,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.398
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 8, 23/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №15

2006 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №56, მუხლი 480) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს.”.

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ე) დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;

ვ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი;

ზ) შიდა კონტროლის სამმართველო.”.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები

1. მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია:

ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;

გ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

დ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;

ზ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და დანიშნულებისამებრ მიწოდება;

ი) სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

2. საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშვება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

დ) ადამიანური რესურსების მართვის ორგანიზების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის კომპიუტერული მომსახურება, დამუშავება, დაცვა.

3. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) თანამშრომლებისათვის სამსახურებრივ საკითხებზე იურიდიული კონსულტაციების გაწევა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;

დ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა;

ზ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება;

თ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზება;

ი) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის პროცედურების ორგანიზება.

4. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;

ბ) სამინისტროს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია და განვითარება;

გ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობები;

დ) საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპებიდან გამომდინარე სათანადო წინადადებებისა და მექანიზმების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით;

ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა ანალიზი;

ვ) ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების დამყარება-წარმართვის ხელშეწყობა.

5. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია, დევნილის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა, ჩამორთმევა და აღდგენა;

ბ) დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დევნილი მოსახლეობის მიღება, გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;

დ) დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, სოციალური დაცვის ხელშემწყობი პირობების შექმნა და შესაბამისი პროგრამებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ე) დევნილთა დაბრუნების ორგანიზებისა და რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ვ) დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სახელმწიფო და სხვა პროგრამებისა და მიმდინარე სამუშაოთა შესრულების კონტროლი და ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

6. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შიდა მიგრაციული პროცესების მართვა;

ბ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და განსახლების პროგრამების განხორციელება;

გ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე იმიგრაციულ-ემიგრაციული პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მიგრანტთა ინსპექტირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით სათანადო რეაგირება;

ზ) შრომითი და მიგრაციული პროცესების ხელშეწყობა და ნებაყოფლობით დაბრუნებულთა სარეაბილიტაციო და სხვა პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) საქართველოში იძულებით შემოსული უცხოელების აღრიცხვა-რეგისტრაცია, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა, სათანადო სტატუსის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დოკუმენტაციის მომზადება;

ი) ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

კ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოდან დეპორტირებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიაციის, ადაპტაცია-რეინტეგრაციის პროცესის წარმათვა-კოორდინაცია და ამ მიზნით სათანადო პროგრამებისა და წინადადებების მომზადება.

7. შიდა კონტროლის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

ბ) მინისტრის დავალების საფუძველზე კონკრეტულ საკითხთა შემოწმებების განხორციელება და შესაბამისი დასკვნების მომზადება.”.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

,,მუხლი 81. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრი.”.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი