„სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№135
სარეგისტრაციო კოდი
190.020.060.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 11/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №135

2005 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენის თანდართული წესი.

2. საქართველოს მთავრობამ (ზ. ნოღაიდელი) სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის პროცედურის საკანონმდებლო რეგლამენტაციის მიზნით 2 თვეში უზრუნველყოს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა.

მ. სააკაშვილი

სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენის წ ე ს ი

1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დასადებად საქართველოს პრეზიდენტს თანხმობის მისაღებად მიმართავს საქართველოს მთავრობა.

2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებების დადების თაობაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტთან საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ წინადადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) ხელშეკრულების პროექტი (ქართულ ენაზე);

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დასკვნები ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის შესახებ.

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობა სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით გაიცემა განკარგულების სახით.

4. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს საქართველოს პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინადადების საფუძველზე. მთავრობის წინადადებას თან უნდა დაერთოს ხელშეკრულების ტექსტი ქართულ ენაზე (უცხოენოვანი ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილ უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად) და ამ წესის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნები.