„სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 07.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №205
სარეგისტრაციო კოდი 120.260.100.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 07/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.04.2005 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №205
2005 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლისა და 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს „სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება განსაზღვრავს სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესებს, რეზერვისტთა უფლებებსა და მოვალეობებს სამხედრო შეკრებების გავლის პერიოდში.
2. სამხედრო შეკრება არის სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობით მომზადებული, მაღალკვალიფიცირებული რეზერვის ჩამოყალიბებას.
3. ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად იქმნება რეზერვი.
4. რეზერვი, როგორც წესი, შედგება შეიარაღებული ძალების რეზერვისაგან, ეროვნული გვარდიის რეზერვისა და საერთო საჯარისო რეზერვისაგან.
5. შეიარაღებული ძალების რეზერვი იქმნება იმ მოქალაქეებისაგან, რომლებიც მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის დროს საშტატო რიცხოვნობამდე შეავსებენ შეკვეცილ, კადრირებულ და ახლად ფორმირებულ შენაერთებს (სამხედრო ნაწილებს) და საომარი მოქმედებებით გამოწვეულ დანაკარგებს.
6. ეროვნული გვარდიის რეზერვი იქმნება კონტრაქტის საფუძველზე ნებაყოფილობით ჩარიცხული მოქალაქეებისაგან ოცეულის, ასეულისა და ბატალიონის ტოლფასი რეგიონალური ქვედანაყოფების შექმნისათვის. რეზერვის დანიშნულებაა:
ა) სამხედრო – საომარ ან საგანგებო მდგომარეობის დროს უმაღლესი მთავარსარდლის სტრატეგიულ სამხედრო რეზერვში ყოფნა;
ბ) სამოქალაქო – საგანგებო სიტუაციების (ბუნებრივი, ტექნოგენური, ეკოლოგიური ხასიათის) დროს სამოქალაქო ხელისუფლებისათვის მხარდაჭერა.
7. საერთო-საჯარისო რეზერვი იქმნება იმ მოქალაქეებისაგან, რომლებიც არ არიან მიწერილი (განკუთვნილი) სამობილიზაციო გეგმით, არ აქვთ დადებული კონტრაქტი რეზერვში სამსახურისათვის და მობილიზაციის დროს (მომზადებისა და გადამზადების შემდეგ) გამოიყენებიან შეიარაღებული ძალების ნაწილებისა და ქვედანაყოფების დასაკომპლექტებლად.
მუხლი 2🔗
1. სამხედრო ძალების რეზერვი იყოფა სამ თანრიგად:
ა) I თანრიგი (მოქმედი რეზერვი), რომელშიც ჩაირიცხებიან მოქალაქეები 30 წლამდე, რომლებსაც სურთ იმსახურონ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის I თანრიგში კონტრაქტის საფუძველზე და ინიშნებიან სამხედრო (შეკვეცილი, კადრირებული) ნაწილის საშტატო თანამდებობებზე;
ბ) II თანრიგი, რომელშიც ჩაირიცხებიან მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კვალიფიკაციის დონით აკმაყოფილებენ სამხედრო რეზერვის II თანრიგის მოთხოვნებს;
გ) III თანრიგი, რომელშიც ჩირიცხებიან რეზერვისტები, საქართველოს სამხედრო ძალებიდან წელთა ნამსახურობის გამო დათხოვნილი კადრისა და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და I თანრიგის რეზერვისტები.
მუხლი 3🔗
1. რეზერვში ყოფნის ზღვრული ასაკია:
ა) რიგითების, მატროსების, კაპრალების (სპეციალისტების), ეფრეიტორებისა და სერჟანტებისათვის (მიჩმანებისათვის) – 50 წელი;
ბ) უმცროსი ოფიცრებისათვის – 50 წელი;
გ) უფროსი ოფიცრებისათვის:
– პოლკოვნიკამდე – 55 წელი;
– პოლკოვნიკისათვის – 60 წელი;
დ) უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებისათვის – 65 წელი.
2. სამხედრო ძალებიდან ავადმყოფობით დათხოვნილი I და II ჯგუფის ინვალიდები რეზერვში არ ჩაირიცხებიან.
3. 45 წელზე უფროსი ასაკის რეზერვისტები მომზადებას (გადამზადებას) არ ექვემდებარებიან.
თავი II
სამხედრო შეკრებების ფუნქციები, ამოცანები და უზრუნველყოფა
მუხლი 4🔗
1. სამხედრო ძალების მზადყოფნის ძირითადი საფუძველია რეზერვების მომზადება-გადამზადების უწყვეტი, მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება.
2. რეზერვის ოფიცრების, რიგითების, კაპრალების, სერჟანტების სამხედრო შეკრება ეფუძნება მათ თეორიულ, პროფესიულ და საველე მომზადებას.
3. სამხედრო შეკრებებზე მომზადება-გადამზადებას პირველ რიგში ექვემდებარებიან ის რეზერვისტები, რომლებიც გადიან სამსახურს რეზერვში კონტრაქტის საფუძველზე შეკვეცილი და კადრირებული რიცხოვნობის შენაერთებსა და სამხედრო ნაწილებში, ასევე ეროვნული გვარდიის რეზერვში. მათი მომზადება ხორციელდება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული პროგრამით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 5🔗
1. სამხედრო ძალების ყველა კატეგორიის რეზერვი იქმნება და მზადდება შესაბამისი შენაერთებისა და სამხედრო ნაწილების დასაკომპლექტებლად. მათი მომზადება-გადამზადება ხორციელდება სამხედრო ნაწილებში და ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრებში (სასწავლო ბანაკებში) გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
2. სამხედრო შეკრების ჩატარების ადგილი და ვადა განისაზღვრება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
3. რეზერვისტთა სამხედრო შეკრებებზე გამოძახებას და მიზიდვას აწარმოებენ ეროვნული გვარდიის შესაბამისი სამობილიზაციო განყოფილებები ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად, თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსის და ეროვნული გვარდიის სარდლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.
4. ეროვნული გვარდიის სამობილიზაციო განყოფილებების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პერსონალის შრომის ანაზღაურება ხორციელდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით.
5. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელს უწყობენ ეროვნულ გვარდიას (სამობილიზაციო განყოფილებებს) სამხედრო შეკრებების ჩატარების უზრუნველსაყოფად.
6. რეზერვისტები სამხედრო ვარგისიანობის დადგენის მიზნით გადიან სამედიცინო შემოწმებას დადგენილი წესის შესაბამისად.
7. სამხედრო შეკრებებზე მყოფი რეზერვისტები, რომლებსაც არ გაუვლიათ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახური, სამხედრო ფიცს მიიღებენ სამხედრო შეკრებების გავლის პერიოდში.
თავი III
სამხედრო შეკრებების სახეები და ვადები
მუხლი 6🔗
1. შეკრების სახეები:
ა) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალისტების მომზადება-გადამზადება;
ბ) მიწერილი სამობილიზაციო რესურსების მომზადება-გადამზადება;
გ) გვარდიის რეზერვის მომზადება-გადამზადება;
დ) სპეციალური სამხედრო შეკრებები (საჭიროების შემთხვევაში).
2. სამხედრო შეკრებათა საერთო ხანგრძლივობა საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, გარდა საკონტრაქტო სამსახურის რეზერვისა, ამასთან, იგი წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
3. საკონტრაქტო სამსახურის რეზერვისტთა სამხედრო შეკრებებზე გამოძახება, საჭიროების შემთხვევაში, ნებადართულია წელიწადში რამდენიმეჯერ.
თავი IV
რეზერვისტთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 7🔗
1. რეზერვისტი ვალდებულია ეროვნული გვარდიის, ქალაქის (რაიონის) სამობილიზაციო განყოფილების ან შესაბამისი სამხედრო ნაწილის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდეს სამობილიზაციო განყოფილებაში ან სამხედრო ნაწილში სამხედრო შეკრების გასავლელად. დაუშვებელია უმიზეზოდ სამხედრო შეკრებებისათვის თავის არიდება.
2. სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის – კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს შეკრების გავლის პერიოდში დადგენილი წესით ეძლევათ შესაბამისი ფულადი სარგოები (თანამდებობრივი, წოდებრივი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახსრებიდან.
4. სამხედრო შეკრების გავლის პერიოდში რეზერვისტები სარგებლობენ სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილი შეღავათებით.
5. სამხედრო შეკრებების გავლის ხანგრძლივობა რეზერვისტს ჩაეთვლება სამხედრო სამსახურის ვადაში და შრომის საერთო სტაჟში.
6. სამხედრო შეკრებებზე მყოფ რეზერვისტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის, დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში (მის ოჯახს) მიეცემა ერთჯერადი დახმარება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
1. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში სამხედრო წოდებები ენიჭება:
ა) I თანრიგის რეზერვში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) II თანრიგის რეზერვში ყოფნის პერიოდში რეზერვისტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამხედრო შეკრების დასრულებისას შესაბამისი საკვლიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ.
2. სამხედრო შეკრების გავლის შემდეგ რეზერვისტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირველადი ან მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად უფორმდებათ წარდგინებები.
3. უმაღლესი განათლების მქონე რეზერვის კაპრალებს და სერჟანტებს შესაბამისი ოფიცრის მომზადების პროგრამებით სამხედრო შეკრებების გავლის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება რეზერვში.
4. სამხედრო შეკრებებზე მყოფ რეზერვისტთა ფორმის ტანსაცმელი და სამხედრო აღჭურვილობა სამხედრო ნაწილის საკუთრებაა და სამხედრო შეკრებების დასრულების შემდეგ ბარდება სამხედრო ნაწილებს.
5. ეროვნული გვარდიის რეზერვისტების სანივთე ქონება ბარდება ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან შეინახონ სათანადო პირობებში და გასცენ იგი სამხედრო შეკრებებზე რეზერვისტების გამოძახებისას ან სხვა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნული გვარდიის ფორმირებების ფუნქციური მოვალეობების შესასრულებლად, ხოლო შეიარაღება და საბრძოლო მასალები ბარდება შესანახად ახლო დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებს ან ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის ბაზას.
6. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ან სამხედრო აღჭურვილობის დაკარგვის (დაზიანების) შემთხვევაში რეზერვისტი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობით.
7. სამხედრო შეკრებებზე გაწვეული რეზერვისტებისათვის სამსახურის ადგილებამდე და უკან გადასაადგილებლად ტრანსპორტს გამოყოფს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.