„საქართველოს საგადასახადო კოდექსში" დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი №32, 1997 წ ლის 24 ივლისი) 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე ნაწილი:
„28. 2000 წლის 1 იანვრამდე დღგ-ის განაკვეთი პურის, მაკარონის პროდუქციისა და საქართველოში ხორბლისაგან წარმოებული ფქვილის მიწოდებისას შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის 7 პროცენტს. ამასთან, პურის, მაკარონის პროდუქციისა და ფქვილის წარმოებისას ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ საქონელზე, სამუშაოსა და მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს 7-პროცენტიანი განაკვეთის ოდენობით”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 13 მაისი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" დამატების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" დამატების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" დამატების შეტანის შესახებ. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93754/