„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 04.07.2005
ძალის დაკარგვა 03.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №570
სარეგისტრაციო კოდი 010.210.060.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 05/07/2005
matsne.gov.ge 5,124 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.07.2005 მიღება
03.10.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.4pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 44.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №570 2005 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული: ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება (დანართი№1); ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დებულება (დანართი №2); გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება (დანართი №3); დ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება (დანართი №4); ე) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება (დანართი №5). მ. სააკაშვილი დანართი №1 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აპარატის საქმიანობის უზრუნველყოფა დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ანტიკორუფციული პოლიტიკის, სამართალდაცვის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის სფეროში. ასევე ადა­მია­ნის უფ­ლე­ბა­თა და თავისუფლებათა დაც­ვის სფერო­ში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მო­ნი­ტო­რინგი და შიდა კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავება. 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ორ­გა­ნუ­ლი კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნაა „ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ“ საქართველოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის მოთხოვნათა შე­სა­ბა­მი­სად ხელი შეუწყოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სფერო­ში უმაღლესი პო­ლი­ტი­კუ­რი გადაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პროცე­სის კოორ­დი­ნა­ცი­ა­სა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს. 2. დეპარტამენტი კოორ­დი­ნა­ცი­ასა და ორ­გა­ნიზებას უწევს სამართალდაცვის და სპეციალური სამსახურების საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფო სტრა­ტე­გიის შემუ­შა­ვე­ბას სახელმწიფო უშიშროების, სა­მარ­თალ­დაც­ვის, კორუფციასთან ბრძოლის, შიდა კონფლიქტების მოწესრიგების, ადამინის უფლებათა დაცვისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში, რის­თვი­საც იგი: ა) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ქვეყ­ნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების არსებული მდგო­მა­რე­ო­ბის, აგრეთვე შიდა საფ­რთხი­ს ძირი­თა­დი მიმართულებებისა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შეფასე­ბა­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბას; ბ) შე­ი­მუ­შა­ვებს წი­ნა­და­დე­ბებსა და რე­კო­მენ­დაცი­ებ­ს ქვეყ­ნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების პო­ლი­ტი­კი­სა და სტრატეგი­ის შესახებ; გ) ა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ულ და ანა­ლი­ტი­კურ უზრუნველ­ყო­ფას ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბას­თან დაკავშირებუ­ლი სა­კით­ხე­ბის შესახებ; დ) ა­ხორ­ცი­ე­ლებს ქვეყნის სა­ხელ­მწი­ფო უშიშრო­ე­ბის, კორუფციასა და სხვა სახის დამნაშავეო­ბასთან ბრძო­ლი­ს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის სფეროში შესაბამისი სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას; ე) ახორციელებს ქვეყნის სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს; ვ) კოორდინაციას უწევს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებს და სახელმწიფოს მიერ ანტიკორუფციული ხასიათის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს; ზ) ხელს უწყობს სახელმწიფოს ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირებას და აწარმოებს მისი შემდგომი იმპლემენტაციის მონიტორინგს; თ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის, საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წა­რუდ­გენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გან­სა­ხილ­ველ სა­კით­ხთა შესახებ წინადა­დე­ბებ­სა და რეკომენდა­ცი­ებს; კ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და­ვა­ლე­ბის, ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საბ­ჭოს რეკომენ­და­ცი­ების სა­ფუძ­ველზე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით ამ­ზა­დებს საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის ნორმატიული აქ­ტე­ბის პრო­ექ­ტებს და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცი­ას მ­იკუთ­ვნე­ბულ სა­კით­ხებ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა­თა აღ­სრუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეფასე­ბასა და სა­თა­ნა­დო რეკო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას; ლ) ამ­ზა­დებს საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის ნორმატიული აქ­ტე­ბის პრო­ექ­ტებს უშიშ­რო­ე­ბისა და სა­მარ­თალ­დაც­ვი­ს სფე­რო­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­საზ­ღვრუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რთა­თვის სამ­ხედ­რო და სპე­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბე­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ; მ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად, განიხილავს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დაც­ვის ორ­გა­ნო­ე­ბის მი­მარ­თვებ­სა და წერი­ლებს; ნ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობას; ო) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით; პ) ახორცი­ე­ლებს ადა­მია­ნის უფ­ლე­ბა­თა და თავისუფლებათა დაც­ვის სფერო­ში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მო­ნი­ტო­რინგს; ჟ) მონაწილეობს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავებაში. 