„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების _ „ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №83 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №134
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების _ „ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №83 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – „ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №83 დადგენილების (სსმ, 2009 წელი, №47, ნაწილი III, მუხლი 532) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. მართვის ორგანოების არჩევამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც წარმართავს დაწესებულების საქმიანობას, წარმოადგენს დაწესებულებას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს დაწესებულების სახელით;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილური და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას;
ე) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშტატო ნუსხას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მუშაკებს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ი) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;
კ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას;
მ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს გარიგებები;
ნ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;
ო) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
პ) ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებს;
ჟ) ამტკიცებს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
რ) ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე დაწესებულებაში მისაღები უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას;
ს) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ოდენობის ჩამონათვალს;
ტ) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
უ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე აყვანის წესს;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ქ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებისათვის;
ღ) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობისათვის;
ყ) უფლებამოსილია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
შ) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარების დებულებას და უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებას;
ჩ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური