,,საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 01.11.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №912
სარეგისტრაციო კოდი 120.170.010.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1228, 02/11/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:Clarendon;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.4pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.4pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.1pt 56.7pt 9.0pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 55.3pt 0in .75in;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 70.9pt;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №912
2005 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნის მიზნით დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია’’.
მ. სააკაშვილი
საქართველოს ეროვნული
სამხედრო სტრატეგია
2005 წ.
სარჩევი
რეზიუმე 3
I. შესავალი 4
საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი 4
ფუნქციები და ამოცანები
სშძ -ს განვითარების ძირითადი მიმართულებები 5
II. საქართველოს თავდაცვის ზოგადი პრინციპები 5
პირდაპირი აგრესიის თავიდან აცილება და მისგან დაცვა 6
NATO-სთან ინტეგრაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა 6
სტრატეგიული გარემოს ზუსტი შეფასების უნარი 6
კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა 7
საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობა 7
III. ეროვნული სამხედრო სტრატეგიის მნიშვნელობა 7
IV. სტრატეგიული გარემოს ძირითადი ასპექტები 8
საფრთხეები 8
შეზღუდული შესაძლებლობები 9
V. ეროვნული სამხედრო მიზნები 9
თავდაცვა 9
შეკავება და პრევენცია 11
მზადყოფნა 12
საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობა 12
VI. სამხედრო წარმატების აუცილებელი ფაქტორები 12
მოქნილობა 13
ერთიანი ოპერაციების წარმართვა 13
NATO -სთან თავსებადობა / საერთაშორისო
ოპერაციებში მონაწილეობა 14
ქვეყნის თავდაცვისა და კრიზისების დროს მოქმედების დაგეგმვა 14
სამოქალაქო უწყებებისათვის დახმარების გაწევა 15
სადაზვერვო და ინფორმაციული შესაძლებლობები 16
VII. შეიარაღებული ძალების სტრუქტურა 17
მოქმედი ძალები და რეზერვი 17
წვრთნები 18
VIII. საქართველოს შეიარაღებული ძალების
სამომომავლო ხედვა 19
რეზიუმე
შესავალი
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და მნიშვნელოვნად სრულყოფს ეროვნული თავდაცვის პოლიტიკას 2010 წლამდე. იგი განსაზღვრავს სშძ-ის საქმიანობას და გეგმებს მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ეროვნული სამხედრო სტრატეგიის (ესს) დოკუმენტი აყალიბებს ეფექტური უსაფრთხოების სისტემის განვითარებისა და შეიარაღებული ძალების მშენებლობის საფუძველს.
საქართველოს თავდაცვის ზოგადი პრინციპები
საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის პირდაპირი აგრესიისაგან დაცვაზე და NATO-სთან თავსებადობის მიღწევაზე. ძალზე მნიშვნელოვანია, სტრატეგიული გარემოს ზუსტი შეფასება, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
ეროვნული სამხედრო სტრატეგიის მნიშვნელობა
Ø ამყარებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას;
Ø განსაზღვრავს სამხედრო მიზნებს, ამოცანებს და მოთხოვნილებებს;
Ø განსაზღვრავს სშძ-ის მოქმედებას და მიმართულებებს ოპერატიული გეგმების შედგენისათვის;
Ø ადგენს მიმართულებებს სშძ-ის სტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის 2010 წლის ჩათვლით.
სტრატეგიული გარემოს ძირითადი ასპექტები
საქართველოს არსებული სტრატეგიული გარემო ხასიათდება სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური ლანდშაფტით, ტექნოლოგიური განვითარებით, პოტენციური მოწინააღმდეგეების სიმრავლითა და შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობებით. არსებული და პოტენციური საფრთხეებისა თუ გამოწვევების ანალიზი გადამწყვეტია სშძ-ის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის თვალსაზრისით.
ეროვნული სამხედრო მიზნები
Ø თავდაცვა;
Ø შეკავება და პრევენცია;
Ø მზადყოფნა;
Ø საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობა.
სამხედრო წარმატების აუცილებელი ფაქტორები
Ø მოქნილობა;
Ø ერთიანი ოპერაციების წარმართვა;
Ø NATO-სთან თავსებადობა/საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა;
Ø ქვეყნის თავდაცვისა და კრიზისების დროს მოქმედების წინასწარი დაგეგმვა;
Ø სამოქალაქო უწყებებისათვის დახმარების გაწევა;
Ø სადაზვერვო და ინფორმაციული შესაძლებლობები.
შეიარაღებული ძალების სტრუქტურა
სშძ-ის სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სამხედრო მიზნებს. ქართული ქვედანაყოფები შესაძლოა შეზღუდული იყოს დროში რეაგირებისათვის. შეიარაღებული ძალების სტრუქტურა შესაძლებელს უნდა ხდიდეს ძალების სწრაფად განლაგებას, მობილურობას, მოქნილობას და სიტუაციაში ეფექტურ ჩართვას.
სშძ-ის სამომავლო ხედვა
ეროვნული სამხედრო სტრატეგია აყალიბებს სამხედრო დაგეგმვისა და განვითარების პრიორიტეტებს, რაც ჩვენს შძ-ს მოამზადებს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გამოწვევებზე პასუხის გასაცემად. შეიარაღებულმა ძალებმა უნდა განაგრძოს მისი საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, რათა შეძლოს ქვეყნის დამოუკიდებლად დაცვა. ამავდროულად, უნდა გადაიდგას ნაბიჯები კოლექტიურ თავდაცვაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად. შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მოხდეს ყველა ძალისხმევის გამოყენება ამ ორი მიზნის მისაღწევად.
I. შესავალი
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის (თპ) განხორციელებას 2010 წლამდე. იგი მოკლე (2005-2007) და საშუალოვადიან (2008-2010) პერსპექტივაში ასახავს ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამოქმედო სფეროებს, გეგმებს და საფუძველს ქმნის მომავალში ეფექტური უსაფრთხოების სისტემისა და შეიარაღებული ძალების განვითარებისათვის. გარდა ამისა, დოკუმენტი განსაზღვრავს თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯებს, რაც შესაბამისი გამჭირვალეობითა და ანგარიშგებით წარიმართება და აუცილებელია NATO-ში ინტეგრაციისათვის.
აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ასეთი სახით საქართველოში პირველად შემუშავდა, ზოგადად მიმოიხილავს სშძ-ის სტრატეგიულ მიმართულებას და ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას სამხედრო სფეროს შესახებ. თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის (თსსმ) დასრულების შემდეგ მოხდება ეროვნული სამხედრო სტრატეგიის გადახედვა და მასში დეტალური (საიდუმლო) დანართების შეტანა, რომლებიც შძ-ის სტრუქტურისა და ოპერატიული დაგეგმვის მთავარ პრინციპებს დაადგენენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
საქართველოს შეიარაღებული ძალების (სშძ) დანიშნულება განისაზღვრება „კანონით თავდაცვის შესახებ“ (თავი III, მუხლი 7🔗) და მოიცავს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებას. საქართველოს შეიარაღებული ძალები დემოკრატიული კონტროლის პრინციპის გათვალისწინებით ამ ამოცანებს ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს მითითებებითა და ზედამხედველობის ქვეშ. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მისიის უზრუნველსაყოფად თავდაცვის სამინისტროს ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
· საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესისათვის პოლიტიკური მიმართულებების განსაზღვრა;
· ქვედანაყოფების მაღალი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
· აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულება;
· არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით საფრთხეების განსაზღვრა;
· შეიარაღებული ძალების სტრუქტურის სრულყოფა;
· საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების მიხედვით სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება.
