,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 23.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №708
სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 24/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.2005 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1. | სახელი, გვარი |
| 2. | თუ შეცვლილი გაქვთ სახელი, გვარი, უჩვენეთ როდის და რა მიზეზით |
| 3. | დაბადების რიცხვი, თვე, წელი |
| 4. | დაბადების ადგილი (ქვეყანა, ქალაქი) და მოქალაქეობა |
| 5. | პასპორტის (პირადობის მოწმობის) ნომერი, გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი |
| 6. | პირადი ნომერი |
| 7. | მოქალაქეობა |
| 8. | საკონტაქტო ტელეფონების ნომრები ბინის: მობილური: სამსახურის: |
| 9. | მიგიღიათ თუ არა მანამდე დაშვება სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე (დაშვების ფორმა, პასუხისმგებელი ორგანო) |
| 10. | მიგიღიათ თუ არა როდესმე უარი ან ჩამოგრთმევიათ თუ არა ნებართვა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე (მიუთითეთ როდის და რომელ ორგანოში სამსახურისას) |
| 11. | აღწერეთ თქვენ მიერ შესასრულებელი სამუშაო, რის გამოც გესაჭიროებათ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვება |
| 12. | მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ბოლო 15 წლის განმავლობაში (მათ შორის საზღვარგარეთ) |
| როდიდან: | როდემდე: |
| 13. | გრძელვადიანი (3 თვეზე მეტი) დროებითი საცხოვრებელი ადგილი (მათ შორის საზღვარგარეთ მუშაობის დროს) |
| 14. | სამუშაო ადგილი ბოლო 15 წლის განმავლობაში (მათ შორის საზღვარგარეთ) |
დოკუმენტის ტექსტი
,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Arial Narrow"; panose-1:2 11 6 6 2 2 2 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal; text-decoration:underline;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 46.35pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №708
2005 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ნატოსთან „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისა და საქართველოს კანონმდებლობის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესი“.
2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა (გ. ბეჟუაშვილი) უზრუნველყოს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემა ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
მ. სააკაშვილი
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის პროცედურას.
2. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაცია არის უშუალოდ ნატოს მიერ დადგენილი და შესაბამისი ხარისხით განსაზღვრული ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შესაძლებელია მძიმე შედეგი მიაყენოს საქართველოსა და ნატოს ინტერესებს.
3. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას გასცემს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
თავი II
მიზნები და ამოცანები
4. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის ფორმა (შემდგომში – ნებართვა) დამტკიცებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს მიერ, მინიჭებული აქვს შესაბამისი გრიფი და არის ორი სახის:
ა) ფორმა ,,ა“ (Personnel Security Clearance Certificate) – ზოგადი სახისაა და გაიცემა 5 წლამდე ვადით იმ თანამდებობის პირზე, რომლის საქმიანობის სფერო უშუალოდ მოიცავს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს;
ბ) ფორმა ,,ბ“ (Certificate of Security Clearance) – კონკრეტული სახისაა და გაიცემა ფორმა ,,ა“-ს მქონე თანამდებობის პირზე ნატოს ეგიდით გამართულ კონკრეტულ ღონისძიებაში (ოფიციალური შეხვედრა, სემინარი, კონფერენცია, სასწავლო კურსი და სხვ.) მონაწილეობის მისაღებად.
5. ფორმა „b“-ს გაცემა ფორმა „ა“-ს არმქონე პირზე დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით.
6. საქართველოს შესაბამისი უწყება, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს მიმართავს განაცხადით ამა თუ იმ თანამდებობის პირისათვის ნებართვის გაცემის თაობაზე.
7. განაცხადში ქართულ და ინგლისურ ენებზე მოცემული უნდა იყოს პირის:
ა) სრული საპასპორტო მონაცემები;
ბ) დაკავებული თანამდებობა და საქმიანობის სფერო;
გ) დასაბუთებული მიზეზი, რის გამოც უნდა გაიცეს მასზე ნებართვა.
