,,საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ”

მიღების თარიღი 18.01.2006
ძალის დაკარგვა 12.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.10.003.000.394
გამოქვეყნების წყარო სსმ, 8, 23/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 791 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2006 მიღება
12.08.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.9pt 48.0pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №11 2006 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად: 1. განხორციელდეს ქვეყანაში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების ინსტიტუციონალიზაცია. 2. დამტკიცდეს საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშებისათვის ინფორმაციის შეგროვებისა და მისი რეგულარული წარმოების თანდართული წესი. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ხარჯთა ნუსხაში ყოველწლიურად გაითვალისწინოს ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშებისათვის ინფორმაციის შეგროვებისა და მისი რეგულარული წარმოების წესი     მუხლი 1🔗 საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშებისათვის ინფორმაციის შეგროვებისა და მისი რეგულარული წარმოების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ქვეყანაში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშებისათვის ინფორმაციის შეგროვების, ანგარიშების შედგენისა და მისი გავრცელების საკითხებს.     მუხლი 2🔗 ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის წარმოების ძირითადი მიზნებია: ა) ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სექტორში ფინანსური ნაკადების აღრიცხვა და მისი ანალიზი სხვადასხვა განზომილებაში; ბ) ჯანდაცვის პოლიტიკის ეკონომიკური შედეგების მონიტორინგი; გ) ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკის განსაზღვრა/კორეგირება; დ) ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ჯანდაცვის მომსახურების ფარდობითი წილის განსაზღვრა; ე) სხვა ქვეყნების ჯანდაცვის დანახარჯებთან შედარებითი ანალიზის განხორციელება.     მუხლი 3🔗 ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების ფორმირების ზოგადი პრინციპებია: ა) ინფორმაციის ობიექტურობა; ბ) ინფორმაციის კომპლექსურობა; გ) ანგარიშების სტრუქტურის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.     მუხლი 4🔗 1. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების რეგულარული წარმოების ხელშეწყობის მიზნით სსიპ – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ბაზაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი). 2. სამუშაო ჯგუფი შედგება შემდეგი სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან/ექსპერტებისაგან: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი; გ) სსიპ – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი; დ) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი; ე) სსიპ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო – სტატისტიკის დეპარტამენტი; ი) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. 3. სამუშაო ჯგუფის ვალდებულებებია: ა) ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების მომზადების მეთოდოლოგიის შემუშავება; ბ) საჭირო ინფორმაციის შეგროვებისათვის ინფორმაციის წყაროების განსაზღვრა, სტანდარტიზებული სახით შესაბამისი უწყებებისათვის სპეციალური საან-გარიშგებო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების შემუშავება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა საამისოდ უფლებამოსილი ორგანოსათვის; გ) ინფორმაციის შეგროვების პერიოდულობის, აგრეგირებისა და ანალიზის პროცესის განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. 4. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სსიპ – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი. 5. დამატებითი კონსულტაციების მისაღებად სამუშაო ჯგუფს უფლება აქვს სსიპ – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან შეთანხმებით მოიწვიოს დამატებითი ექსპერტები. 6. სამუშაო ჯგუფი იქმნება 3 წლის ვადით. 7. სამუშაო ჯგუფის ექსპერტების შრომის ანაზღაურება ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამ დანიშნულებით გამოყოფილი ასიგნებებიდან.     მუხლი 5🔗 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი შესაბამისი უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან უზრუნველყოფს ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშებისათვის ინფორმაციის შეგროვებას სამუშაო ჯგუფის მიერ სპეციალურად შემუშავებული დაკვირვების ფორმების მიხედვით. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ჯანდაცვის დანახარჯების შესახებ მიღებული ინფორმაციის გავრცელებას საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 ივლისამდე. 3. სსიპ – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით ჯანდაცვისათვის არსებული დანახარჯების გადატანას ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების ორგანზომილებიან სტანდარტულ ცხრილებში და მის ანალიზს საანგარიშო წლის მიმდევნო წლის 30 ივლისამდე. 4. ანგარიშის სტამბური წესით ბეჭდვას და გავრცელებას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი. 5. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სსიპ – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში. 6. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები უსასყიდლოდ მიეწოდებათ სახელმწიფო უწყებებს. 7. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე.     მუხლი 6🔗 ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.