`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №695
2005 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 23.07.2001 წ., №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და XI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XI. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 39. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
ბ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;
გ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე.
მუხლი 40. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) სამსახურის სამმართველოს უფროსი;
ბ) სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
მუხლი 41. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამსახურის განყოფილების უფროსი;
ბ) სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
გ) სამსახურის ქვეგანყოფილების უფროსი;
დ) უფროსი იურისტი;
ე) უფროსი ინსპექტორი.
მუხლი 42. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
ბ) სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი.“.
2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.08.2005.
- როდის იქნა მიღებული „`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“?
- „`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 15.08.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №695. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.000.08.002.003.
- სად არის „`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“, №695, 15.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95716/