⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.07.2010)
გაუქმებულია:

„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 11.02.2005
ძალის დაკარგვა 15.07.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 14/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 670 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2005 მიღება
15.07.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №76 2005 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ 1. ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის №45 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №1), დებულება ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემის შესახებ” (დანართი №2) და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დროშა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №3). 2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი დანართი №1 საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემის აღწერილობა საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემა წარმოადგენს ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიან მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომელსაც გაჰკვეთს და გადაჰკვეთს მეწამული ჯვარი, რომლის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, ვერცხლის ველზე ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავით (კონტროლისა და უსაფრთხოების სიმბოლო), ფარს ამშვენებს ,,ივერიული” გვირგვინი. I და IV ვერცხლის (თეთრი) ველზე გამოსახულია ვერცხლის ,,ბოლნურ-კაცხური” ჯვარი. ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიაზე გამოსახულია ოქროს წარწერა: ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური”. დანართი №2 დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემის შესახებ 1. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემა (შემდგომში – ემბლემა) არის ოფიციალური სიმბოლო, რომელიც აღნიშნავს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, შეიარაღებას, სატრანსპორტო და სპეციალურ საშუალებებსა და სხვა ქონებას როგორც საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის კუთვნილებას. 2. ემბლემა შეიძლება განთავსდეს კუთხის შტამპებზე ან საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ბლანკებზე კუთხოვანი შტამპით. 3. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემა განთავსდება (ინახება) სამსახურის უფროსის კაბინეტში და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სხდომათა დარბაზში. 4. ემბლემა გამოისახება: ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დროშაზე; ბ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის წარჩინებისა და განმასხვავებელ სამხედრო ნიშნებზე; გ) ჯილდოდ გადაცემულ იარაღზე; დ) ბეჭვდით გამოცემებზე; ე) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ მომზადებულ კინო,- ვიდეო- და ფოტო-მასალებზე; ვ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის შეკვეთით მომზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო და სუვენირულ პროდუქციაზე. 5. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსს უფლება აქვს დამატებით დაადგინოს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემის გამოსახულების გამოყენების სხვა შემთხვევები. 6. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემა დაცულია დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი №3 საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დროშის აღწერილობა საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დროშა წარმოადგენს მართკუთხა თეთრ ქსოვილს პროპორციით 2X3, რომელსაც გაჰკვეთს და გადაჰკვეთს მთავარი, სწორკუთხა, მეწამული (წითელი) ჯვარი სისქით დროშის სიმაღლის 1/5, რომელიც ეხება დროშის ქსოვილის კიდეებს; ზედა მარჯვენა მეოთხედში (პირველი კანტონი) თეთრ (ვერცხლის) ველზე გამოსახულია ლაჟვარდისფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავი – საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემის დეტალი.