საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, 24 ივლისი, 1997, №32):

ა) 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი” ქვეპუნქტი:

„ი. საქართველოს არარეზიდენტების მიერ დაფუძნებული იმ სანაოსნო (გემთმფლობელი) საწარმოების მიერ მიღებული მოგება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და რომელთა გემებიც (გემიც) დაცურავენ საქართველოს სახელმწიფო ალმით”.

ბ) 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1. საქართველოს არარეზიდენტების მიერ დაფუძნებული იმ სანაოსნო (გემთმფლობელი) საწარმოების მიერ სამუშაოების შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და რომელთა გემებიც (გემიც) დაცურავენ საქართველოს სახელმწიფო ალმით.”

გ) 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ” ქვეპუნქტი:

„თ. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები”.

2. “საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8. 04. 1998) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ” ქვეპუნქტი:

„რ) საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 29 მაისი.

№1406–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატების შეტანის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93790/