,,საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის №53 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.28.020.011.829
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №60
2008 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის №53 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ 77-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 1517 და 36-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საზ-ღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის №53 ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №149, მუხლი 1218) დამტკიცებულ „საზღვაო ნავსადგურების წესებს“ დაემატოს თავი XIX, შემდეგი რედაქციით:
„თავი XIX ყულევის ნავსადგური
მუხლი 116. ყულევის ნავსადგურის საზღვრები
1. ყულევის ნავსადგური განლაგებულია მდინარე ხობის მარცხენა ნაპირზე. ნავსადგურის ჩრდილოეთი საზღვარი გადის ზღვიდან მდინარე ხობის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ, მდინარის დინების საწინააღ-მდეგო მიმართულებით. აღმოსავლეთის საზღვარი გადის მდინარე ცივისა და მდინარე ხობის შეერთების ადგილიდან, მდინარე ცივის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ ხიდამდე, რომელიც გადადის მდინარე ცივზე. სამხრეთი საზღვარი გადაკვეთს კუნძულს ხიდიდან ზღვის ნაპირისკენ. საზღვაო ნავსადგურის ტერიტო-რიის, აკვატორიის და მისასვლელი არხის კოორდინატები დატანილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ საკადასტრო და საზღვაო რუკებზე.
2. ყულევის ნავსადგური შედგება საზღვაო ტერმინალისაგან, ნავთობტერმინალისაგან, მდინარეების ხობისა და ცივის შიდა სამდინარო აკვატორიისა და მისასვლელი არხისაგან.
3. ნავთობტერმინალი მოიცავს საინჟინრო ნაგებობების კომპლექსს ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადასატვირთად და შესანახად.
4. საზღვაო ტერმინალის კომპლექსი, რომელიც მოიცავს 3 (სამ) ჰიდროტექნიკურ სანავსმისადგომო ნაგებობას, უზრუნველყოფს ტანკერების და სანავსადგურე ფლოტის დგომას, ნავთობტერმინალის ობიექტებთან კავშირს, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას, აგრეთვე მათ ტანკერებზე გადატვირთვას.
5. სამხრეთ-დასავლეთით (SW) ზღვასა და ნავსადგურის საზღვარს შორის გადის აკუმულაციური ქვი-შიანი ლილვი. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით (NE) ნავსადგურის საზღვრის ფარგლებში მიედინება მდინარე ცივი.
6. ყულევის ნავსადგურში დაიშვება მხოლოდ ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული ოპერაციები.
მუხლი 117. ყულევის ნავსადგურის სანავიგაციო პირობები
1. ყულევის ნავსადგურის შესასვლელი მდებარეობს მდინარე ხობის შესართავთან 7,6 მილში, ანაკლიის კონცხის სამხრეთ სამხრეთ-დასავლეთით (SSE).
2. მდინარე ხობის შესართავის რაიონში ნაპირი არის დაბალი, ქვიშიანი. მდინარე ხობის შესართავი ადვილად ამოსაცნობია ჩაძირული გემების ჯგუფით, რომლებიც იცავენ სამხრეთ-დასავლეთით (SW) ღელვისაგან და ლივლივისაგან. მდინარე ხობის მარცხენა სანაპიროზე განლაგებულია ნავთობტერმინალის საინჟინრო ნაგებობები.
3. მდინარე ხობის შესართავის მახლობლად ნაპირის გასწვრის განლაგებულია სოფელი ყულევი.
4. სამხრეთ-დასავლეთით (SW) მდინარე ხობის შესართავი, არ არის დაცული ღელვისა და ლივლივისაგან. 4-ბალიანზე მეტი ტალღების დროს წარმოიქმნება ტალღათ ხეთქება, რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი გემების შემოსვლა-გასვლის დროს.
