⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.04.2007)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 28.03.2007
ძალის დაკარგვა 02.04.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.706
გამოქვეყნების წყარო სსმ, 45, 02/04/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,014 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2007 მიღება
02.04.2007 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 53.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №65 2007 წლის 28 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხ­ლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესი და რეგლამენტი. 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნ­ქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №11 დადგენილება (სსმ III, 2005 წ., №10, მუხლი 104🔗). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი                         ზ. ნოღაიდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესი და რეგლამენტი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აქტი შემუშავებულია სა­ქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 158-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) ფუნქცი­ონირების წესს, რეგლამენტსა და საქმიანობის სამართლებ­რივ საფუძვლებს. 2. საბჭოში საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვის მიზანია მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე მისი სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა. 3. საბჭოში საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით დადგენილი წესით. 4. საბჭო შეიმუშავებს თავისი ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის და, შესაბამის შემთხვევებში, მასში ცვლილებებისა და დამატებების პროექტებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსების მიხედვით, რომელიც დამტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. საბჭო თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელ­შეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით, ამ რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში), აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უარი, თუ მან ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო ეს გადაწყვეტილება (ამ ვადის ამოწურ­ვიდან 5 კალენ-დარული დღის ვადაში), გაასაჩივროს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავ­ლების სამსახურის მეშვეობით საბჭოში და წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს ამავე სამსახურისათვის წარდგენილი ყველა მასალის ასლი და დამატებითი მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში; ბ) სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლებში აღნიშნული საგადასახადო/საბაჟო ორგანო). 2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გასაჩივრების ვადები შესაძლებელია აითვალოს განსხვავებული თარიღებიდან, უპირატესობა ენიჭება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღს, მიუხედავად იმისა, დროულად გააგზავნა თუ არა გადაწყვეტი­ლება შემოსავლების სამსახურმა. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია გადასახადის გადამხდე­ლის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სა­ჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადა­წყვეტილებაზე მისი მიღებიდან 3 კალენ­დარული დღის ვა­­და­­ში თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზა­ვნოს საბჭოს. 4. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრებს (მათ შორის, სასამართლოში): ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას – იგი აღიარებუ­ლად ჩაითვლება, აღსასრულებლად მიიქცევა და საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადაწყვეტილებაზე ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილ­ველი რჩება; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავ­ლების სამსახურის უარს – საჩივარი გაუქმებულად ჩაით­ვლე­ბა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიქცევა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სისტე­მაში უარის გამო ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი დარჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმისწარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.     მუხლი 3🔗. საბჭო 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 11 წევრით, საბჭოს შემადგენლობა დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საქართველოს პარლამენტის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები საბჭოს წევრის სტატუსით საბჭოში ნებაყოფლობით საწყისებზე მონაწილეობენ მხოლოდ სა­ქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.     მუხლი 4🔗. საბჭოს რეგლამენტი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაზე საბჭოში შემოსული საჩივარი მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღეში თანდართულ მასალებთან ერთად წერილობითი მი­მართვით ეგზავნებათ საბჭოს წევრებს. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) წინასწარ განიხილავს საჩივარსა და თანდართულ მასალებს, ადგენს, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი და თანდართული მასალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 149-ე მუხლის (გარდა 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა) მოთხოვნებს. მომჩივანს წერილობით მიეთითება ხარვეზების თაობაზე და მათი გამოსწო­რები­სათვის მიეცემა სულ ცოტა 5 კალენდარული დღე ხარ­ვეზების თაობაზე წერილის მიღებიდან. ამ პერიოდში დავის განხილვა შეჩერდება. 3. მომჩივანი უფლებამოსილია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და საბჭოს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცე­ბულებები, რომლებსაც წინასწარ იხილავს სამინისტრო. 4. საბჭოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდე­ლის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივარი არ განიხილოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რომლის შესახებ მომჩივანს წერილობით აცნობებს სამინისტრო. 5. საბჭოს სხდომა დახურულია. 6. მომჩივანი ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია საბჭოს განუცხადოს თანხმობა საბჭოს გადაწყვეტილების საჯაროობის თაობაზე. 7. მომჩივანი ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია საბჭოს განუცხადოს თანხმობა ამ წესის (რეგლამენტის) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული სადავო საკითხის განმეორებითი განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად მოსამართლის ბრძანების გარეშე გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. 8. მომჩივანს ან მის კანონიერ წარმომადგენელს საბჭოს სხდომის გამართვის დრო და ადგილი ეცნობება არსე­ბული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და სხვა). თუ ვერ ხერ­ხდება მომჩივანთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, დავა მათი მონაწილეობის გარეშე განიხილება. 9. საბჭოს რეგლამენტი გამოიყენება აგრეთვე საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დავების განხილვისას.     მუხლი 5🔗. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საბჭოს წევრთაგან დანიშნული პირი. 2. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა უმრავლესობა. 4. საბჭოში დავა განიხილება მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომა­დგენლების) მონაწილეობით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლება­მოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევა­ში დავა მის გარეშე განიხილება. 5. საბჭოში დავის განხილვისას მონაწილეობენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლებში აღნიშნული საგადასახადო/საბაჟო ორგანოებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, რომელთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საბჭოს წინაშე წარდგეს შუამდგომლობით დავის განხილვის პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლებში აღნიშნული საგადასახადო/საბაჟო ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობის აუცილებლობის არარ­სებო­ბის შესახებ. 6. საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვისას საბჭოს სხდომაში არ შეიძლება მონაწილეობდეს საბჭოს წევრი, რომელიც: ა) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესე­ბულია მხარის საქმით; ბ) საქმის მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; გ) მომჩივნის წარმომადგენელია; დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; ე) შრომით ურთიერთობაშია საქმის მონაწილე მომჩივანთან; ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს. 7. საბჭო საგადასახადო/საბაჟო დავას თავის სხდომაზე იხილავს საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარულ დღე­ში. ამ პუნქტში მითითებულ ვადაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი სხდომა/სხდომები. თუ საბჭო დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს დაავალოს, რომ განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი საბჭოს მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 სამუშაო დღეზე მეტი. აღნიშნულ პე­რიოდში დავის განხილვა შეჩერდება. ამ ვა­დის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ და არა უმეტეს 15 სამუშაო დღით. 8. თუ შემოსავლების სამსახურმა პროცედურების დარღვევის გამო საჩივარი არ განიხილა, ხოლო საბჭომ არ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საჩივარი ნაწილობრივ კმაყოფილდება, უქმდება განუხილ­ველად დატოვების გადაწყვეტილება და საჩივარი განსახილველად უბრუნდება შემოსავლების სამსახურს. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული სადავო საკითხის განმეორებითი განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, თუ გადამხდელი თანახმაა, რომ შემოწმება ჩატარდეს მოსამარ­თლის ბრძანების გარეშე. გადამხდელის ინფორმირებას განმეორებითი შემოწმების შესახებ უზრუნველყოფს საგადა­სახადო/საბაჟო ორგანო. 10. თუ განმეორებითი შესწავლის/განხილვის შედეგად გამოვლინდა ახალი გარემოება და დამატებით დასარიცხი თანხა, აღნიშნულ თანხაზე დარიცხვა განხორციელდება საგადასახადო და საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით და მასზე დაიწყება ცალკე საქმისწარმოება. საბჭო დავის განხილვას აგრძელებს მხოლოდ გასაჩივრებული დარიცხუ­ლი გადასახადების ფარგლებში. 11. თუ ხარვეზი აღმოჩნდება დავის განხილვის მიზნით გამართულ სხდომაზე და შესაძლებელია მისი დაუყოვნებ­ლივ გამოსწორება, საბჭოს თანხმობით ხარვეზი შეიძლება გამოსწორდეს სხდომაზე. 