ენერგეტიკის შესახებ
მიღების თარიღი 22.09.1994
ძალის დაკარგვა 12.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №559
სარეგისტრაციო კოდი 300.350.000.05.001.000.084
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 20, 22/09/1994
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე საქართველოს კანონი 22.03.2005
- საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.04.2001
- ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონი 27.06.1997
დოკუმენტის ტექსტი
ენერგეტიკის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:Dumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Dumbadze","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 59.15pt 56.7pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს კანონი
ენერგეტიკის შესახებ
კანონი განსაზღვრავს ენერგეტიკის, როგორც სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის წამყვანი შემადგენელი ნაწილის, ადგილს საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში, მისი ფუნქციონირების სამართლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს; აწესრიგებს ურთიერთობას ელექტრული და თბური ენერგიის მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური კავშირების სფეროში, განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა უფლება-მოვალეობებს ამ დარგში, უზრუნველყოფს მის ნორმალურ მუშაობასა და გონივრულ განვითარებას საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და საბაზრო ეკონომიკის პირობებში.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №951-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.59
მუხლი 1🔗. ენერგეტიკის დარგი და მისი ადგილი საქართველოს სამეურნეო კომპლექსში
1. ენერგეტიკა, როგორც სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის შემადგენელი ნაწილი, არის ეკონომიკის საბაზისო დარგი, რომლის განვითარება პრიორიტეტულია და საბაზრო ურთიერთობის პრინციპებს ემყარება.
2. ენერგეტიკის დარგი მოიცავს ელექტრული და თბური ენერგიის გამომმუშავებელ, გადამცემ და გამანაწილებელ სამრეწველო საწარმოთა, ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსებს, სამეცნიერო-კვლევითს, საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, გამმართავ და სასწავლო ორგანიზაციებს თავიანთი საწარმოო და არასაწარმოო ინფრასტრუქტურით.
3. ენერგეტიკის დარგის დანიშნულებაა ადგილობრივი რესურსების უპირატესი გამოყენებისა და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკურად და ტექნიკურად გამართლებული სამეურნეო კავშირების ბაზაზე მოსახლეობისა და სამეურნეო კომპლექსის ელექტრული და თბური ენერგიით უზრუნველყოფა მისი რაციონალური წარმოებისა და მოხმარების საფუძველზე.
4. ენერგეტიკის დარგის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სათბობით მომარაგება ხორციელდება ადგილობრივი წარმოების, აგრეთვე ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური კავშირების მეშვეობით საკონტაქტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ფარგლებში. საგანგებო პირობებში მას არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №951-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.59
მუხლი 2🔗. საკუთრების ფორმები
1. ენერგეტიკის დარგის სახელმწიფო საკუთრების ობიექტები ექვემდებარება განსახელმწიფოებრიობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზება მათი სხვა დანიშნულებით გამოყენებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების დაუსაბუთებელი შეცვლის საფუძველი ვერ გახდება. ამის შესაბამისად საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო უფლებამოსილია დასვას ობიექტის ნაციონალიზაციის საკითხი.
3. საქართველოს სამეურნეო კომპლექსის სხვა დარგების საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული ობიექტების მიმართ სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ ტექნიკური ზედამხედველობისა და დისპეტჩერული მართვის ფუნქციებს.
4. საქართველოს ბუნებრივი რესურსების ენერგეტიკული მიზნით გამოყენების ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №951-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.59
მუხლი 3🔗. ენერგეტიკის დარგის ობიექტების ფუნქციონირების სამართლებრივი, ორგანიზაციული და სოციალ-ეკონომიკური საფუძვლები
1. ენერგეტიკის დარგს მართავს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ კანონის, თავისი დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონის საფუძველზე გამოსცემს ნორმატიული ხასიათის ბრძანებებს.
3. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ამუშავებს ენერგეტიკაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო არის დარგის ინტერესების წარმომადგენელი საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, უზრუნველყოფს დარგის ნორმალურ მუშაობას გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის გათვლისწინებით, ენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების შემუშავების იურიდიულ და მეთოდოლოგიურ მომსახურებას, ეროვნული კადრების მომზადებას, სამეურნეო კომპლექსის სხვა დარგებთან ურთიერთობის კორდინაციას.
5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი ახორციელებს:
ა) ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხო ექსპლუატაციის, იურიდიული პირების მიერ ელექტრო- და თბოენერგიის რაციონალური გამოყენების სახელმწიფო ზედამხედველობას;
ბ) ენერგეტიკული პროდუქციის ხარისხის მართვას საქსტანდარტთან შეთანხმებით;
გ) საზედამხედველო საქმიანობას საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლის ნაწილში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
6. ენერგეტიკის დარგის საწარმოებს და ორგანიზაციებს იურიდიული პირის უფლება აქვთ და დამოუკიდებლად წარმართავენ თავიანთ სამეურნეო საქმიანობას სრული სამეურნეო ანგარიშისა და თვითდაფინანსების პირნციპებით, ამავე დროს მათი საქმიანობა რეგლამენტირებულია დარგობრივი ინსტრუქციებით, ნორმატიული აქტებით და სახელშეკრულებლო ვალდებულებებით.
7. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებები, მისთვის მინიჭებულ უფლებათა ფარგლებში, სავალდებულოა დარგში შემავალი ორგანიზაციებისთვის.
8. ენერგეტიკის დარგის ობიექტები ფუნქციონირებს ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამ ობიექტებისათვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად, სავალდებულოა დარგობრივი ნორმატიული აქტების და წესების მოთხოვნათა შესრულება.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №951-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.59
საქართველოს 2000 წლის 29 ივნისის კანონი №437-IIს - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.81
მუხლი 4🔗. ენერგეტიკის დარგის განვითარება
1. ენერგეტიკის დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. დამტკიცებული პროგრამის და დადგენილი წესის შესაბამისად ხდება საწარმოო და არასაწარმოო დანიშნულების ცალკეული ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის მიზანშეწონილობის დასაბუთება სამეცნიერო-კვლევითი და საძიებო-საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, მას განიხილავენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეჯერებული პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
2. საქართველოს ენერგოსისტემის ეფექტიანი განვითარებისა და მისი საერთაშორისო ინტეგრირების საფუძველს წარმოადგენს საკუთარი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გაფართოება და განახლებადი ენერგიის წყაროების უპირატესი ათვისება.
3. მიწის ნაკვეთის გამოყოფა ენერგეტიკული ობიექტების განლაგებისათვის, მისი საკუთრების ფორმების მიხედვით და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ახალი ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობისა და შემდგომში მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სათბობ-ენერგეტიკული წიაღისეულით და სხვა რესურსებით სარგებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულად წყვეტენ ახალი ენერგეტიკული ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობასთან დაკავშირებელ საკითხებს.
6. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ხელს უწყობს ენერგეოეფექტური ღონისძიებების განხორციელებას, მცირე ენერგეტიკის განვითარებას და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან და კერძო კაპიტალის მოზიდვის გზით ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებასთან.
7. მშენებარე ან მოქმედი ენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირების შეჩერება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ობიექტის ლიკვიდაცია ხდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველია კომპლექსური საექსპერტო დასკვნა მოსალოდნელი ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა ფაქტორებით გამოწვეული კონკრეტული შედეგების დასაბუთებით, აგრეთვე უნებართვო ან დადგენილი წესის უხეში დარღვევით მშენებლობა. მხარეთა იურიდიული და მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი ამ შემთხვევაში განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა სრულდება საქართველოს ბიუჯეტის, დარგის შემოსავლის, ბანკის კრედიტების, კერძო კაპიტალისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით.
საქართველოს 1994 წლის 11 ოქტომბრის კანონი №566-Iს-პარლამენტის უწყებანი, №21-22, ოქტომბერი, მუხ.446
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №816-IIს-პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.20
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №951-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.59
მუხლი 5🔗. ელექტრული და თბური ენერგიის მწარმოებელთა და მომხმარებელთა ურთიერთობა
1. ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც აწესრიგებს ელექტრული და თბური ენერგიის მწარმოებლისა და მომხმარებლის ურთიერთობას, არის ხელშეკრულება. ხელშეკრულება განსაზღვრავს ენერგიის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ითვალისწინებს ორივე მხარის ეკონომიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევისათვის.
2. (ძალადაკარგულია).
3. ელექტრული და თბური ენერგიის მწარმოებელ და მომხმარებელ ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო მწარმოებლებს ენერგეტიკული ობიექტების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელის გამოყენების საქმეში.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №816-IIს-პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.20
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №951-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.59
მუხლი 6🔗. პასუხისმგებლობა ენერგეტიკის კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ენერგეტიკის კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი
1. ენერგეტიკის დარგის უწყებებს და ორგანიზაციებს აქვთ პროდუქციის, მოწყობილობისა და მასალების ექსპორტ-იმპორტის, საძიებო, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოების, მშენებლობის, დამონტაჟებისა, ექსპლუატაციისა და შეკეთების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და ლიცენზიების არსებული წესით გაყიდვის, საზღვარგარეთ კადრების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ერთობლივი საწარმოების შექმნის უფლება.
2. ენერგიის ექსპორტი და იმპორტი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ხელს უწყობს ენერგორესურსების ექსპორტ-იმპორტსა და სატრანზიტო გადაზიდვების განვითარებას.
3. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რომელშიც მონაწილეობს საქართველო, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების წესები.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №951-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.59
მუხლი 8🔗. (ამოღებულია)
საქართველოს 2000 წლის 29 ივნისის კანონი №437-IIს - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.81
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №869-რს - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.228
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის
სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1994 წლის 22 სექტემბერი.
№559-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1994 წლის 11 ოქტომბრის კანონი №566-Iს-პარლამენტის უწყებანი, №21-22, ოქტომბერი, მუხ.446
2. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №816-IIს-პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.20
3. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №951-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.59
4. საქართველოს 2000 წლის 29 ივნისის კანონი №437-IIს - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.81
5. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №869-რს - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.228
6. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1123-Iს - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.76