5. მდინარე ხობის შესართავის რაიონის სიღრმეები თანდათან იზრდება ნაპირიდან დაშორებისას ზღვის მიმართულებით. 10-მეტრიანი იზობატა გადის ნაპირიდან 0.8–1 მილის, 20-მეტრიანი – 1,6 მილის, 30-მეტრიანი – 2,1 მილის მოშორებით.
6. ყულევის ნავსადგურის რაიონში ნაოსნობის განხორციელებისას აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ სიღრმეები ექვემდებარება ცვლილებებს წყალსადინარების გადაადგილების შედეგად ენგურის, ხობისა და რიონის მდინარეების და მუდმივი დინების არსებობით სამხრეთიდან (S) ჩრდილოეთის (N) მიმართულებით, 0,4 – 0,6 კვანძის სიჩქარით.
7. თევზის რეწვა ნავსადგურის აკვატორიასა და მის მისასვლელებთან აკრძალულია. დაშვებულია მხოლოდ ადგილობრივი თევზსაჭერი გემების სატრანზიტო მიმოსვლა.
8. დრო ყულევის ნავსადგურში არის ადგილობრივი მე-4 საათობრივი სარტყელი (UTC (გრინვინჩის მერიდიანის) დროს +4 საათი).
9. ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემებს უნდა გააჩნდეთ წყალშიგი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო მანევრირებასა და მისაბმელ ოპერაციებს. უსაფრთხო სანავიგაციო სიღრმის მარაგი 40 000 ტონამდე დედვეიტიანი გემისათვის უნდა იყოს არანაკლებ 0.75 მეტრი, ხოლო 40 000 ტონაზე მეტი – 1.0 მეტრი.
10. ყულევის ნავსადგურის მისასვლელებზე, ღუზაზე დადგომისას და მოხსნისას ყველა გემმა უნდა დაიცვას სიფრთხილე, იხელმძღანელოს ლოციებით, „ზღვაში გემების შეჯახების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო წესებით (COLREG – 72)“ ამ წესებითა და „კარგი საზღვაო პრაქტიკით“.
11. ყულევის ნავსადგურში შესული ყველა გემის კაპიტანმა აგენტისაგან უნდა მიიღოს ეს „წესები“ და „შავი ზღვის ნავთობტერმინალის წესები“.
მუხლი 118. ყულევის ნავსადგურის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები
ყულევის ნავსადგურის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები:
ა) ნალექი 900 მმ-ზე მეტი წელიწადში, უმეტესი რაოდენობა ზაფხულობით, მაქსიმალური რაოდენობა დღე-ღამეში 268 მმ ნალექი (ფოთი – ივნისი). ნოემბრიდან პირველ მარტამდე ნალექის რაოდენობა 723 მმ. წელიწადში ნალექიანი დღეების რიცხვი 108-169, თვეში ნალექიანი დღეების რიცხვი 9-16;
ბ) ნისლი 1–1,5%, შიგადაშიგ – 5%, აპრილი – მაისი განმეორება აღემატება 7%-ს. ნისლიანი დღე-ების რაოდენობა წელიწადში 27 დღე;
გ) ხილვადობა 5-10 მილი, საუკეთესო ხილვადობა აპრილი – ოქტომბერი. ხილვადობის გაუარესება ზაფხულში გამოწვეულია ნალექით. სანავიგაციო შუქები ჩანს 7,5 მილის სიშორიდან;
დ) გრუნტი – იზობატამდე 10 მეტრი, ნალექი მცირე ქვიშით. ნაპირისგან მოშორებით მკვრივი ტალახი მცირე ქვიშით და დამსხვრეული ნიჟარებით;
ე) დინების სიჩქარეა 0,5 მ/წმ. დინების სიჩქარის შეცვლა დამოკიდებულია ქარის მიმართულებასა და სეზონურ წვიმებზე.
მუხლი 119. ყულევის ნავსადგურის სანავიგაციო ნიშანი
1. ყულევის ნავსადგურის კოორდინატებში φ = 42° 16,46' N. λ = 041° 38, 12' E დაყენებულია შუქურა „ყულევი“ – 45 მეტრი სიმაღლის, წითელი ფერის, მეტალოკონსტრუქციიდან აგებული კოშკი, ორი ხიდურით, უმაღლეს ხიდურზე სანავიგაციო შუქურა.
2. შუქურა „ყულევის“ დახასიათება:
ა) თრ. ნ.დ. 5წმ. 16მ;
ბ) ს. 4წმ. დ 1წმ (რეზერვი 6 მ);
გ) თეთრი – ნელა დაბნელებადი 5 წამი – 16 მილი;
დ) განათება 4 წამი, დაბნელება 1 წამი.
მუხლი 120. ყულევის ნავსადგურის აკვატორია
1. ყულევის ნავსადგურის აკვატორია მოიცავს მის საზღვრებში მდინარე ხობის შიდა სამდინარო აკვატორიას, მდინარე ცივის შიდა სამდინარო აკვატორიას და შესასვლელ არხს შემობრუნებადი აუზით.
2. მდინარე ხობის შიდა სამდინარო აკვატორია სათავეს იღებს ყულევის ნავსადგურის შესასვლელში (მდინარე ხობის შესართავი) და შემოსაზღვრულია:
ა) ჩრდილოეთიდან – მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირით;
ბ) სამხრეთიდან – ნავმისადგომებით.
3. მდინარე ხობის შიდა სამდინარო აკვატორიისა და ყულევის ნავსადგურის აღმოსავლეთით საზღვარს წარმოადგენს კვეთის ხაზი, რომელიც აერთებს მდინარე ცივის შესართავის მარჯვენა ნაპირს მდინარე ხობის ჩრდილოეთ ნაპირთან.
4. მდინარე ცივის შიდა სამდინარო აკვატორია შემოსაზღვრულია მდინარე ცივის აკვატორიის შესართავიდან მდინარე ცივის საწინააღმდეგო დინებას, მდინარე ცივზე გადასასვლელ საავტომობილო ხიდამდე.
5. შესასვლელი არხი შემობრუნებადი აუზით იწყება ყულევის ნავსადგურის მისასვლელი ტივტივათი შემდეგ კოორდინატებში: φ= 42°17' 30'' N; λ= 41°35' 47, 19'' E და მთავრდება ყულევის ნავსადგურის შესასვლელით (მდინარე ხობის შესართავი).
6. შესასვლელი არხის სიგრძე შეადგენს 2,4 მილს, სიგანე (ფაქტობრივი) – 105 მეტრს (საპროექტო სიგანე – 210 მეტრი), სიღრმე (ფაქტობრივი) – 14 მეტრს (საპროექტო სიღრმე – 18 მეტრი), ღერძის მიმართულება – 119,9 – 299,9 გრადუსი, შემობრუნებადი აუზის დიამეტრი – 500 მეტრს.
მუხლი 121. ღუზაზე დგომის ადგილები
ყულევის ნავსადგურში შესასვლელად რიგში მდგომი გემები უნდა გაემართონ ფოთის ნავსადგურის №200 საღუზე ადგილისაკენ და ღუზაზე დაყენების, დგომის და მოხსნისას უნდა ხელმძღვანელობდნენ ამ „წესების“ 98-103 მუხლების მოთხოვნებით.
მუხლი 122. ნავმისადგომები
1. მარცხენა სანაპიროზე მდინარე ხობის შესართავთან განლაგებულია სანავმისადგომი ნაგებობები (სანავმისადგომო ზოლი) 610 მეტრი სიგრძის, რომელიც გათვალისწინებულია ნავთობის და ნავთობ-პროდუქტების ტანკერებში ჩასასხმელად და საოპერაციო ზონა მისაბმელი ოპერაციების შესასრულებლად, რომლის სიგანე 210 მეტრია. მისაბმელი ბოჯგი განლაგებულია ყოველ 31 მეტრში.
2. ნავმისადგომის სიგრძე და სიღრმე შეადგენს:
| ნავმისადგომის № | ნავმისადგომის სიგრძე (მ) | ნავმისადგომის სიღრმე (მ) საპროექტო |
| ნავმისადგომი №1 | 290 | 17,10 |
| ნავმისადგომი №2 | 230 | 13,60 |
| ნავმისადგომი №3 | 60 | 5,50 |
მუხლი 123. ყულევის ნავსადგურში გემების შესვლა და გამოსვლა
1. ყულევის ნავსადგურში გემების შესვლა/გამოსვლა ხორციელდება მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში, კარგი ამინდის პირობებში (ქარი 15 მ/წ-მდე, ტალღა – 3 ბალამდე). შესასვლელ არხში გემების უსაფრთხო მოძრაობისა და მანევრირების უზრუნველსაყოფად შექმნილია შემობრუნებადი აუზი 500 მეტრის დიამეტრით, რომლის ცენტრი განლაგებულია φ = 42° 16, 73' N; λ = 41° 37, 36' E, არსებულ სიღრმეებზე – 12 მეტრი №1 ნავმისადგომიდან 830 მეტრში.
2. ყულევის ნავსადგურში გემების შესვლა/გამოსვლა ხორციელდება სანავსადგურე ბუქსირების დახმარებით, არაუმეტეს ერთი გემისა არხზე, სავალდებულო სალოცმანო გაცილებით (გარდა ამ „წესების“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და „გემების მოძრაობის მართვის რადიოლოკაციური სისტემის“ (VTS) კონტროლით.
მუხლი 124. სალოცმანო გაცილება და მისაბმელი ოპერაციები
1. ყულევის ნავსადგურში სალოცმანო გაცილება ხორციელდება საზღვაო ლოცმანების მიერ.
2. ლოცმანი გემბანზე ადის ქარზურგა ბორტის მხრიდან შემდეგ წერტილში – φ = 42°17' 30'' N; λ = 41° 35' 47,19'' E, მიმღებ ტივტივასთან.
3. 30 000 ტონა წყალწყვის და მეტი მოცულობის ტანკერი ერთდროულად ღებულობს ოთხ ბუქსირს (30 000-ზე ნაკლები – მინიმუმ 2-ს) ბიტენგზე და მიემართება ნელი ან ძალიან ნელი სვლით შემობრუნებად აუზამდე.
4. შემობრუნებად აუზზე ტანკერი აჩერებს თავის მოძრაობას, ბრუნდება ბუქსირების დახმარებით თავისი მთავარი ძრავის დახმარების გარეშე, მაგრამ მთავარი ძრავა აქვთ მუდმივ მზადყოფნაში რევერსისათვის საჭიროების შემთხვევაში.
5. ტანკერი, შემობრუნების შემდეგ, ბიტენგებზე ბუქსირების დახმარებით, ბუქსირდება ნავმისადგომთან, №1 ნავმისადგომისაკენ დაახლოებით 830 მეტრი ან №2 ნავმისადგომთან დაახლოებით 1200 მეტრი.
6. კაპიტანმა და ლოცმანმა მუდმივად უნდა აკონტროლონ და გაითვალისწინონ მდინარის დინება და ამინდის პირობები.
7. გემის მთავარი ძრავა უნდა იყოს მზადყოფნაში რევერსებისთვის და ღუზები უნდა იყოს მზად უკუქცევისთვის (ჩაშვებისათვის).
8. გემი ნავმისადგომთან დგება ცხვირით გასასვლელისაკენ. პირველად მიეწოდება კიჩოს გრძივი ბაგირები და ცხვირის მისაჭერი ბაგირები, მეორე რიგში – დანარჩენი შპრინგები, კიჩოს გრძივი ბაგირები და კიჩოს შპრონგები.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. თაქთაქიშვილი