`ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 14.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №136
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 15/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
`ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №136
2005 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.
2. ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიამ ერთ თვეში შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოადგინოს „საქართველოს ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო პროგრამის“ პროექტი.
მ. სააკაშვილი
ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის პროცესის სტრატეგიისა და მისი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის, მართვის სისტემის ოპტიმიზაციის, სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის, ადგილობრივ საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში გასატარებელი ღონისძიებების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში საკადრო პოლიტიკის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ადგილობრივი საინფორმაციო სისტემების ფორმირების შესახებ.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და ამ დებულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია მოამზადოს, განიხილოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები:
ა) რეგიონული პოლიტიკის, დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის შესახებ;
ბ) სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის, ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური ბაზის ჩამოყალიბების შესახებ;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სისტემის ფორმირების შესახებ;
დ) ადგილობრივი საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილება
დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, კომისია უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს წინადადებები სამართლებრივი აქტების მომზადების თაობაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.
მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის ორგანიზაცია
1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისაგან.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
3. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.
4. კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან მასთან შეთანხმებით კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახური.
მუხლი 5🔗. კომისიის თავმჯდომარე
კომისიის თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს და იღებს გადაწყვეტილებებს კომისიის უფლებამოსილების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 6🔗. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) იწვევს კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრებს;
ბ) განსაზღვრავს და კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიას;
გ) განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს;
დ) ითხოვს საჭირო ინფორმაციას და ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას;
ე) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს კომისიისა და სამუშაო ჯგუფების მიერ გატარებულ ღონისძიებათა მიმდინარეობას;
ვ) კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. კომისიის წევრები
კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან:
ა) მონაწილეობა მიიღონ როგორც კომისიის, ისე სამუშაო ჯგუფების მუშაობაში;
ბ) კომისიის სხდომაზე წარმოადგინონ საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები, მონაწილეობა მიიღონ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვასა და რეკომენდაციების შემუშავებაში;
გ) სამუშაო ჯგუფებიდან მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია;
დ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს მიმართონ წინადადებით ცალკეულ საკითხთა დამატებით შესწავლის ან კორექტირების თაობაზე;
ე) განახორციელონ ამ დებულებითა და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 8🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისიის სამუშაო ჯგუფებია:
ა) თვითმმართველობის ინსტიტუციური რეფორმის სამუშაო ჯგუფი;
ბ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის სამუშაო ჯგუფი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური უფლებამოსილების საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
დ) ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა სწავლებისა და საკადრო პოლიტიკის სისტემის ფორმირების სამუშაო ჯგუფი;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის საინფორმაციო სისტემის ფორმირების სამუშაო ჯგუფი.
2. სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ კომისიისათვის ანალიტიკური მასალებისა და შესაბამის სფეროთა მიხედვით კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას.
მუხლი 9🔗. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.