იმიგრაციის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი იმიგრაციის შესახებ
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №926-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.14
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს იმიგრაციის კანონის დანიშნულება
საქართველო ს იმიგრაციის კანონის დანიშნულებაა საქართველო ს მოქალაქეთა ინტერესების შეულახავად განსაზღვროს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთა (ტექსტში შემდგომ „უცხოელები”) საქართველო ში მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსვლის, ანუ იმიგრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მოაწესრიგოს ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვა ურთიერთობანი.
მუხლი 2. იმიგრაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები
1. საქართველო ში იმიგრაციას აწესრიგებს საქართველო ს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ეს კანონი და საქართველო ს სხვა საკანონმდებლო აქტები.
2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
თავი II
იმიგრანტთა სამართლებრივი მდგომარეობა
მუხლი 3. იმიგრანტის სტატუსი
1. იმიგრანტად საქართველოში ითვლება უცხოელი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება.
2. იმიგრანტის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს:
ა) წარმოშობით ქართველს, ე. ი. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მამა ქართველია;
ბ) საქართველოს მოქალაქის მშობლებს, მეუღლეს, 18 წლამდე ასაკის ან სრულწლოვან ქმედუუნარო შვილებს;
გ) იმიგრანტის მეუღლეს, 18 წლამდე ასაკის ან არასრულწლოვან ქმედუუნარო შვილებს;
დ) საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებს;
ე) უცხოელს, რომელიც საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველია;
ვ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს, აგრეთვე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს და მუშებს, რომლებიც ესაჭიროებიან საქართველოს მეურნეობას.
3. იმიგრანტის სტატუსის მისაღებად უცხოელს უნდა ჰქონდეს შემოსავლის მუდმივი ლეგალური წყარო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს უზრუნველყოს თავისი (თავისი ოჯახის წევრების) მინიმალური საარსებო მოთხოვნილებანი. ამ მოთხოვნილებათა ფულად ეკვივალენტს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
4. თუ იმიგრანტს არა აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობანი, უნდა არსებობდეს მისი (მისი ოჯახის წევრის) შრომითი მოწყობის გარანტია. ასეთ დასკვნას იძლევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №926-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.14
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №188-რს- სსმ I, №19,15.07.2004წ., მუხ.74
მუხლი 4. საქართველოში იმიგრაციაზე უარის თქმის საფუძვლები
უცხოელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველო ში იმიგრაციაზე:
ა) თუ ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
ბ) თუ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჩადენილი აქვს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე;
გ) თუ მისი ჩამოსვლა საფრთხეს შეუქმნის საქართველო ს სახელმწიფო უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან უარყოფით გავლენას მოახდენს მოსახლეობის ზნეობაზე;
დ) თუ დაავადებულია შიდსით, ვენერიული ავადმყოფობით ან სხვა ისეთი სენით, რომელიც შედის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ს მიერ განსაზღვრულ ნუსხაში, შეპყრობილია ალკოჰოლიზმით ან ნარკომანიით;
ე) თუ მან საქართველო ს ტერიტორიაზე ცხოვრების ნებართვის და საქართველო ში შემოსასვლელი ვიზის მოსაპოვებლად წარმოადგინა ყალბი ან ძალის არმქონე საბუთები;
ვ) თუ ადრე გაძევებული იყო საქართველო დან;
ზ) საქართველო ს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 5. იმიგრანტის შემოსვლა საქართველოში
1. უცხოელს, რომელიც მიიღებს საქართველო ში ცხოვრების ნებართვას, საქართველო ს დიპლომატიურ ან საკონსულო დაწესებულებათა მეშვეობით მიეცემა საქართველო ში შემოსასვლელი ვიზა.
2. საქართველო ში შემოსასვლელ ვიზას ძალა აქვს ერთი წლის განმავლობაში გაცემის დღიდან. თუ ამ ხნის მანძილზე უცხოელი არ ჩამოვა საქართველოში, ვიზა კარგავს ძალას, ხოლო საქართველო ში მისი იმიგრაციის საკითხი გადაწყდება ხელახლა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. უცხოელი, რომელმაც მოიპოვა საქართველო ში ცხოვრების უფლება, საქართველო ში შემოსვლისას გადის საპასპორტო კონტროლს, რომლის დროსაც მან უნდა წარმოადგინოს საქართველო ში ცხოვრების ნებართვა, შემოსასვლელი ვიზა, პასპორტი ან მისი შემცვლელი დოკუმენტი და შეავსოს მიგრანტის ბარათი.
4. საქართველო ში შემოსვლისას ყოველი იმიგრანტი გადის სავალდებულო სამედიცინო კონტროლს.
5. იმიგრანტს შეიძლება უარი ეთქვას საქართველო ში შემოსვლაზე, თუ არსებობს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1484-IIს-პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.28
მუხლი 6. იმიგრანტის რეგისტრაცია
1. იმიგრანტი ვალდებულია საქართველოში ჩამოსვლიდან 10 დღის განმავლობაში გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. იმიგრანტი ვალდებულია შეატყობინოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №188-რს- სსმ I, №19,15.07.2004წ., მუხ.74
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2633-რს- სსმ I, №3,16.01.2006წ., მუხ.27
მუხლი 7. საქართველოდან იმიგრანტის გაძევების საფუძველი
1. იმიგრანტი საქართველო დან შეიძლება გაძევდეს
თუ:
ა) ცნობილი გახდება, რომ საქართველო ში ცხოვრების ნებართვა მოიპოვა ყალბი ან ძალის არმქონე საბუთების წარდგენის გზით;
ბ) ჩაიდენს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს;
გ) განზრახ სისტემატურად არღვევს საქართველო ს მოქმედ კანონმდებლობას ან უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის ზნეობაზე;
დ) მისი ყოფნა საქართველო ში ეწინააღმდეგება სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს;
ე) საქართველო ს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გადაწყვეტილებას საქართველო დან იმიგრანტის გაძევების შესახებ იღებს იუსტიციის მინისტრი შესაბამისად შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროების, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სასამართლო ორგანოების და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარდგინების საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის პირველი, მესამე და მეოთხე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილება იმიგრანტის საქართველო დან გაძევების შესახებ 10 დღის ვადაში მისი გამოტანის მომენტიდან წერილობით ეცნობება იმიგრანტს, რომელიც ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღეში დატოვოს საქართველო ს ტერიტორია. იმიგრანტს უფლება აქვს ასეთი გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. ამ შემთხვევაში 30-დღიანი ვადის მიმდინარეობა წყდება და განახლდება სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან დატოვონ საქართველო ს ტერიტორია სასჯელის მოხდის შემდეგ 30 დღის ვადაში.
5. გადაწყვეტილება საქართველო დან იმიგრანტის გაძევების თაობაზე არ ვრცელდება იმიგრანტის ოჯახის წევრებზე.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №926-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.14
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1484-IIს-პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.28
მუხლი 8. საქართველო დან იმიგრანტის იძულებითი გაძევება
1. იმიგრანტი, რომელიც არ შეასრულებს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქართველო დან იძულებით გაძევდება.
2. იძულებითი გაძევების წესი დგინდება კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №926-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.14
მუხლი 9. იმიგრანტის უფლებები, თავისუფლებები და მოვალეობები
იმიგრანტის უფლებები, თავისუფლებები და მოვალეობები საქართველო ში განისაზღვრება საქართველო ს კანონით უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ კანონით და საქართველო ს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
თავი III
საქართველოს რეპუბლიკაში იმიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების სახელმწიფო რეგულირება და მართვის ორგანიზაცია
მუხლი 10. საიმიგრაციო კვოტა
1. საქართველო ში იმიგრაციის პროცესის სახელმწიფო რეგულირების მიზნით ყოველწლიურად ხდება საიმიგრაციო კვოტის განსაზღვრა, რაც გულისხმობს იმიგრაციის ზღვრული სიდიდის დადგენას.
2. იმიგრაციის კვოტას ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე 3 თვით ადრე განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №926-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.14
მუხლი 11. იმიგრაციის კვოტის შეზღუდვა
სახელმწიფო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური ინტერესების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წინადადების საფუძველზე შეუძლია შეზღუდოს იმიგრაციის კვოტა.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №926-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.14
მუხლი 12. იმიგრაციის მართვის ორგანიზაცია
1. საქართველოსაქართველო ში იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავს და წყვეტს საქართველო ს იუსტიციის სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საქართველო ში იმიგრაციის შესახებ შუამდგომლობათა წინასწარი განხილვის და მასალების მომზადების მიზნით საქართველო ს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახური.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №926-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.14
მუხლი 13. იმიგრანტის ადაპტაციის ხელშეწყობა
საქართველო ში იმიგრანტთა ადაპტაციის პირობებსა და წესებს განსაზღვრავს საქართველო ს კანონმდებლობა.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №926-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.14
თავი IV
იმიგრაციის საკითხებზე შუამდგომლობათა შეტანის და განხილვის წესი
მუხლი 14. იმიგრაციის საკითხებზე შუამდგომლობათა შეტანის წესი
1. საქართველო ში იმიგრაციის შესახებ შუამდგომლობის შეტანის უფლება აქვს ქმედუნარიან და სრულწლოვან უცხოელს.
2. საქართველო ში იმიგრაციის შესახებ შუამდგომლობა დაინტერესებულ პირს შეაქვს საქართველო ს იუსტიციის სამინისტროში უშუალოდ, ან საქართველო ს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობათა მეშვეობით.
3. შუამდგომლობას იმიგრაციის შესახებ უნდა დაერთოს სანოტარო ან მასთან გათანაბრებული წესით დამოწმებული შემდეგი საბუთები:
ა) დაბადების მოწმობის ან მასთან გათანაბრებული საბუთის ასლი;
ბ) ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ,ქორწინების მოწმობის ასლი.
4. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთებისა, შუამდგომლობას უნდა დაერთოს:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის:
ბ) მამის ეროვნების დამადასტურებელი საბუთი;
გ) თუ მშობლების ეროვნების დადასტურებისათვის საჭირო გახდა საარქივო მასალების მოპოვება, შუამდგომლობის აღმძვრელ პირს იუსტიციის სამინისტრომ უსასყიდლოდ უნდა აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება.
5. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის:
ა) საქართველო ს მოქალაქე ნათესავის მიერ გაგზავნილი მოწვევა;
ბ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი.
6. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის:
ა) თუ ისინი თან მოჰყვებიან შუამდგომლობის აღმძვრელ პირს, ამ უკანასკნელის შუამდგომლობა მათთვის იმიგრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ;
ბ) თუ ისინი საცხოვრებლად ჩამოდიან იმიგრანტთან, – ამ უკანასკნელის მოწვევა.
7. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის:
ა) მეურვეობის ან მზრუნველობის მოწმობა;
ბ) მეურნეობაში ან მზრუნველობაში მყოფი პირის თანხმობა.
8. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველო ში იმიგრაციის შესახებ შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველო ში მუდმივად მცხოვრებ პირებს.
9. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის:
ა) სპეციალობის (პროფესიის) დამადასტურებელი საბუთი;
ბ) თუ იმიგრანტ მშობლებს თან მოჰყვებიან 14 დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილები, საჭიროა ამ უკანასკნელთა წერილობითი თანხმობა იმიგრაციაზე.
10. თუ საქართველოში ჩამოდის მხოლოდ ერთი მშობელი, რომელსაც მოჰყვებიან 18 წლამდე ასაკის შვილები, მან უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული მეუღლის თანხმობა იმის შესახებ, რომ იგი წინააღმდეგი არ არის ბავშვებმა იცხოვრონ იმიგრანტ მშობლებთან ერთად; თუ ასეთი თანხმობა არ არის, იმიგრანტმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვების მიკუთვნების თაობაზე.
11. საჭიროების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია იმიგრაციით დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი საბუთების წარმოდგენა.
მუხლი 15. სახელმწიფო ბაჟი
იმიგრაციის საკითხზე შუამდგომლობის შეტანისას განმცხადებელი იხდის სახელმწიფო ბაჟს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ოდენობითა და წესით.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №926-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.14
მუხლი 16. იმიგრაციის საკითხებზე შუამდგომლობათა განხილვისა და გადაწყვეტის ვადა
იმიგრაციის საკითხებზე განცხადებათა განხილვა-გადაწყვეტის ვადა ან უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
მუხლი 17. იმიგრაციის საკითხებზე გადაწყვეტილების გასაჩივრება
გადაწყვეტილება იმიგრაციის ნებართვაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 18. იმიგრაციის საკითხებზე შუამდგომლობის განმეორებითი განხილვა
იმიგრაციის საკითხებზე შუამდგომლობის განმეორებითი განხილვა შეიძლება გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
მუხლი 19. იმიგრაციის სტატისტიკა
საქართველოში იმიგრაციის სტატისტიკას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №926-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.14
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1993 წლის 27 ივლისი.
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №926-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.14
2. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1484-IIს-პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.28
3. საქართველოს 1999წლის 9 დეკემბრის კანონი №63-Iს-სსმ I, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239
4. საქართველოს2000წლის 13 ივლისის კანონი №487-რს-სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88
5. საქართველოს2004წლის 24 ივნისის კანონი №188-რს-სსმ I, №19,15.07.2004წ., მუხ.74
6. ძალადაკარგულია - საქართველოს2005წლის 27 დეკემბრის კანონი №2535-რს-სსმ I, №3,16.01.2006წ., მუხ.16 (ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან).
7. საქართველოს2005წლის 28 დეკემბრის კანონი №2633-რს-სსმ I, №3,16.01.2006წ., მუხ.27