,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №12
2006 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს (გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“?
- „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 18.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.395.
- სად არის „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”“, №12, 18.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.395 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9472/