„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№567
სარეგისტრაციო კოდი
190.010.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 05/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №567

2005 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, კრებული, №11, 1997 წ., გვერდი 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მეორე აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და წინადადებას „შეიქმნას მუნიციპალური განვითარების ფონდი“ დაემატოს სიტყვები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას მუნიციპალური განვითარების ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. დაევალოს საქართველოს მთავრობას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება.“.

გ) ამოღებულ იქნეს მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №210 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულება.

3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულების დამტკიცებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.07.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 04.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №567. სარეგისტრაციო კოდი — 190.010.000.08.002.003.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №567, 04.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95386/