„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 16.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №150
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 18/03/2005
matsne.gov.ge 555 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №150 2005 წლის 16 მარტი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს თანდართული დებულება. მ. სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის ეკონომიკური განვითარების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი ორგანო. 2. საბჭოს უფლებამოსილება და სტატუსი განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, სიღარიბის დაძლევის, სტრუქტურული და სისტემური რეფორმების მიმართულებათა განსაზღვრის, ფინანსური სექტორის განვითარების, ეკონომიკური ზრდისათვის ხელშეწყობის, ეკონომიკური უსაფრთხოების, სახელმწიფო საკუთრების ტრანსფორმაციის ოპტიმალური გზების შერჩევის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის შესახებ; ბ) ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების, საერთო-სახელმწიფოებრივი სტრატეგიული გეგმების ეტაპებისა და ვადების განსაზღვრა, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო და სახელმწიფოთაშორისი პროგრამებისა და პროექტების შედგენისა და განხორციელების ღონისძიებათა შეფასება; გ) ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის, საზღვარგარეთიდან კაპიტალის მოზიდვის, უცხოური კრედიტებისა და ინვესტიციებისათვის ხელშემწყობი ეკონომიკური გარემოს შექმნის, ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციური და ენერგეტიკული უზრუნველყოფის საკითხების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციების წარდგენა; დ) მოსახლეობის სოციალური დაცვის პოლიტიკისა და სოციალურ სფეროში რეფორმების სტრატეგიის შემუშავების, შრომის ბაზრის ჩამოყალიბების საკითხების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ე) ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ერთეულების ორგანოთა საფინანსო და საბიუჯეტო საქმიანობის გაუმჯობესებისა და კოორდინაციისათვის რეკომენდაციების შემუშავება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონპროექტებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შემუშავება.     მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას და წარმართავს საბჭოს სხდომებს. 2. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 3. საბჭოს სხდომების ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.     მუხლი 4🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია 1. საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს. 3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე.     მუხლი 5🔗. საბჭოს უფლებამოსილებანი საბჭო უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო დაწესებულებებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია; ბ) საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო ინფორმაციის მიღების მიზნით საბჭოს სხდომაზე მიიწვიოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამისი თანამდებობის პირები; გ) დაკისრებული ამოცანების განხორციელების უზრუნველსაყოფად შექმნას სამუშაო ჯგუფები.