საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.1998
ძალის დაკარგვა 12.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1366
სარეგისტრაციო კოდი 140.070.000.05.001.000.352
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,133 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.1998 მიღება
12.04.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Dumba Mtavr";} @font-face {font-family:SPKolhetiMT;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Dumba Mtavr","sans-serif"; font-weight:bold; font-style:italic;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Dumba Mtavr","sans-serif"; font-weight:normal; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.statiissatauri, li.statiissatauri, div.statiissatauri {mso-style-name:"statiis satauri"; margin-top:30.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"SPKolhetiMT","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:53.85pt 51.05pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს შინაგანი ჯარები საქართველოს შინაგანი ჯარები (შემდგომში – შინაგანი ჯარები) შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და წარმოადგენენ საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენელ ნაწილს. ისინი მოწოდებულნი არიან დაიცვან პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.     მუხლი 2🔗. შინაგანი ჯარების ამოცანები 1. შინაგანი ჯარების ამოცანებია: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში დახმარების გაწევა; ბ) ორგანიზებული დანაშაულის, ტერორისტული და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად ან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან და სხვა ორგანოებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტების დაცვაში და სპეციალური ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა; დ) საქართველოს თავდაცვაში მონაწილეობა. 2. შინაგან ჯარებს სხვა ამოცანების შესრულება შეიძლება დაეკისროთ მხოლოდ კანონით. საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №299 – სსმI, №21, 01.06.2000წ., მუხ.54 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №813 – სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.192     მუხლი 3🔗. შინაგანი ჯარების საქმიანობის პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები 1. შინაგანი ჯარების საქმიანობა ხორციელდება კანონიერების, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ცენტრალიზებული მართვის, სამხედრო სამსახურში გაწვევით, აგრეთვე კონტრაქტით დაკომპლექტების წესით. 2. შინაგანი ჯარები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის – საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებებით, სამხედრო წესდებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შინაგანი ჯარების სარდლის ბრძანებებით.     მუხლი 4🔗. შინაგანი ჯარების შემადგენლობა შინაგანი ჯარების შემადგენლობაში შედიან: ა) ოპერატიული დანიშნულების სამხედრო ნაწილები და ცალკეული ქვედანაყოფები; ბ) სამხედრო ნაწილები და ცალკეული ქვედანაყოფები განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტებისა და სასიცოცხლო კომუნიკაციების დასაცავად, სპეციალური ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; გ) სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები. დ) საპატრულო-საგუშაგო სამხედრო ნაწილები და ცალკეული ქვედანაყოფები; ე) ცალკეული საავიაციო სამხედრო ნაწილები; ვ) შინაგანი ჯარების მართვის ორგანოები, სასწავლო, კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები და დაწესებულებები. საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №299 – სსმI, №21, 01.06.2000წ., მუხ.54     მუხლი 5🔗. შინაგანი ჯარების ძირითადი ფონდები შინაგანი ჯარების ძირითადი ფონდებია: ა) სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების სამხედრო ქალაქების შენობა-ნაგებობები, სამხედრო-სასწავლო ობიექტები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა და რომლებსაც შინაგანი ჯარები იყენებენ თავიანთი ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად; ბ) შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების, სამხედრო-სასწავლო და სხვა ობიექტების განლაგებისა და მუდმივი საქმიანობისათვის დადგენილი წესით სარგებლობაში გადაცემული მიწის შესაბამისი ფართობი. შინაგანი ჯარები მიწას, წიაღისეულს, საჰაერო სივრცეს, წყლის რესურსებს იყენებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებანი შინაგანი ჯარების მიმართ     მუხლი 6🔗. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებანი შინაგანი ჯარების მიმართ საქართველოს პარლამენტი: ა) ახორციელებს შინაგანი ჯარების ორგანიზებისა და საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირებას; ბ) აწესებს შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სამართლებრივი და სოციალური დაცვის საკანონმდებლო გარანტიებს; გ) საკანონმდებლო წესით განსაზღვრავს შინაგანი ჯარების საერთო ამოცანებს საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში.     მუხლი 7🔗. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი შინაგანი ჯარების მიმართ საქართველოს პრეზიდენტი: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს შინაგანი ჯარების სტრუქტურასა და დისლოკაციას; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგანი ჯარების სარდალს, იღებს მის გადადგომას; გ) ახორციელებს შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე თადარიგში მყოფი და გადამდგარი სამხედრო პირებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის, საპენსიო, მატერიალური და საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) საქართველოს სამინისტროების, უწყებების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ამტკიცებს დავალებებს მობილიზაციის გამოცხადების, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის მოქმედებისას ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მომზადებისა და დადგენილი წესით შინაგანი ჯარებისათვის გადაცემის შესახებ; ე) წყვეტს შინაგანი ჯარების საქმიანობის უზრუნველყოფის სხვა საკითხებს.     მუხლი 8🔗. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებანი შინაგანი ჯარების მიმართ 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ახორციელებს მოქალაქეთა გაწვევას შინაგან ჯარებში სამხედრო სამსახურის გასავლელად; ბ) საგანგებო ვითარებაში შინაგანი ჯარების მიერ ამოცანების შესრულებისათვის გადასცემს მათ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს ტექნიკის გადასაზიდად და პირადი შემადგენლობის გადასაყვანად; გ) დახმარებას უწევს შინაგან ჯარებს ოფიცერთა კადრების მომზადებაში და კვალიფიკაციის ამაღლებაში. 2. (ამოღებულია). 3. საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების გატარებისას და საგანგებო ვითარების შედეგების ლიკვიდაციის დროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მართვის განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროები, აგრეთვე სხვა სამინისტროები და უწყებები გადასცემენ მათ კავშირგაბმულობის ხაზებსა და არხებს. საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №299 – სსმI, №21, 01.06.2000წ., მუხ.54 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №813 – სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.192 თავი III შინაგან ჯარებში სამსახური     მუხლი 9🔗. შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობა 1. შინაგანი ჯარების პირად შემადგენლობაში შედიან შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეები და ნებით დაქირავებული პირები. 2. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ სამხედრო წოდება, დადგენილი ფორმის ტანსაცმელი და განმასხვავებელი ნიშნები. მათ უნდა ჰქონდეთ აუცილებელი პროფესიული, სამართლებრივი, ფიზიკური და საბრძოლო მომზადება. 3. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეების სამსახურებრივი და შრომითი საქმიანობა წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით, სხვა კანონებით და ნორმატიული აქტებით.     მუხლი 10🔗. შინაგან ჯარებში სამხედრო სამსახური 1. შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება ხდება უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა გეგმაზომიერი მიღებით, კონტრაქტის საფუძველზე, აგრეთვე სამხედრო სამსახურში გაწვევით. 2. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი და ვადები, მათი სტატუსი, უფლება-მოვალეობანი, სამსახურში თანამდებობრივი გადაადგილების, სამხედრო წოდების მინიჭების, ატესტაციის, სამსახურიდან დათხოვნისა და საპენსიო უზრუნველყოფის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. შინაგანი ჯარების სამხედრო სამსახურში ჩარიცხული მოქალაქეები დებენ სამხედრო ფიცს. 4. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები. 5. შინაგანი ჯარებისათვის წვევამდელების შერჩევას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები და შინაგანი ჯარების წარმომადგენლები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებთან ერთად. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №813 – სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.192     მუხლი 11🔗. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები და მათი შესრულების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს შინაგანი ჯარების საბრძოლო სამსახურის წესდებით, შინაგანი ჯარების სამსახურისა და სხვა სამხედრო წესდებებით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. თავი IV შინაგანი ჯარების უფლება-მოვალეობანი     მუხლი 12🔗. ოპერატიული დანიშნულების და საპატრულო-საგუშაგო სამხედრო ნაწილების მოვალეობანი 1. ოპერატიული დანიშნულების და საპატრულო-საგუშაგო სამხედრო ნაწილებს ევალებათ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შესრულების მეშვეობით, აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მასობრივი ღონისძიებების ჩატარების დროს; ორგანიზებული დანაშაულის, ტერორისტული და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა; ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებთან ურთიერთმოქმედება და მათთვის დახმარების გაწევა გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაში – ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს ადამიანების, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, აგრეთვე საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში; გ) მასობრივი უწესრიგობის აღკვეთაში მონაწილეობა დასახლებულ პუნქტებში; დ) სადაზვერვო ღონისძიებების გატარება შინაგანი ჯარების მიერ სამსახურებრივი საბრძოლო ამოცანების შესრულების რაიონებში. 2. შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტის ღონისძიებებში შინაგანი ჯარების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციამ მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №299 – სსმI, №21, 01.06.2000წ., მუხ.54     მუხლი 13🔗. სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მოვალეობანი სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებს ევალებათ: ა) ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთაში მონაწილეობა; ბ) კონფლიქტური სიტუაციების ლოკალიზაციაში მონაწილეობა; გ) საომარი მოქმედების რაიონებში მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფებისა და სხვა შეიარაღებული ძალების ლიკვიდაციაში მონაწილეობა; დ) გაქცეულ მსჯავრდებულთა და განსასჯელთა ძებნაში მონაწილეობა. საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №299 – სსმI, №21, 01.06.2000წ., მუხ.54     მუხლი 14🔗. სამხედრო ნაწილების მოვალეობანი განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტების და სპეციალური ტვირთების დაცვისას განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტების და სპეციალური ტვირთების დაცვისას სამხედრო ნაწილებს ევალებათ: ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და სამხედრო მომარაგების საწყობებისა და ბაზების, სასიცოცხლო კომუნიკაციებისა და სპეციალური ტვირთების დაცვა, ობიექტების შიდა და სასაშვო რეჟიმების განხორციელება; ბ) დასაცავ ობიექტებსა და ნაგებობებში ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო ვითარების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა; გ) დასაცავ ტერიტორიაზე შეღწეულ პირთა ძებნასა და დაკავებაში მონაწილეობა. საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №299 – სსმI, №21, 01.06.2000წ., მუხ.54     მუხლი 15🔗. საავიაციო სამხედრო ნაწილების მოვალეობანი საავიაციო სამხედრო ნაწილებს ევალებათ: ა) შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობის გადაყვანა, შეიარაღების, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების გადაზიდვა; ბ) შინაგანი ჯარების ქვედანაყოფების საბრძოლო უზრუნველყოფა მათ მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის განხორციელებისას, აგრეთვე სხვა საგანგებო ვითარების შედეგების ლიკვიდაციის დროს.     მუხლი 16🔗. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენებით განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონებით „პოლიციის შესახებ“ და „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“, საქართველოს სამხედრო ძალების საგარნიზონო და საყარაულო სამსახურისა და საქართველოს შინაგანი ჯარების საბრძოლო სამსახურის წესდებებით.     მუხლი 17🔗. საბრძოლო ტექნიკის გამოყენება შინაგანი ჯარების შტატით გათვალისწინებული საბრძოლო ტექნიკა გამოიყენება: ა) მძევლების, მიტაცებული დასაცავი ობიექტების, ნაგებობების, ტვირთებისა და საბრძოლო ტექნიკის განთავისუფლებისას; ბ) შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევ პირთა დაკავებისას; გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის მოქმედებისას სატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებლად; დ) სამხედრო ქალაქებზე, საჯარისო ეშელონებსა და კოლონებზე, დასაცავ ობიექტებზე, ნაგებობებსა და ტვირთებზე, მოქალაქეთა საცხოვრებელზე, სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობებსა და სათავსებზე შეიარაღებული ან ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით; ე) შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგობის ჩასახშობად, როდესაც ისინი არ ასრულებენ შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა მოთხოვნას – შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებანი, ჩააბარონ იარაღი და საბრძოლო ტექნიკა.     მუხლი 18🔗. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიები შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისათვის შინაგანი ჯარების ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია იმ ინფორმაციის კონფიდენციალობაზე, რომელიც შეეხება სამხედრო მოსამსახურეების ვინაობას, აგრეთვე იმ სამხედრო ნაწილების დანიშნულებასა და დისლოკაციას (გადაადგილებას), რომლებიც მონაწილეობენ შეიარაღებულ დამნაშავე ჯგუფებთან შეტაკებებში. თავი V შინაგანი ჯარების ხელმძღვანელობა     მუხლი 19🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებანი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შინაგანი ჯარების სარდლის მეშვეობით ხელმძღვანელობს შინაგან ჯარებს და პასუხისმგებელია ჯარების მიერ მათი მოვალეობების შესრულებისათვის. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი: ა) გამოსცემს ნორმატიულ აქტებს შინაგანი ჯარების ორგანიზებისა და საქმიანობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის, ამ და სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების მოთხოვნების შესაბამისად და აკონტროლებს მათ შესრულებას; ბ) ამტკიცებს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს, სამხედრო ნაწილებისა და დაწესებულებების სტრუქტურებსა და შტატებს, შინაგანი ჯარების სამხედრო საბჭოს დებულებასა და შემადგენლობას; გ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს შინაგანი ჯარების სარდლის კანდიდატურას; დ) შინაგანი ჯარების სარდლის წარდგინებით სამხედრო სამსახურიდან ითხოვს შინაგანი ჯარების ოფიცრებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) ახორციელებს შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე თადარიგში მყოფი და გადამდგარი სამხედრო პირებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის, საპენსიო, მატერიალური და საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) შინაგანი ჯარების დაღუპულ (გარდაცვლილ) სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს დახმარებას უწევს შრომით მოწყობაში, უზრუნველყოფს მათი მატერიალური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) ორგანიზებას უწევს შინაგანი ჯარების შევსებას – გასაწვევი კონტინგენტის შესწავლასა და შერჩევას შინაგანი ჯარების სარდლის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; თ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს შინაგან ჯარებში სამხედრო სამსახურისათვის მორიგი გაწვევისა და იმ სამხედრო მოსამსახურეების თადარიგში დათხოვნის შესახებ, რომლებმაც დაასრულეს სამხედრო სამსახურის ვადები; ი) შინაგანი ჯარების სარდლის წარდგინებით განსაზღვრავს ჯარების მატერიალურ-ტექნიკური და ფულადი სახსრებით, შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკით, სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფის, სამობილიზაციო მუშაობის, აგრეთვე სხვა საკითხებს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება და ამის შესახებ წინადადებებს დასამტკიცებლად წარუდგენს პრეზიდენტს; კ) წყვეტს შინაგანი ჯარების საქმიანობის უზრუნველყოფის სხვა საკითხებს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად არ განეკუთვნება საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის კომპეტენციას. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №813 – სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.192     მუხლი 20🔗. შინაგანი ჯარების სარდლის უფლებამოსილებანი 1. შინაგანი ჯარების სარდალი ახორციელებს შინაგანი ჯარების მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას. 2. შინაგანი ჯარების სარდალი: ა) ომისა და მშვიდობის დროს პასუხისმგებელია შინაგანი ჯარების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნისათვის და ჯარების მიერ მათი მოვალეობების შესრულებისათვის; ბ) არის შინაგანი ჯარების მთელი პირადი შემადგენლობის პირდაპირი უფროსი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს შინაგანი ჯარების საქმიანობისა და სტრუქტურის სრულყოფის საკითხებზე, ორგანიზაციული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით; დ) ორგანიზებას უწევს შინაგანი ჯარების ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტების გეგმების შემუშავებას, თადარიგში ითხოვს მათ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების საფუძველზე; ე) გამოსცემს ბრძანებებსა და დირექტივებს, ამტკიცებს ინსტრუქციებს, დებულებებს, შინაგანი ჯარების საბრძოლო და სამობილიზაციო გეგმებსა და პროგრამებს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამხედრო ნაწილებისა და დაწესებულებების შტატებში საჭირო ცვლილებების შესახებ, შინაგანი ჯარებისათვის გათვალისწინებული რიცხოვნობის ფარგლებში; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს შინაგანი ჯარების მატერიალურ-ტექნიკური და ფულადი სახსრებით, შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკით, სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფის, სამობილიზაციო მუშაობისა და სხვა საკითხებზე; ზ) წყვეტს ოფიცერთა და ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის საკითხებს; თ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ანიჭებს ოფიცრის სამხედრო წოდებას; ი) ნიშნავს, გადააადგილებს, თადარიგში ითხოვს ოფიცრებს, ცალკეული სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილეებისა და შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს განყოფილებათა უფროსების მოადგილეების ჩათვლით; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს შინაგანი ჯარების ოფიცერთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ; კ) უზრუნველყოფს შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობისათვის აუცილებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობებისა და მატერიალური ბაზის შექმნას; ლ) შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს, სხვა მოსამსახურეებს წარადგენს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე; მ) შეიარაღებაში (მომარაგებაში) იღებს საბრძოლო და სხვა ტექნიკასა და ქონებას; ნ) ჩამოწერს უვარგის ქონებას; ო) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის მოქმედებისას კოორდინირებას უწევს შინაგანი ჯარებისა და შინაგან საქმეთა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ურთიერთმოქმედებას, რომლებიც მონაწილეობენ ამ რეჟიმის უზრუნველყოფაში.     მუხლი 21🔗. შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველო შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველო არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი. მისი საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.     მუხლი 22🔗. შინაგანი ჯარების სამხედრო საბჭო 1. შინაგანი ჯარების სარდალთან იქმნება სათათბირო ორგანო - სამხედრო საბჭო, რომლის საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით. 2. სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან: შინაგანი ჯარების სარდალი – სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, შინაგანი ჯარების შტაბის უფროსი – შინაგანი ჯარების სარდლის პირველი მოადგილე, შინაგანი ჯარების სარდლის სხვა მოადგილეები, სამხედრო საბჭოს მდივანი და სხვა თანამდებობის პირები სამხედრო საბჭოს დებულების შესაბამისად. სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებები სრულდება შინაგანი ჯარების სარდლის ბრძანებებითა და განკარგულებებით. თავი VI შინაგანი ჯარების მიერ მათი მოვალეობის შესრულება     მუხლი 23🔗. შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიერ მათი მოვალეობის შესრულების წესი 1. შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიერ მათი მოვალეობის შესრულების წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო წესდებებით, საქართველოს შინაგანი ჯარების საბრძოლო სამსახურის წესდებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 2. საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების ოფიცრებს, ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს წელთა ნამსახურობის ვადის გამოანგარიშებისას, ერთი თვე ეთვლებათ სამად, შრომის საპენსიო სტაჟში ჩათვლით. გარდა ამისა, მათ ეძლევათ ფულადი დანამატი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 24🔗. შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიერ მათი მოვალეობის შესრულება დისლოკაციის ადგილის ფარგლებს გარეთ 1. შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიერ მათი მოვალეობის შესრულება დისლოკაციის ადგილის ფარგლებს გარეთ ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 2. შინაგანი ჯარების უფროს ოპერატიულ ხელმძღვანელებს უფლება აქვთ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიის ფარგლებში არა უმეტეს ერთი თვისა გამოიყენონ საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ქვედანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში შინაგან საქმეთა ორგანოებისათვის დახმარების გასაწევად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით. თავი VII შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები     მუხლი 25🔗. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნების შესრულების აუცილებლობა 1. საბრძოლო სამსახურის შესრულებისას შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირისათვის. 2. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 26🔗. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები სასამართლო დაცვაზე შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ სასამართლო წესით დაიცვან თავიანთი უფლებები და კანონიერი ინტერესები, მათ შორის, სასამართლოში გაასაჩივრონ ბრძანებები მათი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.     მუხლი 27🔗. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვა შინაგანი ჯარები საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენელი ნაწილია და მათზე ვრცელდება სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სამხედრო ძალებისათვის.     მუხლი 28🔗. შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები მივლინებაში ყოფნისას შინაგანი ჯარების მოსამსახურეები მივლინებაში ყოფნისას სარგებლობენ ყველა სახის ტრანსპორტზე ბილეთების უპირატესი შეძენისა და სასტუმროებში მოწყობის უფლებით, მივლინების ბარათის წარდგენის საფუძველზე.     მუხლი 29🔗. პასუხისმგებლობა შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების დარღვევისათვის შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიების დარღვევის შემთხვევაში შესაბამის თანამდებობის პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VIII შინაგანი ჯარების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა     მუხლი 30🔗. შინაგანი ჯარების ფინანსური უზრუნველყოფა შინაგანი ჯარების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე, ცალკე მუხლის შესაბამისად.     მუხლი 31🔗. შინაგანი ჯარების მატერიალურ-ტექნიკური და სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფა 1. შინაგანი ჯარების მატერიალურ-ტექნიკური და სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფა ხდება სამხედრო ნაწილების ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. 2. შინაგანი ჯარების სამხედრო ტექნიკის შეკეთება, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სარემონტო საწარმოებსა და სახელოსნოებში ხელშეკრულების საფუძველზე. 3. სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც ექვემდებარება შინაგანი ჯარების მიერ დასაცავი ობიექტები, ვალდებულნი არიან შინაგანი ჯარები უზრუნველყონ განლაგებისათვის საჭირო საცხოვრებელი და სხვა ნაგებობებით. 4. შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს, საავიაციო, ოპერატიული დანიშნულების და საპატრულო-საგუშაგო სამხედრო ნაწილების განთავსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. შინაგანი ჯარების კუთვნილი ყაზარმების, საყარაულო შენობებისა და სხვა ობიექტების შეკეთება და კომუნალური მომსახურება წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. 5. დასაცავი ობიექტების, აგრეთვე საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების მშენებლობა, კაპიტალური რემონტი, რეკონსტრუქცია და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ხდება იმ სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხარჯზე, რომელთაც ისინი ექვემდებარება. 6. შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობა, რომელიც დროებით ასრულებს სამსახურს სამხედრო ნაწილის მუდმივი დისლოკაციის ადგილის ფარგლებს გარეთ, საცხოვრებლით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით, საწვავ-საცხები მასალებით, დამატებითი კვებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალურად გამოყოფილი სახსრებით. თავი IX შინაგანი ჯარების საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა     მუხლი 32🔗. საპარლამენტო კონტროლი შინაგანი ჯარების საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით.     მუხლი 33🔗. საპრეზიდენტო კონტროლი საქართველოს პრეზიდენტი – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარ-სარდალი: ა) განიხილავს შინაგანი ჯარების სარდლის ანგარიშს ჯარების საქმიანობის შესახებ; ბ) აკონტროლებს შინაგანი ჯარების ძალებისა და საშუალებების რაციონალურად გამოყენებას, ორგანიზაციულ-საშტატო სტრუქტურის შესაბამისობას შესასრულებელი ამოცანების მოცულობასთან; გ) ამტკიცებს შინაგანი ჯარების საქმიანობის პროგრამას; დ) საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის მეშვეობით აკონტროლებს შინაგანი ჯარების საქმიანობის სხვა საკითხებს.     მუხლი 34🔗. საპროკურორო ზედამხედველობა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შინაგანი ჯარების, როგორც მოკვლევის ორგანოს, საქმიანობისას მათ მიერ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე საპროკურორო ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი და მათდამი დაქვემდებარებული პროკურორები.     მუხლი 35🔗. საქართველოს კონტროლის პალატის ზედამხედველობა შინაგანი ჯარების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებას ზედამხედველობს საქართველოს კონტროლის პალატა. თავი X დასკვნითი დებულებანი     მუხლი 36🔗. კანონის ამოქმედება და მისაღები ნორმატიული აქტი 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში დაამტკიცოს საქართველოს შინაგანი ჯარების საბრძოლო სამსახურის წესდება. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1998 წლის 30 აპრილი. №1366–IIს შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 – სსმI, №17, 12.05.2000წ., მუხ.41 2. საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №299 – სსმI, №21, 01.06.2000წ., მუხ.54 3. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №813 – სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.192 4. ძალადაკარგულია – საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1137– სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.87