საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10):

1. 161-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 161. უხარისხო პროდუქციის გამოშვება

უხარისხო პროდუქციის სასაქონლო ბაზარზე გამოშვება ან მომხმარებლისათვის ასეთი პროდუქციის სხვაგვარი რეალიზაცია, თუ მას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ხუთას მინიმალურ ოდენობამდე“.

2. 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე აბზაცში სიტყვების „(137-ე მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „უხარისხო პროდუქციის გამოშვება (161-ე მუხლი)“.

II. 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხლი 11):

126-ე მუხლის მეოთხე ნაწილს ციფრების „1601“-ის შემდეგ დაემატოს ციფრები „161-ე“.

III. 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 421):

1. 158-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 158. სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენება

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით სხვისი სასაქონლო (მომსახურების)  ნიშნის, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების ან საქონლის მარკირების უკანონო გამოყენება –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.

2. 208-ე მუხლში ციფრების „156-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრების „158-ე“.

3. 239-ე მუხლში ციფრების „153-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „158-ე“.

4. 252-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრების „156-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „158-ე“.

5. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრების „156-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „158-ე“.

IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფოს მეთაური                             ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი            ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1994 წლის 30 ივნისი.

№541

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93886/