3. დეპარტამენტი და­კის­რე­ბულ ამო­ცა­ნა­თა შეს­რუ­ლე­ბი­სას სამსახურებრი­ვად ანგარიშვალდებულია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნული უშიშრო­ე­ბის საით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თააშემწის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარ­მარ­თავს დეპარტამენტის საქ­მი­ა­ნო­ბას, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან შეთანხმებით დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს; დ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შესახებ; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ვ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; ზ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბა­რებს ან­გა­რიშს დეპარტამენტის საქმიანო­ბის შესახებ; თ) დად­გე­ნი­ლი წე­სით ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის ცალკე­ულ და­ვა­ლე­ბებს, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით. 5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თანა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: – სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილება; – ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილება; – შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილება; – ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება.     მუხლი 5🔗. სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) თავისი ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე: ა) ახორციელებს დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას; ბ) მონაწილეობს სამართალდაცვის სისტემის რეფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში; გ) ახორციელებს ქვეყანის მასშტაბით სამართალდარღვევათა მონიტორინგს, რისთვისაც გამოითხოვს სათანადო ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურიდან, სპეციალური სამსახურებიდან, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროდან, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციიდან; დ) ამზადებს პრეზიდენტის საინფორმაციო და ანალიტიკურ მასალებს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; ე) ახორციელებს სახელმწიფო უშიშროების, დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას; ვ) აკონტროლებს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ დავალებათა შესრულებას სამართალდამცვისა და სპეციალური სამსახურების მიერ; ზ) სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურებიდან გამოითხოვს შესაბამისი უწყებების რეფორმის კონცეფციებს. ატარებს ანალიზსა და მოსმენებს ფუნქციათა დუბლირებისა და კომპეტენციის აღრევის გამოსარიცხად; თ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს უშიშროებისა და სამართალდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობის პირთათვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ; ი) განიხილავს საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს მთავრობაში წარმოდგენილ, ქვეყნის უშიშროებასთან, სამართალდაცვის ორგანოებთან და სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებს; კ) განიხილავს და პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად ამზადებს სპეციალური სამსახურებისა და სამართალდაცვის ორგანოების წერილებსა და მიმართვებს.     მუხლი 6🔗. ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე: ა) აანალიზებს სხვადასხვა სფეროში არსებულ სიტუაციას და ამზადებს რეკომენდაციებს ამა თუ იმ სისტემაში კორუფციის დონის შემცირებისა და კორუფციული მექანიზმების მოშლის მიზნით; ბ) უშუალოდ მონაწილეობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთობლივად ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირებაში; გ) შეიმუშავებს წინადადებებს სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფების (კომისიების) შექმნის თაობაზე, რომლებიც შეიმუშავებენ ანტიკორუფციული ხასიათის კონცეპტუალურ დოკუმენტებს (როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული ხასიათის) და კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას; დ) აწარმოებს პერმანენტულ მონიტორინგს შესაბამისი უწყებების მიერ გაწეულ საქმიანობაზე საქართველოს მიერ ანტიკორუფციული ხასიათის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს მათი შესრულების კონკრეტულ გეგმას; ე) მოიპოვებს ინფორმაციას კორუფციასთან მებრძოლი სახელმწიფო უწყებებიდან, აანალიზებს მათ საქმიანობას, ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს და ამზადებს რეკომენდაციებს მათი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისათვის; ვ) მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც ანტიკორუფციული პროპაგანდის თვალსაზრისით, ისე უშუალოდ ანტიკორუფციული საქმიანობის კუთხით.     მუხლი 7🔗. შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე: ა) ხელს უწყობს საქართველოში არსებული შიდა კონფლიქტების მოწესრიგებას, რისთვისაც მონაწილეობს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავების პროცესში; ბ) ახორციელებს კონფლიქტების მოწესრიგების კონცეპტუალური გეგმებისა და რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის; გ) მონაწილეობს შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში; დ) ურთიერთობა აქვს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სათანადო ინფორმაციას; ე) პერიოდულად ამზადებს ანალიზს საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ.     მუხლი 8🔗. ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე: ა) ახორციელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს; ბ) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით შეიმუშავებს გადაუდებელ ორგანიზაციულ ღონისძიებებს; გ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ეროვნული უშიშროების საბჭოზე განსახილველად ამზადებს შესაბამის საკითხებს; დ) ამზადებს მოხსენებებს გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში წარსადგენად ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ; ე) თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, საქართველოს სახალხო დამცველთან, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ვ) განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღებულ ინფორმაციებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისთვის მოსახსენებლად ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ზ) ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემათა ორგანიზაციულმეთოდოლოგიური უზრუნველყოფას; თ) საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემოწმებისა და ანალიზის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში ამზადებს უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად სათანადო დასკვნებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ი) ამზადებს და მართავს შეხვედრებს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; კ) წარუდგენს ხელმძღვანელობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემათა შესახებ მეცნიერული კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს; ლ) ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ახორციელებს დროებითი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა საქმიანობის მონიტორინგსა და აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენას; მ) რეგულარულად აწვდის ხელმძღვანელობას ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობისა და ამ მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ.     მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.  დანართი №2 საქართველოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის თავდაცვის     განვითარების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ­ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, რისთვისაც ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისა და ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციას, სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის საქმიანობის ხელშეწყობას, თავდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზსა და მისი განვითარებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას. 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა „ეროვნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ“ საქართვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის მოთხოვნათა შე­სა­ბა­მი­სად ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, განახორციელოს ამ მიმართულებით მიმდინარე მოვლენების შეფასება, ანალიზი და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები, რის­თვი­საც იგი: ა) ა­ხორ­ცი­ე­ლებს სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ქვეყ­ნის უსაფრთხოების არსებული გარემოს შეფასებას, საფრთხეებისა და გამოწვევების ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) შე­ი­მუ­შა­ვებს წი­ნა­და­დე­ბებსა და რე­კო­მენ­დაცი­ებ­ს ქვეყ­ნის თავდაცვის პო­ლი­ტი­კი­სა და სტრატეგი­ის შესახებ; გ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ახორციე­ლებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ინ­ფორ­მა­ცი­ულ და ანა­ლი­ტი­კურ უზრუნ­ველ­ყო­ფას ქვეყ­ნის თავდაცვის, სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით; დ) ა­ხორ­ცი­ე­ლებს სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში ქვეყნის შესაბამისი სამსახურების საქმიანობისა და ამ სფეროში მიმდინარე ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციას, მონიტორინგსა და ანალიზს; ე) ახორციელებს ქვეყნის სამხედრო სამრეწველო-სამეცნიერო და სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სახელმწიფო კომპლექსების ფუნქციონირების, მატერიალური რეზერვებისა და ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე, ზემოაღნიშნული კომპლექსის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი რეალიზაციის საკითხების კოორდინაციას; ვ) ახორციელებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, აგრეთვე, ქვეყანაში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას და მონიტორინგს; ზ) ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული ექსპერტთა თუ მიზნობრივი ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას; თ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მონაწილეობს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბჭოსთან შექმნილი მუდ­მი­ვი და დრო­ე­ბი­თი სა­უწ­ყე­ბა­თა­შო­რი­სო კო­მისიე­ბის საქმი­ა­ნო­ბის წარ­მარ­თვასა და ორგა­ნი­ზა­ცი­უ­ლ უზ­რუნ­ველ­ყოფაში; ი) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად მონაწილეობას იღებს ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო და კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მართვის პროცესში; კ) ახორციელებს ქვეყნის სამხედრო ძალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს; ლ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში, მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტისათვის; მ) თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს პრე­ზი­დენტს წა­რუდ­გენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გან­სა­ხილ­ველ სა­კით­ხთა შესახებ წინადა­დე­ბებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს; ნ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბის, ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საბ­ჭოს რეკომენდაციის სა­ფუძ­ველ­ზე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით დეპარტამენტის კომპეტენ­ცი­ას მ­იკუთ­ვნე­ბულ სა­კით­ხებ­ზე ამ­ზა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სამართლებრივი აქ­ტე­ბის პრო­ექ­ტებს და ახორციელებს საქართველოს პრეზიდენ­ტის გადაწყვე­ტი­ლე­ბა­თა აღ­სრუ­ლე­ბის კონტროლს; ო) ამ­ზა­დებს საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის სამართლებრივი აქტე­ბის პრო­ექ­ტებს თავდაცვის სფე­როში კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­საზ­ღვრუ­ლ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რთა და­ნიშ­ვნის, გათავისუფლების, სამ­ხედ­რო და სპე­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბე­ბის მინიჭების შე­სა­ხებ; პ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილავს სამ­ხედ­რო ძალებში შემავალი უწყებების მი­მარ­თვებ­სა და წერი­ლებს და წარადგენს რეკომენდაციებს; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათა შორის თანამშრომლობის ორგანიზებაში.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: 1. თავდაცვის საკითხთა განყოფილება, რომლის დანიშნულებაა: ა) განა­ხორ­ცი­ე­ლოს სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ქვეყ­ნის უსაფრთხოების არსებული გარემოს შეფასება, საფრთხეებისა და გამოწვევების ანალიზი და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; ბ) შე­ი­მუ­შა­ოს წი­ნა­და­დე­ბები და რე­კო­მენ­და­ციები ქვეყ­ნის თავდაცვის პო­ლი­ტი­კი­სა და სტრატეგი­ის შესახებ; გ) განახორ­ცი­ე­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ული და ანა­ლი­ტი­კური უზრუნ­ველ­ყო­ფა ქვეყ­ნის თავდაცვის, სამხედრო და სამხედრო-პოლი-ტიკურ საკითხებთან დაკავშირებით; დ) განა­ხორ­ცი­ე­ლოს სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროებში ქვეყნის შესაბამისი სამსახურების საქმიანობისა და ამ სფეროში მიმდინარე ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანალიზი; ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბჭოსთან შექმნილი მუდ­მი­ვი და დრო­ე­ბი­თი სა­უწ­ყე­ბა­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ე­ბის საქმი­ა­ნო­ბის წარ­მარ­თვასა და ორგა­ნი­ზა­ცი­უ­ლ უზ­რუნ­ველ­ყოფაში; ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო და კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მართვის პროცესში; ზ) განახორციელოს ქვეყნის სამხედრო ძალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლი; თ) განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, ხოლო საჭიროების შემთხევევაში მათი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა; ი) თავისი კომპეტენციის სფეროში სა­ქარ­თველოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წა­რუდ­გინოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გან­სა­ხილ­ველ სა­კით­ხთა შესახებ წინადა­დე­ბები და რეკომენდა­ცი­ები; კ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბის, ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საბ­ჭოს რეკომენდაციის სა­ფუძ­ველ­ზე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით განყოფილების კომპეტენ­ცი­ას მ­იკუთ­ვნე­ბულ სა­კით­ხებ­ზე მოამ­ზა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სამართლებრივი აქ­ტე­ბის პრო­ექ­ტები და განახორციელოს საქართვე­ლოს პრეზიდენ­ტის გადაწყვე­ტი­ლე­ბა­თა აღ­სრუ­ლე­ბის კონტროლი; ლ) მოამ­ზა­დოს საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის სამართლებრივი აქტე­ბის პრო­ექ­ტები თავდაცვის სფე­როში კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­საზ­ღვრუ­ლ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რთა და­ნიშ­ვნის, გათავისუფლების, სამ­ხედ­რო და სპე­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბე­ბის მინიჭების შე­სა­ხებ; მ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილოს სამ­ხედ­რო ძალებში შემავალი უწყებების მი­მარ­თვებ­ი და წერი­ლები და წარადგინოს რეკომენდაციები; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობის ორგანიზებაში. 2. სამხედრო ტექნიკურ საკითხთა განყოფილება, რომლის დანიშნულებაა: ა) განა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ული და ანა­ლი­ტი­კური უზრუნველ­ყო­ფა სამხედრო-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) განა­ხორ­ცი­ე­ლოს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ქვეყნის შესაბამისი სამსახურების საქმიანობისა და ამ სფეროში მიმდინარე ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანალიზი; გ) განა­ხორ­ცი­ე­ლოს ქვეყნის სამხედრო სამრეწველო-სამეცნიერო და სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სახელმწიფო კომპლექსების ფუნქციონირების, მატერიალური რეზერვებისა და ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კომპლექსის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი რეალიზაციის საკითხების კოორდინაცია; დ) განა­ხორ­ცი­ე­ლოს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, აგრეთვე ქვეყანაში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია და მონიტორინგი; ე) განა­ხორ­ცი­ე­ლოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათშორისი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული ექსპერტთა თუ მიზნობრივი ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა; ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში განა­ხორ­ცი­ე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის საბჭოსთან შექმნილი მუდ­მი­ვი და დრო­ე­ბი­თი სა­უწ­ყე­ბა­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ე­ბის საქმი­ა­ნო­ბის წარ­მართვა და ორგა­ნი­ზა­ცი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფა; ზ) განა­ხორ­ცი­ე­ლოს ქვეყნის სამხედრო ძალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლი; თ) განა­ხორ­ცი­ე­ლოს შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, ხოლო საჭიროების შემთხევევაში მათი წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის; ი) თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს პრე­ზი­დენტს წარუდგინოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გან­სა­ხილ­ველ სა­კით­ხთა შესახებ წინადა­დე­ბები და რეკომენდა­ცი­ები; კ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბის, ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საბ­ჭოს რეკომენდაციის სა­ფუძ­ველ­ზე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით, განყოფილების კომპეტენ­ცი­ას მ­იკუთ­ვნე­ბულ სა­კით­ხებ­ზე მოამ­ზა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სამართლებრივი აქ­ტე­ბის პრო­ექ­ტები და განა­ხორ­ცი­ე­ლოს საქართვე­ლოს პრეზიდენ­ტის გადაწყვე­ტი­ლე­ბა­თა აღ­სრუ­ლე­ბის კონტროლი; ლ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილოს სამ­ხედ­რო ძალებში შემავალი უწყებების მი­მარ­თვები და წერი­ლები და წარადგინოს რეკომენდაციები; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათა შორის თანამშრომლობის ორგანიზებაში.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნული უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარ­მარ­თავს დეპარტამენტის საქ­მი­ა­ნო­ბას წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს; გ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შესახებ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ე) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბა­რებს ან­გა­რიშს დეპარტამენტის საქმიანო­ბის შე­სა­ხებ; ვ) დად­გე­ნი­ლი წე­სით ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების ცალკე­ულ და­ვა­ლე­ბებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით. 5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის გადაწყვეტილებით, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. 