თ) ავიასაწარმოს ექიმის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკის დისპანსერული მეთვალყურეობის ეფექტურობაზე და მისი რეკომენდაციები.
მუხლი 33🔗
სსსკ-ზე გაგზავნისას ავიასაწარმოს ექიმი გამოსაკვლევის სამედიცინო წიგნაკს, მუშაობის მთელი წლის მონაცემებით, ეკგ-ის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, რენტგენის ფირებს, სხვა გამოკვლევებისა და დაკვირვების მონაცემებს უგზავნის სსსკ-ს.
მუხლი 34🔗
სსსკ-ის მუშაობისას, გამოკვლევის შედეგები (ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური, ეკგ, ეგ, რეგი და სხვა) შეაქვთ გამოსაკვლევი პირის სამედიცინო წიგნაკში. სსსკ-ის თავმჯდომარის და წევრების კონსულტაციებს და ყველა ჩანაწერს მიეთითება თარიღი.
მუხლი 35🔗
სსსკ-ის წევრი ვალდებულია სამედიცინო საბუთებში ჩაწეროს ობიექტური გამოკვლევის მონაცემები, დიაგნოზი და რეკომენდაციები, რაც სსსკ-ის წევრის პირადი ხელმოწერით მოწმდება. საექსპერტო საბუთებში გამოყენებული ტერმინოლოგია საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მიღებულ ტერმინოლოგიას უნდა შეესაბამებოდეს.
მუხლი 36🔗
სტაციონარული გამოკვლევის შედეგები ფორმდება ავადმყოფობის ისტორიიდან ამონაწერის სახით, რომელიც გამოსაკვლევის სამედიცინო წიგნაკს უნდა დაერთოს.
მუხლი 37🔗
საექსპერტო დასკვნა გამოაქვთ სსსკ-ის სხდომაზე, სადაც ერთდროულად დგინდება დისპანსერული მეთვალყურეობის ჯგუფი.
მუხლი 38🔗
1. სსსკ-ის სხდომის ჩატარება ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და ის წევრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაში.
2. იმ ოქმის ასლი, რითაც ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის უვარგისობა დგინდება, 3 დღის ვადაში ეგზავნება ადმინისტრაციას.
მუხლი 39🔗
სსსკ-ში გამოკვლეულ იმ პირზე, რომელიც ვარგისად ჩაითვლება, სსსკ გასცემს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატს, რომლის ფორმა და შინაარსი ამ წესების დანართი №2-ით არის განსაზღვრული.
თავი VI. სამედიცინო მეთვალყურეობის ორგანიზება კომისიათაშორის პერიოდში
მუხლი 40🔗
1. კომისიათაშორის პერიოდში სამედიცინო მეთვალყურეობა ტარდება ამ მუხლით განსაზღვრული წესით.
2. ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას ახორციელებენ ავიასაწარმოს ექიმი და სსსკ-ის წევრები.
3. კომისიათაშორის პერიოდში ამ წესების მე-4 მუხლით განსაზღვრული ავიასპეციალისტების გამოკვლევა ტარდება შემდეგი წესით:
ა) უდიაგნოზო ავიასპეციალისტი საერთო შემოწმებას გადის ავიასაწარმოს ექიმთან (უდიაგნოზო მოყვარული პილოტი – სსსკ-ის შესაბამის წევრთან);
ბ) დიაგნოზიანი ავიასპეციალისტი საერთო თერაპიულ შემოწმებას გადის ავიასაწარმოს ექიმთან და სსსკ-ის იმ წევრთან, რომლის სპეციალობასაც მისი დიაგნოზი განეკუთვნება.
4. ავიასპეციალისტის სამკურნალო, პროფილაქტიკური, გამაჯანსაღებელი ღონისძიებები და საკონტროლო გამოკვლევები (დანიშნულება) ტარდება ინდივიდუალური წესით, სსსკ-ის რეკომენდაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ავიასპეციალისტის პროფილაქტიკური აცრები და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად.
6. ლაბორატორიული და ფუნქციური გამოკვლევები ტარდება სსსკ-ის დანიშნულებით, სამედიცინო ჩვენების მიხედვით.
7. გინეკოლოგიური შემოწმება ხორციელდება 3 თვეში ერთხელ, ორსულობის დადგენის მიზნით.
მუხლი 41🔗
ავიასაწარმოს ექიმად ინიშნება უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, სერტიფიცირებული შემდეგ ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში მაინც:
ა) შინაგანი სნეულებები;
ბ) ოჯახის ექიმი;
გ) ნარკოლოგია;
დ) ნევროლოგია;
ე) ზოგადი ქირურგია;
ვ) ფსიქიატრია;
ზ) ოტოლარინგოლოგია;
თ) ოფთალმოლოგია.
მუხლი 42🔗
1. ავიასაწარმოს ექიმი ავიასპეციალისტების სამედიცინო შემოწმებას, მე-40 მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ატარებს დაავადებიდან (ტრავმიდან) გამოჯანმრთელების, მორიგი შვებულებიდან გამოსვლის და საავიაციო მოვლენების შემდეგ.
2. ავიასაწარმოს ექიმს შედეგები შეაქვს სამედიცინო წიგნაკში.
მუხლი 43🔗
სამედიცინო შემოწმების შედეგების მიხედვით, ავიასაწარმოს ექიმმა შეიძლება გამოიტანოს შემდეგი დასკვნები:
ა) „ჯანმრთელია“;
ბ) „საჭიროებს რიგგარეშე დასვენებას (მორიგ შვებულებას)“;
გ) „საჭიროებს კონსულტაციას, მკურნალობას (ამბულატორიულ, სტაციონარულ, საკურორტო)“.
მუხლი 44🔗
სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, ავიასაწარმოს ექიმი სსსკ-ის თავმჯდომარეს წარუდგენს რიგგარეშე საექსპერტო გამოკვლევის საფუძველს.
თავი VII. საავიაციო-სამედიცინო ექსპერტიზის მოცულობა
მუხლი 45🔗
ავიასპეციალისტების სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევები დადგინდეს შემდეგი მოცულობით:
1. თერაპიული გამოკვლევა:
ა) პირის ღრუ, ხახა, კანის საფარველი, ხილული ლორწოვანი, ლიმფური კვანძები და ფარისებრი ჯირკვალი, საერთო გარეგნობის ასაკთან შესაბამისობა;
ბ) სასუნთქი, გულსისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, შარდსასქესო სისტემა.
2. ქირურგიული გამოკვლევა:
ა) ანტროპომეტრია (სიმაღლე, სხეულის მასა, გულმკერდის გარეშემოწერილობა, მტევნების დინამო-მეტრია);
ბ) ზოგადი დათვალიერება (სხეულის წყობა, კუნთების და კანქვეშა ცხიმოვანი შრის განვითარება, სიარული);
გ) კანის ლიმფური კვანძების, კანის ნაწიბურების. ფარისებრი ჯირკვლის, პერიფერიული სისხლძარღვების, ძვლების, სახსრების, მუცლის ღრუს ორგანოების, გარე სასქესო ორგანოების, უკანა გასავლის მიდამოს (ჩვენების მიხედვით – სწორი ნაწლავის გამოკვლევა თითით) მდგომარეობა.
3. ნევროლოგიური გამოკვლევა:
ა) გარეგანი დათვალიერება (ატროფია, ფიბრილური და ფასციკულარული კანკალი);
ბ) ქალა-ტვინის ნერვები;
გ) მამოძრავებელი, რეფლექტორული, მგრძნობიარე სფერო, სტატიკა და კოორდინაცია;
დ) ვეგეტატურ-ნერვული სისტემა (დერმოგრაფიზმი, აკროციანოზი, ჰიპერჰიდროზი, ტრემორი, ორთოსტატიური სინჯი);
ე) ემოციურ-ფსიქიკური სფერო.
4. ნარკოლოგიური გამოკვლევა.
5. გინეკოლოგიური გასინჯვა:
ა) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა;
ბ) კოლპოსკოპია;
გ) საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი;
დ) საშვილოსნოს დანამატების ბიმანუალური გასინჯვა.
6. ლორორგანოების გამოკვლევა:
ა) გარეგანი დათვალიერება;
ბ) შინაგანი გამოკვლევა ოტოსკოპია, ფარინგოსკოპია, ლარინგოსკოპია, ცხვირის სუნთქვისა და ყნოსვის გამოკვლევა;
გ) აკუმეტრია;
დ) ყურის ბაროფუნქცია;
ე) სტატოკინეტიკური მდგომარეობის გამოკვლევა (ვესტიბულომეტრია) კორიოლისის დაჩქარების შეუჩერებელი კომულაციის მეთოდით, 3 წუთის განმავლობაში, ან კორიოლისის დაჩქარების შეჩერებადი მეთოდით, 2 წუთის განმავლობაში, უტარდებათ I და II კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მიღების კანდიდატებს;
ვ) ტონალური აუდიომეტრია უტარდებათ:
ვ.ა) I კლასის კანდიდატებს: მოწმობის მიღებისას და 40 წლამდე – 5 წელიწადში ერთხელ, 40 წლის ასაკიდან – 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო სმენის ორგანოს დაავადების დადგენიდან – ყოველწლიურად;
ვ.ბ) II კლასის კანდიდატებს: მოწმობის მიღებისას და 50 წლის ასაკიდან – 4 წელიწადში ერთხელ;
ვ.გ) III კლასის კანდიდატებს: მოწმობის მიღებისას და 40 წლამდე – 8 წელიწადში ერთხელ, 40 წლის ასაკიდან – 4 წელიწადში ერთხელ.
7. სტომატოლოგიური გამოკვლევა:
შეისწავლება კბილების მდგომარეობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, ღრძილები, თანკბილვა, კბილების ფორმულა, გვირგვინის არსებობა, ხიდი და პროტეზი. კბილების ფორმულა და პირობითი ნიშნები, იკაო-ს მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგნაირად ფორმდება:
18
17
16
15
14
13
12
11
21
22
23
24
25
26
27
28
48
47
46
45
44
43
42
41
31
32
33
34
35
36
37
38
პირობითი ნიშნები: არარსებობა – 0, ფესვი – R, კარიესი – C, პულპიტი – P, პერიოდონტიტი – Pt, ბჟენი – П, პარადონტოზი – А, მოძრავი – I,II,III (ხარისხის), გვირგვინი – K, კბილების გამრუდება – И.
8. მხედველობის ორგანოების გამოკვლევა:
ა) მხედველობის სიმახვილე;
ბ) ფერების შეგრძნება;
გ) ბინოკულარული მხედველობა;
დ) ღამის მხედველობა;
ე) კონვერგენციის უახლოესი წერტილი;
ვ) მკაფიო მხედველობის უახლოესი წერტილი;
ზ) მხედველობის ორგანოს ანატომიური მდგომარეობა;
თ) რეფრაქცია-გამოკვლევის სუბიექტური და ობიექტური მეთოდები (სკიასკოპია ან რეფრაქტომეტრია);
ი) თვალშიდა წნევა ეზომებათ I კლასის კანდიდატებს – 35 წლიდან 2 წელიწადში ერთხელ, დანარჩენ ავიასპეციალისტებს – 40 წლიდან 2 წელიწადში ერთხელ.
9. ფსიქოლოგიური გამოკვლევა ხორციელდება გუგის გასაფართოებელი პრეპარატის შეყვანიდან 3 დღის შემდეგ და უტარდებათ:
ა) აბიტურიენტებს;
ბ) საფრენოსნო შემადგენლობასა და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებს – 50 წლის ასაკში, ხოლო 55 წლიდან – ყოველ 2 წელიწადში;
გ) საფრენოსნო შემადგენლობას – ფრენებში 6-თვიანი შესვენების შემდეგ;
დ) ავიასპეციალისტს – სტაციონარული გამოკვლევისას;
ე) სამედიცინო ჩვენებისას.
10. დერმატოვენეროლოგიური გასინჯვა.
11. ლაბორატორიული გამოკვლევა:
ა) სისხლის კლინიკური ანალიზი (ჰემოგლობინი, ერითროციტების რაოდენობა, ლეიკოციტალური ფორმულა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე);
ბ) შარდის კლინიკური ანალიზი (მათ შორის, ბილირუბინზე, ურობილინურ სხეულებზე რეაქცია, აცეტონი);
გ) სისხლში შაქრის შემცველობის დადგენა (უზმოზე);
დ) სისხლის ბიოქიმიურ ანალიზი ბილირუბინზე და მის ფრაქციაზე, ასტ, ალტ, ლდგზ, ტფ ფერმენტებზე უტარდებათ იმ პილოტებს, რომლებიც შხამქიმიკატებით მუშაობენ;
ე) სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევები: საერთო ცილა, ცილის ფრაქციები, ქოლესტერინი, ალფა ქოლესტერინი, გლიცერიდები, C-რეაქტიული ცილა, ბილირუბინი პირდაპირი-არაპირდაპირი, ფერმენტი, ასტ, ალტ, გგტპ, ლდგ – I კლასის კანდიდატებს 40 წლის ასაკის შემდეგ – 3 წელიწადში ერთხელ;
ვ) ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა უტარდება ქალებს ყოველწლიურად. საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა 12 თვეში ერთხელ და ჩვენების მიხედვით;
ზ) სიფილისზე სისხლის გამოკვლევა (ექსპრესმეთოდი თითიდან აღებული სისხლით) უტარდება ბორტგამყოლობის კანდიდატს და ბორტგამყოლს წელიწადში ერთხელ;
თ) განავლის გამოკვლევა ჭიის კვერცხებზე და დიზინტერიულ ჯგუფზე უტარდება ბორტგამყოლობის კანდიდატს და ბორტგამყოლს წელიწადში ერთხელ;
ი) დანარჩენი ლაბორატორიული გამოკვლევები ტარდება სამედიცინო ჩვენების მიხედვით.
12. რენტგენოლოგიური გამოკვლევა:
ა) გულ-მკერდის ღრუს ორგანოების რენტგენოგრაფია უტარდებათ აბიტურიენტებს; ავიასპეციალისტებს – 3 წელიწადში ერთხელ, აგრეთვე სამედიცინო და ეპიდჩვენებისას;
ბ) ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოგრაფია უტარდებათ I და II კლასის აბიტურიენტებს.
13. ელექტროენცეფალოგრაფია უტარდებათ I და III კლასის აბიტურიენტებს.
14. ელექტროკარდიოგრაფია (მოსვენების მდგომარეობაში, ვილსონის 12 განხრაში) უტარდებათ აბიტურიენ-ტებს, აგრეთვე – ავიასპეციალისტებს მე-6 მუხლის 1-ლი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში.
15. მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია უტარდებათ I კლასის კანდიდატებს 40 წლის ასაკში, და შემდეგ – სამ წელიწადში ერთხელ. გულის ექოსკოპია – ჩვენების მიხედვით.
16. კოლპოსკოპია უტარდებათ ქალებს 24 თვეში ერთხელ და ჩვენების მიხედვით.
17. ფუნქციური გამოკვლევა:
ელექტროკარდიოგრაფია დატვირთვით (ველოერგომეტრით ან სხვა საშუალებით) უტარდებათ:
ა) I კლასის კანდიდატებს – 40 წლის ასაკის მიღწევისას და შემდეგ 3 წელიწადში ერთხელ, 55 წლის ასაკის მიღწევისას – წელიწადში ერთხელ;
ბ) I, II და III კლასის კანდიდატებს, რომლებიც იგზავნებიან პოლარულ და/ან ცხელი კლიმატის ქვეყნებში სამუშაოდ, არანაკლებ 3 თვის ვადით;
გ) სამედიცინო ჩვენებით: ეკგ-ის ცვლილება დინამიკაში, გულის რითმისა და გამტარებლობის დარღვევა, კარდიომიოპათიის ნიშნები, მიტრალური სარქველის პროლაფსი, არტერიული ჰიპერტენზია, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, რისკფაქტორები.
18. სხვა გამოკვლევები ტარდება სამედიცინო ჩვენების მიხედვით.
19. დიაგნოზის გამოტანისას გამოყენებული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის X გადახედვის ტერმინოლოგია.
მუხლი
46🔗. ავიასპეციალისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი წაყენებული მოთხოვნები
, I-III კლასების მიხედვით
ცხრილი
№
დ ა ა ვ ა დ ე ბ ე ბ ი
I
II
III
1
2
3
4
5
თვალის დაავადებები
1
ქუთუთოების დაავადებები და კონიუნქტივიტები
ა)
ქრონიკული და ხშირი გამწვავებებით
უ
უ
უ
ბ)
არამკვეთრად გამოხატული იშვიათი გამწვავებებით
ი.შ
ვ
ვ
2
საცრემლე ორგანოების და ცრემლსადენი გზების დაავადება
ა)
ცრემლის გამოყოფის დარღვევით
უ
უ
უ
ბ)
ცრემლგამომყოფი ფუნქციის შენარჩუნებით
ი.შ
ი.შ
ვ
3
თვალის კაკლის დაავადებები: ანთებითი, სისხლძარღვოვანი დეგენერაციული ხასიათის, ოპერაციული ჩარევის, ტრავმის შედე-გად, ახალწარმონაქმნები
ა)
ფუნქციის დარღვევით
უ
უ
უ
ბ)
მხედველობის ორგანოს ფუნქციის საკმარისი შენარჩუნებით
ი.შ
ი.შ
ი.შ
4
გლაუკომა
უ
უ
უ
5
ფერების შეგრძნების დარღვევა
„A” ტიპი
უ
უ
უ
„B” ტიპი
ი.შ
ვ
ი.შ
„C” ტიპი
ვ
ვ
ვ
6
თვალის მამოძრავებელი აპარატის დარღვევა
ა)
ქუთუთოების დამბლა, სიელმე
უ
უ
უ
ბ)
ჰეტეროფორია, ფუზიონური რეზერვების დაქვეითებით
ი.შ
ი.შ
ი.შ
7
მხედველობის სიმახვილე
I კლასი
0,6 თითოეულ თვალზე უკორ., კორ. 1,0
0,5 უარეს თვალზე უკორ., კორ. 1,0
II კლასი
0,4 თითოეულ თვალზე უკორ., კორ. 1,0
0,3 უარეს თვალზე უკორ., კორ. 1,0
III კლასი
0,3 უკორ., კორ. 0,9 თითოეულ თვალზე
0,2 უკორ., კორ. 0,8 უარეს თვალზე
ვ
ი.შ
ვ
ი.შ
ვ
ი.შ
8
რეფრაქცია
ახლომხედველობა – არა უმეტეს 3,0 D
შორსმხედველობა 2,0 D
ასტიგმატიზმი + 2,5 D
შორსმხედველობა და ახლომხედველობა – არა უმეტეს 3,0 D; ასტიგმატიზმი + 2,5 D
ვ
ვ
ვ
შორსმხედველობა 3,0 D; ახლომხედველობა 5,0 D;
ასტიგმატიზმი 2,5 D
ა)
კერატორეფრაქციული ოპერაციების შემდეგ
(დადებითი შედეგის მიღწევისას)
ი.შ
ვ
ვ
ბ)
კონტაქტური ლინზების ხმარებისას
(უნდა იქონიოს სათადარიგო კომპლექტი)
ი.შ
ვ
ვ
9
ცალ თვალში მხედველობის უქონლობა
უ
უ
უ
10
აკომოდაციის დარღვევა, 4,0 D-ზე მეტი პრესბიოპია
უ
ი.შ
ი.შ
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
11
ცხვირის დანამატი ღრუების ქრონიკული დაავადება
ა)
ჩირქოვანი სინუსიტები, პოლიპოზით და ლორწოვანი გარსის დისტროფიით
უ
უ
უ
ბ)
ქრონიკული სინუსიტები (კატარალური, სერიოზული ვაზომო-ტორული, ალერგიული, ჰაიმორის ღრუების კისტები)
ი.შ
ი.შ
ვ
12
ცხვირისა და მისი დანამატი ღრუების, პირის ღრუს, ხორხის, სასულეს ან ყურის მდგრადი ცვლილებები
დაზიანებების, დაავადების ან ოპერაციული ჩარევის შემდეგ
ა)
ლორორგანოების ფუნქციის მოშლით, რაც ხელს უშლის სპეც-მოწყობილობების გამოყენებას
უ
უ
უ
ბ)
ლორორგანოების ფუნქციის მოშლისა და სპეცმოწყობილობების გამოყენების გაძნელების გარეშე
ი.შ
ი.შ
ვ
13
ქრონიკული ტონზილიტი
ა)
დეკომპენსირებული ფორმა
უ
უ
უ
ბ)
კომპენსირებული ფორმა
ვ
ვ
ვ
14
მეტყველების ხარვეზები
ა)
მკვეთრად გამოხატული
უ
უ
უ
ბ)
უმნიშვნელოდ გამოხატული
ვ
ვ
ვ
15
ლორორგანოების სისტემური წითერი მგლურა, ტუბერკულოზი, სკლერომა, ავთვისებიანი სიმსივნეები
უ
უ
უ
16
შუა ყურის ქრონიკული დაავადებები
ა)
ქრონიკული ჩირქოვანი ეპიტიმპანიტი, ქრონიკული ჩირქოვანი ორმხრივი მეზოტიმპანიტი, ერთმხრივი მეზოტიმპანიტი, ერთმხრივი მეზოტიმპანიტი პოლიპიბით, გრანულაციებით, დაფის აპკის კარიესით ან ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის მკვეთრად გამოხატული დისტროფიით
უ
უ
უ
ბ)
მდგრადი ნარჩენი მოვლენები შუა ყურის ანთების შემდეგ (დაფის აპკის მშრალი პერფორაცია), ასევე, შუა ყურის ქრონი-კული არაჩირქოვანი ანთება
ი.შ
ი.შ
ვ
17
ერთი ყურის ან ცხვირის დანამატი ღრუს ბაროფუნქციის მოშლა
ა)
მყარი და მკვეთრად გამოხატული
უ
უ
ვ
ბ)
არამკვეთრად გამოხატული
ი.შ
ი.შ
ვ
18
ვესტიბულარული დარღვევები
უ
უ
ვ
19
სმენის დაქვეითება
ა)
ოტოსკლეროზი
უ
უ
უ
ბ)
სმენის დაქვეითება ყოველ ყურზე ცალ-ცალკე, 35 დბ-ზე მეტი, ნებისმიერ 500, 1000 ან 2000 ჰც სიხშირეზე, ან 20-30 დბ-დან 4000 ჰც სიხშირეზე 65 დბ-მდე და 2 მ-მდე მანძილიდან ჩურჩულის აღქმისას
ი.შ
ი.შ
ი.შ
გ)
სმენის მდგრადი დაქვეითება ორივე ყურზე სმენის ზღურბლის აწევისას ლაპარაკის სიხშირის მიღების არეში (500, 1000, 2000 ჰც) 10-20 დბ-დან 4000 ჰც სიხშირეზე 65 დბ-მდე და ჩურჩულის აღქმისას 3 მ და მეტი მანძილიდან
ი.შ
ი.შ
ი.შ
დ)
სმენის მდგრადი დაქვეითება ერთ ყურზე, სმენის ზღურბლის აწევისას ლაპარაკის სიხშირის მიღების არეში (500, 1000, 2000 ჰც) 10-20 დბ-დან 4000 ჰც სიხშირეზე 65 დბ-მდე 3 მ მანძილიდან ჩურჩულის აღქმისას და 4000 ჰც სიხშირეზე 50 დბ-მდე ლაპარაკის სიხშირის მიღების არეში და 5 მ მანძილიდან ჩურჩულის აღქმისას მეორე ყურზე
ი.შ
ი.შ
ი.შ
ფსიქი
კური და ნევროლოგიური დაავადებები
20
შიზოფრენია, აფექტური ფსიქოზები, პარანოია
უ
უ
უ
21
ინფექციური, ინტოკსიკაციური, რეაქტიული ფსიქოზები, რეაქტიული მდგომარეობები (იპოქონდრული, დეპრესიული), ნევროზები (ნევრასტენია, ისტერია და სხვა)
ა)
ფსიქიური აშლილობის არსებობით, მყარი რეზიდუალური მოვლენებითა და მკურნალობის შემდგომი ასთენიური სინდრომით
უ
უ
უ
ბ)
ნერვულ-ფსიქი
კური მოქმედების სრული აღდგენისა და მსუბუქი სისხლძარღვოვან-ვეგეტატიური აშლილობის დროს
ი.შ
ვ
ვ
22
პიროვნების აშლილობა
ა)
ფსიქოპატიების ყველა ფორმა და სხვა არაფსიქოტური ხასიათის ფსიქი
კური აშლილობა
უ
უ
უ
ბ)
ფსიქი
კური ინფანტილიზმი, პიროვნების აქცენტირება
ი.შ
ი.შ
ი.შ
23
ძირითადი ფსიქი
კური ფუნქციების დონე
ა)
დაბალი
უ
უ
უ
ბ)
მაღალი, საშუალო
ვ
ვ
ვ
24
ფსიქი
კური აშლილობა, გამოწვეული თავის ტვინის ორგანული დაზიანებით: მკვეთრად და ზომიერად გამოხატული ფსიქიური დარღვევებით, გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, ენაბლუობა, მეტყველების მკვეთრად გამოხატული ხარვეზი (მათ შორის – სტრესის პირობებში აღმოცენებული), რომელიც პიროვნების სხვა ადამიანთან კონტაქტის დამყარებაში ხელს უშლის
უ
უ
უ
25
ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება
ა)
ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი (ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება)
უ
უ
უ
ბ)
ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების (ოპოიდების, კანაბი-ნოიდების, სედატიური და საძილე საშუალებების, კოკაინის, სხვა სტიმულატორების, ჰალუცინოგენების) არასამედიცინო თვალსაზრისით მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი
უ
უ
უ
26
თავისა და ზურგის ტვინის დაზიანება
ა)
ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე უკმარისობა და მისი შედეგი. ტვინის სისხლძარღვოვანი ქრონიკული უკმარისობა
უ
უ
უ
ბ)
თავისა და ზურგის ტვინის საწყისი დაზიანება
ი.შ
ი.შ
ი.შ
27
ცნს-ის სხვადასხვა ეტიოლოგიის ორგანული დაავადებები
ა)
პროგრესული ხასიათისა ან ფუნქციის მოშლით
უ
უ
უ
ბ)
გადატანილი დაავადების ნარჩენი მოვლენები, ნერვულ-ფსიქი
კური ფუნქციის საკმარისი კომპენსაციით
ი.შ
ვ
ვ
28
ქალა-ტვინის ან ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა
ა)
კრუნჩხვითი სინდრომის და ნერვულ-ფსიქი
კური ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობისას
უ
უ
უ
ბ)
უმნიშვნელი კლინიკური გამოხატვისას
ი.შ
ვ
ვ
29
ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებები
ა)
ნერვული სისტემის კრიზისული მდგომარეობა ან აროქსიზმული გამოვლინებები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებს და შრომისუნარიანობის დაკარგვას იწვევს
უ
უ
უ
ბ)
მსუბუქი და ზომიერი ემოციურ-ვეგეტატიური დარღვევები
ი.შ
ვ
ვ
30
პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები და დაზიანებები
ა)
ქრონიკული ხშირი გამწვავებით, მოძრაობის და მგრძნობელობის მოშლით, ტროფიკის და ტკივილის მყარი სინდრომით
უ
უ
უ
ბ)
ქრონიკული იშვიათი გამწვავებით ან ნარჩენი მოვლენები ფუნქციის უმნიშვნელო მოშლით, რაც პროფესიული მოვალეობების შესრულებას ხელს არ უშლის
ვ
ვ
ვ
31
ეპილეფსია
უ
უ
უ
32
სინკოპალური მდგომარეობა (გულის წასვლა)
უ
ი.შ
ი.შ
ქირურგიული დაავადებები
33
სხეულის არაპროპორციული განვითარება, ფიზიკური განვითარების ასაკთან შეუფერებლობა
ი.შ
ი.შ
ვ
34
სახსრების, ხრტილების, კუნთებისა და მყესების განვითარების მანკები, ძვლების ქრონიკული დაავადებები, ტრავმებისა და ოპერაციების შედეგები, დამწვრობისა და მოყინვის შემდგომი ნაწიბურები
ა)
ხშირი გამწვავებით, პროგრესირებადი, რომელსაც თან ახლავს ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა ტკივილის სინდრომით, კოსმეტიკური დეფექტით, დაწყლულებისკენ მიდრეკილებით, პროფესიული მოვალეობების შესრულების გაძნელებით
უ
უ
ი.შ
ბ)
პროგრესირების გარეშე, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით, ტკივილის სინდრომის გარეშე, პროფესიული მოვალეობების შესრულების შეუზღუდავად
ი.შ
ი.შ
ვ
35
ავთვისებიანი სიმსივნეები
ა)
სიმსივნის გამოვლენისას
უ
უ
უ
ბ)
განკურნების შემდეგ
ი.შ
ი.შ
ი.შ
36
კეთილთვისებიანი სიმსივნეები
ა)
რომლებიც არღვევს ორგანოების ფუნქციებს, აძნელებს მოძრაობას, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარებას, და მკურნალობას არ ექვემდებარება
უ
უ
უ
ბ)
რომლებიც არ არღვევს ორგანოების ფუნქციებს, არ ზღუდავს მოძრაობას, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარებას
ვ
ვ
ვ
37
ყაფაზისა და დიაფრაგმის განვითარების მანკები, გულმკერდის დაავადებები, ტრავმებისა და ოპერაციების შემდგომი მდგომარეობა
ა)
გულმკერდის დეფორმაცია, მისი ორგანოების ფუნქციის მოშლით
უ
უ
უ
ბ)
არ იწვევს გულმკერდის ყაფაზის დეფორმაციას, მისი ორგანოების ფუნქციის დარღვევას
ი.შ
ვ
ვ
38
პერიფერიული ლიმფოკვანძების ტუბერკულოზი და სოკოვანი დაავადებები (აკტინომიკოზი და სხვა)
უ
უ
უ
39
საყლაპავი მილის განვითარების მანკები
ა)
საყლაპავი მილის განვითარების ისეთი მანკი, რომელიც იწვევს ფუნქციის დარღვევას და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს
უ
უ
უ
ბ)
ფუნქციების დარღვევის გარეშე, არაპროგრესირებადი, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებს
ი.შ
ვ
ვ
40
მუცლის კედლისა და მუცლის ღრუს განვითარების მანკები, ორგანოების დაზიანების შედეგები, აგრეთვე, მათზე ოპერაციები
ა)
ფუნქციის დარღვევა ტკივილის სინდრომისაკენ მიდრეკილებით, ნაწიბურებისა და წყლულებისაკენ მიდრეკილება
უ
უ
უ
ბ)
ფუნქციის დაურღვევლად
ი.შ
ვ
ვ
41
სწორი ნაწლავისა და პარარექტალური უჯრედანას დაავადებები
ა)
ხშირი გამწვავებით, ანუსის შევიწროებისა და დეფეკაციის აქტის დარღვევით, ანალური სფინქტერის უკმარისობით, ოპერაციული მკურნალობის შემდეგ მორეციდივე
უ
უ
უ
ბ)
იშვიათი გამწვავებებით, პროგრესირებისა და ფუნქციური დარღვევების გარეშე
ი.შ
ი.შ
ვ
42
სისხლძარღვების განვითარების მანკები, დაავადებები, დაზიანების შედეგები და მათზე ოპერაციები
ა)
სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის დარღვევის თანმხლები ტროფიკული მოშლილობა, ტკივილის სინდრომით
უ
უ
უ
ბ)
სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის კომპენსირებითა და ტკივილის სინდრომის გარეშე
ი.შ
ი.შ
ვ
43
შარდსასქესო ორგანოების განვითარების მანკები, ოპერაციის შედეგები, თირკმლის დაწევა, სათესლეებისა და სათესლე ბაგირაკის ვენების გაფართოება
ა)
ფუნქციის დარღვევით და ტკივილის სინდრომით
უ
უ
უ
ბ)
ფუნქციის დარღვევისა და ტკივილის სინდრომის გარეშე
ი.შ
ი.შ
ვ
44
სპეციფიური და არასპეციფიური ეტიოლოგიის შარდსასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები
ა)
აქტიური ანთებითი ფაზა
უ
უ
უ
ბ)
შარდსასქესო ორგანოების განკურნებული ტუბერკულოზი, არასპეციფიური ანთების მყარი რემისიის ფაზა, ფუნქციის დაურ-ღვევლად
ი.შ
ი.შ
ვ
45
შარდკენჭოვანი დაავადება
ა)
კენჭის არსებობით, კენჭის ხელახლა წარმოქმნით, თირკმლის ჭვალის განმეორებითი შეტევით, კენჭის არსებობის გარეშე
უ
უ
უ
ბ)
კენჭის ერთჯერადი დაძვრის ან ჭვალის ერთჯერადი შეტევის შემდეგ, კენჭის დაძვრისა და ფუნქციის დარღვევის გარეშე
ი.შ
ი.შ
ვ
შინაგანი სნეულებები
46
სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები
ა)
პროგრესირებადი მიმდინარეობით
უ
უ
უ
ბ)
კეთილთვისებიანი მიმდინარეობით
ი.შ
ვ
ვ
47
სხვადასხვა ეტიოლოგიის ალერგიული მდგომარეობა
ა)
ხშირად მორეციდივე
უ
უ
უ
ბ)
რეციდივისაკენ მიუდრეკლად
ვ
ვ
ვ
48
სიმსუქნე
ა)
II ხარისხისა და მეტი
ი.შ
ი.შ
ი.შ
ბ)
I ხარისხის
ვ
ვ
ვ
49
ენდოკრინული სისტემის დაავადება
ა)
გამოკვეთილი ფორმები
უ
უ
უ
ბ)
მსუბუქი ფორმები
ი.შ
ვ
ვ
50
ქრონიკული ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
ა)
ორგანოების ფუნქციის დარღვევით, ზოგადი ასთენიზაციით
უ
უ
უ
ბ)
ორგანოების ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით
ი.შ
ვ
ვ
51
სასუნთქი ორგანოების ტუბერკულიოზი
ა)
აქტიური და გამოხატული ნარჩენი ცვლილებებით
უ
უ
უ
ბ)
განკურნებული, სასუნთქი ორგანოების ფუნქციის უმნიშვნელო მოშლით
ვ
ვ
ვ
52
სასუნთქი სისტემის დაავადებები
ა)
გართულებისაკენ მიდრეკილებით ან სუნთქვის ფუნქციის გამოკვეთილი დარღვევით
უ
უ
უ
ბ)
სუნთქვის ფუნქციის მოუშლელად ან უმნიშვნელო მოშლით, გამწვავებისაკენ მიდრეკილების გარეშე
ვ
ვ
ვ
53
კარდიალური ტიპის ნეიროცირკულარული დისტონია
ა)
ტკივილის ან ასთენური სინდრომის არსებობა, რითმისა და გამტარებლობის მნიშვნელოვანი დარღვევით
უ
უ
უ
ბ)
კომპენსირებული ფორმა
ი.შ
ვ
ვ
54
არტერიული ჰიპერტონია
ა)
არტერიული წნევის მდგრადი აწევა
უ
უ
უ
ბ)
არტერიული წნევის კონტროლირებადი მატება
ი.შ
ი.შ
ვ
გ)
არტერიული წნევის ტრანზიტორული მატება
ვ
ვ
ვ
55
გულის კუნთისა და სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ხასიათის დაავადებები
ა)
გულის ქრონიკული იშემიური დაავადება
უ
უ
უ
ბ)
კორონარული და გამტარებლობის გამოხატული დარღვევის გარეშე
ი.შ
ი.შ
ვ
56
გულის არაათეროსკლეროზული წარმოშობის დაავადებები
ა)
აქტიური პროცესის ნიშნებით გულის გადიდებისას, რითმისა და გამტარობის გამოკვეთილი დარღვევებით, ფუნქციური შესაძლებლობების დაქვეითებით, ტკივილის სინდრომით
უ
უ
უ
ბ)
არააქტიური კომპენსირებული ფორმები
ი.შ
ი.შ
ვ
57
კუჭისა და ნაწლავების დაავადებები
ა)
ხშირი გამწვავებით, საჭმლის მონელების ფუნქციის ზომიერი ან გამოკვეთილი დარღვევით
უ
უ
უ
ბ)
იშვიათი გამწვავებით, საჭმლის მონელების ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით
ი.შ
ი.შ
ვ
58
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაავადებები
ა)
ხშირი გამწვავებით, საჭმლის მონელების ფუნქციის ზომიერი ან გამოკვეთილი დარღვევით, ტკივილის სინდრომის საშიშროებით
უ
უ
უ
ბ)
გამწვავების გარეშე, საჭმლის მონელების ფუნქციის შენარჩუნებით
ი.შ
ვ
ვ
59
თირკმლის დაავადებები
ა)
ქრონიკული დაავადება, ფუნქციის დარღვევით და/ან ჰიპერტენზიოლური სინდრომით
უ
უ
უ
ბ)
მყარი რემისიები ან დანატოვარი ცვლილებები გართულების შემდეგ, ფუნქციის დაურღვევლად
ი.შ
ი.შ
ვ
60
სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებები
ა)
მწვავე და გამწვავებული მიმდინარეობისას, შინაგანი ორგანოების პროცესში ჩართვის ნიშნებით, ტკივილის ან ასთენიკური სინდრომით, მედიკამენტოზური თერაპიის სისტემური მიღების აუცილებლობით
უ
უ
უ
ბ)
მყარი რემისიით, ორგანოების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე
ი.შ
ვ
ვ
დერმატო-ვენერიული დაავადებები
61
კეთრი, კანის ტუბერკულიოზის წყლულოვანი ფორმა და კანის ლიმფომა
უ
უ
უ
62
ფსორიაზი, იქტიოზი, ნეიროდერმატოზები, წითელი ბრტყელი ლიქენი, ეგზემა, კანის ვოსკულიტები, კოლაგენოზი, ერიტრომა-ტოზური მგლურა, ქავანა დერმატოზიის მკვეთრად გამოხატული პემფუბუსი
ა)
კლინიკურად გამოკვეთილი, გავრცელებული ფორმები
უ
უ
უ
ბ)
მსუბუქი ფორმები, შეზღუდული გავრცელებით
ი.შ
ი.შ
ვ
63
ვენერიული დაავადებები და შიდსი
ა)
სიფილისი, ქრონიკული გონორეა და სხვა ვენერიული სნეულებები
ი.შ
ი.შ
ვ
ბ)
შიდსი და ვირუსმატარებლობა
უ
უ
უ
გინეკოლოგიური დაავადებები
64
ქალის სასქესო ორგანოების განვითარების მანკიერებები, ქრონიკული დაავადებები, ენდომეტრიოზი, მშობიარობისა და ოპერატიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა
ა)
გამოკვეთილი ანატომიური დეფექტებით, ხშირი გამწვავებით, ფუნქციის დარღვევით
უ
უ
უ
ბ)
ფუნქციის მოშლისა და ტკივილის სინდრომის გარეშე
ვ
ვ
ვ
65
ოვარიო-მენსტრუალური ციკლის მოშლა
ი.შ
ი.შ
ვ
66
ორსულობა, დადგენისთანავე და მშობიარობის შემდგომი პერიოდი
უ
უ
უ
სტომატოლოგიური დაავადებები
67
ხსნადი პროტეზი, კბილების უმეტესი რაოდენობის ნაკლებობა, ამფოდონტოზი, პარადონტის, გინგივიტის, ლეიკობლაკიის დაავა-დებები
ი.შ
ი.შ
ი.შ
68
თანკბილვის II და III ხარისხის ანომალია
უ
უ
უ
პირობითი ნიშნები: „უ“ – უვარგისია;
„ი.შ“ – ინდივიდუალური შეფასება;
„ვ“ – ვარგისია.
მუხლი 47🔗. წესების 46-ე მუხლის პუნქტობრივი ახსნა-განმარტებები
ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნები შემუშავებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებების, ფუნქციური დარღვევების ხარისხის, პროფესიულ შრომისუნარიანობაზე დაავადების გავლენის გათვალისწინებით. მოთხოვნა საფუძველს იძლევა გამოტანილ იქნეს ავიასპეციალისტის ვარგისობის დონის საექსპერტო დასკვნა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური მიდგომის პრინციპის არსებობას ითვალისწინებს.
თვალის დაავადებები
1. ა) ქუთუთოების უკმარისობა და გადმობრუნება, ნაწილობრივი ტრიხიაზი, I-III ხარისხის ტრაქომა, წყლულოვანი ბლეფარიტები, ქრონიკული კონიუნქტივიტები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, კეთილთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც მხედველობის ორგანოს ფუნქციას არღვევს და ოპერაციულ მკურნალობას არ ექვემდებარება.
ბ) ამ პუნქტს მიეკუთვნება მარტივი ბლეფარიტები, არამკვეთრად გამოხატული კონიუნქტივიტები, IV სტადიის ტრაქომა ქუთუთოს კონიუნქტივის ანატომიის უმნიშვნელო შეცვლით, ქუთუთოების კანის კიბო I ხარისხის განკურნების შემდეგ (ონკოლოგის დასკვნით), უმნიშვნელო ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, ქუთუთოების ნაწიბუროვანი ცვლილებები, მხედველობის ორგანოს ფუნქციის შენარჩუნებით.
ქუთუთოების და კონიუნქტივის მწვავე ან გამწვავებული ქრონიკული დაავადებების დროს ტარდება მკურნალობა. ცრუ ფტერიგიუმი, პინგვეკულა, პატარა ზომის ქალაზიონი და ერთეული ზედაპირული ფოლიკულები კონიუნქტივიტზე არ არის უკუჩვენება.
ქუთუთოებისა და კონიუნქტივის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ეკუთვნის ამ პუნქტს, უკუნაჩვენებია დისპლეებით განათებულ საჰაერო ხომალდზე სამუშაოდ.
2. ა) პუნქტს მიეკუთვნება: საცრემლე წერტილების შევიწროება, არასწორი მდებარეობა, ცხვირცრემლის არხისა და გასავლების სტრიქტურა, საცრემლე პარკის, საცრემლე ჯირკვლების ანთება, ტრავმული დაზიანებები და ის დაავადებები, რომლებიც მას იწვევს.
ბ) ცრემლის გამომყოფი ფუნქციის აღდგენისას, აგრეთვე ქვემო საცრემლე წერტილის არარსებობისას, ზემო საცრემლე წერტილისა და არხის ნორმალური ფუნქციონირების დროს, საექსპერტო დასკვნა გამოიტანება ინდივიდუალურად.
3. ა) პუნქტს მიეკუთვნება: ბადურის ჩამოცლა, პიგმენტური რეტინიტი, სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, ტრავმები, თვალის ავთვისებიანი სიმსივნეები.
ბ) კონიუნქტივიტის, სკლერიტის, კერატიტის, ირიტის, ირიდოციკლიტის, თვალის მსუბუქი კონტუზიის და სხვა მწვავე დაავადებების გადატანის შემდეგ სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა გამოჯანმრთელების შემდეგ.
უვეიტების, ხანგრძლივად მიმდინარე მორეციდივე ირიდოციკლიტების, კერატიტების, ქორიორეტინების, ნევრიტების, თვალის კაკლის ტრავმული დაზიანებისას გამოჯანმრთელების პროგნოზით, I და II კლასის კანდიდატები ექვემდებარებიან მკურნალობას 3-6 თვის განმავლობაში.
III კლასის სერტიფიკატი გაიცემა (აღდგება) საავადმყოფო ფურცლის დახურვის და მორიგი შვებულების გამოყენების შემდეგ.
პირს, რომლსაც აქვს დაწყებითი არაპროგრესირებადი კატარაქტა, ბროლის შემღვრევა, მინისებური სხეულის ტრავმული ხასიათის შემღვრევა, მაკულო-დისტროფია, მხედველობის ნერვის დაწყებითი, არაპროგრესირებადი ატროფიით, მხედველობის ფუნქციის საკმარისი შენარჩუნებით, ამ პუნქტის მიხედვით გამოიკვლევა.
მხედველობის ფუნქციის საკმარის შენარჩუნებად ითვლება მხედველობის სიმახვილე უარეს თვალზე: I კლასის – 0,6; II კლასის – 0,4; III კლასის – 0,3; ნორმალური მხედველობის ველი, სიბნელესთან შეგუება, მდგრადი ბინოკულარული მხედველობა უკორექციოდ.
მეორე თვალის მხედველობითი ფუნქციები ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
I და II კლასის კანდიდატები, რომელთაც გადაიტანეს კატარაქტის ექსტრაქციის ოპერაცია ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაციით, უვარგისნი არიან. ცალმხრივი არტეფაკიისას, III კლასის სერტიფიკატი გაიცემა ოპერაციიდან არა უადრეს 6 თვისა. ორმხრივი არტეფაკიის შემთხვევაში, III კლასის კანდიდატი უვარგისია.
კერატორეფრაქციული ოპერაციის შემდეგ I კლასის კანდიდატები ითვალებიან უვარგისად.
სმმ მეთვალყურედ და ბორტგამყოლად სწავლებაზე დაშვების საკითხი წყდება ინდივიდუალურად, ახლომხედველობის ხარისხის (არა უმეტეს – 5,0 D ოპერაციამდე), კერატოტომიური ნაკერების რაოდენობის, (არა უმეტეს 10) და თვალის ფსკერის ცვლილებების გათვალისწინებით. საფრენოსნო სამუშაოსათვის ვარგისობა წყდება არა უადრეს 12 თვისა ოპერაციის შემდეგ, სმმ მეთვალყურეებისა – არა უადრეს 6 თვისა ოპერაციის შემდეგ.
თანდაყოლილი ერთეული წვრილი პიგმენტები, მინისებური სხეულის არტერიის ნარჩენები, ბადურას მიელინის ბოჭკოები არ არის უკუჩვენება აბიტურიენტებისათვის. ფერადი და სისხლძარღვოვანი გარსის მხედველობის ნერვის დისკის ოფთალმოლოგიური ცვლილებები, სიბნელესთან შეგუება მოწმდება ყველა გამოკვლევისას. ავიასპეციალისტებისათვის გამოკვლევის შედეგები უნდა შეესაბამოდეს სამუშაო ხელსაწყოს ინსტრუქციით მითითებულ ნორმას.
4. გლაუკომაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, გამოკვლევა ტარდება სპეციალიზებულ განყოფილებაში. პირები, რომელთაც აქვთ კეთილთვისებიანი ჰიპერტენზია საფრენოსნო სამუშაოდან არ თავისუფლდებიან. პირველადად დადგენილი Iა ხარისხის ღიაკუთხიანი გლაუკომის შემთხვევაში, მხედველობის ყველა ფუნქციის სრული შენახვითა და მიოტიკების მინიმალური რეჟიმით (ორჯერ დღეში), I-III კლასის კანდიდატები სამუშაოდან თავისუფლდებიან არანაკლებ ერთი თვით, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად. გამოკვლევის წინ უტარდებათ გლაუკომის სპეციალისტის კონსულტაცია.
5. ფერების შეგრძნების დარღვევის დიაგნოზი დაისმება მიღებულ კლასიფიკაციაში მითითებული სახის, ფორმისა და ხარისხის მიხედვით. ფერების შეგრძნების დარღვევა უკუჩვენებაა დისპლეებით განათებულ საჰაერო ხომალდზე სამუშაოდ.
6. ა) ყველა გამოკვლევაზე მოწმდება ნამდვილი და ფარული სიელმე (ჰეტეროფორია). შემოწმება ხდება სინოპტოფორზე ან მედოქსის სკალაზე. იკვლევენ გეტეროფორიის სახეობასა და ხარისხს.
ბ) I და III კლასის აბიტურიენტების ჰეტოროფორიის კუთხე ჰორიზონტალზე არ უნდა აღემატებოდეს – 30
, ვერტიკალზე – 10
; II კლასისა, შესაბამისად – 40
და 10
. საფრენოსნო შემადგენლობა, რომელიც მუშაობს დისპლეებით განათებულ საჰაერო ხომალდზე, ითვლება უვარგისად. 20
-ზე მეტი ჰეტეროფორის შემთხვევაში, იკვლევენ ფუზიონურ რეზერვებს. ნორმაა: უარყოფითი ფუზიონური რეზერვები 5-60
, დადებითი – 15-200
. ფუზიონური რეზერვების შემცირებისას საჭიროა ჩატარდეს სამკურნალო-სავარჯიშო ღონისძიებები.
პრესბიოპიის ხარისხი განისაზღვრება სფერული და ოპტიკური ლინზით, რომელიც აუცილებელია სამუშაო მანძილზე (60-80 სმ) პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად.
7. I კლასი, მხედველობის სიმახვილით არანაკლებ 0,6-ით, II კლასი არანაკლებ 0,4 თითოეულ თვალზე უკორექციოდ, ვარგისია. მხედველობის სიმახვილის დაქვეითებისას, უარეს თვალზე 0,5-მდე უკორექციოდ I კლასისათვის (ბინოკულარული არანაკლებ 0,6) და 0,3-მდე II კლასისათვის, ხდება ინდივიდუალური შეფასება, პროფესიული მომზადების დონისა და გამოვლინების გათვალისწინებით.დაქვეითებული მხედველობის სიმახვილის მქონე საფრენოსნო შემადგენლობა, პრესბიოპიის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია ფრენები შეასრულოს ბიფოკალური სათვალეებით ან კონტაქტური ლინზებით, და თან იქონიოს სათადარიგო კომპლექტი. -0,5D ახლომხედველობის, -1,0D შორსმხედველობის და ±0,5D ასტიგ-მატიზმისას, როცა მხედველობის სიმახვილეა 1,0, სამედიცინო წიგნაკში, სვეტ „დიაგნოზში“, იწერება „ჯანმრთელი“, ხოლო სვეტ „რეფრაქციაში“ – შესაბამისი მაჩვენებელი.
8. აბიტურიენტის რეფრაქციის გამოკვლევა ხდება ციკლოპლეგიის პირობებში. აწვეთებენ ატროპინის 1%-იან ხსნარს 2X5 წუთის ინტერვალით. სხვა კანდიდატების ციკლოპლეგიას ატარებენ სამედიცინო ჩვენებით.
9. ცალ თვალში მხედველობის უქონლობის შემთხვევაში ავიასპეციალისტი უვარგისია.
10. პრესბიოპიის ხარისხი განისაზღვრება სფერული ლინზის ძალით, პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო სამუშაო მანძილის გათვალისწინებით (60-80 სმ).
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
11. ა) ჰაიმორიტის წიაღების კისტების, შუბლის წიაღის კისტების და ოსტეომების დროს აბიტურიენტი უვარგისია.
ბ) შუბლის წიაღის ოსტეომები არ ითვლება უკუჩვენებად იმ შემთხვევაში, თუ საფრენოსნო შემადგენლობა კარგად იტანს ფრენებს.
12. ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირით სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანის დისტროფია, ცვლილებები, რაც იწვევს სასუნთქი და სალაპარაკო ფუნქციების მოშლას (ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია, ადენოიდური ვეგეტაციები, კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები მკურნალობის შემდეგ), გარეთა სასმენი გასავლის ეგზოსტაზები, ყურის მიდამოს ოსტეომები და ქრონიკული ჩირქოვანი მიზო- და ეპიტიმპანიტის რადიკალური ოპერაციის შემდეგ – ინდივიდუალური შეფასება.
რადიკალური ოპერაციის შემდეგ, ოპერაციის შემდგომი ღრუს სრული და მდგრადი ეპიდერმიზაციის და სასმენი ფუნქციის შენარჩუნების შემთხვევაში, კანდიდატი ვარგისია.
პირი, რომელმაც სმენის აღსადგენი ოპერაცია (ტიმპანოპლასტიკა, სტაპედოპლასტიკა) გადაიტანა, უვარგისია.
13. ა) დეკომპენსირებული ტონზილიტის მქონე პირი ექვემდებარება მკურნალობას. ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის მკურნალობის შემდგომი გართულების გარეშე, საფრენოსნო შემადგენლობის პირი სამუშაოზე დაიშვება ოპერაციიდან არაუადრეს 1 თვისა.
ბ) კომპენსირებული ქრონიკული ტონზილიტი ექვემდებარება ოტოლარინგოლოგის მეთვალყურეობას და მკურნალობას ჩვენების მიხედვით.
14. ა) მეტყველების მოშლა, ბგერის წარმოთქმის მოშლა და ენაბლუობა. ენაბლუობის ნებისმიერი ხარისხის შემთხვევაში აბიტურიენტი უვარგისია.
ბ) ცალკეული ბგერების წარმოთქმის დარღვევისას, მაგრამ ადვილად გასარჩევი ლაპარაკის მქონე კანდიდატი ვარგისია. საექსპერტო დასკვნა გამოიტანება ლოგოპედის დასკვნის შემდეგ.
15. ამ პუნქტით ჩამოთვლილი დაავადებების მქონე პერსონალი ექვემდებარება სპეციალურ მკურნალობას. მკურნალობის შემდგომ სამუშაოზე აღდგენის საკითხი განიხილება ორი წლის შემდეგ, ონკოლოგის დასკვნის გათვალისწინებით.
16. ა) ეს პუნქტი განიხილავს რადიკალური ოპერაციის შემდგომ პერიოდს, ნაოპერაციები ღრუს არასრული ეპედერმიზაციით (ჩირქის, პოლიპების, გრანულაციის და ქოლესტეატომის არსებობის შემთხვევაში).
ბ) ცალმხრივი ქრონიკული კეთილთვისებიანად მიმდინარე ეპიტიმპანიტის და მეზოტიმპანიტისას, ვარგისობის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად. ამ პუნქტს მიეკუთვნება შუა ყურის ქრონიკული კატარი (ქრონიკული ტუბოოტიტი) იშვიათი გამწვავებით და სმენისა და ბაროფუნქციის ზომიერი მოშლით, რაც კანდიდატისათვის არ არის უკუჩვენება. საექსპერტო დასკვნა გამოიტანება სმენის სიმახვილის გათვალისწინებით. პერფორაციის ადგილზე მცირე ნაწიბურები გათხელების გარეშე, დაფის აპკის ხარვეზები (მისი ნორმალური მოძრაობის, ნორმალური სმენის (აუდიოგრამით დადგენილი, ბაროფუნქციის შენარჩუნებით) – ვარგისია.
17. ყურის ბაროფუნქციის დარღვევის მდგრადობა და გამოხატულობა უნდა დამოწმდეს ყურის მანომეტრით, ოტოსკოპირებით, ყურებში ჩაბერვით ან კატეტერიზაციით. ყურის ბაროფუნქციის მოშლის მიზეზი შეიძლება იყოს ევსტახის მილის გამავლობის დარღევა ან ყურის ბაროაკომოდაციური მექანიზმის მოქმედების არასაკმარისობა ჰაერის წნევის ცვლილების მიმართ.
სამედიცინო დასკვნა 17 ა) პუნქტის მიხედვით გამოაქვთ მკურნალობის შემდგომ ბაროფუნქციის დარღვევის ფორმის გათვალისწინებით (ორგანული ან ფუნქციური).
18. I და II კლასის კანდიდატთა სტატოკინეტიკური მგრძნობელობის მდგომარეობაზე მსჯელობენ ვესტიბულარული ანამნეზის, ვესტიბულომეტრიის შედეგების (მბრუნავ სავარძელში გამოკვლევა) ხანგრძლივი ფრენების გადატანისუნარიანობის გათვალისწინებით.
ვესტიბულომეტრიის დროს მსუბუქი ვესტიბულოვეგეტატიური რეაქციები (უმნიშვნელო გაფითრება, მცირე ჰიპერჰიდროზი) ფრენების კარგი ატანისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გადახრის გარეშე, არ არის დიაგნოზის დასმის საფუძველი.
19. ა) ამ პუნქტს ეკუთვნის ოტოსკლეროზი. პირები, რომლებმაც გადაიტანეს სმენის აღდგენის ოპერაცია და აწუხებთ ოტოსკლეროზი, უვარგისად ითვლებიან, მიუხედავად მკურნალობის შედეგისა.
ბ) სმენის ფუნქციის გამოსაკვლევად გამოიყენება შემდეგი მეთოდები: ჩურჩულით აკუმეტრია, კამერტონებით გამოკვლევა, ტონალური ზღურბლოვანი აუდიომეტრია, ლაპარაკის აუდიომეტრია. საექსპერტო დასკვნის გამოტანის საფუძველი – სმენის სიმახვილის უარესი მაჩვენებელი. ამისათვის აუცილებელია კოხლიალური ნევრიტი გავარჩიოთ სმენის ორგანოს სხვა დაავადებებისგან და, შესაძლებლობის ფარგლებში, მივუთითოთ ნევრიტის ეტიოლოგია (პოსტინფექციუ-რი, პოსტინტოქსიკაციური, პოსტტრავმული, ხმაურის ზოგადი ათეროსკლეროზის ფონზე, ჰიპერტონული დაავადების ფონზე და ა.შ.), ზღურბლის იზოლირებული აწევა 4000-8000 ჰც სიხშირეებისათვის 30-40 დბ-მდე არ წარმოადგენს კლინიკური დაიგნოზის დადგენის საფუძველს. ეს პირები ექვემდებარებიან ოტოლარინგოლოგის მეთვალყურეობას.
ნებისმიერი ეტიოლოგიის კოხლიარული ნევრიტის მქონე საფრენოსნო შემადგენლობას ეკრძალება გაახანგრძლივოს თვიური ნაფრენი. სმენის საკმაო სიმახვილის შემთხვევაში, საფრენოსნო სამუშაოზე დასაშვებად, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ორმხრივი რადიოკავშირის ჩატარების ხარისხის შეფასების აქტი.
ფსიქიკური და ნევროლოგიური დაავადებები
20. ამ პუნქტს მიეკუთვნება ფსიქიკური დაავადებები. შიზოფრენიის, პარანოის, აფექტური ფსიქოზის (მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის, ციკლოტიმია, და სხვა) დროს საექსპერტო დასკვნა გამოაქვთ ფსიქიატრიულ განყოფილებაში სტაციონარული გამოკვლევის შემდეგ. ამ დაავადების მქონე პირი, მიუხედავად დაავადების მიმდინარეობისა, ფორმისა, ხანგრძლივობისა, რემისიის ხანგრძლივობისა და დისპანსერული ხანგრძლივობის მოხსნისა, აღდგენას არ ექვემდებარება.
21. ა) ეს პუნქტი აერთიანებს ინფექციური, ინტოქსიკაციური ფსიქოზების (ალკოჰოლურის გარდა) ჯგუფს, აგრეთვე – ფუნქციურ რეაქტიულ ფსიქოზებს, ნევროზებს (ნევრასთენია, ფსიქოსთენია, აკვიატებული ნევროზული მდგომარეობა), რომლებიც აღმოცენდება ფსიქოტრავმული ვითარების (საოჯახო, საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სხვა), ან მწვავე ფსიქოგენური ტრავმის შედეგად.
მწვავე ფსიქოზის, ნევროზის გადამტან პირზე სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის საკითხი განიხილება სპეციალიზებულ დაწესებულებაში სტაციონარული გამოკვლევიდან არა უადრეს 2 წლის შემდეგ. ნერვულ-ფსიქიკური მოქმედების ხანგრძლივი კომპენსაცია შეიძლება საფუძვლად დაედოს სერტიფიკატის გაცემის საკითხის განხილვას, ფსიქოზის (ნევროზის) პერიოდში ფსიქიკური მდგომარეობის, ხასიათის, მისი თავისებურებების სტრუქტურის სიღრმისა და მიმდინარეობის გათვალისწინებით.
ამ პუნქტს ეკუთვნის სუიციდური ცდებიც. გამოკვლევის ჩატარებისას და იმ ვითარების შესწავლისას, რომელიც სუიციდური ცდების მიზეზი გახდა, ექიმი ვალდებულია გამოჰკითხოს მოწმეებს, დააზუსტოს პირადი და საოჯახო ანამნეზი, აუტოაგრესიულობის მიზეზები და მოტივი. ფსიქიატრის კონსულტაცია აუცილებელია. იმ პირზე, რომელსაც ანამნეზში აქვს სუიციდური ცდა, სამედიცინო სერტიფიკატი არ გაიცემა.
ბ) ასთენიური მდგომარეობის ან ნევროსტენული სინდრომისას ჩვენების მიხედვით აღდგენა შესაძლებელია მეთვალყურეობის, კლინიკური და ფსიქოლოგიური გამოკვლევის დადებითი შედეგების, დატვირთვის კარგი გადატანის შემთხვევაში.
ხანმოკლე ფსიქიკური სომატოგენური დარღვევის გადამტანი პირი, ძირითადი დაავადებიდან გამოჯანმრთელებისა და ნეიროფსიქიკური ფუნქციის სრული კომპენსაციისას, შემანარჩუნებელი თერაპიის გამოყენების გარეშე, ვარგისია.
22. დიაგნოზი და სამედიცინო დასკვნა გამოიტანება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონარული გამოკვლევის შემდეგ.
ა) ეს პუნქტი მოიცავს ფსიქოპათიას (ფორმისა და გამოხატულების მიხედვად) და არფსიქოტური ხასიათის პიროვნების გაორებას (პარანოიალური, აფექტური, შიზოიდური, აღზნებული და სხვა ტიპების).
ბ) ინფანტილიზმის ცალკეული გამოუხატავი ნიშნები, პიროვნების აქცენტუაცია, ნევროფსიქიკური მოქმედების კარგი სოციალური და პროფესიული კომპენსაციისას, უარყოფითი საექსპერტო დასკვნის გამოტანის საფუძველს არ იძლევა.
უმნიშვნელო გადახრისას, ვარგისობის დასკვნა გამოაქვთ პროფესიული მომზადების ხარისხის გათვალისწინებით: სტაჟი, მუშაობის გამოცდილება, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ა.შ.
24. ამ პუნქტით ჩამოთვლილი დაავადებების მქონე პირი მიიჩნევა უვარგისად.
25. დამწყები ავიასპეციალისტი სერტიფიკატის მიღებისათვის წარმოადგენს ცნობას ნარკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტიდან, რომ არ იმყოფება აღრიცხვაზე და გაივლის ამბულატორიულ ნარკოლოგიურ შემოწმებას. იმ პირზე, რომელსაც ანამნეზში აღენიშნება ალკოჰოლის საზიანოდ მოხმარება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასამედიცინო თვალსაზრისით მოხმარება, სამედიცინო სერტიფიკატი არ გაიცემა.
სერტიფიკატის მქონე პირის მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასამედიცინო თვალსაზრისით მოხმარების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში (სასურველია ინფორმატორი იყოს ერთზე მეტი), ექიმი-ნარკოლოგი ახდენს გამოყენებული ნივთიერების იდენტიფიკაციას კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, არსებული კლინიკური ნიშნების და სიმპტომების, ერთჯერადი სადიაგნოსტიკო ექსპრესტესტების გამოყენებით. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, სერტიფიკატი უქმდება. თუ კანდიდატი უარყოფს ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასამედიცინო თვალსაზრისით მოხმარების ფაქტს, ექიმი ნარკოლოგი ადგენს აქტს, სადაც აღწერს ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების ფაქტს. ავიასპეციალისტი, სამედიცინო პერსონალის თანხლებით, იგზავნება ნარკო-ლოგიის კვლევით ინსტიტუტში დიაგნოზის დასაზუსტებლად.
26. ამ პუნქტით გამოიკვლევენ თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვების სხვადასხვა ეტიოლოგიის პათოლოგიის მქონე პირებს. ამ ჯგუფში შედის თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვების პირველადი დაავადებები (ვასკულიტი, განვითარების ანომალია, ანევრიზმა, ათეროსკლეროზი და სხვა) და სისხლძარღვების სომატოგენური, ვერტებროგენური და სხვა ეტიოლოგიის მეორადი ცვლილებები.
ამ პათოლოგიების კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა ან ქრონიკული უკმარისობა კრიზული მიმდინარეობით, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლით, ფსიქიკის ცვლილებით, რომელიც აძნელებს ან გამორიცხავს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.
სისხლძარღვოვანი პათოლოგიის ყველაზე გავრცელებული სახეობაა თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი. ნევროლოგიურ სტატუსში მსუბუქი დაფანტული მიკროსიმპტომატიკის გამოვლინებისას ან დამატებითი გამოკვლევის მეთოდების მონაცემებში გადახრისას, აუცილებელია ცხოვრების დადგენილი და თანმხლები დაავადებების დაწვრილებითი ანამნეზი, ცერებრალური ათეროსკლეროზის ჰიპერდიაგნოსტიკის გამორიცხვის მიზნით.
თავისა და ზურგის ტვინის ყველა სახეობის სისხლძარღვოვანი პათოლოგიის სამედიცინო გამოკვლევა ტარდება დაავადების ეტიოლოგიის გათვალისწინებით, დაავადების მიმდინარეობით, დატვირთვის სინჯების გადატანისუნარიანობით, ფსიქოლოგიური გამოკვლევის, აგრეთვე, იმ მწვავე მდგომარეობის აღმოცენების პროგნოზის გათვალისწინებით, რომელიც ფრენის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ა) ამ პუნქტით გამოიკვლევიან პირები, რომელთაც გადაიტანეს ჰემორაგიული ან იშემიური გენეზის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, თავის ტვინის გარდამავალი იშემია, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა ან სისხლძარღვოვანი კრიზი, აგრეთვე – ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის მქონე პირები.
ის პირი, რომელსაც ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება პირველად გამოუვლინდა, საჭიროებს სტაციონარულ გამოკვლევას ნევროლოგიურ განყოფილებაში.
ბ) ამ პუნქტით გამოიკვლევიან თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვების მსუბუქად და ზომიერად გამოხატული ათეროსკლეროზული დარღვევის მქონე პირები, რომელთაც აღნიშნული დაავადება დაუდგინდათ გამოკვლევის კლინიკური და ინსტრუმენტული მეთოდებით. დასკვნის გამოტანა შეიძლება ნევროლოგიური დარღვევების გამოხატულებით, ძირითადი არტერიული სადინარების სტენოზირების ხარისხით, პროფესიულად აუცილებელი ფსიქოლოგიური ფუნქციის მდგომარეობით, დაავადების მიმდინარეობის, რისკის ფაქტორების პროგნოზისა და დატვირთვის სინჯის გადატანისუნარიანობის შეფასების საფუძველზე.
ამავე პუნქტით გამოიკვლევიან პირები, რომელთაც გადაიტანეს თავის ტვინის და ზურგის ინფექციური ან ტოქსიკო-ალერგიული დაზიანება (ვასკულიტი), მკურნალობის დამთავრებიდან არა უადრეს 2 წლის ვადაში.
27. ა) ამ პუნქტს ეკუთვნის ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები:
– სიმსივნე, სირინგომიელია, დაფანტული სკლეროზი და სხვა პროგრესირებადი ხასიათის დაავადებები;
– ცნს-ის ინფექციური დაავადებების მწვავე და ქრონიკული ფორმები: ენცეფალიტი, არაქნოდიტი, მენინგიტი, მიელიტი, ნეიროსიფილისი, ნერვული სისტემის ინფექციის ან ინტოქსიკაციის ნარჩენი მოვლენები, ფუნქციის დარღვევით, ლიქვორო-დინამიკური დარღვევებით, კრუნჩხვითი შეტევებით;
– ნერვულ-კუნთოვანი აპარატის დაავადება, მიასთენია, მიოპათია, მიოტონია, მიოპლეგია.
