,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში დამატების შეტანის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№230
სარეგისტრაციო კოდი
130.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 46, 19/04/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №230

2005 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში დამატების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 4.1. პუნქტს დაემატოს 4.1.7. ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.1. ცნობები საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, რომელთა წინასწარმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს:

4.1.1. ცნობები სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებების მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, რომელთა გამჟღავნებაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოლაპარაკების შედეგებზე;

4.1.2. საქართველოს მთავრობის, სამინისტროების (უწყებების), საგარეო ეკონომიკური ორგანიზაციების მოლაპარაკებები უცხოეთის სახელმწიფოებთან ან ფირმებთან საგარეო ეკონომიკურ, სავალუტო-საკრედიტო და სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებზე ოფიციალური შეთანხმების, ხელშეკრულების დადებამდე;

4.1.3. სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებებით და მოლაპარაკებებით გათვალისწინებული შეთანხმებები, რომელთა კონფიდენციალურობა ურთიერთშეთანხმებულია მხარეებთან;

4.1.4. ცნობები საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების შესახებ, თუ მათი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს;

4.1.5. ცნობები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანწილად განაპირობოს სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების შედეგები, კონკრეტული მოლაპარაკებების ტაქტიკა;

4.1.6. ცნობები:

_ საქართველოს სამთავრობო დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების მზადებაზე, თუ მათი ნაადრევი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს;

_ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში მოსალოდნელი თანამდებობრივი ცვლილებების შესახებ;

_ სამხედრო დიპლომატიური სამსახურისათვის კონკრეტული მუშაკების მომზადების შესახებ;

4.1.7. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ცნობები საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურთა ვიზიტების ორგანიზებისათვის გამოყენებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესახებ.“.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში დამატების შეტანის შესახებ”“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.04.2005.
როდის იქნა მიღებული „,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში დამატების შეტანის შესახებ”“?
„,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში დამატების შეტანის შესახებ”“ მიღებულია 19.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №230. სარეგისტრაციო კოდი — 130.030.000.08.002.003.
სად არის „,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში დამატების შეტანის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში დამატების შეტანის შესახებ”“, №230, 19.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 130.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94768/