⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.07.2012)
გაუქმებულია:

,,სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის დებულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 22.02.2005
ძალის დაკარგვა 16.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 25/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,223 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2005 მიღება
16.07.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის დებულების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:58.5pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №93 2005 წლის 22 თებერვალი ქ. თბილისი სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სანიტარიული კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის თანდართული დებულება. მ. სააკაშვილი სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის                                                                                    დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს სანიტარიული კოდექსის შესაბამისად და განსაზღვრავს სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის ჩატარების ზოგად მოთხოვნებს.     მუხლი 2🔗 ამ დებულებაში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი) – მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გარემოსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების ანალიზი, შეფასება და პროგნოზი, აგრეთვე მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარემო ფაქტორებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის განსაზღვრა; ბ) სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის მონაცემთა ეროვნული საინფორმაციო ფონდი (შემდგომში – საინფორმაციო ფონდი) – მრავალწლიანი დაკვირვებების საფუძველზე ჩამოყალიბებული მონაცემთა ბაზა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გარემო ფაქტორების შესახებ, აგრეთვე მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარემო ფაქტორების ზეგავლენას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ანალიზის, პროგნოზისა და განსაზღვრის, აგრეთვე რისკის შეფასების სფეროში ნორმატიული აქტების, საცნობარო და მეთოდური მასალების ერთობლიობა.     მუხლი 3🔗 1. მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს სანიტარიული კოდექსის, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად დადგენილი ნორმებისა და წესების, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების, აგრეთვე მეთოდური მასალების საფუძველზე. 2. მონიტორინგი ხორციელდება ეტაპობრივად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ვადების შესაბამისად, ქვეყანაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობისა და ეპიდემიური სიტუაციის, აგრეთვე მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მავნე გარემო ფაქტორებით შექმნილი რისკის გათვალისწინებით.     მუხლი 4🔗 მონიტორინგის ძირითადი მიზანია: ა) ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; ბ) მავნე გარემო ფაქტორების ზეგავლენით განპირობებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; გ) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს მდგომარეობის პროგნოზირება და რისკის შეფასება; დ) საინფორმაციო ფონდის ფორმირება; ე) ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად წინადადებების მომზადება; ვ) მონიტორინგის ჩატარებისას მიღებული შედეგების შესახებ საზოგადოებრიობის ინფორმირება.     მუხლი 5🔗 მონიტორინგი ხორციელდება: ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლებსა და გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებების გზით; ბ) მოსახლეობის დემოგრაფიული სტატისტიკის, ჯანმრთელობის მაჩვენებლებსა და გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების მონაცემთა შეგროვების, შენახვის, დამუშავებისა და სისტემატიზაციის გზით; გ) ადამიანის ჯანმრთელობის მაჩვენებლებსა და გარემოს მდგომარეობაზე ქვეყანაში არსებული საინფორმაციო მონაცემთა ბაზების გამოყენების გზით, რომელსაც აწარმოებენ სახელმწიფო დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.     მუხლი 6🔗 მონიტორინგის განხორციელებისას გამოიყენება დემოგრაფიული სტატისტიკისა და დაკვირვების მონაცემები შემდეგ ფაქტორებზე: ა) ბიოლოგიურ ფაქტორებზე (ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული); ბ) ქიმიურ ფაქტორებზე (მძიმე მეტალები, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები, ნარჩენი პესტიციდები და ა.შ.); გ) ფიზიკურ ფაქტორებზე (ხმაური, ვიბრაცია, ულტრაბგერა, ინფრაბგერა, მაიონებელი და არამაიონებელი გამოსხივება და სხვ.); დ) კვების ფაქტორებზე (კვების სტრუქტურა და ხარისხი, კვების პროდუქტების უსაფრთხოება); ე) წყალმომარაგების ფაქტორზე; ვ) საყოფაცხოვრებო, შრომისა და დასვენების პირობებზე; ზ) მავნე ჩვევების ფაქტორზე; თ) ფიზიკურ აქტივობაზე; ი) განათლების დონეზე; კ) დასაქმების დონეზე; ლ) სიღარიბის დონეზე; მ) სოციალურ გარემოსა და ფსიქო-სოციალურ ფაქტორებზე; ნ) მუშაკთა შრომის დაცვის მდგომარეობაზე; ო) ატმოსფერულ ჰაერზე; პ) ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებზე; ჟ) ნიადაგის დაბინძურებაზე; რ) რადიაციულ მდგომარეობაზე; ს) ტყის მდგომარეობაზე.     მუხლი 7🔗 1. მონიტორინგის განხორციელების პროცესში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ სახელმწიფო დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთა დაკვირვების მონაცემები გამოიყენება მონიტორინგის პროცესში, მათ შორის: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; ზ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; თ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო; ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ლ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო; მ) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია. 2. მონიტორინგის განხორციელების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები მათ ხელთ არსებულ ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას აწვდიან საქართველოს სანიტარიული კოდექსით მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოებს ამ ორგანოების მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. თავი II მონიტორინგის ჩატარების წესი     მუხლი 8🔗 1. მონიტორინგს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. 2. სამინისტრო ახორციელებს ქვეყანაში მონიტორინგის ორგანიზებას.     მუხლი 9🔗 1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ ხდება მონიტორინგის ჩატარების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, შეფასება, რომელიც მიეწოდება სამინისტროს (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ქალაქებიდან და რაიონებიდან – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებს). 2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მონიტორინგის შედეგებს გამოიყენებენ სამოქმედო ტერიტორიის დასახლებულ ადგილებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე ღონისძიებების შესამუშავებლად.     მუხლი 10🔗 აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამთავრობო დაწესებულებები ახორციელებენ: ა) მონიტორინგის მონაცემთა ბაზების ჩამოყალიბებას; ბ) მიღებული მონაცემების ანალიზის ჩატარებას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენას მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარემო ფაქტორებს შორის; გ) არსებული სიტუაციის ანალიზს, ცვლილებების ტენდენციების გამოვლენას, დინამიკის პროგნოზირებას; დ) ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის წინადადებების მომზადებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების (შემცირების ან აღმოფხვრის) მიზნით; ე) მონიტორინგის მონაცემების წარდგენას სამინისტროში.     მუხლი 11🔗 სამინისტრო ახორციელებს: ა) მიღებული მონაცემების საფუძველზე ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზს, მავნე გარემო ფაქტორების ზეგავლენით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გამოწვეული ცვლილებების ტენდენციების გამოვლენასა და დინამიკის პროგნოზირებას; ბ) საინფორმაციო ფონდის ფორმირებას; გ) მონიტორინგის ერთიან მეთოდურ უზრუნველყოფას საერთაშორისო მოთხოვნებისა და გამოცდილების გათვალისწინებით; დ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისათვის ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების რეალიზაციაზე წინადადებების მომზადებას; ე) საინფორმაციო ფონდის ფორმირებისათვის მონაცემთა მიღებისა და გადაცემის ერთიანი საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების შექმნას და მათ სრულყოფას.     მუხლი 12🔗 მონიტორინგის მონაცემებს სამინისტრო გამოიყენებს გარემოს ობიექტებში (ჰაერი, წყალი, ნიადაგი, კვების პროდუქტები), საწარმოო გარემოში მავნე ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების შემცველობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების (დონეების) დასაბუთებისათვის (გადასინჯვისათვის), აგრეთვე ქვეყანაში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებისა და დაავადებათა კონტროლის მეთოდების შემუშავებისა (სრულყოფის) და დანერგვისათვის.     მუხლი 13🔗 1. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გარემო ფაქტორების მონაცემები, მათ შორის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, ანალიზი, პროგნოზი და რისკის შეფასება განისაზღვრება სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად მონიტორინგის განხორციელების პროცესში მონაწილე სამინისტროებთან (უწყებებთან) შეთანხმებით. 2. ამ დებულების მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული მონიტორინგის წლიური მონაცემები სამინისტროს (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამთავრობო დაწესებულებებს) წარედგინება ყოველი მომდევნო წლის 1 თებერვლამდე. თავი III. დასკვნითი დებულებები     მუხლი 14🔗 1. მონიტორინგის ჩატარებასთან დაკავშირებულ მეთოდურ დოკუმენტებს (მეთოდური მითითებები, ინსტრუქციები, მეთოდური რეკომენდაციები) შეიმუშავებს და ამტკიცებს, მათი შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო მონიტორინგის დანერგვის სამუშაოების უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის უზრუნველსაყოფად ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გავალისწინებული მონიტორინგის განხორციელების პროცესში მონაწილე სამინისტროებთან (უწყებებთან) ერთად გამოსცემს ერთობლივ ბრძანებებს მონიტორინგის ჩატარების სფეროში თანამშრომლობისა და კოორდინაციის შესახებ.