სშძ-ის განვითარების ძირითადი მიმართულებები
თავდაცვის პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლება. ეს პროცესი მოითხოვს კვალიფიციური პირადი შემადგენლობის მომზადებას, მოძველებული შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, სადაზვერვო შესაძლებლობების დახვეწას, შეიარაღებული ძალების აღჭურვასა და შესაბამისი მარაგების შექმნას, საყოფაცხოვრებო და სამსახურის პირობების გაუმჯობესებას.
ქვეყნის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტული მიზანია NATO-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა, რაც კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის საშუალებით საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის შეკავების აუცილებლობით აიხსნება. მთავარი ამოცანაა მაღალი შესაძლებლობების მქონე NATO-სთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ NATO-ს ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მიღებას.
თავდაცვის პოლიტიკის ასევე მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს თავდაცვის მართვის სისტემის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, რომლებიც საშუალებას მოგცვემს ეფექტურად გამოვიყენოთ არსებული ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსები. ეს პროცესი ასევე გულისხმობს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურების ფუნქციონირების ეფექტურობის ამაღლებას, დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესის დახვეწას, ასევე განვითარების პროგრამების შემუშავებას, რომლებიც საფუძვლად დაედება საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესს.
II. საქართველოს თავდაცვის ზოგადი პრინციპები
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, რომელიც თავდაცვის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, აყალიბებს შეიარაღებული ძალების მშენებლობის, სტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარების სტრატეგიის საფუძველს. ამ სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანილი შეიარაღებული ძალები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებისა და აგრესიის შეკავების ხარისხზე. თავდაცვის პოლიტიკა წარმოადგენს
უსაფრთხოების კონცეფციის ნაწილს
და განიხილავს, როგორც არსებულ
ვითარებას, ასევე მოსალოდნელი
კრიზისული სიტუაციების დროს
მოქმედების სტრატეგიას. იგი
უზრუნველყოფს ქვეყნის
სტაბილურობას, რომელიც უკეთეს
შესაძლებლობებს იძლევა ეროვნული
ინტერესების მშვიდობიანი
განხორციელებისა და უზრუნველყოფისთვის. თავდაცვის პოლიტიკა ადგენს, თუ რა გარემოებების დროს ხდება შეიარაღებული ძალების გამოყენება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. თპ ხელს უწყობს ისეთი სტრატეგიის (ხანგრძლივი და მოკლევადიანი გეგმების შემუშავება), მართვისა და რესურსების ეფექტურად განაწილების მექანიზმების შემუშავებას, რის საფუძველზეც შემდგომში კონკრეტულად განისაზღვრება თუ რა საშუალებებით შეიძლება იქნეს დაცული ქვეყნის ეროვნული ინტერესები. საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა შემდეგ ძირითად პრინციპებს შეიცავს:
პირდაპირი აგრესიის თავიდან აცილება და მისგან დაცვა
საქართველოს სამხედრო მზადყოფნა და პოტენციალი ქვეყნის თავდაცვისთვის, მათ შორის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დახმარება, მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრესიის შესაკავებლად. შეკავება საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის თავდაცვისათვის და გულისხმობს კარგად მომზადებულ შეიარაღებულ ძალებს და მოსახლეობის მაღალ მზადყოფნას დაიცვას საკუთარი ქვეყანა, რაც მოწინააღმდეგეს აგრესიაზე უარს ათქმევინებს. ის უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და საქართველოს ეროვნული ინტერესების მშვიდობიანი გზით განხორციელებას. სამხედრო საფრთხის გაჩენის შემთხვევაში კეთდება ყველაფერი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად და კონფლიქტის სასურველი შედეგებით გადასაწყვეტად. ამისათვის საჭიროა საქართველოს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მოქმედება, რათა მოხდეს არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენება.
NATO-სთან ინტეგრაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა
საფრთხეებისა და გამოწვევების მომრავლება, მათი წინასწარი პროგნოზირების სირთულე და რთული რეგიონალური ვითარება კავკასიაში საქართველოს უბიძგებს აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან უსაფრთხოების სფეროში. საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედი არის გადასვლა თავდაცვის ტერიტორიული პრინციპიდან კოლექტიურზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი პარტნიორი ქვეყნების კოალიციური ძალების მოქმედებებში და მოკლე ვადაში ვგეგმავთ NATO-ში გაწევრიანებას. საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა დიდ ყურადრებას უთმობს შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების დინამიურ განვითარებას, როგორც NATO-ში ინტეგრაციის პროცესის შემადგენელ ნაწილს.
სტრატეგიული ვითარების ზუსტად შეფასების უნარი
დროული შეფასებებისა და ზუსტი დასკვნების გაკეთების უნარი ძალზე მნიშვნელოვანია ეროვნული თავდაცვის ეფექტურობისათვის. საქართველო კარგად უნდა იყოს ინფორმირებული ზოგადად საერთაშორისო გარემოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ეროვნული ძალისხმევის დიდი ნაწილი მიმართულია სადაზვერვო შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე, ისევე როგორც ტექნოლოგიურ განვითარებაზე.
კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა
საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია სტაბილურობა და მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება. ჩვენ ვაღიარებთ სხვა ქვეყნების სამართლიან ინტერესებს და მიზნად ვისახავთ მათთან ისეთი სახის თანამშრომლობის გაგრძელებას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ერთმანეთისადმი პატივისცემას.
საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობა
საქართველო აცნობიერებს, რომ მისი, როგორც თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული ქვეყნის მომავალი დიდად არის დამოკიდებული საერთაშორისო წესრიგზე, სადაც არ არის ძალადობა, აგრესია და ტერორიზმი. საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგრობის წევრი აღიარებს საკუთარ ვალდებულებას წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში.
III. ეროვნული სამხედრო სტრატეგიის მნიშვნელობა
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია ადგენს ძირითად მიმართულებებს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისათვის, ასევე სხვა სამინისტროებისთვის თავდაცვის სამინისტროსთვის მხარდაჭერის პროცესში.
