,,საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 21.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №154
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.08.002.003.341
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 23/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 1.0in 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №154
2005 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების“ თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს აეროპორტებში უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ოქტომბრის №439 ბრძანებულება.
3. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წ ე ს ი
1. ქ. თბილისის აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებისა და უცხო ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების მომსახურებისათვის გამოყოფილია სამთავროო დარბაზი, ორი სალონითა და ორი გასასვლელით, ხოლო საქართველოს სხვა აეროპორტებში – განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირთა მომსახურების დარბაზები.
2. ქ. თბილისის აეროპორტში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი სამთავრობო დარბაზის პირველი სალონითა და გასასვლელით სარგებლობენ:
– საქართველოს პრეზიდენტი;
– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
– საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
– საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი;
– საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
– საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
– ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები;
– ზემოაღნიშნულ პირთა მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების თანამდებობის პირები და დელეგაციები.
ზემოაღნიშნული პირები აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილდებიან პერსონალური ავტოტრანსპორტით.
3. საქართველოს იმ ოფიციალურ დელეგაციათა წევრები და თანამდებობის პირები, რომლებიც მიემგზავრებიან ან ბრუნდებიან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ზემოაღნიშნულ პირთა ხელმძღვანელობით, სარგებლობენ ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზის მეორე სალონითა და გასასვლელით.
4. ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზის მეორე სალონითა და გასასვლელით სარგებლობენ:
– საქართველოს მთავრობის წევრები;
– საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
– საქართველოს გენერალური პროკურორი;
– საქართველოს პარლამენტის წევრები;
– საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
– საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
– საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების და მთავრობის თავმჯდომარეები;
– საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
– საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
– საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
– საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
– ქ. თბილისის მერი;
– საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელები;
– საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საერთაშორისო მისიათა ხელმძღვანელები;
– ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მგზავრობენ მათთან ერთად;
– დელეგაციები ზემოაღნიშნულ პირთა მეთაურობით;
– ზემოაღნიშნულ პირთა მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები და დელეგაციები.
5. სამთავრობო დარბაზის მეორე სალონით სარგებლობის დამადასტურებელ საშვს, შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე, გასცემს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური. აუცილებლობის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სამთავრობო დარბაზის მეორე სალონში მომსახურება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
6. საქართველოს აეროპორტებში უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირების სასაზღვრო მომსახურება ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
7. საქართველოს აეროპორტების სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში გამარტივებული წესით საპასპორტო მომსახურების მიზნითი საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების თანმხლები და სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების საზღვარგარეთ ან უცხოეთის ოფიციალური დელეგაციების საქართველოში ვიზიტის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს წარუდგენს ზემოაღნიშნული დელეგაციების (საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის წევრთათვის – სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური, დანარჩენ შემთხვევაში – საგარეო საქმეთა სამინისტრო) წევრთა სიას, ხოლო აეროპორტის ხელმძღვანელობას შეატყობინებს წერილობით.
8. ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზის პირველი სალონით სარგებლობა და მომსახურება უფასოა.
9. ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზის მეორე სალონში მომსახურება ფასიანია, რასაც ანაზღაურებს შესაბამისი დაწესებულება ან თანამდებობის პირი, გარდა საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისიათა ხელმძღვანელებისა მათი საქართველოში პირველად ჩამოსვლის ან დიპლომატიური მისიის შეწყვეტასთან დაკავშირებით, გაცილებისას. სამთავრობო დარბაზის მეორე სალონში მომსახურების სახეები და ტარიფი დგინდება ქ. თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობის მიერ.
10. ქ. თბილისის აეროპორტში სამთავრობო დარბაზის პირველ და მეორე სალონებსა და გასასვლელებში წესრიგსა და დასაცავი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
11. სამთავრობო დარბაზის სალონების დაცული და საიმედო კავშირგაბმულობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვას და მომსახურებას ახორციელებს სსიპ ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო”.
12. ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზის პირველ სალონში შესაბამისი სერვისის შექმნას, კვების და მომსახურების ობიექტების სათანადო მომარაგებასა და ფუნქციონირებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო-სამურნეო სამსახური.
13. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული კატეგორიის მგზავრთა შეუფერხებელ საბაჟო, სასაზღვრო, საკონსულო მომსახურებასა და ფრენის უსაფრთხოების შემოწმებას.