⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.07.2016)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 07.06.2005
ძალის დაკარგვა 11.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №464
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 10/06/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,138 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2005 მიღება
11.07.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Geo_Times','serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Geo_Times','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Geo_Times','serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Geo_Times','serif';} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.9in 50.85pt .8in .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №464 2005 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტისა და ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი (შემდგომში – მუზეუმი). 2. დამტკიცდეს მუზეუმ-ნაკრძალის თანდართული დებულება. 3. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ. მასვე დაევალოს მუზეუმ-ნაკრძალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. 4. მუზეუმ-ნაკრძალს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს ცხინვალის რაიონის სოფელ ქურთაში მდებარე მაჩაბლების ყოფილი სახლი, ხოლო მოძრავი ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით. მ. სააკაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი (შემდგომში – მუზეუმ-ნაკრძალი) არის „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე უძრავი ძეგლისა და მისი გარემოს დაცვისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესრულების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. მუზეუმ-ნაკრძალი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. მუზეუმ-ნაკრძალის სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი“. 4. მუზეუმ-ნაკრძალს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები. იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა და სხვა რეკვიზიტები. 5. მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს ცხინვალის რაიონში, დიდი ლიახვის აუზში, სოფელ სვირიდან სოფელ თამარაშენამდე არსებულ ისტორიისა და კულტურის უძრავ და მოძრავ ყველა ძეგლს, აგრეთვე, ძეგლის ნიშნის მქონე ყველა ობიექტს, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა. 6. მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული მისამართია – ცხინვალის რაიონი, სოფ. ქურთა.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 1. მუზეუმის ძირითადი ამოცანაა: ა) თავის სამოქმედო ზონაში არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობა, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვა, დაცვა, მეცნიერულად შესწავლა; ბ) სამოქმედო ზონაში არსებული კულტურული ფასეულობების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და მათი პოპულარიზაცია; გ) სამოქმედო ზონაში არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების, ფონდში დაცული ექსპონატების ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა და მოძიებული მასალის დამუშავება. 2. მუზეუმს უფლება აქვს: ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩლედ ან მოპასუხედ; ბ) ითანამშრომლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან; დადოს ხელშეკრულებები და შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, დაამყაროს და განავითაროს კავშირი უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ-სამეცნიერო ცენტრებთან; გ) მონაწილეობა მიიღოს მის სამოქმედო ზონაში არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების სააღრიცხვო ბარათების შედგენაში, თვალყური ადევნოს ძეგლებზე ყოველგვარი სამშენებლო და არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობას და დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს, თუ ძეგლებზე წარმოებული სამუშაოები სრულდება სპეციალური პროექტის, ნებართვის და შეთანხმების გარეშე; დ) ჩაატაროს სამეცნიერო სესიები და სემინარები, მოაწყოს არქეოლოგიური, ეთნოლოგიური თუ სხვა სახის ექსპედიციები; ე) დაამუშაოს და გამოსცეს გზამკვლევები და ბუკლეტები მის სამოქმედო არეალში არსებული ძეგლების შესახებ; ვ) გამოავლინოს და აღრიცხოს თავის სამოქმედო ზონაში არსებული ძეგლები და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტები, შეადგინოს იმ ძეგლების სია, რომლებსაც ესაჭიროებათ გადაუდებელი გამაგრება-აღდგენა; ზ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს არქეოლოგიური ზონებისა და უძრავი ძეგლების დამცავი ზონების დადგენა-დამტკიცებაში; თ) მოაწყოს სტაციონარული ექსპოზიცია და მოძრავი გამოფენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აწარმოოს მათი პერიოდული რეექსპოზიცია; ი) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში; კ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები სახელშეკრულებო საფუძველზე, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად; ლ) საკუთარი სახელით დადოს ხელშეკრულებები საქართველოს ან უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. 3. მუზეუმ-ნაკრძალს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმ-ნაკრძალის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 3🔗. მუზეუმ-ნაკრძალის მართვა და სტრუქტურა 1. მუზეუმ-ნაკრძალის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. მუზეუმ-ნაკრძალის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში. 3. მუზეუმ-ნაკრძალის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 4. მუზეუმის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს მუზეუმ-ნაკრძალის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმ-ნაკრძალს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმ-ნაკრძალის სახელით დებს გარიგებებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განაგებს მუზეუმ-ნაკრძალის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; დ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს; ე) მუზეუმის წინაშე წამოჭრილი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები; ვ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს.     მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას. 2. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმ-ნაკრძალის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 5🔗. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი 1. მუზეუმ-ნაკრძალის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. მუზეუმ-ნაკრძალი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. მუზეუმ-ნაკრძალის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 6🔗. მუზეუმ-ნაკრძალის დაფინანსების წყაროები 1. მუზეუმ-ნაკრძალის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 7🔗. მუზეუმ-ნაკრძალის ქონება მუზეუმ-ნაკრძალის ბალანსზე არსებული ქონება გამოიყენება და განიკარგება მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან და/ან ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.     მუხლი 9🔗. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუზეუმ-ნაკრძალის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.