ეროვნული სამხედრო სტარტეგია
აყალიბებს მიზნებს, ამოცანებს
მოთხოვნებს და შესაძლებლობებს,
რომლებიც გამომდინარეობენ
უსაფრთხოების და თავდაცვის
პოლიტიკის ანალიზიდან. იგი
ხელს უწყობს საქართველოს
ეროვნული ინტერესების
განხორციელებას და თანამედროვე ფინანსურად უზრუნველყოფადი თავდაცვითი შესაძლებლობების ჩამოყალიბებას. იგი განსაზღვრავს თუ როდის და რა პოლიტიკური მიზნით შეიძლება იქნას გამოყენებული სამხედრო ძალა. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და თავდაცვის პოლიტიკა ერთიან და ფართო კონტექსტში განსაზღვრავენ შეიარაღებული ძალების გამოყენებას დემოკრატიულ – სამოქალაქო კონტროლის ქვეშ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა მაკოორდინირებელ რგოლებთან ერთად. ეს დოკუმენტი აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების საქმიანობის სფეროებს და უზრუნველყოფს ოპერაციების დაგეგმვის ძირითადი მიმართულებებს მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ეროვნული სამხედრო სტრატეგია საბაზისო დოკუმენტია შეიარაღებული ძალების მომავალი განვითარებისათვის და მოიცავს მის სტრუქტურას და შესაძლებლობებს 2010 წლამდე. დოკუმენტი იძლევა საფუძვლებს კოალიციურ სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისთვის და NATO -სთან თავსებადობის მისაღწევად.
IV. სტრატეგიული გარემოს ძირითადი ასპექტები
საქართველოს სტრატეგიული გარემოსთვის დამახასიათებელია სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური ლანდშაფტი, პოტენციურ მოწინააღმდეგეთა მრავალფეროვნება და საქართველოს შეზღუდულ სამხედრო შესაძლებლობები. არსებული პოტენციური საფრთხეებისა და გამოწვევების ანალიზი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს შეიარაღებული ძალებისათვის დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი დეტალურად აანალიზებს ამ საფრთხეებს მათი ალბათობისა და შედეგების გათვალისწინებით. შეიარაღებული ძალების მიზანი, სტრუქტურა და მოთხოვნები გამომდინარეობს ამ საფრთხეების შეფასებიდან.
საფრთხეები
კავკასიის ზოგადად და განსაკუთრებით, ჩრდ. კავკასის რეგიონი არის მეტად საშიში და არასტაბილური. არსებობს გაყინული კონფლიქტები და ახალი კრიზისული კერების წარმოშობის საშიშროება. მაშინ, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის განხორციელების ალბათობა დაბალია, არსებობს სხვა რეალური გამოწვევები, რომლებიც ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
საქართველოსათვის ერთ-ერთ უდიდესი საფრთხეს წარმოადგენს მის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული ძალები. ის გარემოება, რომ საქართველო დროებით ვერ აკონტროლებს და ვერ ახორციელებს თავის იურისდიქციას სეპარატისტულ ტერიტორიებზე, უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზეც.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები და სამშვიდობო კონტინგენტი ხშირად წარმოადგენდნენ დესტაბილიზაციის ფაქტორს და კვლავინდებურად რჩებიან საფრთხის წყაროდ. მათ სრულ გაყვანამდე საჭირო იქნება ამ საკითხისადმი მუდმივი ყურადღების გამოჩენა. რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის იარსებებენ ძალები, რომლებიც აქტიურ დახმარებას აღმოუჩენენ სეპარატისტულ რეჟიმებს და ამისათვის რუსული სამხედრო ბაზების გამოყენებასაც შეეცდებიან.
მნიშვნელოვან საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში საქართველოს ჩართვა უსაფრთხოების თვალსაზრისით საგრძნობ პრობლემებს წარმოშობს. გაცილებით გაიზრდება საფრთხეები სამრეწველო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ, რაც დივერსიული და ტერორისტული აქტების ჩატარებით გამოიხატება. ამ ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, რომელთაგან ზოგიერთი მდებარეობს კონფლიქტების კერებთან ახლოს და მაშასადამე, ადვილად დაზიანებადია, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს.
გარდა ამისა, საქართველო ხასიათდება ისეთ საშიშ და არამდგრად რეგიონთან სიახლოვით როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, სადაც უცხო არაა სახელმწიფოს მიერ ტერორისტული დაჯგუფებების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება და აქტიურად მიმდინარეობს მასობრივი განადგურების იარაღზე და სარაკეტო სისტემების განვითარებაზე მუშაობა. ანტიტერორისტულ და საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა ჩვენს ქვეყანას ტერორისტების სამიზნედ აქცევს, ამიტომ თვალყური უნდა ედევნოს ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიზაციის პროცესს და მის გავლენას საქართველოზე.
შეზღუდული შესაძლებლობები
უსაფრთხოების სფეროში არსებული მოთხოვნილებები მრავალ ამოცანას უსვამს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და მოითხოვს შესაბამის რესურსობრივ უზრუნველყოფას. შეიარაღებული ძალების ეფექტურობას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: გაწვრთნილობა, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ეფექტური მართვის სისტემა. სამივე სფეროში მაღალი დონის მიღწევა შეუძლებელი იქნება სათანადო ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის გარეშე. დღეისათვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამივე კომპონენტში საგრძნობი ნაკლოვანებები შეიმჩნევა, რაც ნიშნავს, რომ სშძ ვერ შეძლებს არსებული და პოტენციური საფრთხეების სრულ ნეიტრალიზაციას.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი – საქართველო გარშემორტყმულია შედარებით ძლიერი და მეტი შესაძლებლობების მქონე მეზობლებით. გარდა ამისა, მას მრავალი სახის პოტენციური მოწინააღმდეგე გააჩნია, რომლებსაც არასტანდარტული ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შეუძლებელი იქნება ყველა არსებულ და პოტენციურ საფრთხეზე სათანადოდ რეაგირება. სანამ ჩვენი ქვეყანა NATO-ს წევრი გახდება და საკუთარი უსაფრთხოების გაცილებით უკეთეს გარანტიებს მიიღებს, საჭირო იქნება უპირველეს ყოვლისა საკუთარ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობა, რომელთაც ექნებათ სხვადასხვა სახის ოპერაციების ჩატარების უნარი.
V. ეროვნული სამხედრო მიზნები
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია თავდაცვით ხასიათს ატარებს. საქართველოს ეროვნული სამხედრო მიზნები გამომდინარეობენ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებისაგან. ეროვნული სამხედრო მიზნები განსაზღვრავენ შეიარაღებული ძალების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ისინი ქმნიან სამხედრო ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების საფუძველს.
თავდაცვა
ძირითად სამხედრო მიზანს წარმოადგენს
საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
საქართველოს სუვერენიტეტი სრულად უნდა იყოს დაცული (ხმელეთზე, საჰაერო სივრცეში და ზღვაზე). ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა შენარჩუნდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების შიგნით. ქვეყნის დაცვა ხორციელდება მოწინააღმდეგის რაოდენობისა და სიძლიერის მიუხედავად სამხედრო და სხვა ოპერაციების მეშვეობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვადასხვა სახის მისიების შესრულებით საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ პრიორიტეტული მიზნის უზრუნველსაყოფად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება NATO-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობიდან მიღებული დახმარების საშუალებით, ქვეყანა შეძლებს გაუწიოს წინააღმდეგობა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია საფრთხის წყაროების დროული აღმოჩენა, სადაზვერვო ინფორმაციის სწორი ანალიზი და უწყებრივი კოორდინაციის მაღალი დონე. საქართველომ უნდა მოიპოვოს უპირატესობა მოწინააღმდეგეზე კონფლიქტის განმავლობაში, რათა მისი დასრულება სასურველ ვადებში და სასურველი შედეგებით მოახდინოს.