8. ფორმა ,,b”-ზე განაცხადის შემთხვევაში, განაცხადში მოცემული დასაბუთებული მიზეზი ასევე უნდა შეიცავდეს კონკრეტული ღონისძიების დასახელებას, ჩატარების დროის, ადგილის, ორგანიზატორის მიერ მოთხოვნილი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების დონის მითითებით.
9. უწყების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
ა) უშუალო ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული პირის დახასიათება-რეკომენდაცია და ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3 x 4 სმ);
ბ) ცნობა, რომ განაცხადში წარდგენილი პიროვნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან (ფორმა №1 ან ფორმა №2-ის მიხედვით);
გ) ნებართვის მიმღები კანდიდატის მიერ შევსებული „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარი” (დანართი №1).
10. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში შემოსული განაცხადი თანდართული მასალებით გადაეცემა შესაბამის პასუხისმგებელ პირს, რომელიც ადგენს განაცხადში არსებული ინფორმაციის შესაბამისობას და არა უგვიანეს ერთ თვეში წარუდგენს დოკუმენტაციას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად.
თავი III
პასუხისმგებლობა
11. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) კანდიდატს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი უტარებს სათანადო ინსტრუქტაჟს, რომლის დროსაც მას უმარტავს საიდუმლოების გამჟღავნების (ან დოკუმენტაციის დაკარგვის) შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
ბ) კანდიდატი ხელმოწერით ადასტურებს ვალდებულებას საიდუმლოების დაცვის შესახებ (დანართი №2).
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
12. ზემოაღნიშნული პროცედურების თანამიმდევრულად დაცვის შემდეგ პირზე გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი ნებართვა.
13. ნებართვის დედანი (მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით) დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარტში, ხოლო ბეჭდით დამოწმებული ასლი გადაიგზავნება დაინტერესებულ უწყებაში.
14. ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ
ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის
გაცემის წესის
დანართი №1
ს ა ი დ უ მ ლ ო
(შევსების შემდეგ)
ფოტოსურათი
3 x 4
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო)
კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის
მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების
კ ი თ ხ ვ ა რ ი
კითხვარი ივსება ხელით.
1.
სახელი, გვარი
2.
თუ შეცვლილი გაქვთ სახელი, გვარი,
უჩვენეთ როდის და რა მიზეზით
3.
დაბადების რიცხვი, თვე, წელი
4.
დაბადების ადგილი (ქვეყანა, ქალაქი)
და მოქალაქეობა
5.
პასპორტის (პირადობის მოწმობის) ნომერი,
გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი
6.
პირადი ნომერი
7.
მოქალაქეობა
8.
საკონტაქტო ტელეფონების ნომრები
ბინის: მობილური: სამსახურის:
9.
მიგიღიათ თუ არა მანამდე დაშვება
სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე
(დაშვების ფორმა, პასუხისმგებელი ორგანო)
10.
მიგიღიათ თუ არა როდესმე უარი ან ჩამოგრთმევიათ თუ არა ნებართვა
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე
(მიუთითეთ როდის და რომელ ორგანოში სამსახურისას)
11.
აღწერეთ თქვენ მიერ შესასრულებელი
სამუშაო, რის გამოც გესაჭიროებათ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვება
12.
მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ბოლო 15 წლის განმავლობაში (მათ შორის საზღვარგარეთ)
როდიდან:
როდემდე:
მისამართი:
13.
გრძელვადიანი (3 თვეზე მეტი)
დროებითი საცხოვრებელი ადგილი
(მათ შორის საზღვარგარეთ მუშაობის დროს)
მისამართი:
14.
სამუშაო ადგილი ბოლო 15 წლის განმავლობაში (მათ შორის საზღვარგარეთ)
დაწესებულების დასახელება:
მისამართი:
როდიდან:
როდემდე:
თანამდებობა:
15.
სამხედრო (ალტერნატიული) სამსახური, მათ შორის საზღვარგარეთ
როდიდან:
როდემდე:
ქვეყანა, ჯარის სახეობა:
თანამდებობა:
უმაღლესი წოდება:
16.
მთავრობის ჯილდოები, მათ შორის უცხოური
17.
განათლება (მათ შორის არასრული)
საგანმანათლებლო დაწესებულება:
როდიდან:
როდემდე:
კვალიფიკაცია:
ხარისხი:
18.
უცხო ენების ცოდნა (კითხულობთ და თარგმნით ლექსიკონით, შეგიძლიათ საუბარი, იცით კარგად)
19.
ოჯახური მდგომარეობა (დაქორწინების, განქორწინების წელი, ქვრივი)
20.
ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ:
ნათესაური კავშირი
სახელი,
გვარი
პირადი
ნომერი
დაბადების წელი, ადგილი
მოქალაქე-ობა
საცხოვრებელი ადგილი
სამუშაო ადგილი, თანამდებობა
მეუღლე
მამა
დედა
ძმა
და
შვილი
21.
ინფორმაცია თქვენს საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები პირების შესახებ
სახელი, გვარი:
პირადი ნომერი:
მისამართი:
სამუშაო ადგილი:
თანამდებობა:
22.
მოქმედი დისციპლინური სასჯელი
ტიპი, მიზეზი:
23.
ყოფილხართ თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში?
(მათ შორის თუ შეგეხოთ გათავისუფლება სასჯელის მოხდისაგან ან სასჯელის შემცირება ამნისტიით ან შეწყალებით)
თარიღი, მიზეზი:
24.
მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სისხლის სამართლის პროცესში (როგორც დაზარალებული, მოსარჩელე, განსასჯელი) ან რომელიმე სამოქალაქო სამართლის საქმეში ?
სტატუსი, თარიღი, მიზეზი:
25.
დაგეკისრათ თუ არა ადმინისტრაციული სასჯელი
(თუ ჯერ არ არის გაუქმებული),
მათ შორის საზღვარგარეთ ?
მიზეზი, სანქციები:
26.
ყოფილხართ როდესმე გაძევებული რომელიმე ქვეყნიდან ?
ქვეყანა, თარიღი, მიზეზი:
27.
გქონიათ თუ არა თქვენ ან თქვენს ახლო ნათესავებს არასამსახურებრივი კავშირი უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან ?
თარიღი, ადგილი, რა ხასიათის:
28.
ყოფილა თუ არა თქვენი და თქვენი
ნათესავების წინააღმდეგ შანტაჟის,
მუქარის ან/და რაიმე საფრთხის (ან მცდელობის) შემთხვევები ცალკეული პირებისგან, ან რომელიმე ორგანიზაციიდან, უწყებიდან
29.
ყოფილხართ თუ არა როდესმე რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებაში მავნე ჩვევებისა და მიდრეკილებების გამო ? (ალკოჰოლიზმი, ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენება, მენტალური (სულიერი) დაავადებები)
30.
გაგივლიათ თუ არა როდესმე ფსიქოთერაპევტის, ფსიქიატრის, ნარკოლოგის კონსულტაციები ?
მიზეზი, დროის პერიოდი:
31.
იყენებდით (იყენებთ) თუ არა ანტიდეპრესანტებს ან ფსიქოტროპულ საშუალებებს ?
32.
რომელი რელიგიური სარწმუნოების,
რელიგიური ორგანიზაციის (მათ შორის არატრადიციულის) მიმდევარი ხართ ?
33.
ხართ თუ არა რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანების, პოლიტიკური
ორგანიზაციის (პარტიის) წევრი ?
დასახელება, სტატუსი, დროის პერიოდი
34.
გთხოვთ, აღნიშნოთ ყველა ის პროფესიული, სოციალური ან საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის წევრი ხართ ან იყავით
დასახელება:
როდიდან:
როდემდე:
მოქმედების მიზანი და ფუნქცია:
35.
რა თანხას შეადგენდა საანგარიშო წლის განმავლობაში თქვენი ხელფასი
(ანაზღაურება)
36.
გაქვთ თუ არა ძირითადი საქმიანობიდან განსხვავებული შემოსავალის წყარო (აღწერეთ)
37.
ინფორმაცია თქვენ მიერ ფინანსური და
ქონებრივი დეკლარაციის შევსების შესახებ
(შევსების თარიღისა და იმ ორგანოს დასახელების მითითებით, რომელშიც ჩააბარეთ დეკლარაცია)
38.
იყავით თუ არა ჩაბმული სამხედრო კონფლიქტში როგორც მონაწილე ან მსხვერპლი (როდის, სად, მიზეზი) ?
39.
იყავით თუ არა საზღვარგარეთ ბოლო
ხუთი წლის განმავლობაში
(სად, როდის, რა მიზნით, დაფინანსების წყარო)
40.
არსებობს თუ არა ფაქტები, ინფორმაცია ან
ისეთი გარემოება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს პირადად თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შანტაჟისა და
დისკრედიტაციის მიზნით ?
მე, _____________________________________________________, ვადასტურებ ხელმოწერით, რომ კითხვარი შევავსე უშუალოდ და გაფრთხილებული ვარ, რომ ჩემ მიერ კითხვარში დაფიქსირებული ინფორმაცია იქნება გადამოწმებული.
მე, ამ დოკუმენტის შემვსები, ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერი შეგნებული არასწორი პასუხი ან ფაქტების შეცვლა შეიძლება გახდეს ჩემთვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებაზე უარის თქმის მიზეზი, ხოლო აღნიშნულის აღმოჩენა ნებართვის მიღების შემდეგ გამოიწვევს ნებართვის ავტომატურ ანულირებას.
მე თანახმა ვარ მოთხოვნისთანავე წარვუდგინო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს დამატებითი დოკუმენტაცია კითხვარში დაფიქსირებული საკითხების დასაზუსტებლად და ჩემი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
მე ვიღებ ვალდებულებას კითხვარში დაფიქსირებული ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, არა უგვიანეს ერთ თვეში წერილობით ვაცნობო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს.
ზემოაღნიშნულს ვადასტურებ: _________________________________
(ხელმოწერა)
„ ____“ ____________ 200__ წ.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ
ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის
გაცემის წესის
დანართი №2
ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ა :
მე, _________________________________________________________________________________
(სახელი, მამის სახელი, გვარი)
ვიღებ რა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას _____________ ფორმით, ვკისრულობ ვალდებულებას:
ა) არ გავამჟღავნო ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი ცნობები, რომლებსაც მომანდობენ ან ჩემთვის ცნობილი გახდება სამსახურის (სამუშაოს) მიხედვით;
ბ) ზუსტად შევასრულო ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მოთხოვნები და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის უზრუნველმყოფი ბრძანებები, ისტრუქციები და დებულებები;
გ) იმ შემთხვევაში, თუ გარეშე პირები შეეცდებიან მიიღონ ჩემგან ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი ცნობები, დაუყოვნებლივ შევატყობინო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;
დ) სრულად და დროულად შევატყობინო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს ანკეტური და ავტობიოგრაფიული მონაცემების ცვლილებების შესახებ.
მე ვარ გაფრთხილებული, რომ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი ცნობების გამჟღავნების ან დოკუმენტებისა და საგნების დაკარგვისათვის, აგრეთვე საიდუმლოების რეჟიმის სხვა დარღვევებისათვის დამეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
_________________________________
(ხელმოწერა)
ინსტრუქტაჟი გამართა ________________________________________________
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და გვარი)
„____“ _____________ 200 ___ წ.
სამსახურიდან დათხოვნის (ნებართვის ვადის გასვლის) შემდეგაც დავიცავ ამ ვალდებულების „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტების მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პასუხს ვაგებ კანონით დადგენილი წესით.
_________________________________
(ხელმოწერა)
ინსტრუქტაჟი გამართა ________________________________________________
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და გვარი)
„____“ _____________ 200 ___ წ.