12. სამინისტრო ამოწმებს მომჩივნის წარმომადგენლების რწმუნებებს საქართველოს საგადასახადო კო­დექსის 43-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების მიხედვით, ადგენს საბჭოზე მომჩივნის ინტერესების დაცვის შესახებ ამ რწმუნებების პირადობის მოწმობასთან შესაბამისობას. 13. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საჭირო­ებისას საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები მხარეების ან საბჭოს ინიციატივით. 14. საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს საბჭოს სხდომა დაატოვებინოს წესრიგის დამრღვევს. 15. საბჭოზე ინფორმაციას მიღებული საჩივრის შესახებ აკეთებს მომხსენებელი – სამინისტროს თანამშრომელი. 16. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ მომჩივანი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი საბჭოს მოახსენებს იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომლებითაც იგი მოითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას. 17. მომჩივნის მოხსენების შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები გამოხატავენ თავიანთ პო­ზიციას საჩივრის გამო ამ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მომჩივნის მიერ სარჩელის დაკმაყო­ფილების გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ. 18. შესაბამისი საგადასახადო და საბაჟო ორგანოების წარმომადგენლები საბჭოს სხდომაზე გამოხატავენ თავიანთ პოზიციას საჩივრისა და მათ მიერ შედგენილი შემოწმების აქტის, მიღებული და გასაჩივრებული „საგადასახადო მოთხოვნის“/წერილობითი გადაწყვეტილების ან სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცე­ბულებების მიმართ. 19. კითხვების დასმის უფლება აქვთ საბჭოს წევრებს. 20. მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან კითხვე­ბი. 21. კითხვის მოხსნის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს. 22. საბჭოს მუშაობის აღნიშნული პროცედურების გა­ვლის შემდეგ იმართება კონფიდენციალური თათბირი გამოთქმულ მოსაზრებებზე საგადასა­ხადო და საბაჟო ორგანოების, მომჩივნისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე. თათბირზე დამსწრე პირებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ თათბირის დროს გამართული მსჯელობა. 23. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე­თა ხმების უმრავლესობით. დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება. 24. როგორც წესი, საბჭოს გადაწყვეტილება ცხადდება თათბირის შემდეგ იმავე დღეს, თუმცა საბჭოს თავ­მჯდომარემ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება არ გამოაცხადოს და საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოთ მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში.     მუხლი 6🔗. საბჭოს გადაწყვეტილება 1. საბჭო უფლებამოსილია, დავის განხილვის საფუძველზე: ა) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება; გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი. 2. საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს პირ­ველი პუნქტის უფლებამოსილებების გაერთიანების საფუ­ძველზეც. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მისი მიღების დრო და ადგილი, მიმღებ პირთა ვინაობა. მომჩივნის, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული, და დავის საგანი; ბ) საბჭოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცე­ბულებანი, რომელთა საფუძველზეც მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა, ნორმატიული აქტები და მათი ნორმები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა იგი; გ) საბჭოს დასკვნა საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ; დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი. 3. საბჭოს წევრს (როგორც გადაწყვეტილების მომხრეს, ისე მოწინააღმდეგეს) უფლება აქვს, საბჭოს გადაწყვეტილებას დაურთოს განსხვავებული მოსაზრება. 4. საბჭო ვალდებულია, საბჭოს გადაწყვეტილება საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაუგზავნოს ან პირადად ჩააბაროს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. 5. თუ საბჭო საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარულ დღეში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ნიშ-ნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარს. 6. სამინისტროს შეუძლია მომჩივნის, საგადასა­ხადო/საბაჟო ორგანოს, შემოსავლების სამსახურის ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საბჭოს სხდომაზე.     მუხლი 7🔗. საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და გასაჩივრება 1. საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის: ა) მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მე-10 კალენდარულ დღეს, თუ მან ამ ვადაში არ გაასაჩივრა იგი; ბ) საბჭოს მიერ საჩივრის მიღებიდან 20-დღიანი ვადის ამოწურვის მე-10 კალენდარულ დღეს, თუ საბჭომ ამ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება და მომჩივანმა ამავე ვადაში არ გაასაჩივრა საბჭოს უარი. 2. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა უფლებამოსილ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საბ­ჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლებში აღნიშნული საგადასახადო/საბაჟო ორგანო.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესსა და რეგლამენტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა და მისი გაუქმება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.