,,საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XIX _ XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის“ თემატური სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამართვის წესისა და სახელმწიფო საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 05.05.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №132
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 10/05/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.05.2010 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1. | ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტის კონცეფცია, მიზანი და ამოცანები |
| 2. | ნაშრომში გამოყენებული მასალა არის მეცნიერულად დასაბუთებული და ობიექტური |
| 3. | ნაშრომში ინფორმაციის მიწოდების მრავალი საშუალებაა გამოყენებული (ტექსტი, ილუსტრაცია, სქემა, ცხრილი, გრაფიკი და აუდიო-ვიზუალური მასალა (CD-ზე) |
| 4. | პროექტი დაწერილია თანამედროვე და გასაგები სალიტერატურო ენით |
| 5. | პროექტი და მისი საცნობარო აპარატი (სარჩევი) მეთოდოლოგიურად გამართული და თანმიმდევრულია |
| 6. | პროექტის განხორციელებისათვის გრანტის მაძიებელს აქვს სათანადო პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია |
| სულ | 100 |
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XIX _ XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის“ თემატური სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამართვის წესისა და სახელმწიფო საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin-top:4.25pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin-top:4.25pt; margin-right:0in; margin-bottom:4.25pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:none; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №132
2010 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XIX – XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის“ თემატური სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამართვის წესისა და სახელმწიფო საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მოსწავლეებისა და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული, ობიექტური ნაშრომის შექმნის მიზნით, “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს:
1. „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XIX – XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის“ თემატური სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამართვის წესი (დანართი №1).
2. „სახელმწიფო საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები“ (დანართი №2).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
„საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XIX – XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის“ თემატური სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამართვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XIX – XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის“ თემატური სახელმწიფო საგრანტო კონკურსი (შემდგომში – საგრანტო კონკურსი) არის მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება და მიმართულია სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი კვლევების ხელშეწყობისაკენ.
2. ეს წესი აწესრიგებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გრანტის მოსაპოვებლად საგრანტო კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და სახელმწიფო საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების კონტროლის პროცესს.
მუხლი 2🔗. საგრანტო კონკურსის მიზანი და ამოცანა
1. საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული, ობიექტური ნაშრომის შექმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მოსწავლეებისა და ამ საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
2. საგრანტო კონკურსის ამოცანაა ღია კონკურსის გზით, საკონკურსო კომისიის შეფასების საფუძველზე, დასაფინანსებლად შერჩეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) (შემდგომში – ფონდი) მიერ დამტკიცებული სამეცნიერო პროექტების ფინანსური უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა
1. გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადებას;
ბ) საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადების დადგენას, საგრანტო კონკურსის პროგრამისა და პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას, საგრანტო განაცხადისა და პროექტის ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;
გ) პროექტების შესაფასებლად საკონკურსო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნას;
დ) კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დამტკიცებასა და დაფინანსებას;
ე) დამტკიცებული პროექტ(ებ)ის განხორციელების კონტროლს, ამ წესის შესაბამისად.
3. საგრანტო კონკურსის დაფინანსება ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით ფონდისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 4🔗. გრანტით დაფინანსების ძირითადი პრინციპები
1. საგრანტო კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლისა და საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის;
ბ) ფიზიკური პირებისათვის (დოქტორანტი, მაგისტრანტი, მაგისტრის, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის პირები).
2. გრანტის ფარგლებში დაფინანსების მიმღები შეიძლება იყოს: საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი – პირთა ჯგუფი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები.
3. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებს ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
მუხლი 5🔗. ფონდში პროექტ(ებ)ის (საკონკურსო დოკუმენტაციის) განხილვის პროცესი და შეფასება
1. პროექტების განხილვასა და შეფასებას ახორციელებს ფონდის მიერ შექმნილი კომისია, რომელიც შედგება ხუთი წევრისაგან.
2. კომისია აფასებს პროექტებს №2 დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. კომისია შეფასების საფუძველზე ავლენს გამარჯვებულ პროექტ(ებ)ს.
3. პროექტ(ებ)ის დამტკიცების შემდეგ ფონდი აფორმებს ხელშეკრულებას გრანტის მიმღებთან.
მუხლი 6🔗. საგრანტო კონკურსის ეტაპები
საგრანტო კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების მომზადება და ფონდში წარდგენა;
გ) კომისიის მიერ პროექტ(ებ)ის შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა;
დ) გამარჯვებული პროექტ(ებ)ის ფონდის მიერ დამტკიცება, ხელშეკრულების გაფორმება და მონიტორინგის განხორციელება.
მუხლი 7🔗. პროექტების შესრულების მონიტორინგი, პროექტის დაფინანსების შეჩერება, შეწყვეტა
1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტის ფინანსურ კონტროლს, ხოლო შინაარსობრივ კონტროლს – კომისია.
2. ფონდი ადგენს პროექტზე მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმებსა და მათი წარდგენის პერიოდულობას.
3. პროექტის დაფინანსება შეიძლება შეწყდეს ფონდის ან კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
4. პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის, გრანტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ყალბი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს პროექტის საგრანტო დაფინანსება. დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში ფონდის გადაწყვეტილებაში მიეთითება ის ვადები და პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში – შეწყვეტა.
სახელმწიფო საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
ქულა
1.
ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტის კონცეფცია, მიზანი და ამოცანები
16
2.
ნაშრომში გამოყენებული მასალა არის მეცნიერულად დასაბუთებული და ობიექტური
22
3.
ნაშრომში ინფორმაციის მიწოდების მრავალი საშუალებაა გამოყენებული (ტექსტი, ილუსტრაცია, სქემა, ცხრილი, გრაფიკი და აუდიო-ვიზუალური მასალა (CD-ზე)
14
4.
პროექტი დაწერილია თანამედროვე და გასაგები სალიტერატურო ენით
12
5.
პროექტი და მისი საცნობარო აპარატი (სარჩევი) მეთოდოლოგიურად გამართული და თანმიმდევრულია
16
6.
პროექტის განხორციელებისათვის გრანტის მაძიებელს აქვს სათანადო პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია
20
სულ
100