საქართველო მიმართვს მაქსიმალური წინააღმდეგობის პრინციპს აგრესიის პირობებში. საფრთხის შემთხვევაში ქვეყნის მთელი რესურსები მობილიზებულ იქნება თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოს ტერიტორიის სიმცირის, შეზღუდული ოპერატიული სივრცისა და გაფანტულად მდებარე სტრატეგიული ადგილების (ქალაქები, ინდუსტრიული ცენტრები, სადგურები, საკომუნიკაციო ხაზები) გამო უკანდახევის შესაძლებლობა არ არსებობს. შეზღუდული რესურსების გამო შეიარაღებულ ძალებს გაუჭირდებათ დაკარგული და მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ტერიტორიის დაბრუნება.
როგორც შეიარაღებული ძალები, ასევე სახელმწიფოს სხვა უწყებები და ზოგადად მოსახლეობა მოწინააღმდეგის სამხედრო უპირატესობის შემთხვევაში მჭიდრო კოორდინაციის ფონზე მოქმედებენ არაპროგნოზირებადი სივრცის შესაქმნელად. ეს პრინციპი არ გულისხმობს საბრძოლო მოქმედებებში მოსახლეობის აქტიურ ჩართვას, რაც მხოლოდ შეიარაღებული ძალების ამოცანაა. სამოქალაქო პირებს ევალებათ კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულება და შეიარაღებული ძალების მხოლოდ მატერიალური, ინფორმაციული და ადამიანური რესურსებით მომარაგება. შეიარაღებული ძალების, სხვა უწყებებისა და მოსახლეობის ურთიერთქმედების საფუძველზე შესაძლებელი ხდება მოწინააღმდეგისათვის არასტაბილური, არაპროგნოზირებადი ვითარების შექმნა და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. მჭიდრო კავშირი შეიარაღებულ ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და ხალხს შორის ქმნის მოწინააღმდეგისათვის აუტანელ პირობებს, სადაც ის ვერ მოახერხებს თავისუფლად მოქმედებას. არაპროგნოზირებადი სივრცის შექმნა ემყარება პატრიოტიზმისა და საქართველოს მოსახლეობის მაღალ საბრძოლო სულისკვეთებას. გადამწყვეტი ფაქტორია საჭიროების შემთხვევაში წინააღმდეგობის მართვის ჰორიზონტალურობა (ავტონომიურობა – დეცენტრალიზაცია) ტაქტიკურ დონეზე, რაც ცალკეული ქვედანაყოფების მხრიდან ტაქტიკური უპირატესობის მოპოვების მიზნით ერთიან, წინასწარ განსაზღვრულ გეგმაში, მაგრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებას გულისხმობს საბოლოო მიზნის მიღწევამდე.
საბრძოლო ოპერაციების წარმოებისას და სამომავლო წარმატების უზრუნველსაყოფად უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება. შეიარაღებული ძალები მოერიდებიან სამხედრო თვალსაზრისით ძლიერ მოწინააღმდეგესთან სრულმასშტაბიან, გადამწყვეტ საბრძოლო მოქმედებებს სრული განადგურების საშიშროების გამო. საჭიროების შემთხვევაში, სშძ მიმართავენ ასიმეტრიულ ბრძოლას, პარტიზანულ მოქმედებებსა და მობილური ქვედანაყოფების ტაქტიკას, რათა შეინარჩუნონ ბრძოლისუნარიანობა და მიაყენონ საგრძნობი ზიანი მოწინააღმდეგეს. სშძ-ის მცირერიცხოვნობის გათვალისწინებით, კარგად გაწვრთნილი ძალები იქცევა მტრის შეკავებისა და ბრძოლისუნარიანობის მთავარ კომპონენტად. ქართველ ჯარისკაცს და მის ქვედანაყოფს უნდა ჰქონდეს გადარჩენის უპირატესობა მოწინააღმდეგესთან შედარებით. ნებისმიერ პირობებში მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა, რაც მას უპირატესობას მისცემს მოწინააღმდეგესთან გადარჩენის თვალსაზრისით.
შეკავება და პრევენცია
ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება მოწინააღმდეგის მაქსიმალურად შეკავებას, ქვეყანაზე თავდასხმის ასაცილებლად. არასტაბილურ გარემოში, სადაც პოტენციური მოწინააღმდეგის აღმოჩენა რთულია და რეაგირებისათვის მცირე დროა, მტრის შეკავება ხდება თავდაცვის ძირითადი მიზანი. მოწინააღმდეგის შეკავება არის არა მხოლოდ სამხედრო საქმე, არამედ შეიცავს პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპექტებსაც. მტრის შეკავების სამხედრო ელემენტი მიიღწევა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებისა და მზადყოფნის მაღალი დონით, ასევე მოსახლეობის მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით. პოტენციურმა მოწინააღმდეგემ უნდა გაითავისოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებისას მას ისეთ წინააღმდეგობასთან მოუწევს დაპირისპირება, რაც დიდ დანაკარგებთან და დაგეგმილ ვადებში მიზნის მიღწევის შეუძლებლობასთან იქნება დაკავშირებული.
მოწინააღმდეგის შეკავება პირდაპირ კავშირშია მაღალი ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებასთან, რათა შეიარაღებული ძალები იძულებულნი არ გახდნენ წავიდნენ სტრატეგიულ უკანდახევაზე. ამასთანავე, მტრის შეკავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია სიცოცხლისუნარიანობის გარანტირება. ჩვენმა ძალებმა საბრძოლო ტერიტორიაზე უნდა მოიპოვონ ტაქტიკური და ბუნებრივი პირობების გამოყენების სრული უპირატესობა, რათა უზრუნველყონ გადარჩენუნარიანობის მაღალი დონე, არ მისცენ მოწინააღმდეგეს წარმატების საშუალება და დაანახონ, რომ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების წარმოება დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ამით იქნება შესაძლებელი მოწინააღმდეგის შეკავება და ჩვენი შეიარაღებული ძალების მცირერიცხოვნობის კომპენსირება.
საქართველომ შესაძლოა ვერ შეძლოს მოწინააღმდეგის დამოუკიდებლად შეკავებაან საფრთხის პრევენცია, შესაბამისად უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა NATO-სა და პარტნიორ ქვეყნებთან. მონაწილეობა ერთობლივ თავდაცვასა და ალიანსებში მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მოწინააღმდეგის შეკავებისა და პრევენციის შესაძლებლობას ხანგრძლივ პერსპექტივაში. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, როგორც ეროვნული სამხედრო მიზნის, მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.
მზადყოფნა
ეს პრინციპი გულისხმობს, პირველ რიგში, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მაღალ მზადყოფნას ნებისმიერი სახის საბრძოლო თუ სხვა ოპერაციების ჩასატარებლად. დრო, რომელიც საჭიროა მოწინააღმდეგის მოქმედებაზე რეაგირებისათვის ძალზედ მცირეა, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს შიგნით არსებული საფრთხეების გათვალისწინებით. კარგად გაწვრთნილი ქვედანაყოფების მიერ სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური რეაგირება იქნება სშძ-ის წარმატების უმთავრესი ფაქტორი. მაღალი მზადყოფნის უზრუნველყოფა შეუძლებელია წინასწარ შემუშავებული და გათავისებული დეტალური სამოქმედო გეგმებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტურად ორგანიზებული კოორდინაციის გარეშე. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ სტანდარტიზირებული მზადყოფნის სისტემა და იყვნენ საკმაოდ მოქნილნი მზადყოფნის ერთი დონიდან მეორეში გადასასვლელად სიტუაციის შესაბამისად.
საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობა
სამხედრო სფეროს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეროვნული პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. სშძ-სათვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნონ ახლო ურთიერთობები NATO-სა და იმ პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალებთან, რომლებიც სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი მოწინააღმდეგის გამოჩენის შემთხვევაში მას დახმარებასა და მხარდაჭერას აღმოუჩენენ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ მოახერხებს საფრთხის წყაროს დამოუკიდებლად გაუვნებელყოფას, ის უნდა დაეყრდნოს პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობას. სშძ-ს ქვედანაყოფების მონაწილეობა ქვეყნის გარეთ სამშვიდობო და სტაბილიზაციის ოპერაციებში, გამოყენებულ უნდა იქნეს ამ გრძელვადიანი სამხედრო ურთიერთობების განვითარებისათვის. საზღვარგარეთ ჩატარებული ოპერაციებიდან მიღებული გამოცდილება აამაღლებს სშძ-ის ბრძოლისუნარიანობას, მის პროფესიულ რეპუტაციას და გააუმჯობესებს ქართული ქვედანაყოფების NATO-სთან ურთიერთქმედების ხარისხს.
VI. სამხედრო წარმატების აუცილებელი ფაქტორები
საქართველოს ახლო მომავალში არ ემუქრება ფართომასშტაბიანი ომის წარმოების საფრთხე, შესაბამისად აქცენტი კეთდება საშუალო და დაბალი ინტენსივობის საბრძოლო ოპერაციების წარმოებაზე. მიუხედავად ამისა, ვიდრე საქართველო NATO-ს წევრი გახდება, აუცილებლობას წარმოადგენს აგრესიის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევისათვის ქვეყნის რესურსების დამოუკიდებლად ორგანიზება და მომზადება. წინამდებარე თავი აღწერს საჭირო სამხედრო შესაძლებლობებს, რისი არსებობაც აუცილებელია სშძ-სათვის ეროვნული სამხედრო მიზნების მისაღწევად.
მოქნილობა
მოქნილობა უპირველეს პრინციპს წარმოადგენს სამხედრო ქვედანაყოფებისათვის. მოქნილობის აუცილებლობა განპირობებულია, პირველ რიგში, სტრატეგიული გარემოს არასტაბილურობითა და მოსალოდნელი საფრთხეების მრავალფეროვნებით. საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფებს უნდა ჰქონდეთ სწრაფი მოქმედებისა და ერთი ტიპის ოპერაციიდან მეორეზე გადასვლის უნარი. მოქნილობა აგრეთვე მოიცავს სწრაფი გაშლისა და მოწინააღმდეგის ნეიტრალიზაციაზე ადკვატურად გათვლილ მოქმედებებს.
ქვეყნის შეიარღებულმა ძალებმა უნდა შეძლონ მოულოდნელ ცვლილებებზე რეაგირება, რაც ინიციატივის შენარჩუნებისა და წარმატების მიღწევის წინაპირობაა. ეს გარემოება მოითხოვს განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას სპეცდანიშნულების ტიპის ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც შეძლებენ არასტანდარტული საფრთხეების გაუვნებელყოფას და ოპერაციების ჩატარებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საფრთხის წყაროს სიახლოვეს. ამ თვალსაზრისით სპეცდანიშნულების ძალების განვითარება საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. მოქნილობის აუცილებლობა ზრდის
ბატალიონისა და სხვა ქვედანაყოფების
მეთაურების მნიშვნელობას და
პასუხისმგებლობას. ჯარის
მცირერიცხოვნობა მოითხოვს
მეთაურების პროფესიონალიზმის მაღალ
დონეს, ანალიტიკურ უნარსა და
დეცენტრალიზირებულ ოპერაციებში
ქვედანაყოფების მართვის გამოცდილებას.
ერთიანი ოპერაციების წარმართვა
წარმატების აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს სამხედრო ქვედანაყოფების ერთიან საოპერაციო ქსელში ჩართულობა და კოორდინირებული მოქმედება. გეოგრაფიული პირობებისა და საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების გათვალისწინებით სშძ-ს ბირთვს სახმელეთო ჯარები წარმოადგენენ. შესაბამისად ძირითადი აქცენტი საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვის განხორციელებისას სახმელეთო ბრძოლებზე კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო და საზღვაო ძალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სუვერენიტეტის სრულ უზრუნველყოფაში და პოტენციური კონფლიქტების დროს მოწინააღმდეგის ეფექტურ შეკავებაში, ისინი ძირითადად დამხმარე ფუნქციას ასრულებენ სახმელეთო ქვედანაყოფების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით სახმელეთო ძალები მაქსიმალურად უნდა იქნან დაცული საჰაერო დაცვის საშუალებებით, უნდა შეძლონ გამოიყენონ სანაპირო ძოლი და პორტები. უნდა მოხდეს ერთიანი ოპერაციების დაგეგმვა და ოპერაციების წარმოება გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობით. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიანი ოპერაციების წარმართვისას თითოეული სახეობის შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტურად გაერთიანება. ამისათვის აუცილებელია ერთიანი დაგეგმვის აქტიური განხორციელება, რათა მიღწეულ იქნას სრული თავსებადობა და განხორციელდეს პროცედურები, რომლებიც ოპერაციების წარმატებას განაპირობებენ. ამასთან ერთად ერთიანი ოპერაციების წარმართვის შესაძლებლობა აუცილებელია NATO -სა და განსაკუთრებით, აშშ-ს ძალებთან თავსებადობის მისაღწევად.
ეს გარემოება მოითხოვს ჯარის სახეობების ურთიერთთავსებადობის მაღალ დონეს და მექანიზმებს, რომლებიც რეალურს გახდის ‚ერთიან მოქმედებას“ და შესაბამისად სამხედრო წარმატებას. გარდა ამისა, ერთიანი ოპერაციების ჩატარების უნარი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს NATO-სთან და განსაკუთრებით, აშშ-ს შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის მისაღწევად. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უნდა შესწევდეთ ერთიანი მოქმედების დაგეგმვის უნარი საბრძოლო გაერთიანებული ძალების შტაბის მეშვეობით.
NATO -სთან თავსებადობა / საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით და მაღალ პროფესიულ დონეზე უნდა შეძლონ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა და NATO -ს ძალებთან სრული თავსებადობის მიღწევა. ამ სახის მისიების პოლიტიკური შედეგების გათვალისწინებით, სშძ დიდ აღიარებას მოიპოვებს საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა მივიჩნიოთ იმ ქვედანაყოფების მომზადება, რომლებიც შემდგომ მსგავს მისიებში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეიმუშავოს განლაგების, შენარჩუნებისა და ჩანაცვლების ეფექტური მექანიზმები და პროცედურები.
განსაკუთრებით ხელმძღვანელობაში აუცილებელ პრიორიტეტს წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება, რათა ოპერაციების დროს უზრუნველყოფილ იქნას პირადპირი და ეფექტური კავშირი NATO-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან. იმავდროულად, საკუთრივ სშძ-ის შიგნით უნდა მოხდეს NATO-სთან თავსებადობის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანიზაციის, აღჭურვილობის შეძენისა და სხვა პროცედურების შემუშავება.
ქვეყნის თავდაცვისა და კრიზისების დროს მოქმედების დაგეგმვა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უნდა გააჩნდეს ქვეყნის თავდაცვის დაგეგმვის ეფექტური სისტემა, რათა შეიმუშავოს მოსალოდნელი კრიზისების დროს სპეციფიკური სამოქმედო გეგმები. ამ გეგმების შემუშავებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საფრთხეების შეფასების დოკუმენტს, რადგანაც იგი განსაზღვრავს ყველაზე რეალურ და მოსალოდნელ საფრთხეებს. გენერალურ შტაბში სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე შემუშავებული ერთიანი მოქმედების კონცეფციები ხელს უწყობს ეროვნული სამხედრო მიზნების განხორციელებას. ეს კონცეფციები მოიცავს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების, დაშინების (შეკავების) და ძირითადი საბრძოლო მიმართულებების ოპერატიულ გეგმებს. ზემოხსენებული გეგმები ერთმანეთთან აკავშირებს სამხედრო მიზნებს და სამხედრო ოპერაციის დროს უზრუნველყოფს ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე მათ განხორციელებას. ამასთანავე ისინი ითვალისწინებენ მომავალში საქართველოს წინაშე მდგარი არასტანდარტული საფრთხეების რაოდენობის ზრდის ტენდენციას, რაც მოულოდნელი დარტყმებისა და არასტაბილურობის ალბათობასაც გაზრდის.
სშძ-ის მიერ ოპერატიული გეგმების პროფესიული და ხარისხიანი შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
- ერთიან გეგმაში სახელმწიფო უწყებების ჩართულობის მნიშვნელობა;
- ქვეყნის თავდაცვის დაგეგმვის შესაბამისობა დასავლურ სტანდარტთან;
- კრიზისის დროს გენერალურ შტაბსა და გაერთიანებულ შტაბებში მოქმედების დაგეგმვაზე სწრაფი გადასვლა;
-სამოქალაქო მხარდაჭერის მისიების დაგეგმვა, მათ შორის შძ-ის შიგნით შესაძლებლობების დადგენა და ინტეგრირება, რომელთა გამოყენება შეიძლება საგანგებო მდგომარეობის დროს სამოქალაქო უწყებების დასახმარებლად.
სამოქალაქო უწყებებისათვის დახმარების გაწევა
სშძ-სათვის უნდა შემუშავდეს მექანიზმები ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს სამოქალაქო უწყებებისათვის დახმარების აღმოსაჩენად. მასშტაბური კატასტროფების დროს, როცა მატერიალური და ადამიანური დანაკარგები დიდია, სამოქალაქო უწყებებს არ აქვთ საკამარისი რესურსები ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. შძ უნდა იყოს მზად დროული დახმარების აღმოსაჩენად, როგორც პირადი შემადგენლობით, ასევე ლოგისტიკით, შემდგომი დაზიანებებისა და ნგრევის ასაცილებლად. უნდა იქნას შემუშავებული მექანიზმები სამხედრო ქვედანაყოფების გამოყენებისათვს სამოქალაქო უწყებების დასახმარებლად, შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების, მართვისა და კონტროლის ზუსტი განაწილებით.
საქართველოს ეროვნული გვარდია წარმოადგენს იმ სტრუქტურულ ერთეულს რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია კატასტროფების დროს სამოქალაქო უწყებებისათვის დახმარების აღმოჩენაზე. იგი მოქმედებს მჭიდრო კავშირში ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული ადამიანური დანაკარგები, გარემოს დაზიანება, ასევე ახორციელებს საველე-სამედიცინო დახმარებას. მიუხედავად ამისა, სშძ-ის მთელი რესურსები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საგანგებო ვითარების დროს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მოთხოვნილებების გათვალისწინებით. შძ უნდა იყოს მზად საბრძოლო ოპერაციის შესრულებიდან მოსალოდნელი მეორადი ეფექტების ნეიტრალიზაციაზე სწრაფად გადასვლისათვის (მაგ.: ნავთობ - ან გაზსადენების აფეთქების, ან მასობრივი იარაღის გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფის დროს).
ერის ერთიანობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს გათავისებული, რომ სშძ-ს გააჩნია სამოქალაქო უწყებებისათვის დროული და ეფექტური დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა.
სადაზვერვო და ინფორმაციული შესაძლებლობები
საქართველო საჭიროებს ინფორმაციული და სადაზვერვო შესაძლებლობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას პოტენციურ საფრთხეებზე საპასუხოდ. მოქმედებებში საქართველოს შეზღუდულობის გათვალისწინებით მაქსიმალურ მნიშვლობას იძენს ზუსტი და დროული სადაზვერვო ინფორმაცია. სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროული და ეფექტური სამხედრო მოქმედება დამოკიდებული იქნება სწორ სადაზვერვო ანალიზზე, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება გადაწყვეტილების მიღების პროცესს. გარდა ამისა, საფრთხის სწრაფი აღმოჩენა საშუალებას მისცემს ქვეყანას დროულად გააჟღეროს აგრესიის საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.
მსოფლიო აქტიურად არის ჩართული გლობალიზაციისა და მზარდი ტექნოლოგიური განვითარების პროცესებში. პოტენციური მოწინააღმდეგები (სახელმწიფოები თუ არა-სახელმწიფო აქტორები) ეცდებიან გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები მათი მიზნების განსახორციელებლად. ამასთანავე არსებობს ალბათობა იმისა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები გამოიყენებენ არა მხოლოდ ჩვეულებრივ, არამედ მასობრივი განადგურების იარაღსაც. შესაძლოა მათ გამოიყენონ იარაღი, რომლის დამზადება ადვილად შესაძლებელია როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სფეროში გამოყენებადი კომპონენტებისაგან და იოლად მოსაპოვებელია. ასევე არსებობს საფრთხე იმისა, რომ მესამე მხარემ მსგავსი იარაღით მოამარაგოს შესაძლო მოწინააღმდეგე. აღნიშნული და სხვა გარემოებები ქმნიან ახალ პრობლემებსა და გამოწვევებს შეიარაღების გავრცელებასა და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადინებასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უწყებათშორისი ურთიერთობების კოორდინაციას და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას. NATO-სა და პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე სარდლობების ყველა დონეზე ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენს წარმატების მიღწევის ერთ-ერთ ფაქტორს. ეს გარემოება ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს საფრთხეებზე.
