„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 20/01/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №32

2005 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ.1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-17 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი;“;

ბ) 21-ე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა მოკვლევას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, დამნაშავეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის უზრუნველყოფას, დადგენა-დაკავებას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესით დსთ-ის ქვეყნებში დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, ძებნილ პირთა დაკავების მიზნით საქმიანობის ორგანიზებას“.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.01.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 20.01.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 140.010.000.08.002.003.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №32, 20.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94144/