საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

(ამონარიდი)

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

II. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 38-ე მუხლს სიტყვების „სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით”.

2. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა

1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს:

ა) 38-ე მუხლის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სადავო საგნის ღირებულების 2,5 პროცენტს;

ბ) სააპელაციო საჩივრისათვის – სადავო საგნის ღირებულების 3 პროცენტს;

გ) საკასაციო საჩივრისათვის – სადავო საგნის ღირებულების 4 პროცენტს;

დ) კერძო საჩივრისათვის – სადავო საგნის ღირებულების 1,5 პროცენტს.

2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 29 აპრილი.

№1365-IIს

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93724/