„სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №666
2005 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
„სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №18 (25), მუხ. 269) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი და ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამ პუნქტით დამტკიცებული სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის დებულება;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი):
ა) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება;
ბ) ცენტრის დებულებაში გაითვალისწინოს ცენტრის სამეთვალყურეო ორგანოს – პროექტის მრჩეველთა საბჭოს არსებობა, რომელსაც თავმჯდომარეობს და რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
გ) უზრუნველყოს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისათვის მისაღები პროცედურებით შერჩევის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
დ) განახორციელოს ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი“.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.07.2005.
- როდის იქნა მიღებული „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
- „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 26.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №666. სარეგისტრაციო კოდი — 400.060.000.08.002.001..
- სად არის „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №666, 26.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 400.060.000.08.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95584/