„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
040.110.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 04/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №53

2005 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით (სსმ III, 10.06.04, №59) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2.

1. ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციისა და/ან განადგურების ზედამხედველობას ახორციელებს:

ა) საქართველოს გენერალური პროკურატურა – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ყველა სხვა შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებას და/ან რეალიზაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო სააგენტო.”;

ბ) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3.

1. ქონების თავდაპირველ აღრიცხვას ქონების ჩამორთმევისთანავე აწარმოებს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო.

2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ არსებული დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვა წარმოებს ჩამორთმეული ქონების სახეობის, რაოდენობრივი, თვისებრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

3. ქონების აღრიცხვის პროცესში ხორციელდება მისი უსაფრთხოების შემოწმება.

4. ქონების აღრიცხვის პროცესში უნდა დადგინდეს ქონების მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკითხი.

5. მალფუჭებადი პროდუქციის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს განკერძოებულად და უნდა დაუწესდეს განსაკუთრებული კონტროლი, რათა დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები.

6. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველსაყოფად საფინანსო სააგენტო აწარმოებს სპეციალურ რეესტრს.

7. ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო (პირი) ჩამორთმეული ქონების შესახებ შეტყობინებას უგზავნის საფინანსო სააგენტოს სპეციალურ რეესტრში მოქცევის მიზნით.“;

გ) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების შენახვას მის შესაბამის ორგანოსათვის გადაცემამდე უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო.“;

დ) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების შეფასებას აწარმოებს ქონების რეალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შერჩეული ექსპერტი და/ან აუდიტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მ. სააკაშვილი