„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფონდის დებულებასა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№166
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003.352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 28/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №166

2005 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფონდის დებულებასა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის მიერ „სამედიცინო დაწესებულებათა რესტრუქტურიზაციისა და ოპტიმიზაციის პროგრამის“ შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულების (სსმ III, №71, მუხ. 668) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის დამტკიცებული გეგმით განსაზღვრული და შერჩეული საავადმყოფოების, ჯანდაცვის სხვა ობიექტების პრივატიზაციისა და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საავადმყოფოების, ჯანდაცვის სხვა ობიექტების იჯარით გაცემის პროცესში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად მონაწილეობის მიღება;“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი;

გ) მე-7 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დადგენილი წესით მიღებულ სახსრებს ფონდი იყენებს შემდეგი მიზნებისათვის:

ი.ა) საზოგადოებრივ სექტორში დარჩენილ სამედიცინო დაწესებულებათა შენობების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და რემოდელირებისათვის;

ი.ბ) დაწესებულებათა სამედიცინო აპარატურით აღჭურვისათვის;

ი.გ) ადამიანური რესურსების პროგრამების დაფინანსებისათვის, რომლებიც ითვალისწინებენ შემცირებული პერსონალის კომპენსაციებს, დარჩენილი პერსონალის გადამზადებას და სხვ.;

ი.დ) საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული საზოგადოებრივ ურთიერთობათა პროგრამების დაფინანსებისათვის;

ი.ე) ფონდის საოპერაციო ხარჯების დასაფარავად.“;

დ) მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დადგენილი წესით მიღებული თანხებით;“;

ე) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. ფონდმა დადგენილი წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა.“.

2. ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის სამეთვალყურეო საბჭო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

მანანა მაისურაძე – საქართველოს ექიმთა თავისუფალი პროფკავშირის „სოლიდარობის“ წევრი

კახი პაპოშვილი – ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

მამუკა ჯაფარიძე – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრის დირექტორის მოადგილე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფონდის დებულებასა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.03.2005.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფონდის დებულებასა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფონდის დებულებასა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 24.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №166. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.352.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფონდის დებულებასა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფონდის დებულებასა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფონდის დებულებასა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №166, 24.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003.352 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94588/