ბ) ამ პუნქტით გამოიკვლევიან პირები, რომელთაც:
გადაიტანეს ცნს-ის ინფექციური ან ინტოქსიკაციური დაავადებები ნევროფსიქიკური სტატუსის სრული აღდგენით ან მსუბუქი ნარჩენი მოვლენებით, ორგანული მიკროსიმპტომების სახით, ფუნქციის დაურღვევლად. ვარგისობის საკითხი განიხილება:
– გრიპოზული ენცეფალიტის შემდეგ – არა უად-რეს 1-2 წლისა;
– მწვავე ენცეფალიტის შემდეგ – არა უადრეს 2 წლისა;
– მწვავე რწყილის ენცეფალიტის შემდეგ – არა უადრეს 3 წლისა;
გადაიტანეს ეპიდემიური ცერებროსპინალური მენინგიტი. სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის საკითხი განიხილება დაავადების გადატანიდან 1 წლის შემდეგ;
გადაიტანეს მენინგოკოკური რინიტი, ფარინგიტი. სამუშაოდ დაიშვებიან მკურნალობის დამთავრების შემდეგ;
აქვთ ნერვულ-კუნთოვანი აპარატისა და მემკვიდ-რეობით-დეგენერაციული დაავადებები საწყის სტადიაში, ნელი მიმდინარეობით, პროფესიული ფუნქციების საკმარისი შენარჩუნებით.
28. იმ პირთა გამოკვლევა, რომელთაც გადაიტანეს თავის ტრავმა ცნს-დაზიანებით, ხდება კლინიკური გამოკვლევისა და მკურნალობის შემდეგ. ტრავმის მექანიზმისა და ვითარების შეფასებისას, გასათვალისწინებელია ქალა-ტვინის უკონტაქტო ტრავმის (ტვინის ცდომა, სისხლძარღვთა გაწყვეტა) და ატლანტო-ოქციპიტალური შეერთების სტრუქტურის დამზიანებელი ტრავმების შესაძლებლობა.
საექსპერტო გადაწყვეტილების გამოტანისას, გასათვალისწინებელია ცნობიერებისა და ამნეზიის შეცვლის პერიოდის ხანგრძლივობა.
გვიანი პოსტტრავმული ეპილეფსიის განვითარების პროგნოზირებისას, ტრავმის ხასიათისა და დაზიანების ხარისხის გარდა, გასათვალისწინებელია რისკის სხვა ფაქტორებიც.
საექსპერტო შეფასება ხდება ანამნეზის, ეგ-ს დინამიკის, დაკარგული ფუნქციის კომპენსაციის ხარისხის, დატვირთვის გადატანის შედეგების და ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით.
ა) ამ პუნქტს ეკუთვნის:
– ქალა-ტვინის ღია ტრავმა (გამჭოლი, გაუმჭოლი);
– ქალა-ტვინის ღია და დახურული ტრავმის შედეგი, ცნს-ს გამოხატული ორგანული დაზიანებით, ფსიქიკის დარღვევით, ჰიპერტენზიული ან კრუნჩხვითი სინდრომებით;
– ზურგის ტვინის ტრავმის შედეგები, მამოძრავებელი და მგრძნობელობითი დარღვევებით ან მენჯის მოშლით.
პირებზე, რომელთაც გადაიტანეს ქალა-ტვინის ტრავმა ტვინის მაგარი გარსის დაზიანებით, ქალას ძვლების ზეწოლითი ან დანაწილებითი მოტეხილობით, ქალას ძვლების ხარვეზებით, ქალასშიდა ჰემატომით და ლიქვორეით მწვავე პერიოდში, სამედიცინო სერტიფიკატი არ გაიცემა.
საშუალოდ მძიმე ხარისხის ტვინის დაჟეჟვის გადამტან პირებს, ქალას ძვლების სახსროვანი მოტეხილობით, ქალას ფუძის მოტეხილობით (ლიქვორეის გარეშე) ან სუბაროქნოიდალური სისხლჩაქცევით, გამოკვლევა უტარდებათ ტრავმიდან არა უადრეს 2 წლისა, დაკვირვების დადებითი შედეგების შემთხვევაში;
ბ) ეს პუნქტი გამოიყენება იმ პირთათვის, რომელთაც გადაიტანეს თავის ტვინის შერყევა ან მსუბუქი ხარისხის დაჟეჟილობა. სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის საკითხი განიხილება ტრავმიდან არა უადრეს 3-6 თვისა, ეგ-ზე ნევროლოგიურ ან ვეგეტატიურ სტატუსში არარსებული ან სუსტად გამოხატული ცვლილებებისა და დატვირთვის ცდების კარგი გადა-ტანის და პროფესიულად აუცილებელი ფუნქციების შენარჩუნების შემთხვევაში. III კლასის კანდიდატი სამუშაოზე დაიშვება გამოჯანმრთელებისთანავე.
29. ვეგატატიური ნერვული სისტემის პათოლოგიის კლინიკური გამოვლინება შეიძლება იყოს ვნს-ის სხვადასხვა სტრუქტურული დონის პირველადი დაზიანების შედეგი ან ნევროლოგიური, სომატური, ენდოკრინული, ფსიქიკური, ალერგიული და ინტოქსიკაციური დაავადებების მეორადი სინდრომი. ყოველივე ამის გამო აუცილებელია დაწვრილებითი, ყოველმხრივი ანამნეზი და კლინიკური გამოკვლევა.
ა) ამ პუნქტით ტარდება ვეგეტო-სისხლძარღვოვანი მოშლის ექსპერტიზა, რომელსაც აქვს ვნს-ის ქრონიკული დაავადების პაროქსიზმული გამოვლენა, რეციდივირებადი და კრიზული რეაქციები (ვეგოვაზალური, სიმპატიკური, შერეული ხასიათის, ვისცელარულ-სიმპატალგიური, დიენცეფალური ტიპის), ამ ჯგუფში აერთიანებენ შემდეგ დაავადებებს: თავბრუსხვევა, სოლიარიტი, სინდრომები: მალური ხერხემის არტერიის, დიენცეფალური სინდრომი, ანგოოტროფონევროზი, რეინოს დაავადება, ერითრომელალგა და სხვა); კვინკეს შეშუპება და ორთოსტატიური ესენციალური ჰიპოტონია;
ბ) ამ პუნქტით გამოიკვლევიან პირები, რომელთაც გადატანილი აქვთ კონსტიტუციონალურ-მემკვიდრეობითი გენების დისფუნქცია, აგრთვე – ჰორმონალური გარდაქმნის ან სომატური პათოლოგიის შემდგომი ცვლილებები, მაგრამ ექსპერტიზის დროს აქვთ მდგრადი რემისია (ძირითადი დაავადების განკურნებიდან 2-3 თვის შემდეგ).
სამედიცინო შეფასება დამოკიდებულია ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი გამომჟღავნების ხარისხზე, კლინიკური გამოკლევების შედეგებზე, გადატვირთვის ცდების გადატანის უნარიანობის (ორთოსინჯი, ვესტიბულარული სინჯი და სხვა) ხარისხზე.
იმ შემთხვევაში, თუ ვეგეტო-სისხლძარღვოვან დარღვევებში დომინირებს კლინიკური სურათი ფუნქციური კარდიოვასკულარული დარღვევებისა, ექსპერტიზის საკითხი წყდება 30-ე პუნქტის მიხედვით.
30. ეს პუნქტი მოიცავს პერიფერიული ნერვული სისტემის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებებს:
– მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ზურგის ტვინის რქების, ნერვული ღეროების, დისკების, გან-გლიების, ტრავმული დაზიანება, პერიფერიული ნეიროვასკულარული სინდრომი;
– ნერვული ღეროების კომპრესია ხერხემლის დაავადების დროს;
– ხერხემალზე, ზურგის ტვინის რქებზე, იოგოვან აპარატზე ნერვულ ღეროებზე ოპერაციული ჩარევის შედეგები;
– ქრონიკული რადიკულიტის გამწვავება წელიწადში 2-ზე მეტჯერ;
– ხერხემლის დაავადების დროს მოძრაობის მოშლისას, რომელსაც თან არ ახლავს ნევროლოგიური პათოლოგიური მოვლენები, გამოკვლევას ატარებს ქირურგი.
აღნიშნული დაავადებების მქონე პირი, გამწვავების პერიოდში, ექვემდებარება მკურნალობას (ამბულატორიული, სტაციონარული, სანატორიული).
მალთაშუა დისკების, თიაქარის მალების შემდეგი გამოკვლევა ტარდება სტაციონარიდან გამოწერიდან არა უადრეს 6 თვისა, ოპერაციისა და ოპერაციის შემდგომი პერიოდის ხასიათის გათვალისწინებით.
31. მოიცავს ეპილეფსიას კლინიკური გამოვლინების ნებისმიერი ფორმით, მათ შორის – ერთჯერადი შეტევით. ეპილეფსიაზე ეჭვმიტანილი პირები იგზავნებიან ნევროლოგიურ განყოფილებაში სტაციონარულ გამოკვლევაზე. გაგზავნისას ივსება აქტი შეტევის თავისებურებების აღწერით, მოწმეების ხელმოწერით, მედიცინის მუშაკის დადასტურებით. დიაგნოზი გამოიტანება სრული ნევროლოგიური გამოკვლევის, ეგ-ს და ფსიქიატრის კონსულტაციის შემდეგ. ეგ-ზე ეპილეფსიური აქტივობა ამტკიცებს დიაგნოზს, ხოლო მისი უქონლობა მას არ გამორიცხავს.
ამ პუნქტს ეკუთვნის დადგენილი ეტიოლოგიის ერთჯერადი ეპილეფსიური შედეგები. სიმპტომატური ეპილეფსიის დროს, საექსპერტო შეფასება დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე. გამოკვლევისას აუცილებელია გამოირიცხოს: თავის ტვინის მოცულობითი პროცესი, სისხლძარღვოვანი დარღვევა, ეგზოგენური ინტოქსიკაციები, ჭიებით ინვაზია და სხვა.
პირი, რომელსაც ეგ-ზე პაროქსიზმული აქტივობა პირველად დაუდგინდა, ექვემდებარება გამოკვლევას ნევროლოგიურ განყოფილებაში. პირი, რომელსაც ეგ-ზე პირველად დაუდგინდა ეპილეპტოიდური აქტივობა („პიკნელი ტალღის“ ტიპი), ეპილეფსიის სხვა ნიშნების ან ცნს-ის ორგანული დაავადების უქონლობის შემთხვევაში, ექვემდებარება გამოკვლევას ნევროლოგიურ განყოფილებაში. ეგ-ზე მოცემული ცვლილებების სტაბილურობა (3-6 თვის განმავლობაში) განმეორებითი სტაციონარული გამოკვლევის დროს, არის საფრენოსნო სამუშაოსათვის უვარგისად ცნობის საფუძველი.
ეგ-ზე პაროქსიზმური, ეპიდპტოიდური აქტივობისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში, კანდიდატი ითვლება უვარგისად.
32. პირი, რომელმაც გადაიტანა გულის წასვლა (სინკოპური მდგომარეობა), თერაპიულ და ნევროპათოლოგიურ განყოფილებაში იგზავნება სტაციონარულ გამოკვლევაზე. ექიმი ვალდებულია წარადგინოს აქტი ცნობიერების დაკარგვის ვითარებისა და გამოვლინების სრული აღწერით, მოწმეთა და პირადი ხელმოწერებით.
დასკვნას საფუძვლად ედება გულის წასვლის ვითარების, მისი კლინიკური გამოვლინების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველმხრივი შეფასების, ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგებისა და ფუნქციონალური სინჯების შესწავლა. გულის წასვლის გამომწვევი მიზეზის დადგენის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება ძირითადი დაავადების მიხედვით, განმეორებითი გულის წასვლის პროგნოზის გათვალისწინებით.
ემოციურ-ტკივილით გამღიზიანებელზე ან მწვავე ჰიპოქსიაზე ერთჯერადი გულის წასვლის შემთხვევაში, ჯანმრთელი პირისათვის ეს პუნქტი არ გამოიყენება.
დაუდგენელი ეტიოლოგიის განმეორებით გულის წასვლის შემთხვევაში, გამოაქვთ უვარგისობის დასკვნა.
ქირურგიული დაავადებები
33. პილოტად სწავლების კანდიდატებს სიმაღლე უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 155 სმ და არა უმეტეს 190 სმ, ჯდომითი სიმაღლე – არა უმეტეს 95 სმ; აერნაოსნებსა და ბორტინჟინრებს – არანაკლებ 155 სმ და არა უმეტეს 190 სმ.
I და II კლასის კანდიდატებს კუნთის ძალა მაჯის დინამომეტრით უნდა ჰქონდეს: მარჯვენა ხელზე არანაკლებ 35 კგ (ცაციებს შეიძლება – მარცხენაზე). III კლასის კანდიდატებისათვის შეზღუდვები არ არის სიმაღლეზე, სხეულის მასაზე და კუნთის ძალაზე.
სამოქალაქო ავიაციის საფრენოსნო სასწავლებლების აბიტურიენტების (20 წლამდე ასაკში) სხეულის მასის 25%-მდე დეფიციტი არ ფასდება როგორც ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა (ორგანიზმის ინტენსიური განვითარების პერიოდში, სხეულის მასა შეიძლება ჩამორჩეს სიმაღლეს).
ინფანტილიზმის დროს, ვარგისობის საკითხი წყდება ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის შემდეგ.
34. ა) სახსრების ფუნქციის შეფასება ხდება საერთოდ მიღებული წესების შესაბამისად. დაავადების სპეციფიკური ეტიოლოგიის დადგენისას, სეკვესტრალური ღრუსა და ხვრელმილების არსებობისას, კანდიდატი ითვლება უვარგისად. ფუნქციის დარღვევის მიუხედავად, მკურნალობის დადებითი შედეგებისა და რემისიის არანაკლებ 6 თვისა, შეიძლება განხილულ იქნეს სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის საკითხი.
კიფოზის ყველა პათოლოგიური სახის დროს კანდიდატი ვარგისია. პათოლოგიურ კიფოზს არ განეკუთვნება „მრგვალი ზურგი“ (ოქსანკის სახესხვაობა).
ყმაწვილობის I ხარისხის სქოლიოზი (სქოლიოზის რკალის კუთხე არაუმეტეს 100
) ნორმალური ფიზიკური განვითარების დროს, თანდაყოლილი ცვლილებები (წელის V მალის საკრალიზაცია და გავის I მალის ლუმბალიაზაცია ან „დუჟკების“ გაორება), რასაც თან არ ახლავს ხერხემლისა და მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლა, უკუჩვენება არ არის.
ინფექციურ-ალერგიული გენეზის სპონდილოართრიტები (ბეხტერევის ან რეიტერის დაავადებანი და ა.შ.) თერაპიულ სტანდარტებს მიეკუთვნება.
ოპერაციული მკურნალობის აუცილებლობის დროს (ჩვეული ამოვარდნილობა, ყალბი სახსრები), ოპერაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატი ითვლება უვარგისად.
ხერხემალში დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების დროს, ფესვოვანი სინდრომის თანხლებისას, საექსპერტო დასკვნა გამოაქვს ნევროპათოლოგს.
ხერხემლის მოტეხილობისა და ქვეამოვარდნილობის, ხერხემლის ტუბერკულოზის დროს (პროცესის ფაზისა და ფუნქციის მდგომარეობის მიუხედავად) კანდიდატი ითვლება უვარგისად. ერთი ან ორი მალის კომპრესიული მოტეხილობის დროს, შემოწმება ხდება არა უგვიანეს 12 თვისა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ.
მტევნის უქონლობა ან რომელიმე ხელზე ორი თითის, მარჯვენა ხელზე პირველი-მეორე თითების, მარცხენაზე პირველი თითის უქონლობა, უმოძრაობა ან სრული მოხრის შემთხვევაში, I და II კლასის კანდიდატები უვარგისად ითვლებიან, III-ს ინდივიდუალური შეფასება ეძლევა.
მტევნის ერთი თითის საფრჩხილე ფალანგის და სხვა თითების ორ-ორი ფალანგის უქონლობა თითის სრულ უქონლობას უთანაბრდება.
ვარგისობის შეფასება ხელის თითების და მტევნის სხვა ხარვეზების დროს ხდება ფუნქციის შენახვის ხარისხიანობით. ტერფის უქონლობა, ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაცია, რომელიც ხელს უშლის ფუნქციონირებას და აძნელებს სიარულს (მრუდტერფიანობა, III ხარისხის ბრტყელტერფიანობა და ა.შ.), ტერფის პირველი თითის უქონლობა აბიტურიენტისათვის უკუჩვენებაა.
ბრტყელტერფიანობის I და II ხარისხის საწყისი ფორმები არ წარმოადგენს დაბრკოლებას აბიტურიენტისათვის. თაღის სიმაღლის ზუსტი განსაზღვრისათვის, უნდა გაკეთდეს ტერფის რენტგენოგრაფია. განივი თაღის 20 მმ-ზე ნაკლები ბრტყელტერფიანობა აბიტურიენტისათვის უკუჩვენებაა.
კანის ფართებრტყელი ნაწიბურის დროს (სხეულის ზედაპირის 20%-ზე მეტი), ფუნქციის დარღვევის ხარისხისა და მდგომარეობის მიუხედავად, I და II კლასის კანდიდატები ითვლებიან უვარგისად.
საეჭვო და საკამათო საექსპერტო შემთხვევებში, რაც დაკავშირებულია საყრდენ-სამოძრაო აპარატის ანატომიურ ხარვეზებთან და მისი ფუნქციის მოშლასთან, საჭიროა განისაზღვროს პროფესიული შესაძლებლობები საგანგებო სამედიცინო-საფრენოსნო გამოცდებით (ფრენის პირობებში, საწაფზე). შედეგები უნდა წარედგინოს სსსკ-ს.
ბ) განივი ან წვეტიანი მორჩების მოტეხილობის დროს, კანდიდატს სერტიფიკატი მიეცემა ფუნქციის აღდგენისა და ტკივილის სინდრომის გაქრობის შემდეგ.
მენჯის ძვლების კონსოლიდირებული მოტეხილობების დროს, შემოწმება ხდება ტრავმის მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
კუნთებზე, მყესებზე, ხრტილებზე, ძვალზე და სახსრებზე ოპერაციის შემდეგ, კანდიდატის ვარგისობა განიხილება ფუნქციის აღდგენის შემდეგ. დასაშვებია ხელის ან ფეხის დამოკლება, ოპერაციის ან ტრავმის შედეგად, არა უმეტეს 2 სმ-სა.
ოსტეოსინთეზის დროს გაკეთებული ტანტალის პატარა ფიქსატორები (შურუპები, ლენის ფირფიტები და სხვა), თუ მეტალოზის ნიშნები არაა, უკუჩვენება არ არის. ლითონი ძვალში და ფიქსატორები (ციტოს, ბოგდანოვის და სხვა ღეროები), საფრენოსნო სამუშაოზე აღდგენამდე ამოღებული უნდა იქნეს.
35. კანის და ქვედა ტუჩის კიბოს სტადიის მკურნალობის პერიოდში განისაზღვრება დროებითი შრომისუუნარობა. პროფესიული შრომისუუნარობის საკითხს წყვეტს ქირურგი, ონკოლოგის დასკვნის გათვალისწინებით და პერიფერიული სისხლის მაჩვენებლის ნორმალიზაციის მიხედვით. სიმსივნეების პირველი სტადიის მკურნალობის შემდეგ (T-1NOMO), ან 2-ა სტადიის დროს (T-2NOMO) შესაძლებელია ავიასპეციალისტის ინდივიდუალური შეფასება.
სიმსივნური პროცესის გენერალიზების ან რეციდივის არარსებობის და ორგანიზმის ფუნქციის სრული სტაბილური კომპენსაციის შემთხვევაში, სერტიფიკატის გაცემის საკითხი განიხილება შემდეგ ვადებში:
კუჭისა და ნაწლავის კიბოს დროს – არა უადრეს 3 წლისა, ოპერაციის შემდეგ. ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, თირკმელების, სათესლე ჯირკვლის და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს – არა უადრეს 2 წლისა, მკურნალობის (ოპერაციული, სხივური, კომბინირებული თერაპიის) დამთავრებიდან. სსსკ-ზე წარდგენილ საბუთებში უნდა აისახოს სიმსივნის სტადია, ფართე პათომორფოლოგიური დახასიათება, რეგიონული ლიმფური კვანძების მდგომარეობა და ჩატარებული მკურნალობა (ქირურგიულისათვის – თარიღი, ოპერაციის ხასიათი და ოპერაციის შემდგომი მიმდინარეობა, სხივური მკურნალობისას – ვადა და დასხივების მეთოდი, შეჯამებული კეროვანი დოზა, ზოგადი და ადგილობრივი სხივური რეაქცია). პათომორფოლოგიური დასკვნისას („pak in situ“), სიმსივნის ლოკალიზაციის მიუხედავად, საექსპერტო დასკვნა გამოიტანება ჩატარებული მკურნალობის (ოპერაციის) ხასიათის მიხედვით. ამ პუნქტს არ ეკუთვნის ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის, თვალისა და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების სიმსივნეები.
36. ა) ნამდვილი სიმსივნეების გარდა, ამ პუნქტს ეკუთვნის ძვალ-ხრტილოვანი ეგზოსტოზები, კვანძოვანი ჩიყვი, კისტოზური წარმონაქმნები (მათი ბუნების მიუხედავად), წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, მასტოპათიები. სიმსივნეები, რომლებიც არ ექვემდებარება ოპერატიულ მკურნალობას, მათი ლოკალიზაციის, სიდიდის, მეზობელ ორგანოებთან ანატომიური ურთიერთობებისა და მათი ფუნქციის შესაძლო მოშლის გამო.
აბიტურიენტი მრავლობითი პიგმენტური ხალებით (ნევუსი), ზომით 2-3 სმ და მეტი, რომლებიც განლაგებულია სხეულის ისეთ უბანში, რომ განიცდის ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ზეწოლას, ჩაითვლება უვარგისად. ამ მუხლს არ ეკუთვნის ცენტრალური და პერიფერიული ნერვიული სისტემის, თვალისა და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა სიმსივნეები.
სასუნთქი გზებისა და კუჭნაწლავის ტრაქტის კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს (უმეტესად პოლიპები), ავიასპეციალისტი ითვლება უვარგისად მომწამვლელ ქიმიკატებთან სამუშაოსათვის.
კანდიდატი II-III სტადიის ადენომებით, ასევე I სტადიის გართულებული შარდის მწვავე შეხუთვით, უვარგისად ითვლება.
უსიმპტომოდ მიმდინარე საშვილოსნოს მიომიანი კანდიდატი უვარგისად ითვლება.
ბ) მცირე ზომის კეთილთვისებიან სიმსივნეებზე (ზრდისადმი არამიდრეკილი), რომლებიც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარებას ხელს არ უშლის, ეს პუნქტი არ გამოიყენება.
კეთილთვისებიანი სიმსივნით ნაოპერაციებმა ავიასპეციალისტმა სსსკ-ს უნდა წარუდგინოს ამონაწერი წარმოებულ ოპერაციაზე და სიმსივნის ჰისტოლოგიური გამოკვლევის მონაცემებზე.
კვანძოვანი ჩიყვის ამოკვეთის შემდეგ, სერტიფიკატის გაცემის საკითხს წყვეტს თერაპევტი, არა უადრეს 3 თვისა ოპერაციის შემდეგ.
წინამდებარე ჯირკვლის ადენომის I სტადიის დროს, დიზურიული მოვლენების გარეშე, თუ, უროლოგის დასკვნით, ოპერაციული მკურნალობა საჭირო არ არის, ავიასპეციალისტი ვარგისია.
გარეთა სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი სიმსივნეების ამოკვეთის საკითხი წყდება გინეკოლოგის (უროლოგის) კონსულტაციის შემდეგ.
მიომის ზრდის, ოვარიალურ-მენსტრუალური ციკლის დარღვევის და ტკივილების სინდრომის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა.
37. გულმკერდის ორგანოთა და შუასაყარის დაავადების გამო წარმოებული ოპერაციის შემდეგ, ავიასპეციალისტი ითვლება უვარგისად. მკურნალობის კარგი შედეგის შემთხვევაში, ვარგისობის საკითხი წყდება თერაპევტთან ერთად, ოპერაციიდან არა უადრეს 6 თვის შემდეგ.
გულმკერდის ღრუში ან ფილტვის ქსოვილში უცხო სხეულების არსებობისას, რომლებიც არიან მოცილებულნი მსხვილ სისხლძარღვებს, გულს, გარეგანი სუნთქვის კარგი ფუნქციით, აბიტურიენტი ითვლება უვარგისად.
ტრავმული პნევმოტორაქსის დროს საექსპერტო დასკვნა გამოაქვთ მკურნალობის დამთავრებისა და კლინიკური გამოკვლევების შემდეგ. გულმკერდის გამჭოლი დაზიანებისას (შინაგანი ორგანოების დაუზიანებლად) ვარგისობის საკითხი წყდება გამოჯანმრთელების შემდეგ. დიაფრაგმული თიაქარები, ჩაჭედვი-სადმი მიდრეკილი, რეფლიუქს-ეზოფაგიტითა და საყლაპავისა და კუჭის ფუნქციური მოშლილობით, ითვლება უვარგისად. ოპერაციული მკურნალობის კარგი შედეგის შემთხვევაში, სერტიფიკატის გაცემის საკითხი განიხილება ოპერაციიდან არა უადრეს 6 თვისა.
გულმკერდის ორგანოთა და შუასაყარის დაავადებების, გულმკერდის გამჭოლი დაზიანების დროს (შინაგანი ორგანოების დაუზიანებლად) ვარგისობის საკითხი წყდება გამოჯანმრთელების შემდეგ (არა უადრეს 6 თვისა ოპერაციული მკურნალობის შემდეგ).
38. ლიმფური კვანძების დაავადების შემთხვევაში, კანდიდატის გამოკვლევა უნდა ჩაატაროს სპეციალისტმა. ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის დროს კანდიდატი, აღრიცხვიდან მოხსნის შემდეგ, ტუბდისპანსერიდან წარმოადგენს სრული კლინიკური განკურნების ცნობას.
აქტინომიკოზის დროს, სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა შეიძლება სრული კლინიკური განკურნების შემდეგ, დერმატოლოგის (მიკოლოგის) დასკვნის გათვალისწინებით – მკურნალობის დამთავრებიდან არა უადრეს 1 წლისა.
39. ა) ეს პუნქტი ეხება დივერტიკულებს, ნაწიბუროვან ცვლილებებს, კარდიოსპაზმს, კარდიოახალაზიას. დივერტიკულის ოპერაციის კარგი შედეგის დროს, ვარგისობის საკითხი წყდება არა უადრეს 6 თვისა ოპერაციის შემდეგ.
ბ) ეს პუნქტი იხმარება 2-2,5 სმ-ზე ნაკლები დივერტიკულების შემთხვევაში, რომლებიც არ აკავებს საკონტრასტო მასას და არ შლის საყლაპავის ფუნქციას.
40. ა) თუ ავიასპეციალისტს მუცლის კედელზე აღენიშნება ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები, სსსკ-ს უნდა წარმოუდგინოს საბუთი ოპერაციის შემდეგ. განვითარების ანომალიის, მუცლის ღრუს ორგანოთა დაზიანების, არასიმსივნური დაავადების, მათ შორის, წყლულოვანი დაავადების, ქოლეცისტიტის, სტრანგულაციური გაუვალობის და ნაწლავის გადახლართვის შემთხვევაში, კანდიდატი ითვლება უვარგისად. ქრონიკული აპენდიციტის დროს საჭიროა ოპერაციული მკურნალობა. აპენდიკულარული ინფილტრატის დროს კანდიდატი ითვლება უვარგისად. სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ ოპერაციული მკურნალობის შემდეგ.
ბ) კარგი შედეგით წარმოებული ოპერაციის შემდეგ, სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა ოპერაციიდან შემდეგ ვადებში:
– მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობის დროს, შინაგან ორგანოთა დაუზიანებლად, აპენდექტომია მწვავე და ქრონიკული აპენდიციტის დროს, მეკელის დივერტიკულის ამოკვეთის შემდეგ, დიაგნოსტიკური ლაპარატომიის შემდეგ (თუ, ინტრაოპერაციული რევიზიის მონაცემებით, ნაჩვენები არაა ღრმა გამოკვლევის ჩატარება ან ხანგრძლივი კონსერვატიული მკურნალობა) – არა უადრეს 6 კვირისა.
– გამჭოლი ჭრილობების დროს შინაგანი ორგანოების დაზიანებით, ასევე, ისეთი დაავადების დროს, რომელიც პერიტონიტით არ გართულებულა – არა უადრეს 12 თვისა.
– შეხორცებითი დაავადების დროს, ნაწლავის გადახლართვის და კუჭუკანა ჯირკვალზე ოპერაციის დროს კანდიდატი უვარგისია.
– დოლიხოსიგმა, კლინიკური გამოვლინების გარეშე, უვარგისობის დასკვნის საფუძველი არ არის.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, ქოლეცისტექტომიის, სპლენექტომიის (სისტემური დაავადების გამო), საექსპერტო დასკვნა გამოაქვს ქირურგს, თერაპევტთან ერთად.
მუცლის კედლის თიაქარი საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას. კანდიდატს სერტიფიკატი მიეცემა არა უადრეს 5-6 კვირისა ოპერაციის შემდეგ.
საზარდულის, სწორი ხაზის თიაქრების დროს, 4 სმ დიამეტრამდე, და ტკივილის სინდრომის გარეშე, ექვემდებარება ოპერაციულ მკურნალობას.
ჭიპის თიაქარის (არა უმეტეს 1 სმ დიამეტრისა) დროს, თუ დაავადება მიმდინარეობს ტკივილის სინდრომით, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა.
სწორი კუნთების დიასტაზის დროს, თიაქარის გამობერილობის გარეშე: I და II კლასის კანდიდატები უვარგისია, III – ვარგისი.
41. თუ აღმოჩნდება ეპითელიალური კუდუსუნის სავალი მწვავე ანთების ნიშნებით, ხვრელმილოვანი ფორმა ცივ პერიოდში ჩვენებაა ოპერაციული მკურნალობისა. მკურნალობის კარგი შედეგის შემთხვევაში, მუშაობის (სწავლის) გაგრძელების უფლება ეძლევა.
ბუასილის, ქრონიკული პარაპროქტიტის და ეპითელიალური კუდუსუნის სავალების ოპერაციის დროს, ვარგისობის საკითხი განიხილება გამოჯანმრთელების შემდეგ, არა უადრეს 4 კვირისა ოპერაციის შემდეგ. სწორი ნაწლავის გამოვარდნილობის, ანალური მომჭერის უკმარისობის დროს – არა უადრეს 6 თვისა.
ბუასილის ხშირ გამწვავებად ითვლება ერთჯერადი გამწვავება ყოველ წელს 3 წლის მიყოლებით ან 2-ჯერ მეტი გამწვავება 1 წლის განმავლობაში. შორისის კონდილომატოზი განიხილება დერმატოვენეროლოგის კონსულტაციის შემდეგ. სწორი ნაწლავის პოლიპოზის შემთხვევაში გამოიყენება 36-ე პუნქტის მოთხოვნები.
42. ა) ეს პუნქტი მოიცავს არტერიების მაობლიტირებელ დაავადებებს: ენდარტერიტი, ათეროსკლეროზი, ათეროსკლეროზული ოკლუზიები, ანევრიზმები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, თრომბოფლებიტი, ფლებოთრომბოზი, თრომბოფლებიტის შემდგომი დაავადება, სპილოს დაავადება, სისხლძარღვებზე ჭრილობები და ოპერაციები. ტრავმის შემდგომი არტერიული ანევრიზმების ოპერაციული მკურნალობის კარგი შედეგის შემთხვევაში, ვარგისობის საკითხი წყდება არა უადრეს 1 წლისა ოპერაციის შემდეგ, კლინიკური გამოკვლევის მიხედვით.
ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ტროპიკული მოშლილობის, სისხლის მიმოქცევის დეკომპენსაციის, კვანძების ზემოთ კანის იმ დონეზე გათხელების დროს, როდესაც მისი გასკდომის საშიშროება იქმნება, კანდიდატი ჩაითვლება უვარგისად. ქვედა კიდურის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ოპერაციული მკურნალობის შემდეგ, სერტიფიკატის გაცემის საკითხი წყდება არა უადრეს 3 თვისა ოპერაციის შემდეგ.
ვარიკოზული დაავადების რეციდივის შემთხვევაში, ბორტგამყოლები ითვლებიან უვარგისად, დანარჩენ კანდიდატებს ეძლევათ ინდივიდუალური შეფასება. კომპენსირებული ტრომბოფლებიტის შემდგომ პერიოდშიც III კლასის კანდიდატი ვარგისია, I და II – ითვლებიან უვარგისად, დაავადების სტადიის მიუხედავად.
43. ა) III ხარისხის ნეფროფტოზის დროს I და II კლასის კანდიდატები ჩაითვლებიან უვარგისად, კრიპტორხიზმის ყველა სახეობის დროს (სათესლე ჯირკვლის შეჩერება) აბიტურიენტისათვის გამოიტანება უვარგისობის დასკვნა.
ბ) სათესლე ბაგირაკის ზომიერი გაგანიერების შემთხვევაში (ვენების გამოხატული კონგლომერატის გარეშე, მუცლის პრესის დაჭიმვისას საგრძნობი გადიდების შემთხვევაში) აბიტურიენტი ითვლება ვარგისად.
ჰიპოსპადიის თავისებური ფორმის დროს ავიასპეციალისტი ჩაითვლება ვარგისად. სათესლე ჯირკვლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკის დროს და სათესლე ბაგირაკის ვენების გაგანიერების დროს ცივ- და ცხელჰავიან ქვეყნებში გასაგზავნი პირები შეფასდებიან ინდივიდუალურად.
თირკმლის შარდსაწვეთზე, შარდის ბუშტზე და ურეთრაზე ოპერაციის შემდეგ სერტიფიკატის გაცემის საკითხი განიხილება არა უადრეს 6 თვისა ოპერაციის შემდეგ. თირკმელის პარენქიმატოზული ფუნქციის მსუბუქი დარღვევის დროს, რომელიც ექოსკოპიის მეთოდით ვლინდება, ავიასპეციალისტი ვარგისია.
საფრენოსნო შემადგენლობის წევრებს, რომლებმაც გადაიტანეს ნეფრექტომია, ან დაბადებიდან აქვთ 1 თირკმელი, თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის მიხედვით, ინდივიდუალურად შეფასდებიან. საფრენოსნო შემადგენლობის წევრი, I-II ხარისხის ნეფროფტოზის დროს, ფუნქციის დარღვევის და ტკივილის სინდრომის გარეშე, ვარგისია, III ხარისხის ნეფროფტოზის დროს – უვარგისი. III კლასის შემადგენლობის III ხარისხის ნეფროფტოზის დროს საკითხი წყდება ინდივიდუალურად. ის ავიასპეციალისტი, რომელმაც გადაიტანა ოპერაცია – სათესლე ჯირკვლის მოცილება (სათესლე ჯირკვლის პარკში ჩამოტანა, ეკტოპია), ითვლება ვარგისად არა უადრეს 3 თვისა ოპერაციის შემდეგ, იმ პირობით, რომ სათესლე ჯირკვალი პარკშია და არა ფუძესთან.
სათესლე ჯირკვლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკის დროს საჭიროა ოპერაციული მკურნალობა. I და II კლასის სერტიფიკატი გაიცემა ოპერაციიდან 6-8 კვირის შემდეგ, III კლასისა – საავადმყოფო ფურცლის დახურვის შემდეგ.
44. ამ პუნქტით გაითვალისწინება თირკმლისა და შარდსასქესო ორგანოების ტუბერკულოზი, პიე-ლონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, შარდის შეუკავებლობა. ტუბერკულიოზის აქტიური ფაზის დროს მიიღება უვარგისობის დასკვნა. მწვავე არასპეციფიკური ანთების დროს კანდიდატმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობა. განკურნების შემთხვევაში (კონსერვატიული, ოპერაციული), საექსპერტო დასკვნა გაიცემა ტუბდისპანსერის აღრიცხვიდან მოხსნის შემდეგ. ის პირი, რომელმაც გადაიტანა ნეფრექტომია ტუბერკულიოზის გამო, უვარგისად ჩაითვლება.
ქრონიკული არასპეციფიკური დაავადების გამწვავების შემთხვევაში, წელიწადში 2-ზე მეტჯერ ან ყოველწლიური ერთჯერადი გამწვავების დროს 3 წლის განმავლობაში ზედიზედ, კანდიდატი ითვლება უვარგისად.
კანდიდატი, რომელსაც აქვს წინამდებარე ჯირკვლის ქვები, კლინიკური გამომჟღავნების გარეშე, ვარგისია. პირს, რომელსაც შარდის შეუკავებლობა სჭირს, უვარგისია.
45. შარდკენჭოვანი დაავადების დადგენისას, საჭიროა კლინიკური გამოკვლევების ჩატარება. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, რაც გამოწვეულია თირკმლის ჭვალით (კენჭის გავლით ან უმისოდ), კანდიდატმა უნდა იმკურნალოს 3 თვემდე, შემდგომი გამოკვლევების ჩატარებით. ექსტრაკორპორალური, ლითოტრიპსიით ნამკურნალებ პირს სამედიცინო სერტიფიკატი მიეცემა (განუახლდება) ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ.
შინაგანი სნეულებები
46. ა) ეს პუნქტი გამოიყენება ლეიკოზის, მიელომური დაავადების, ლიმფოგრანულომატოზის, ავთვისებიანი ანემიის, ჰემორაგიული დიათეზის მძიმე ფორმის შემთხვევაში.
ბ) მიეკუთვნება კეთილთვისებიანი ხასიათის ანემიები (პოსტჰემორაგიული, რკინადეფიციტური) მკურნალობის მდგრადი, დადებითი შედეგების შემთხვევაში (ჰემოგლობინი არანაკლებ 120 გრ/ლ). კომპენსირებული ჰემოგლოპათიები დიათეზის შემთხვევაში, რეციდივისადმი მიდრეკილების გარეშე.
47. ა) ამ პუნქტით გამოიკვლევიან მძიმე გამოკვეთილი ალერგიით და რეციდივისკენ მიდრეკილების მქონე პირები.
ბ) ამ პუნქტით გამოიკლევიან პირები, რომელთაც 3 თვის განმავლობაში არ აქვთ განმეორებითი ალერგიული გამოვლინებები, ალერგენი დადგენილი და აღმოფხვრილია.
48. ა) გამოიკვლევიან II და III ხარისხის ეგზოგენოკონსტიტუციონალური სიმსუქნის მქონე პირები.
II და მეტი ხარისხის სიმსუქნის მქონე აბიტურიენტები ითვლებიან უვარგისად.
ბ) ზედმეტი მასის მქონე პირებს უტარდებათ კლინიკური გამოკვლევა სიმსუქნის ხასიათის დადგენის მიზნით. ენდოკრინული და ცერებრალური გენეზის სიმპტომატური (მეორადი) სიმსუქნის შემთხვევაში, გამოკვლევა ტარდება ძირითადი დაავადების მიხედვით.
სიმსუქნის ხარისხის დადგენა ხდება კეტლეს სხეულის მასის ინდექსის სიდიდის მიხედვით: წონა კგ-ში იყოფა სიმაღლეზე მეტრებში, კვადრატში. ნორმალური ინდექსის მერყეობაა 20,0-დან 25,9-მდე, სხეულის ზედმეტი მასის დროს 26,0-დან 29,0-მდე. პირველი ხარისხის სიმსუქნის დროს 30,0-დან 34,0-მდე, II ხარისხის სიმსუქნის დროს 35,0.
49. ეს პუნქტი მოიცავს შაქრიან დიაბეტს, ფარისებრი ჯირკვლების დაავადებას, ჰიპერინსუნილიზმს, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო ჯირკვლების ენდოკრინულ პათოლოგიას, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ დაავადებებს და სხვა.
ა) ამ პუნქტით გამოიკვლევიან პირები:
– შაქრიანი დიაბეტის I (ინსულინზე დამოკიდებული), II ტიპის საშუალო და მძიმე ფორმით დაავადებულები, რომლებიც საჭიროებენ ინსულინით და სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებებით მუდმივ მკურნალობას. II ტიპის შაქრიანი დიაბეტის პირველი გამოვლინებისას, I და II კლასის კანდიდატები საჭიროებენ დაკვირვებას და მკურნალობას 3 თვემდე.
– ნებისმიერი ფორმის ტოქსიკური ჩიყვით (თირეოტოქსიკოზით) დაავადებულები.
– სხვა ენდოკრინული დაავადებებით, რომლებიც მუდმივ მკურნალობას საჭიროებს.
ბ) საფრენოსნო სამუშაოზე დაშვება ხორციელდება მედიკამენტოზური საშუალებების გარეშე ნახშირწყლოვანი ცვლის სრული კომპენსირების შემთხვევაში. შაქრიანი დიაბეტის მსუბუქი ფორმის მქონე მეთვალყურეები სამუშაოდან არ თავისუფლდებიან. ტოქსიკური ჩიყვის განკურნების შემდეგ სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის გადაწყვეტილება მიიღება რეაბილიტაციური მკურნალობის (მედიკამენტოზური საშუალებების გარეშე) ჩატარების შემდეგ, არა უადრეს 12 თვისა. ფარისებრი ჯირკვლის I და II ხარისხის დიფუზური ეუთირეოიდული გადიდება და ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დარღვევა არ წარმოადგენს დიაგნოზის დადგენის საფუძველს.
50. ა) ეს პუნქტი მოიცავს ტიფს, მალარიას, ჰემორაგიულ ცხელებას, დიზენტერიას, ბრუცელოზს, ინფექციურ ჰეპატიტს, პარაზიტებით და ჭიებით ინვაზიას. სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა მწვავე ინფექციებისა და ინვაზიის მკურნალობის შემდეგ.
ქრონიკული ოპისტორქოზით დაავადებული პირები აღრიცხვაზე იმყოფებიან ინფექციონისტთან, იტარებენ განმეორებით მკურნალობას. მიღებული შედეგის შემდეგ გაიცემა სამედიცინო სერტიფიკატი.
I, II კლასის კანდიდატებს, რომელთაც გადაიტანეს ინფექციური ჰეპატიტი, ჰემორაგიული ცხელება, დაავადების სიძიმისა და მკურნალობის შედეგების გათვალისწინებით, სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა უჩერდებათ 3-6 თვით.
ავიასპეციალისტები საავიაციო-ქიმიურ სამუშაოზე დაიშვებიან არა უადრეს 12 თვისა, სმ მეთვალყურეები დაიშვებიან საავადმყოფო ფურცლის დახურვის შემდეგ.
ბორტგამყოლი, რომელსაც ნაწლავური ინფექციის ბაქტერიომატარებლობა აქვს, უვარგისია (სურსათთან კავშირის გამო).
51. ტუბერკულოზის კლინიკურად განკურნების ან ნარჩენი გამოვლინების (შემოსაზღვრული ფიბროზი, წილთაშორისი და პლევრალური შეხორცებები) მქონე პირი, შუასაყრის ორგანოების ცდომისა და გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მოშლის გარეშე. სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას აუცილებელია ტუბდისპანსერის დასკვნა.
52. ა) მიეკუთვნება: ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზიური დაავადება, აქტიური სარკოიდოზი, პნევმონიები, დიფუზური პნევმოსკლეროზი და ფილტვების ემფიზემა გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მნიშნელოვანი მოშლით.
ბ) გამოიკვლევიან პირები ქრონიკული ბრონქიტით რემისიის ფაზაში, შეზღუდული პნევმოსკლეროზით, ოპერაციის შედეგებით, ჭრილობებით, ტრავმებით, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის უმნიშვნელო მოშლით.
გართულებული მდგომარეობის ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში, I და II კლასის კანდიდატებს სერტიფიკატის მოქმედება უჩერდებათ მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
პირს, რომელმაც სპონტანური პნევმოთორაქსი გადაიტანა, სერტიფიკატი მიეცემა გამოჯანმრთელებიდან არა უადრეს 3 თვისა. თუ გამოკვლევა არ გამოავლენს მისი ხელმეორედ აღმოცენების მიზეზს, პნევმოთორაქსიანი კანდიდატი უვარგისია.
53. ა) ამ პუნქტს მიეკუთვნება რეგულაციის დარღვევასთან დაკავშირებული გულის დაავადებები. დიაგნოზი: „კარდიალური ტიპის ნეიროცირკულარული დისტონია“ პირველად დგინდება კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე. აუცილებლად უნდა გამოირიცხოს მიმდინარე ანთებითი პროცესი, გულის ორგანული ცვლილებები და ექსტრაკარდიალური პათოლოგია. გულის იშემიურ დაავადებასთან დიფერენციული დიაგნოსტიკის მიზნით, გამოიყენება ორტოსტატიული და ფარმაკოლოგიური ეკგ-ს სინჯები, ველოერგომეტრული მიოკარდიუმის სცინტიგრაფია დარტვირთვით, საეჭვო შემთხვევაში კი – კორონაროგრაფია.
ამ პუნქტით გამოიკვლევიან პირები, რომელთაც აქვთ გულის რიტმის გამოხატული დარღვევა, სინუ-სური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამტარებლობის დარღვევა, რომელსაც თან ახლავს გულის შეკუმშვათა განმეორებითი ამოვარდნები 2 წმ. და მეტად, მოციმციმე არითმიის შეტევები, წინგულების თრთოლვა, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (4 და მეტი კომპლექსი, 120 და მეტი სიხშირე წუთში) ხშირი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები ტრიგემინიის და ბიგენემიის განმეორებითი ეპიზოდებით, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეპიზოდები 3 და მეტი კომპლექსით, 120 და მეტი სიხშირით წუთში, ვოლფ-პარკინსონიუაიტის სიდრომი სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ეპიზოდების არსებობით.
რიტმის მნიშვნელოვანი სუპრავენტრიკულური დარღვევის შემთხვევაში, ტარდება ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა. თუ პროვოცირდება რიტმის ზემოთ ჩამოთვლილი გამოხატული ცვლილებები, გამოკვლევის შედეგები ითვლება უარყოფითად.
რიტმის დარღვევის გამოხატულების შესაფასებლად ტარდება დღეღამური დაკვირვება.
გულის რიტმის დარღვევის წარმატებითი მკურნალობის შემთხვევაში, ტარდება განმეორებითი გამოკვლევა.
ბ) გამოიკვლევიან პირები, რომელთაც აქვთ ჩივილი გულსისხლძარღვთა სისტემისა და გამტარებლობის ისეთი დარღვევით, ეკგ-ს პარკუჭოვანი კომპლექსის ბოლო ნაწილის (ST და T) ლაბილური ცვლილებებით, რომლებიც ნორმალიზდება ბეტაბლოკატირების მიღების შემდეგ (კარდიალური ტიპის ცდ). ეკგ-ს ლიბილურობის გაქრობის და ბეტა-ბლოკატირების უეფექტობის შემთხვევაში, გამოიტანება უვარგისობის დასკვნა.
54. ა) ეს პუნქტი მოიცავს არტერიულ ჰიპერტენზიას არტ.წნევით 160/95 მმ. ვწყ.სვ. და მეტი, რომელსაც აქვს მდგრადი ხასიათი, ან არტ. წნევის ნაკლებ სიდიდეს, რომელსაც თან ახლავს გულის მარცხენა პარკუჭ-ის მნიშვნელოვანი გადიდება, ცვლილებები ეკგ-ზე როგორც მოსვენების, ასევე ფიზიკური დარტვირთვის დროს. ტრანზიტორულ ჰიპერტონულ კრიზს, ტვინის სისხლის მიმოქცევის დროებითი მოშლით.
ბ) გამოიკვლევიან პირები, რომელთაც არტ. წნევა შენარჩუნებული აქვთ 160/95 მმ. ვწყ. სვ-ზე დაბლა, მედიკამენტების დახმარებით ან მედიკამენტოზური თერაპიით სამუშაოდან მოუწყვეტლად.
მედიკამენტოზური თერაპიის შერჩევა ხდება 2-3 თვის განმავლობაში. სამუშაოზე დაშვების დროს გასათვალისწინებელია ჩატარებული ღონისძიებების ეფექტი, დატვირთვის სინჯების გადატანისუნარიანობა და რისკფაქტორების არსებობა.
გ) ამ პუნქტს მიეკუთვნება: არტერიული წნევის ტრანზიტორული მომატება, რომელიც ნორმალიზდება მედიკამენტოზური საშუალებების გარეშე. სერტიფიკატის გაცემის საკითხი წყდება დატვირთვის სინჯების შედეგების გათვალისწინებით.
55. ა) ამ პუნქტს ეკუთვნის მიოკარდის ინფარქტი, სტენოკარდია, რითმისა და გამტარებლობის მძიმე დარღვევა. აქვე შედის ცვლილებები ეკგ-ზე მოსვენების და ფიზიკური დატვირთვის ტესტების დროს, რომელიც დაკავშირებულია კორონალური სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან. გულის იშემური დაავადების დიაგნოზისთვის საკმარის საფუძველს იძლევა ფიზიკური დატვირთვით გადაღებული ეკგ-ს ტესტის შერწყმა დატვირთვის სცინტიგრაფიისას გამოვლენილი მიოკარდის ლოკალურ იშემიასთან ან გულის ერთ-ერთი ძირითადი გვირგვინოვანი არტერიის სტენოზი 50%-ზე მეტად, ან სამი არტერიის სტენოზი 30%-ზე მეტად.
ბ) გულის კუნთების და სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების შემთხვევა, რომელსაც თან არ ახლავს გულის რითმისა და გამტარებლობის მნიშვნელოვანი დარღვევა.
სერტიფიკატის გაცემა შეიძლება გულსისხლძარღვთა სისტემის ღრმა კლინიკური გამოკვლევისა და დატვირთვის სინჯების კარგი გადატანის შემდეგ.
III კლასის კანდიდატთა სამუშაოზე დაშვება, რომელთაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი, შესაძლებელია ორწლიანი დაკვირვების, კორონაროგრაფიის დამაკმაყოფილებელი შედეგების, გულსისხლძარღვთა სისტემის კარგი ფუნქციონალური მდგომარეობის და ანტიანგინალური საშუალებების მიღების აუცილებლობის არარსებობის შემდეგ.
56. ამ პუნქტს განეკუთვნება გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკები, მიტრალური სარქველის პროლაპირება, გულის კუნთში მიმდინარე პროცესები, მიოკარდიოდისტროფიები, მიოკარდიული კარდიოს-კლეროზები, კარდიომიოფაქტორები და სხვა.
ამ დაავადებების კლინიკური ნიშნების არსებობისას დასკვნა გამოიტანება დაავადების ანამნეზის ყოველმხრივი კლინიკური და კარდიოლოგიური, ფუნქციურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევის, დაავადების მიმდინარეობისა და მისი პროგნოზის შესწავლის საფუძველზე.
ა) ამ პუნქტს მიეკუთვნება მწვავე დაავადება ან რითმისა და გამტარებლობის მნიშვნელოვანი დარღვევით, გულის უკმარისობის ნიშნებით, ტკივილის სინდრომით გადატანილი დაავადების შედეგები, გულის ზომიერი და მნიშვნელოვნად გამოხატული კომბინირებული მანკები და მიტრალური სარქველის პროლაპირება 6 მმ-ზე მეტად. დილატაციური, ჰიპერტროფიული და რესტრიქტიული კარდიომიპათიები.
ბ) ამ პუნქტს მიეკუთვნება: მიოკარდიული კარდიოსკლეროზი, მიტრალური სარქველის პროლაფსი 6 მმ-ზე ნაკლებად, გულის უმნიშვნელოდ გამოხატული, იზოლირებული და მდგრადი კომპენსირებული მანკები, პარკუჭთაშუა ძგიდის ასიმეტრიული ჰიპერტროფია გამოდევნის გზების ობსტრუქციის ნიშნების გარეშე, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის აპიკალური ფორმა. არც ერთ ამ დაავადებას არ უნდა ახლდეს უკუჩვენების 39-ე პუნქტით მითითებული სიმპტომატიკა.
პირი, რომელმაც, გულის ანთებითი დაავადების მიზეზით, ჩაიტარა მკურნალობა, განმეორებით გამოიკვლევა არა უადრეს 3 თვისა.
57. ა) ამ პუნქტს მიეკუთვნება პირი, რომელსაც აქვს წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, კოლიტი. მწვავე შემთხვევების და გამწვავებების მკურნალობის შედეგები უნდა გაკონტროლდეს ენდოსკოპიურად. სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა გასტრიტისა და კოლიტის მკურნალობის კარგი შედეგის შემდეგ.
ბ) გაურთულებელი წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში, I და II კლასის კანდიდატები ექვემდებარე-ბიან მკურნალობას 3 თვემდე. წყლულოვანი დაავადების გართულების და ოპერაციული მკურნალობის შემდეგ, განმეორებითი გამოკვლევა შეიძლება 6-12 თვის შემდეგ, ოპერაციის ტიპისა და შედეგის მიხედ-ვით. III კლასის კანდიდატი ვარგისია საავადმყოფო ფურცლის დახურვის შემდეგ. კანდიდატი, რომელსაც პირველად გამოუვლინდა თორმეტგოჯა ნაწლავის ნაწიბუროვანი დეფორმაცია კლინიკური გამოვლინების გარეშე, ვარგისია.
58. I და II კლასის კანდიდატები ვარგისნი არიან მდგრადი რემიისიისა და ორგანოს ფუნქციის შენარჩუნეების შემთხვევაში. III კლასის კანდიდატი სამუშაოზე დაიშვება გამოჯანმრთელებისთანავე.
ლითოტრიფსიის და ქოლეცისტექტომიის შემდეგ სერტიფიკატის გაცემის საკითხი წყდება არა უადრეს 6 თვისა. ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომიის შემდეგ – არა უადრეს 3 თვისა.
პირს, რომელსაც აქვს კეთილთვისებიანი ფუნქციონალური ბილირუბინემია, მიეცემა სერტიფიკატი, მაგრამ არ დაიშვება ავიაქიმიურ სამუშაოებზე.
ამ პუნქტს მიეკუთვნება პირი, რომელსაც აქვს: ჰეპატიტი აქტიურ სტადიაში, ღვიძლის ციროზი, ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავება, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პანკრიატიტი.
59. ქრონიკული ნეფრიტის (პიელონეფრიტის) ნიშნების შემთხვევაში, ვარგისობის დასკვნა დგინდება ინდივიდუალურად, პროცესის მიმდინარეობის, თირკმლის ფუნქციის შენარჩუნებისა და მეორადი ჰიპერტენზიული სინდრომის გამოხატულების მიხედვით. მეორადი პიელონეფრიტის დროს, გამოკვლევა ტარდება ძირითადი დაავადების გათვალისწინებით.
პირი, რომელმაც გადაიტანა მწვავე გლომერულონეფრიტი, ითვლება უვარგისად და ექემდებარება მკურნალობას 1 წლის განმავლობაში. სერტიფიკატის გაცემის საკითხი წყდება კლინიკური გამოკვლევის შემდეგ.
60. მწვავე ინფექციური, ინფექციურ-ალერგიული ართრიტის, პოლიართრიტის მქონე პირი ექვემდებარება მკურნალობას 3-6-თვემდე.
ქრონიკული ართრიტისა და პოლიართრიტის შემთხვევაში, დასკვნა გამოიტანება სახსრების ფუნქციური მდგომარეობით.
დერმატო – ვენერიული დაავადებები
61. ამ პუნტით ჩამოთვლილი დაავადებების მქონე პირები ჩაითვლებიან უვარგისად.
62. ა) ქრონიკული მორეციდივე ეგზემის (მათ შორის – შემოსაზღვრული: ყურის ნიჟარის, ხელის მტევნების, სახის, კისრის, სასქესო ორგანოების მიდამოში) კანდიდატს ეძლევა უვარგისობის დასკვნა.
გავრცლბილი ფსორიაზიანი, დიფუზური ნეიროდერმიტიანი კანდიდატი უვარგისია. კანდიდატი, რომელსაც აღმოაჩნდა პიოდერმის გართულებული, მძიმე ფორმები, რომლებიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას და თანდათან გადადის ქრონიკულ მიკრობულ ეგზემაში, უვარგისად მიიჩნევა.
ბ) ეგზემის მსუბუქი ფორმებისას კანდიდატი ექვემდებარება მკურნალობას. კანდიდომატოზი შორისისა და სასქესო ორგანოების არეში მკურნალობას ექვემდებარება (სავალდებულო სეროლოგიური გამოკვლევით), განკურნებული კანდიდატი ვარგისად მიიჩნევა.
იქტიოზის მსუბუქი ფორმებისას (კანის ზედაპირის 20%-მდე), ფსორიაზის კანზე შემოსაზღვრული ლოკალიზაციით, კარგი ზოგადი მდგომარეობის დროს, კანდიდატი ვარგისია. კანდიდატი, რომელსაც აღმოაჩნდა ფავუსი, რუბრომიკოზი, ტრიქოფიტია, მიკროსპორია, მკურნალობას ექვემდებარება და განკურნების შემდეგ ვარგისია.
63. ა) სიფილისის, მწვავე და ქრონიკული გონორეის და სქესობრივი გზით გადაცემული სხვა გადამდები დაავადებების განკურნების შემდეგ, ავიასპეციალისტი ვარგისია. გართულების დროს (ეპიდიდიმიტი, პროსტატიტი, ართრიტები, საშვილოსნოს დანამატების ანთება) ვარგისობის დასკვნა გამოიტანება შესაბამისი დაავადების პუნქტის მიხედვით.
ბ) ეს პუნქტი გულისხმობს როგორც ვირუსით გამოწვეულ იმუნოდეფიციტის დაავადებას, ასევე აივ-ით ინფიცირებას.
გინეკოლოგიური დაავადებები და ორსულობა
64. ა) ქალები უვარგისად იცნობიან საშოს კედლების და საშვილოსნოს I-II-III ხარისხის დაწევის დროს, მეზობელი ორგანოების ფუნქციის დარღვევით.
სასქესო ორგანოების III ხარისხის დაწევის და გამოვარდნის დროს, შარდსასქესო და ნაწლავურ-სასქესო ფისტულებისას, შორისის ჩახევისას სწორი ნაწლავის სფინქტერის ფუნქციის დარღვევით, სამედიცინო სერტიფიკატი არ გაიცემა.
ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები ნარჩენი ანატომიური დეფექტებით, ფუნქციური დარღვევებით და ტკივილის სინდრომით ანუ ანთებითი პროცესის ხშირი გამწვავებით (წელიწადში 2-ჯერ და მეტად), უვარგისია.
საშვილოსნოს არასწორი მდებარეობისას და განუვითარებლობისას, ორრქიანი საშვილოსნოს დროს ფუნქციონალური დარღვევებით (მეტრორაგია, ტკივილი), კანდიდატი უვარგისია.
ბ) ქალთა სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას საჭიროა მკურნალობა. მკურნალობის შემდგომ პერიოდში საჭიროა მეთვალყურეობა 2 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, მყარი რემისიის საკითხის გადასაწყვეტად (სერტიფიკატის მოქმედების შეუჩერებლად).
საშვილოსნოს ყელის დაავადებები (ეროზია, ენდოცერვიციტი, ეროზიული ექსტროპიონი, ტრიქომონადური კოლპიტი, ტრიქომონიაზი) ექვემდებარება მკურნალობას, 3 კვირამდე ვადით. მცირე მენჯში შეხორცებითი პროცესის არსებობისას, საშვილოსნოს ტანის და დანამატების ცალმხრივი არარსებობა, ფალოპის მილების ორმხრივი არარსებობა არ არის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისათვის უკუჩვენება.
საშოს კედლების და საშვილოსნოს I-II ხარისხის დაწევა, ფუნქციური დარღვევების გარეშე, არ ითვლება სერტიფიკატის შეჩერების საფუძვლად. ქირურგიული მკურნალობის შემდეგ, აღდგენის საკითხი განიხილება არა უადრეს 6 თვისა.
საშვილოსნოს თანდაყოლილი უქონლობა, საშოს უქონლობა და განუვითარებლობა ფუნქციური დარღვევების გარეშე, სერტიფიკატის შეჩერების საფუძვლად არ ითვლება.
65. დისფუნქციური მეტრორაგიები ექვემდებარება მკურნალობას.
66. ორსულობის დადგენისთანავე, ავიასპეციალისტს უჩერდება სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა. ორსულობის აბორტით ან ნაადრევი მშობიარობით დასრულებისას, სერტიფიკატის გაცემის (განახლების) საკითხს წყვეტს გინეკოლოგი.
სტომატოლოგიური დაავადებები
67. მოსახსნელი პროტეზის არსებობისას მეტყველების ფუნქცია ფასდება პროტეზის მოხსნის შემდეგ. თუ ლორორგანოების ფუნქცია არ ირღვევა და არ ძნელდება სპეცხელსაწყოების გამოყენება, კანდიდატი ვარგისია.
კბილების უმეტესი რაოდენობის ნაკლებობა, როდესაც ზომიერად არის დარღვეული ღეჭვის ფუნქცია, რეკომენდებულია პროტეზირება.
იმ შემთხვევაში, თუ პარადონტის, მინგივიტის, ლეიკოპლაკიის დაავადებები არ არღვევს ლორორგანოების ფუნქციას, მეტყველებას და არ აძნელებს სპეცხელსაწყოების გამოყენებას, კანდიდატი ვარგისია.
68. თანკბილვის III ხარისხის ანომალიისას (ზედა და ქვედა ყბის მჭრელებს შორის მანძილი ვერტიკალურად და საგიტალურად 10 მმ-ზე მეტი) და II ხარისხისას (6-დან 10 მმ-მდე) კანდიდატი უვარგისია.
მუხლი 48🔗. პოლარულ ექსპედიციებსა და ცხელი ჰავის ქვეყნებში სამ თვეზე მეტი ვადით მივლინებისას და საავიაციო-ქიმიური სამუშაოებისათვის გათვალისწინებული სამედიცინო უკუჩვენებები
1. ავიასპეციალისტები, რომლებიც პოლარულ და ცხელი ჰავის ქვეყნებში იგზავნებიან სამ თვეზე მეტი ვადით სამუშაოდ, გადიან რიგგარეშე საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევას.
2. „წესების“ 46-ე მუხლის პუნქტები, რომლებიც უვარგისობის დასკვნას ითვალისწინებს:
ა) პოლარულ ექსპედიციაში გაგზავნისას:
1ბ, 2ბ, 3ბ, 7(არანაკლებ 0,6; კორექციით 1,0), 11ბ, 12ბ, 13ბ, 16ბ, 21ბ, 22ბ, 26ბ, 30ბ, 32, 35ბ, 40ბ, 41ბ, 42ბ, 43ბ, 44ბ, 45ბ, 46ბ, 47ბ, 49ბ, 50ბ, 51ბ, 52ბ, 55ბ, 59ბ, 62ბ, 64ბ, 65ბ.
ბ) ცხელი ჰავის ქვეყნებში სამუშაოდ:
11ბ, 16ბ, 21ბ, 26ბ, 29ბ, 32, 35ბ, 36ბ, 40ბ, 43ბ, 44ბ, 45ბ, 46ბ, 47ბ, 49ბ, 50ბ, 55ბ, 62ბ, 64ბ, 65ბ.
გ) საავიაციო-ქიმიური სამუშაოებისათვის:
1ბ, 2ბ, 3ბ, 11ბ, 12ბ, 19ბ, 21ბ, 22ბ, 29ბ, 32, 35ბ, 36ბ, 44ბ, 45ბ, 46ბ, 47ბ, 49ბ, 50ბ, 57ბ, 58ბ, 59ბ, 62ბ, 64ბ, 65ბ.
შენიშვნა: იმ პუნქტების მიხედვით, რომელიც შხამ-ქიმიკატებით მუშაობისთვის უვარგისობას ითვალისწინებს, საექსპერტო კომისიას უფლება აქვს საავიაციო-ქიმიურ სამუშაოებზე ავიასპეციალისტი დაუშვას მინერალური სასუქებისა და ბიოპრეპარატების საშუალებით სამუშაოდ.
დანართი №
1
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია
სამედიცინო სერტიფიკატის მიღების
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს, ბ-ნ (ქ-ნ)
--------------------------------------------------------------------------------------------------------
კანდიდატის სახელი, გვარი ---------------------------------------------------------------------
მცხოვრები -------------------------------------------------------------------------------------------
მოქალაქეობა------------------. დაბადების თარიღი----------------------------------------------
სამედიცინო სერტიფიკატის კლასი და მოქმედების ვადა-----------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
სპეციალობა ---------------------------. თანამდებობა-----------------------------.
საერთო ნაფრენი ---------------------- სთ. ნაფრენი ბოლო 12 თვის განმავლობაში
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ოდენობა, სხ-ის ტიპი)
საავიაციო მოვლენა კომისიათაშორის პერიოდში ---------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადა და მიზეზი -------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
განმცხადებლის დაავადებების ჩამონათვალი----------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
მუდმივად (პერიოდულად) ვიღებ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს: --------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(პრეპარატის დასახელება, მიღების დაწყების თარიღი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
გთხოვთ მომცეთ ---------------- კლასის სამედიცინო სერტიფიკატი.
კანდიდატის ხელმოწერა -------- თარიღი ---------
სამედიცინო სერტიფიკატის მიღების კანდიდატის მონაცემების სისწორეს ვადასტურებ:
ავიასაწარმოს ექიმის ხელმოწერა -------- თარიღი -----------
დანართი
№1
(გვ. 2)
შუამდგომლობა
სსსკ-ის თავმჯდომარეს, ბ-ნ (ქ-ნ) --------------------------------------------------
გთხოვთ ბ-ნ (ქ-ნ) --------------------------------------------------------------,
(კანდიდატის სახელი, გვარი)
რომელიც მუშაობს --------------------------------------------------------------------------წლიდან,
(ავიასაწარმოს დასახელება, თარიღი)
ჩაუტაროთ საექიმო-საექსპერტო გამოკვლევა -------------- კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად.
კომისიის მომსახურების ანაზღაურების თავდებობას ვკისრულობ: -----------------------------------
(ანაზღაურების სახე)
ავიასაწარმოს ხელმძღვანელი -------------------------------------------
(ხელმოწერა, გვარი)
ბ.ა. --------------------------------------
(თარიღი)
დანართი №2
საქართველოს სამოქალაქო
ავიაციის სპეციალისტის
სამედიცინო სერტიფიკატი
MEDICAL CERTIFICATE
OF THE CIVIL AVIATION
SPECIALIST OF GEORGIA