„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 15 ნოემბრის №481 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№318
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 13/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №318

2005 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 15 ნოემბრის №481 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 15 ნოემბრის №481 ბრძანებულებაში (სსმ III, 2002 წ., №114, მუხ. 994) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.“;

ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების:

ბ.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჰოსპიტალს მართავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

„3. ჰოსპიტლის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჰოსპიტლის უფროსის წარდგინებით. თანამდებობრივ სარგოებს, შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს ამტკიცებს ჰოსპიტლის უფროსი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

ბ.გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.“;

ბ.დ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9.

1. ჰოსპიტალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართავს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

2. ჰოსპიტლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“;

ბ.ვ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჰოსპიტლის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

  მ. სააკაშვილი