„ქვეყანაში შეიარაღების აღრიცხვისა და კონტროლის მოწესრიგების მიზნით მონიტორინგის ჯგუფისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ”
მიღების თარიღი 22.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №530
სარეგისტრაციო კოდი 120.210.030.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 27/06/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„ქვეყანაში შეიარაღების აღრიცხვისა და კონტროლის მოწესრიგების მიზნით მონიტორინგის ჯგუფისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:25.0pt; font-family:LitMtavrPS; color:navy; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:2.5in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 53.05pt 56.7pt 46.75pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №530
2005 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
ქვეყანაში შეიარაღების აღრიცხვისა და კონტროლის მოწესრიგების მიზნით მონიტორინგის ჯგუფისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ
ქვეყანაში შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის მონიტორინგისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების, უწყებებს შორის კოორდინაციის სრულყოფისა და ინფორმაციის გაცვლის, გაეროს ცეცხლსასროლი იარაღისა და მსუბუქი შეიარაღების უკანონო ვაჭრობის აღკვეთისა და აღმოფხვრის პროგრამის იმპლემენტაციისა და ეუთოს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფორუმის მოთხოვნების შესრულების მიზნით, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბერის №618 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად და ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შესაბამის რეკომენდაციათა გათვალისწინებით:
1. შეიქმნას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებული შეიარაღების (მათ შორის, მცირე და მსუბუქი შეიარაღება), საბრძოლო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის საუწყებათაშორისო მონიტორინგის ჯგუფი (შემდგომში – მონიტორინგის ჯგუფი).
2. მონიტორინგის ჯგუფმა უზრუნველყოს მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მასში აკუმულირებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების წარდგენა ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიაზე განსახილველად.
3. დამტკიცდეს მონიტორინგის ჯგუფის:
ა) საქმიანობის წესი;
ბ) შემადგენლობა;
გ) იმ იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა, რომელიც აისახება მონაცემთა ბაზაში.
4. 2005 წლის 15 ივლისამდე საქართველოს იმ დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, სადაც განსაზღვრულია უწყებრივი საინფორმაციო ბაზების შექმნა, უწყებრივი ბრძანებებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა ბაზების მომსახურებას საქმიანობის წესის თანახმად.
5. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას (გ. ბეჟუაშვილი) ნება დაერთოს აწარმოოს მოლაპარაკება დონორ ორგანიზაციებთან მონაცემთა ერთიანი ბაზის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საჭირო გრანტის მოპოვების მიზნით.
6. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა (გ. ბეჟუაშვილი) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის 2006 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს მონიტორინგის ჯგუფის მუშაობისათვის აუცილებელი ფულადი ხარჯები.
7. მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტმა.
8. მონიტორინგის ჯგუფი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის წინაშე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებული შეიარაღების (მათ შორის, მცირე და მსუბუქი შეიარაღება), საბრძოლო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის მონიტორინგის მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო ჯგუფის საქმიანობის წესი
1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებული შეიარაღების (მათ შორის, მცირე და მსუბუქი შეიარაღება), საბრძოლო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის მონიტორინგის მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო ჯგუფი (შემდგომში – მონიტორინგის ჯგუფი) შექმნილია ქვეყანაში შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის სრული აღწერა-მონიტორინგის, უწყებებსა და ორგანიზაციებს შორის ინფორმაციული კოორდინაციის, შეიარაღების ორმაგი აღრიცხვიანობის გამორიცხვის, გაეროს ცეცხლსასროლი იარაღის და მსუბუქი შეიარაღების უკანონო ვაჭრობის აღკვეთისა და აღმოფხვრის პროგრამის იმპლენტაციის და ეუთოს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფორუმის მოთხოვნების შესრულების მიზნით.
2. მონიტორინგის ჯგუფი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის დებულებით და მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის წესით.
3. მონიტორინგის ჯგუფი კომპლექტდება ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საწარმოთა მართვის სააგენტოსა და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებით.
4. მონიტორინგის ჯგუფი შედგება ჯგუფის ხელმძღვანელისაგან, ჯგუფის პასუხისმგებელი მდივნისა და ჯგუფის წევრებისაგან, რომელთაც ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისიის წარდგენით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საბაჟო დეპარტამენტში უწყების ხელმძღვანელების ბრძანებით იქმნება უწყებრივი საინფორმაციო ბაზები, რომლებიც გახდებიან ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემადგენელი ნაწილი.
6. სამთავრობო დაწესებულებების უწყებრივი საინფორმაციო ბაზების უფროსებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობიდან (უწყებების გენერალური ინსპექციის უფროსები და/ან შეიარაღების შესაბამისი სამსახურის უფროსები), ხოლო წევრებს – უწყების ხელმძღვანელი.
7. უწყებების საინფორმაციო ბაზები უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას მონაცემთა ერთიან ბაზაში შესატანად.
8. ერთიან საინფორმაციო ბაზაში ინფორმაციის შეტანა და მონიტორინგის ჯგუფისათვის სხვა ინფორმაციის მიწოდება, მე-5 პუნქტში აღნიშნული უწყებების გარდა, ხორციელდება ასევე სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებიდან, მათთან არსებული ინფორმაციების შესაბამისად (იხ. დანართი).
9. მონაცემთა ერთიან ბაზაში ინფორმაციის დროულად ჩასწორების მიზნით მონიტორინგის ჯგუფის წევრები საკუთარ უწყებაში შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის სააღრიცხვო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აცნობებენ მონაცემთა ერთიან ბაზას.
10. მონაცემთა ერთიან ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებისა და ანალიზის მიზნით მონიტორინგის ჯგუფის წევრები თვეში ერთხელ აკეთებენ კრებსით მასალას თავიანთ უწყებებში შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის ცვლილებების შესახებ და აღნიშნულ ინფორმაციას გადასამოწმებლად აგზავნიან მონაცემთა ერთიან ბაზაში.
11. მონიტორინგის ჯგუფი იკრიბება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.
12. მონიტორინგის ჯგუფი მის მიერ შესრულებული მუშაობის ანალიზსა და შემუშავებულ რეკომენდაციებს განსახილველად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას.
13. მონიტორინგის ჯგუფის წევრები სრულად აგებენ პასუხს მონაცემთა ცენტრალურ და უწყებრივ ბაზებში ასახული ინფორმაციის სისწორის, დროულობისა და სრულყოფილებისათვის.
14. მონიტორინგის ჯგუფისა და უწყებების საინფორმაციო ბაზის წევრები ერთიანი მონაცემთა ბაზის სრულყოფასა და მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ანგარიშვალდებული არიან მონიტორინგის ჯგუფის უფროსისა და უწყებების ხელმძღვანელთა წინაშე.
15. საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონიტორინგის ჯგუფი იკვლევს ქვეყანაში მსუბუქი შეიარაღების:
· გავრცელების ხარისხს;
· ზეგავლენას მოსახლეობაზე (აწარმოებს ანალიზს ცალკეული დანაშაულის მიხედვით შესაბამისი თემატური მიმართულებებით);
· გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ აზრს;
· გავრცელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ინსტიტუტის შესაძლებლობას.
16. მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებული შეიარაღების (მათ შორის მცირე და მსუბუქი შეიარაღება), საბრძოლო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის მონიტორინგის მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო ჯგუფის საქმიანობის წესის
დანართი
მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის სტრუქტურა
ÃÀÍÀÒÈÉ (À)
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებული შეიარაღების (მათ შორის მცირე და მსუბუქი შეიარაღება), საბრძოლო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის საუწყებათაშორისო მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა
კახაბერ ჩიქოვანი – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, ჯგუფის უფროსი
ბადრი ჩხაიძე – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი, მონაცემთა ერთიანი ბაზის უფროსი
ემზარ აბრამიშვილი – საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მართვის ცენტრის უფროსი
ზურაბ ანთელიძე – საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, საბაჟო დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზის უფროსი
გიორგი გოგიბერიძე – იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი
მიხეილ გოგრიჭიანი – ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ბურღვააფეთქებით სამუშაოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი
ზურაბ გოგსაძე – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების მთავარი მრჩეველი, ჯგუფის პასუხისმგებელი მდივანი
გიორგი დოლიძე – საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი
თეიმურაზ ლობილაძე – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების მთავარი მრჩეველი
ლევან მაისურაძე – ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსი
გიორგი მელაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
დავით ნატროშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი
პაატა პატარიძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების მთავარი სამმართველოს უფროსი
ვასილ სანოძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზის უფროსი
ირაკლი ფანცხავა – იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ბაზის უფროსი
გიორგი ფანცულაია – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ზაზა ქაჩიბაია – თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბაზის უფროსი
ზაზა ხაჩიძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს სანებართვო სამსახურის უფროსი
ავთანდილ ხვადაგიანი – თავდაცვის სამინისტროს მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე
მალხაზ ღუღუნიშვილი – გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი
ირაკლი ჩოგოვაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე
სერგო ძაგნიძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამართველოს უფროსი
გოჩა ჯოხაძე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღების განყოფილების უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საინფორმაციო ბაზის უფროსი
ლაშა ჯუღელი – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საინფორმაციო ბაზის უფროსი.
იმ იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა, რომელიც აისახება მონიტორინგის ჯგუფის მონაცემთა ბაზაში
– ყველა სახის გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
– ყველა სახის პისტოლეტი და რევოლვერი;
– ყველა სახის ავტომატური და ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
– ყველა სახის შაშხანა;
– ყველა სახის ნაღმმტყორცნი და ყუმბარმტყორცნი;
– ყველა სახის საბრძოლო მასალა;
– ყველა სახის საბრძოლო ტექნიკა;
– ყველა სახის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება;
– ყველა სახის საბრძოლო და/ან საპატრულო დანიშნულების მფრინავი საშუალება;
– ყველა სახის საბრძოლო და/ან საპატრულო დანიშნულების მცურავი საშუალება;
– ორმაგი დანიშნულების პროდუქცია – ფეთქებადი მასალა ან ის ქიმიური შენაერთი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასაფეთქებელი საშუალებების დასამზადებლად.