6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებისა და დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თანა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. 7. დეპარტამენტში შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნონ შეიარაღებული ძალების სამხედრო მო­სამ­სა­ხუ­რეები შეიარაღებული ძალების კად­რში და­ტო­ვე­ბით. 8. დეპარტამენტში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა და­ნა­მა­ტი, შეღავათი და კომ­პენ­სა­ცია.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დანართი №3 საქართველოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დ ე ბ უ ­ლ ე ­ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის განსაზღვრის ხელშეწყობა, რეკომენდაციების შემუშავება და ამ სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთქმედების ორგანიზება და მისი განხორციელების კოორდინაცია. დეპარტამენტი ასევე მონაწილეობს ევროპის გაერთიანებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობში (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ); აგრეთვე ახორციელებს საერთაშორისო დახმარებებისა და ქვეყანაში მიმდინარე ყველა იმ პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის, ქვეყნის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მონიტორინგს, რაც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა. 2. საგარეო-პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე მოვლენათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. 3. საგარეო-პოლიტიკურ სფეროში სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია. 4. საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ევროპულ გაერთიანებებში ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი. 5. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მიზნით წინადადებების შემუშავება და ანალიზი. 6. ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პროცესების ანალიზი. 7. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში უცხო ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა. 8. ევროპის გაერთიანებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ) კოორდინაციის გაწევა. 9. ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო დახმარებებისა და ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის, ქვეყნის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მონიტორინგის განხორციელება. 10. საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართვე­ლოს პრეზიდენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის საკით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის საკით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარ­მარ­თავს დეპარტამენტის საქ­მი­ა­ნო­ბას, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს; დ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შესახებ; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ვ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; ზ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბა­რებს ან­გა­რიშს დეპარტამენტის საქმიანო­ბის შესახებ; თ) დად­გე­ნი­ლი წე­სით ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების ცალკე­ულ და­ვა­ლე­ბებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით. 5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.     მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დანართი №4 საქართველოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დ ე ბ უ ­ლ ე ­ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს ეკონომიკური, სატრანსპორტო-ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კოორდინაცია გაუწიოს შესაბამისი უწყებების საქმიანობას. დეპარტამენტი მონაწილეობს აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამის უწყებათა რეფორმირების პროცესში. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო ეკონომიკური პროგრამებითა და პროექტებით განპირობებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სახელმწიფოში ეკონომიკური, სატრანსპორტო-ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის მილსადენების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია. 2. ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მილსადენთან დაკავშირებული საკითხებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამის უწყებათა რეფორმირების პროცესში მონაწილეობა. 3. სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო ეკონომიკური პროგრამებითა და პროექტებით განპირობებული ვალდებულებების მონიტორინგის განხორციელება. 4. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე განსახილველად ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მილსადენთან დაკავშირებული საკითხებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკითხების მომზადება. 5. ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა. 6. ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის მილსადენების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუციების (დავალებების) მომზადების უზრუნველყოფა. 7. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ცალკეული საკონტროლო დავალებების შესრულება.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თანაშემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარ­მარ­თავს დეპარტამენტის საქ­მი­ა­ნო­ბას, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს; დ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შესახებ; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ვ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; ზ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბა­რებს ან­გა­რიშს დეპარტამენტის საქმიანო­ბის შესახებ; თ) დად­გე­ნი­ლი წე­სით ას­რუ­ლებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების ცალკე­ულ და­ვა­ლე­ბებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით. 5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თანა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.     მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.  დანართი №5 საქართველოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ­ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოს აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ, ტექნიკურ და საქმისწარმოების ფუნქციებს. 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა. 2. აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა. 3. აპარატის ადმინისტრაციულ სართულზე მუშაობის რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა. 4. აპარატის თანამშრომელთა სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა. 5. აპარატში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა. 6. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზება. 7. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუციების (დავალებების) მომზადება. 8. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება. 9. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია. 10. საქართველოს პრეზიდენტის და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშროე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სახელზე შემოსული კორესპონდენციის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის მოხსენება, რეზოლუციების, ბრძანებების მომზადება, კლასიფიცირება, შემსრულებლებისათვის მიწოდება დაყვანა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა. 11. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე კონტროლის დაწესება. 12. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მუშაობის გასაცემი ნებართვის მომზა-დების უზრუნველყოფა. 13. აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა, აპარატის თანამშრომელთათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა. 14. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ დანიშნული თათბირების მომზადება და ჩატარების უზრუნველყოფა. 15. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, აპარატის თანამშრომელთა სახელფასო და სამივლინებო თანხებით უზრუნველყოფა. 16. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უშუალო გადაწყვეტილებით აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა. 17. აპარატში საკადრო საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა. 18. აპარატის სამეურნეო საქმიანობის წარმოება.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თანაშემ­წის ეროვ­ნული უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს ადმინისტრაციული დეპარტამენტი. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარ­მარ­თავს დეპარტამენტის საქ­მი­ა­ნო­ბას, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს; დ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შესახებ; ე) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს აპარატში დასანიშნ შტატგარეშე მოსამსახურეებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ზ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; თ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბა­რებს ან­გა­რიშს დეპარტამენტის საქმიანო­ბის შესახებ; ი) დად­გე­ნი­ლი წე­სით ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების ცალკე­ულ და­ვა­ლე­ბებს. 2. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნაშემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით. 3. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თანა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები დეპარტამენტის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბია: 1. საორგანიზაციო, იურიდიულ საკითხთა და კადრების განყოფილება, რომლის დანიშნულებაა: ა) აპარატის საორგანიზაციო საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზება; გ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; დ) აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა; ე) აპარატის თანამშრომელთათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა და სასამართლო ორგანოებში აპარატის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; ვ) აპარატის საკადრო საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა. 2. საქმისწარმოებისა და საიდუმლოების დაცვის განყოფილება, რომლის დანიშნულებაა: ა) აპარატში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ბ) აპარატში შემოსულ კორესპონდენციაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის შესაბამისი რეზოლუციების მომზადება; გ) საიდუმლოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფა; დ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ოქმების წარმოება და რეგისტრაცია; ე) საქართველოს პრეზიდენტისა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის სა­კით­ხებ­ში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის შესაბამისი გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია; ვ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორ-მაციის უსაფრთხოებაზე კონტროლის დაწესება; ზ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მუშაობის გასაცემი ნებართვის მომზადების უზრუნველყოფა; თ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მომუშავეთათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება; ი) აპარატში შემოსული კორესპონდენციის საფუძველზე საინფორმაციო ბაზის შექმნა და საკონტროლო დავალებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლის უზრუნველყოფა. 3. საფინანსო-სამეურნეო განყოფილება, რომლის დანიშნულებაა: ა) აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებით, სამივლინებო ხარჯებით, საოფისე და საკანცელარიო ინვენტარით უზრუნველყოფა; ბ) საფინანსო დოკუმენტაციის წარმოება; გ) აპარატის სამეურნეო საქმიანობის წარმოება; დ) აპარატის თანამშრომელთა სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა; ე) აპარატზე რიცხული ტექნიკისა და ინვენტარის აღრიცხვა;    ვ) აპარატისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.