საქართველო დგას სხვადასხვა შიდა საფრთხეების წინაშე, რომლებზეც რეაგირების მოსახდენად შესაძლოა ძალიან მცირე დრო არსებობდეს. უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. ყველა დონეზე დაზვერვის გაძლიერებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა მოულოდნელ თავდასხმაზე ადეკვატური პასუხის გასაცემად. აღნიშნული მოიცავს, როგორც თანამდეროვე ტექნიკას, ისე აგენტურული დაზვერვის წყაროებს. რამდენადაც საქართველო მიისწრაფვის NATO-სთან ურთიერთქმედების გაღრმავებისკენ, აუცილებელი ხდება თანამედროვე სადაზვერვო სისტემებისა და მათი პროდუქციის გამოყენების მექანიზმების შეძენა. NATO-სთან ინტეგრაციის პირობებში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიების განვითარებას, რაც თავის მხრივ ტექნოლოგიურ-ინფორმაციულ მოწყვლადობას ერთი ორად ზრდის.
VII. შეიარაღებული ძალების სტრუქტურა
სშძ-ის სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სამხედრო მიზნებს. სამხედრო ქვედანაყოფები თავდასხმაზე რეაგირებისას შესაძლოა აღმოჩნდნენ დროში შეზღუდულები, შესაბამისად სშძ-ის სტრუქტურულმა ორგანიზაციამ უნდა განაპირობოს მობილურობა, ეფექტური სამხედრო ოპერაციების წარმოება, ოპტიმალური განლაგება და გადაჯგუფება. შეიარაღებული ძალების დაგეგმვა უნდა შეესაბამებოდეს საფრთხეების შეფასების დასკვნებს და ქვეყნის რეალურად არსებულ რესურსებს. სტრუქტურისა და შესაძლებლობების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყოს საბრძოლო და სხვა სახის მოქმედებებში წარმატების მიღწევა. სშძ-ის სტრუქტურა ხელს უნდა უწყობდეს სხვადასხვა სამხედრო ოპერაციების ერთდროული წარმართვის შესაძლებლობას, ისევე როგორც სამოქალაქო უწყებებისთვის დახმარების გაწევას საგანგებო ვითარებებში. შეიარაღებული ძალების სარდლობამ უნდა შეძლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასტერეოტიპული მიდგომის გამოყენება. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეძლონ დამოუკიდებლად ბრძოლა დეცენტრალიზაციის პირობებში.
მოქმედი ძალები და რეზერვი
თანამედროვე და გაწვრთნილი რეზერვი არის სშძ-ის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში საქართველოს ესაჭიროება რეზერვი გარე აგრესიის შეკავების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად. ასევე ის აუცილებელია სტიქიურ უბედურებებთან საბრძოლველად. საქართველოს არ გააჩნია საკმარისი მოქმედი შეიარაღებული ძალები ყველა პოტენციურ საფრთხეზე პასუხის გასაცემად. გადაწყვეტილებები მოქმედი და სარეზერვო ძალების თანაფარდობისა და ორგანიზების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სამხედრო მიზნებს, საფრთხეების შეფასებას და არსებულ რესურსებს. თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები მოიცავს უფრო ეფექტური სამობილიზაციო სისტემის შექმნას და მიმდინარე სარეზერვო წვრთნების დახვეწას.
საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ძალების, საჰაერო ძალების, საზღვაო ძალებისა და ეროვნული გვარდიისაგან.
სახმელეთო ძალები, საქართველოს გეოგრაფიული პირობებისა და საფრთხეების მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, სშძ-ის ძირითად ძალას წარმოადგენს. სახმელეთო ძალებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რეაგირება მოახდინონ პოტენციურ საფრთხეებზე. სახმელეთო ძალების შემადგენლობაში შედის: ბატალიონების დონეზე ორგანიზებული ქვეითი ბრიგადები, არტილერია, სპეცდანიშნულების ბრიგადები და საბრძოლო მხარდაჭერის სხვა საშუალებები. სახმელეთო ძალების ქვედანაყოფები ასევე ახორციელებენ კოალიციურ ოპერაციებს ქვეყნის გარეთ.
საჰაერო ძალები უზრუნველყოფს სშძ-ის საჰაერო მხარდაჭრას და ვალდებულია დაიცვას საქართველოს საჰაერო სივრცის უსაფრთხოება. აღნიშნული მოიცავს თავდაცვას თანამედროვე სარაკეტო საფრთხისა და თვითმფრინავების თავდასხმისგან. საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს NATO-სთან თავსებადი საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება და საჰაერო სუვერენიტეტის უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების საშუალებების გაუმჯობესება. საქართველოს საჰაერო თავდაცვა ავითარებს სამეთვალყურეო სისტემას, რომელიც მოიცავს მართვისა და კონტროლის ცენტრთან ინტეგრირებულ რადარებს ასევე მოდერნიზებულ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს.
საქართველოს საზღვაო ძალები პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე. მას უნდა გააჩნდეს საქართველოს წყლების, პორტების და სანაპირო ხაზის დაცვისთვის საკმარისი შესაძლებლობები თავდასხმის, შემოღწევის ან სხვა სახის დარღვევის აღსაკვეთად. ამასთანავე, საზღვაო ძალების ამოცანებში შედის საზღვაო კომუნიკაციების დაცვა და კოლექტიური საზღვაო თავდაცვის ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობის მიღება ერთობლივ ოპერაციებში. საქართველოს საზღვაო ძალებში მიმდინარეობს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოდერნიზება, მისი სტრუქტურის და საზღვაო ძალების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია, კადრების სრული დაკომპლექტება და წვრთნების დაგეგმვა.
საქართველოს ეროვნული გვარდიის პასუხისმგებლობაში შედის შეიარაღებული ძალების რეზერვისთვის საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება. საქართველოს ეროვნული გვარდია პასუხისმგებელია აგრეთვე რეზერვისტების მობილიზაციის დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაზე, ასევე რეზერვისტების გაწვევის და თავმოყრის პროცედურების შემუშავებაზე. საქართველოს ეროვნული გვარდია წარმოადგენს აგრეთვე წამყვან ძალას საგანგებო ვითარებაში სამოქალაქო უწყბებისთვის დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზისით. იგი ჩართულია „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ განვითარების პროცესში (Host Nation Suppert) NATO -ს წევრი ქვეყნების მიერ ოპერაციების ჩატარების დროს და მის ფარგლებში ასრულებს პატრულირებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციებს.
სამხედრო პოლიციის სამსახური წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამართლებრივი წესრიგის და კონტროლის უზრუნველმყოფ ძირითად სტრუქტურულ ერთეულს. ახალი უწყება უნდა იყოს სათანადოდ დაკომპლექტებული, აღჭურვილი და გაწვრთნილი ამოცანების (სწავლებები, სამშვიდობო და ანტიტერორისტული ოპერაციები) შესასრულებლად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.
სამხედრო წვრთნები
სამხედრო წვრთნები, როგორც ინდივიდუალურ, ისე ქვედანაყოფის დონეზე უნდა ხორციელდებოდეს ამოცანების, პირობების და სტანდარტების შესაბამისად და უნდა უზრუნველყოფდეს სშძ-ის მიერ ეროვნული სამხედრო მიზნების შესრულებას. სშძ-ის პირადი შემადგენლობის სათანადოდ მომზადების მიზნით სამხედრო წვრთნები უნდა მოიცავდეს ყველა სახის სამხედრო ოპერაციების წარმოების უნარის გამომუშავებას. წარმატების მიღწევისთვის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მაღალი დონე. სშძ-ის ქვედანაყოფების მართვა უნდა განხორციელდეს კვალიფიციური პერსონალის მიერ, რომელთაც გააჩნიათ საღი აზროვნება და კარგად აქვთ გააზრებული მათი პასუხისმგებლობა. სშძ-იმ უნდა უზრუნველყოს ხელმძღვანელობის და პირადი შემადგენლობის პროფესიონალური სამხედრო განათლება და განვითარება. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სამხედრო ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მიერ თანამედროვე ომის ტაქტიკის და ტექნიკური საკითხების გაგების, ასევე პროფესიონალიზმის ამაღლების და ერთობლივ სამხედრო მოქმედებებში სშძ-ს მონაწილეობის თვალსაზრისით.
ქვედანაყოფების წვრთნები უნდა იყოს რეალისტური და მკაცრი, დროისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ქვედანაყოფებმა, რომელთაც მიცემული აქვთ სპეციალური ან დამოუკიდებელი ოპერაციების წარმოების დავალება, უნდა გაიარონ შესაბამისი წვრთნები. თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი უხელმძღვანელებენ სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, სამოქალაქო უწყებებთან ერთობლივ წვრთნებს საგანგებო ვითარების პირობებში რეაგირებისათვის.
VIII. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო ხედვა
ეროვნული სამხედრო სტრატეგია განსაზღვრავს ეროვნული თავდაცვის სტრუქტურულ სქემას და პრიორიტეტებს სამხედრო დაგეგმვისა და განვითარებისათვის. დოკუმენტი ადგენს სამხედრო სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საჭიროების შემთხვევაში მომავალი ხუთი წლის განმავლობაში. ეროვნული სამხედრო მიზნებისა და არსებული თუ პოტენციური საფრთხეების შეფასება გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ესაჭიროება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ყველაზე ეფექტური გზით საბრძოლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უნდა მიაღწიონ NATO-სთან თავსებადობას ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით. ვიდრე საქართველო შეუერთდება ევროატლანტიკური ალიანსის კოლექტიური თავდაცვის სისტემას, შძ უნდა იყვნენ მზად საკუთარი ძალებით დაიცვან ქვეყანა. შეიარაღებულმა ძალებმა უნდა განაგრძოს მისი საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება და სრულყოფა, რათა შეძლოს დამოუკიდებლად ბრძოლის წარმართვა, თუმცა, ამავდროულად, უნდა შეძლოს განავითაროს კოლექტიურ თავდაცვაზე გადასვლის მექამიზმები. ყველა ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული ორივე მიზნის მისაღწევად.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, კომუნიკაციებისა და შეიარაღების განვითარებაზე. ეს შეუძლებელია მართვის და კონტროლის, საბრძოლო უზრუნველყოფის, მატერიალურ-ტექნიკური და ლოგისტიკური უზრუნველყოფის განვითარების გარეშე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ფარგლებში აუცილებელი შესაძლებლობების განვითარებისაკენ. თავდაცვის მაქსიმალური ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანია NATO-სთან თანამშრომლობის შენარჩუნება, ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა და მატერიალური დახმარების მიღება.
შეიარაღებული ძალები გააგრძელებს ჯარების სახეობების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ეს გულისხმობს შესაბამის რესურსობრივ უზრუნველყოფას საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სუვერენინეტის დასაცავად. აუცილებლობას წარმოადგენს განვითარდეს შეიარაღებული ძალების უნარი აწარმოონ ერთიანი ოპერაციები. ეს ნიშნავს სახეობების ერთობლივ კოორდინირებულ მოქმედებას გაერთიანებული შტაბის მეთაურობით. ამ უნარის განვითარება საქართველოს შძ-ებს საშუალებას მისცემს გააძლიეროს NATO-სთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალებთან თავსებადობა.
მომდევნო 5 წლის პერიოდში შეიარაღებული ძალები განახორციელებენ ოპერაციებს არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ქვეყნის გარეთაც, საერთაშორისო კოალიციის შემადგენლობაში სტაბილურობისა და ანტიტერორისტულ მისიებში. ძირითადი პრიორიტეტი იქნება პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის მიღწევა სტრუქტურული და ტექნიკური გართულებების გარეშე, ამისათვის მოხდება იმ ქვედანაყოფების აღჭურვა, რომლებიც ქვეყნის გარეთ განლაგდებიან. შესაბამისად სშძ შეიმუშავებს პროცედურებს ქვედანაყოფების ოპტიმალური განლაგების, შენარჩუნებისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
სშძ-ის მიერ ოპერაციების ჩატარების დროს ქვეყნის შიგნით ან გარეთ, მოსალოდნელია მათ მოუწიოთ ისეთ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება, რომელიც არასტანდარტულ საბრძოლო მეთოდებს იყენებს. საქართველოს შძ-ბი უნდა იყვნენ მზად ასიმეტრიული ომის წარმოებისათვის, სადაც არ იარსებებს ფრონტის ხაზი.
შესაბამისად, საქართველო გააძლიერებს შძ-ის უნარიანობას აწარმოოს სპეცოპერაციები, რაც პირველ რიგში გულისხმობს საფრთხეების აღმოფხვრას წყაროსთან ახლოს. მსუბუქი ქვეითი ბატალიონი დარჩება საქართველოს შძ-ის ძირითად ტაქტიკურ ერთეულად და საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება არასტანდარტული მეთოდების გამოყენებისთვის. ამ გარემოების გათვალისწინებით არასტანდარტული საფრთხეების დროს ყველაზე ეფექტური იქნება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენება.
ძალზედ მნიშვნელოვანია დაზვერვის გაძლიერება ყველა დონეზე და თანამედროვე ტექნიკის მნიშვნელობის გათვიცნობიერება. მაღალტექნოლოგიური საშუალებების სიმწირის პირობებში, საქართველომ უნდა გააღრმაოს თანამშრომლობა NATO-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან დაზვერვის და ინფორმაციის გაცვლის სფეროში.
სშძ ორიენტირებულია პირადი შემადგენლობის, განსაკუთრებით ხელმძღვანელების გაწვრთნასა და განვითარებაზე. თანამედროვე კონფლიქტების ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა ქვედანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით, რომლებსაც ნათლად ეცოდინებათ თავიანთი მოვალეობები. სამომავლო საბრძოლო ოპერაციების წარმატებისათვის აუცილებელი ფაქტორებია: ინიციატივების გამოვლენა სხვადასხვა დონეზე, დაზვერვის გაძლიერება, ინფორმაციის გაცვლის მაღალი დონე, მრავალმხრივი წვრთნა, მოქნილობა და უწყებათაშორისი თანამშრომლობა. შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰყავდეს ქვედანაყოფები, რომლებსაც უხელმძღვანელებენ პროფესიონალი მეთაურები, მათ უნდა შეძლონ მოქმედება სხვადასხვა გარემოში და ერთობლივი ოპერაციების წარმართვა NATO-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, სშძ-ის სტრატეგიაა პროფესიონალური ჯარის ჩამოყალიბება, რომლის პროცესი 2010 წლისათვის უნდა დასრულდეს. სშძ-ს ესაჭიროება პროფესიონალიზმის მაღალი დონე და სწორედ ამ კომპონენტების დანერგვა განაპირობებს მომავალში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებას.