სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ

მიღების თარიღი 12.01.2005
ძალის დაკარგვა 25.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 13/01/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,223 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.01.2005 მიღება
25.03.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 სახ/დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი
2 სახ/დაცვის გენერალ-ლეიტენანტი
3 სახ/დაცვის გენერალ-მაიორი
4 სახ/დაცვის პოლკოვნიკი
5 სახ/დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი
6 სახ/დაცვის მაიორი
7 სახ/დაცვის კაპიტანი
8 სახ/დაცვის უფრ/ლეიტენანტი
9 სახ/დაცვის ლეიტენანტი
10 სახ/დაცვის უმცრ/ლეიტენანტი
11 სახ/დაცვის ზემდეგი
12 სახ/დაცვის უფრ/სერჟანტი
13 სახ/დაცვის სერჟანტი
14 სახ/დაცვის უმც/სერჟანტი
15 სახ/დაცვის რიგითი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 44.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №11 2005 წლის 12 იანვარი ქ. თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებს განესაზღვროთ და დაუდგინდეთ სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შემდეგი პირობები: 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეები, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სარგებლობენ სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების თანაბარი უფლებით. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და მისი სოციალური დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფა მოიცავს: ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) სარგოებს სპეციალური წოდებისათვის; გ) დანამატებს წელთა ნამსახურობისათვის; დ) სასურსათო უზრუნველყოფის კომპენსაციას; ე) ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაციას; ვ) დანამატებს ჯანმრთელობისათვის მავნე ან სხვა მძიმე პირობებში სამსახურისათვის; ზ) დანამატებს საიდუმლო საქმის წარმოებისათვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებთან მუშაობისათვის, დაშვებისა და დაშიფვრაზე უწყვეტი მუშაობისათვის; თ) საშვებულებო დახმარებას; ი) თანხებს სამსახურებრივი მივლინებისათვის; კ) სახელმწიფო ჯილდოების, ხარისხებისა და ორდენებისათვის დაწესებულ, აგრეთვე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით დადგენილ შეღავათებს; ლ) დახმარებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანების, დაინვალიდების ან დაღუპვის შემთხვევაში; მ) საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურისათვის გათვალისწინებულ სხვა სახის სოციალურ შეღავათებს. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა (თანამშრომელთა) შემადგენლობა, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განისაზღვროს ორ კატეგორიად: ა) თანამშრომლები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და მინიჭებული აქვთ შესაბამისი სპეციალური წოდებები – მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურს; ბ) სამოქალაქო პირები – პირები, რომელთაც არ მიენიჭებათ სპეციალური წოდებები (დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე). 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამოქალაქო პირთა დანიშვნით მიღება შეიძლება განხორციელდეს განსაზღვრული ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებული ფულადი კმაყოფის ხარჯზე (ჩარიცხვის გარეშე), ხოლო სხვა სამოქალაქო პერსონალის მიღება – ხელშეკრულებით, შრომის ანაზღაურების ოდენობის ინდივიდუალურად განსაზღვრის პირობით. 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება განისაზღვროს იმ საშტატო ერთეულის (საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურისათვის) წლიური ფულადი ანაზღაურების ერთი მეთორმეტედით (ყველა სახის ფულადი კომპენსაციების გათვალისწინებით), რომლის ხარჯზეც არის დანიშნული. შენიშვნა: ამ ბრძანებულების მიზნებისათვის – ა) „ფულადი სარგო“ გულისხმობს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს სპეციალური წოდებისათვის; ბ) „ფულადი ანაზღაურება“, „ფულადი კმაყოფა“ გულისხმობს ყველა სახის სარგოს, დანამატსა და კომპენსაციას. 6. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს იმ თანამშრომლის შრომის მინიმალური ანაზღაურების წლიური ოდენობის ერთ მეთორმეტედზე ნაკლები, რომელიც საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურს გადის ,,რიგითის“ სპეციალური წოდებით. 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის სამსახურის თანამშრომელთა შემადგენლობას სახელმწიფო საშუალო სპეციალური ან ზემდგომი სპეციალური წოდებრივი ზღვარის მქონე, აგრეთვე სამხედრო ძალებში ოფიცრის თანამდებობაზე ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ს და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე – 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%; გ) 5-დან 10 წლამდე – 20%; დ) 10-დან 15 წლამდე – 25%; ე) 15-დან 20 წლამდე – 30%; ვ) 20-დან 25 წლამდე – 35%; ზ) 25-დან 30 წლამდე – 40%; თ) 30 წელი და მეტი – 45%. 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურის შემადგენლობას, სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდებით კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ს და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე – 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%; გ) 5-დან 10 წლამდე – 20%; დ) 10-დან 15 წლამდე – 25%; ე) 15-დან 20 წლამდე – 30%; ვ) 20 წელი და მეტი – 35%. 9. სამოქალაქო პირებს, გარდა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულისა, ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ნამსახურობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 5 წლამდე – 10%; ბ) 5-დან 10 წლამდე – 20%; გ) 10-დან 15 წლამდე – 25%; დ) 15 წელი და მეტი – 30%. 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, მაღალმთიან ადგილებში სამსახურისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით (ზღვის დონიდან): ა) 1500 მეტრამდე ძნელად მისადგომ ადგილებში – 15%; ბ) 1500 – 2000 მეტრამდე – 20%; გ) 2000 – 2500 მეტრამდე – 30%. 1500 მეტრამდე ძნელად მისადგომი ადგილების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 11. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც იმყოფებიან სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებში, ბანაკებში, მანევრებსა და წვრთნებზე, სპეციალური დავალებების შესასრულებლად, ახალი შესაბამისი სამხედრო-საბრძოლო იარაღისა და სპეცტექნიკის შესწავლა-ათვისებისათვის (მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით, რომლის გეგმაც დამტკიცებულია სამსახურის უფროსის ბრძანებით), ეძლევათ თანხა ყოველდღიური ანაზღაურების სახით თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ოდენობით. 12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო წელიწადში ოთხი თვის ფულადი (თანამდებობრივი განაკვეთისა და სამხედრო წოდებისათვის სარგოს ჯამი) ანაზღაურების ოდენობით, აგრეთვე გაეწიოთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით. 13. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ბრძანებით, შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, დამატებით შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდოები (პრემია). 14. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო, სამსახურის უფროსის ბრძანებით, თორმეტ თვემდე ფულადი სარგოების ოდენობით. 15. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ დაშვება საიდუმლო საქმის წარმოებისათვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებთან მუშაობისათვის, ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით. აღნიშნული კატეგორიის პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 16. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, დაშიფვრაზე უწყვეტი მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 3 წლამდე – 10%; ბ) 3-დან 6 წლამდე – 15%; გ) 6 წელი და მეტი – 20%. 17. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს (გარდა უცხო ენის სპეციალისტებისა) უცხო ენების ცოდნისა და სამსახურში პრაქტიკული გამოყენებისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანებით, ენიშნებათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) დასავლეთ ევროპული ერთი ენის ცოდნისათვის – 10%; ბ) აღმოსავლეთ ქვეყნების ერთი ან დასავლეთ ევროპული ორი ენის ცოდნისათვის – 20%; გ) აღმოსავლეთ ქვეყნების ორი ან დასავლეთ ევროპული სამი ენის ცოდნისათვის – 30%. 18. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამეცნიერო ხარისხისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) მეცნიერებათა კანდიდატს – 15%; ბ) მეცნიერებათა დოქტორს – 25%. 19. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, ჯანმრთელობისათვის საშიში და მძიმე შრომის პირობებისათვის ეძლევათ ყოველთვიური დანამატი დადგენილი წესით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებთან (ქიმიური, რადიაციული პირობები; მომწამლავი, რადიაქტიული და სხვა მავნე ნივთიერებები) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი: ა) საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს – ფულადი სარგოების – 50%; ბ) დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირებს – შესაბამისი საშტატო ერთეულისათვის (რომლის ხარჯზეცაა მიღებული) გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს – 50%; გ) შრომითი ხელშეკრულებით მიღებულ სამოქალაქო პირებს – ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%. აღნიშნული კატეგორიის პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 20. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს საპატრულო და საპატრულო-საგუშაგო სამსახურისათვის დადგენილ რეჟიმზე ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, თითოეული არანორმირებული სამუშაო დღისათვის, მიეცეთ დანამატი თანამდებობრივი სარგოს – 10%-ის ოდენობით. 21. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არა უმეტეს ორი თვისა. 22. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები წლების მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-ს და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი; ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი; დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი; ე) 20 წელი და მეტი – თორმეტმაგი. იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავება, ზღვრული ასაკის დადგომა, რეორგანიზაცია ან შტატების შემცირება ემთხვევა კონტრაქტის ვადის ამოწურვის პერიოდს, მაშინ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება უნდა გაიცეს ზემოაღნიშნული ნამსახურები წლების გათვალისწინებით. 23. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან წელთა ნამსახურობის, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის, ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე და აქვთ სამხედრო ან სპეციალური წოდებით 10 წლამდე ნამსახურობა (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ორმაგი ოდენობით, ხოლო სამხედრო ან სპეციალური წოდებით 10 წელზე მეტი ნამსახურობის შემთხვევაში – ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ხუთმაგი ოდენობით. 24. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, რომლებიც ყოფილი სსრკ-ს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილი არიან სამხედრო პენსიის უფლებით და სამსახურს გადიან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამსახურიდან დათხოვნისას გასაცემი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაანგარიშების დროს მხედველობაში არ მიიღება ყოფილი სსრკ-ს შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურობის წლები. 25. სამოქალაქო პირებს, რომლებიც გათავისუფლებული არიან სამსახურიდან, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება შრომის ანაზღაურების შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო – 1 თვის; ბ) შტატების შემცირების გამო (დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირთათვის) – 2 თვის; გ) ასაკის, უწყების მიზეზით სამსახურში მისაღებად დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის ან სამსახურის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის (ხელშეკრულებით მიღებული სამოქალაქო პირებისათვის) გამო – 3 თვის. 26. სასწავლო ან სამუშაო მივლინებით სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ თანამშრომლებს ფულადი სარგო შესაძლებელია მიეცეთ როგორც ამ ქვეყნის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ვალუტით, თუ ანაზღაურების სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული. სამივლინებო თანხების ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 27. მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურს გადიან სხვა სახელმწიფო უწყებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრებათ იმ უწყებაში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ამ ბრძანებულების დანართი №1-ით დადგენილი ოდენობისა. აღნიშნულ მოსამსახურეებს წოდებრივი სარგოთი, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატით, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარებით (მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და წინამდებარე ბრძანებულებით დადგენილი სხვა ფულადი სარგოების ოდენობის გათვალისწინებით), სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციითა და ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით – უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. სხვა დანამატებს განსაზღვრავს და ფინანსურად უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყება, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე გადის სამსახურს. 28. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცალკეული თანამდებობის პირებს, აგრეთვე თანამშრომლებს, იმ სტრუქტურულ დანაყოფებში სამსახურისათვის, რომელთა სამუშაო პირობებიც განიხილება საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადყოფნად, საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, ფულადი სარგოები ეძლევათ ორმაგი ოდენობით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ან სხვა სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების (რომლებსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი) შემადგენლობას შეიძლება მიეცეს დამატებითი ანაზღაურება შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში. 29. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, სამსახურის გავლის ერთი დღე ჩაეთვალოთ ნამსახურობის დღე-ნახევრად (ფულადი ანაზღაურების გარეშე), ხოლო 28-ე პუნქტში გათვალისწინებულ თანამდებობებზე სამსახურის პერიოდის ერთი დღე – ორ დღედ. 30. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცალკეულ დანაყოფებში სამსახურის გავლის სხვა განსაკუთრებულ პირობებს დამატებით ადგენს საქართველოს პრეზიდენტი. 31. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც ეძლევათ ფულადი სარგოები ან თანამდებობრივი სარგო ერთნახევარი ან მეტი ოდენობით, ყველა სახის დახმარება, კომპენსაცია, პროცენტული დანამატი, ჯილდო (პრემია) და პენსია – უანგარიშდებათ ფულადი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან. 32. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებმა სამსახურიდან ავადმყოფობის ან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დათხოვნისას (საქართველოს სამხედრო ძალებში არანაკლებ ათი წლის ნამსახურობის შემთხვევაში), აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობების, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად დაღუპული ან გარდაცვლილი მოსამსახურეების (გარდა სამოქალაქო პირებისა) ოჯახის წევრებმა, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებმა (მოქმედი), რომლებსაც სპეციალური ან სამხედრო წოდებით ნამსახურები აქვთ 10 კალენდარული წელი, შეიძლება უსასყიდლოდ მიიღონ მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ან საბაღე მეურნეობისათვის ქალაქის ტიპის დასახლებაში 0.1 ჰექტარის, ხოლო სოფლად 0.25 ჰექტარის ოდენობით, ოჯახის თითოეულ წევრზე. 33. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე უფასოდ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, მეტროპოლიტენით და საგარეუბნო რკინიგზის ტრანსპორტით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებებიდან. 34. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) იხდიან ბინის ქირის, ტელეფონის დადგმისა და სააბონენტო გადასახადის, ბუნებრივი აირის, გათბობის, საბინაო-საყოფაცხოვრებო მომსახურების, ცივი და ცხელი წყლის და სხვა კომუნალური მომსახურების ღირებულების 50%-ს, ხოლო დანარჩენი 50% ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებებით. 35. საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმის მიღების შემთხვევაში მიეცემათ ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) დაინვალიდებისას – 5 წლის; ბ) მძიმე ჭრილობისას – 10 თვის; გ) მსუბუქი ჭრილობისას – 2 თვის. ტრავმის სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს შესაბამისი სპეციალური-სამედიცინო კომისია. 36. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სამოქალაქო პერსონალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის შედეგად დაინვალიდების შემთხვევაში (დანიშვნით მიღებულებს შესაბამისი საშტატო ერთეულის მიხედვით, ხელშეკრულებით მიღებულებს ფულადი ანაზღაურების 50%-ის მიხედვით), მიეცემა ერთჯერადი დახმარება თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივი დაკარგვისას – 1 წლის; ბ) შრომისუნარიანობის სრული დაკარგვისას – 5 წლის. 37. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 10 წლის ფულადი სარგოების ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. 38. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამოქალაქო პირის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში (დანიშვნით მიღებულებს შესაბამისი საშტატო ერთეულის მიხედვით, ხელშეკრულებით მიღებულებს ფულადი ანაზღაურების 50%-ის მიხედვით) მის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. 39. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, რომლის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. ზარალი, რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან. 40. დაზღვეული მოსამსახურის დაღუპვის, გარდაცვალების, დაინვალიდების ან დაჭრის შემთხვევაში გაიცემა სადაზღვევო თანხა, რომლის გაცემის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი კანონმდებლობა. 41. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა“ (დანართი №1). 42. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა“ (დანართი №2). 43. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის“ (დანართი №3). 44. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №2-ის ნორმა №1-ის შესაბამისად, თანდართული შენიშვნის პირველი პუნქტის გათვალისწინებით. მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმებთან დაკავშირებული დამატებითი პირობები, სათანადო შემთხვევებში, განისაზღვროს ამავე დანართის ნორმა №4-ისა და ნორმა №7-ის მიხედვით. 45. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა ყოველთვიური სასურსათო ულუფის ნორმები განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №2-ის ნორმა №8-ის მიხედვით, ამავე დანართის ნორმა №1-ის შესაბამისი კატეგორიის გათვალისწინებით. 46. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში 59,0 ლარის ოდენობით. 47. საყაზარმე კვების პირობებში ყოფნის პერიოდში, მოსამსახურეებს არ მიეცემათ ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. 48. სასურსათო ულუფის ფულადი კომპენსაცია გაიცემა მიმდინარე თვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად. 49. სასურსათო ულუფის ფულადი კომპენსაცია არ ეძლევათ სამოქალაქო პირებს. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეებს სამსახურის შესრულება უწევთ საყაზარმე პირობებში, მათი სასურსათო უზრუნველყოფა განხორციელდეს დადგენილი წესის შესაბამისად. 50. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილი წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ძირითად შვებულებასთან დაკავშირებით ეძლევათ საშვებულებო დახმარება ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანის შემთხვევაში, მოსამსახურეს საშვებულებო დახმარება მიეცემა აგრეთვე წინა წლის მუშაობისათვის. შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მოსამსახურეს საშვებულებო დახმარება ეძლევა შვებულების პირველი ნაწილის გამოყენებისთანავე. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში მოსამსახურეს საშვებულებო დახმარება შეიძლება შეუმცირდეს ან საერთოდ არ მიეცეს. 51. ყველა სახის დახმარება, დანამატი ან კომპენსაცია, რომელიც გამოითვლება მოსამსახურეთა (სამოქალაქო პირების გარდა) ფულადი სარგოების მიხედვით, სამოქალაქო პირებს დაუანგარიშდებათ შრომის ანაზღაურების 50%-იდან, ხოლო ის დახმარება, დანამატი ან კომპენსაცია, რომელიც გამოითვლება მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების ოდენობის გათვალისწინებით – დაუანგარიშდებათ შრომის ანაზღაურების სრული ოდენობის მიხედვით. 52. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვროს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტანსაცმლის ფორმის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №243 ბრძანებულებით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის სახეობებისა და სეზონურობის გათვალისწინებით. ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფა განხორციელდეს მისი მოხმარებისათვის (სარგებლობისათვის) დადგენილი პერიოდულობის მიხედვით, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურის ან კადრის მოსამსახურეს, რომელიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, ყოველკვარტალურად (წელიწადში ოთხჯერ) ეძლევა შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის წლიური ოდენობის ერთი მეოთხედის ოდენობით. ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაცია არ ეძლევათ საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეებს. 53. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის №633-40 „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების შესახებ“ დადგენილება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნაწილში. 54. წინამდებარე ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 55. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პენსიონერთა პენსიების გადაანგარიშება, მოსამსახურეთათვის წინამდებარე ბრძანებულებით დადგენილი ფულადი სარგოების მიხედვით, განხორციელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან. 56. ბრძანებულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა გამოსცეს ბრძანებები: ა) „საიდუმლო საქმის წარმოებასა და საიდუმლო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებზე მუშაობის უფლების მქონე პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ“; ბ) „ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებში მომუშავე მოსამსახურეთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ“; გ) „შრომის დამატებით ანაზღაურებაზე უფლებამოსილ პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ“; დ) „მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფისა და მოხმარების (სარგებლობის) პერიოდულობის განსაზღვრის შესახებ“ ე) „მოსამსახურეთა თანამდებობრივი გათანაბრების შესახებ.“ 57. ეს ბრძანებულება, გარდა მე-10, მე-11, მე-16, მე-18, მე-20, 22-ე, 23-ე, 25-ე და 50-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურებების გაცემა განხორციელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან. ბრძანებულების მე-10, მე-11, მე-16, მე- 18, მე-20, 22-ე, 23-ე, 25-ე და 50-ე პუნქტები ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან. მ. სააკაშვილი დანართი №1 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნ უ ს ხ ა № დაკავებული თანამდებობა თანამდებობ-რივი სარგოს განაკვეთი (ლარებში) 1 სამსახურის უფროსი 350 2 სამსახურის უფროსის მოადგილე 320 3 სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის უფროსი (მასთან გათანაბრებული პირები) 300 4 სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის უფროსის მოადგილე (მასთან გათანაბრებული პირები) 270 5 განყოფილების, გარდა დამოუკიდებელი განყოფილებისა, რომელიც წარმოადგენს სამსახურის ცალკე სტრუქტურულ დანაყოფს, უფროსი (მასთან გათანაბრებული პირები) 220 6 განყოფილების, გარდა დამოუკიდებელი განყოფილებისა, რომელიც წარმოადგენს სამსახურის ცალკე სტრუქტურულ დანაყოფს, უფროსის მოადგილე (მასთან გათანაბრებული პირები) 200 7 ქვეგანყოფილების უფროსი (მასთან გათანაბრებული პირები) 130 8 დაცვის უფროსი ოფიცერი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ინსპექტორი, მოიერიშე სნაიპერი და მათთან გათანაბრებული პირები 120 9 დაცვის ოფიცერი, ოპერატიული თანამშრომელი, მებრძოლი ოფიცერი, ინჟინერ-პროგრამისტი და მათთან გათანაბრებული პირები 115 10 ინჟინერი, უფროსი მექანიკოსი, კომენდანტი და მათთან გათანაბრებული პირები 100 11 რიგითი მებრძოლი, უფროსი საქმისმწარმოებელი, ოპერატორი და მათთან გათანაბრებული პირები 70 12 დაცვის თანამშრომელი, მძღოლი, დამთვალიერებელი და სპეციალური წოდების მქონე მათთან გათანაბრებული დამხმარე პერსონალი 65 13 ნებით დაქირავებული, უმცროსი მომსახურე პერსონალი: დამლაგებელი, მებაღე, ჭურჭლის მრეცხავი და მათთან გათანაბრებული პირები 95 დანართი №2 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ნ უ ს ხ ა № საშტატო წოდებრივი კატეგორია (სპეციალური წოდების გათვალისწინებით) ფულადი სარგოს ოდენობა (ლარებში) 1 დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის უფრ/სერჟანტი) 30 2 დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის სერჟანტი) 28 3 დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის უმცრ/სერჟანტი) 26 4 დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის რიგითი) 24 შენიშვნა : თუ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი მოსამსახურე დაინიშნება სხვა შესაბამის უმცროს თანამდებობაზე (გარდა დაცვის თანამშრომლისა) თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება დანართი №2-ის თანრიგების მიხედვით, ამ მოსამსახურისათვის მინიჭებული სპეციალური წოდების გათვალისწინებით. დანართი №3 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა სარგოების ნ უ ს ხ ა სპეციალური წოდებისათვის № სპეციალური წოდება სარგოს ოდენობა (ლარებში) 1 სახ/დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი 100 2 სახ/დაცვის გენერალ-ლეიტენანტი 90 3 სახ/დაცვის გენერალ-მაიორი 80 4 სახ/დაცვის პოლკოვნიკი 70 5 სახ/დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი 60 6 სახ/დაცვის მაიორი 50 7 სახ/დაცვის კაპიტანი 40 8 სახ/დაცვის უფრ/ლეიტენანტი 35 9 სახ/დაცვის ლეიტენანტი 30 10 სახ/დაცვის უმცრ/ლეიტენანტი 25 11 სახ/დაცვის ზემდეგი 20 12 სახ/დაცვის უფრ/სერჟანტი 15 13 სახ/დაცვის სერჟანტი 12 14 სახ/დაცვის უმც/სერჟანტი 11 15 სახ/დაცვის რიგითი 10 შენიშვნა : სპეციალური წოდებისათვის დაწესებული სარგოები არ ეძლევათ საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეებს.