,,რეზერვის ოფიცერთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 09.09.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №743
სარეგისტრაციო კოდი 120.160.010.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 108, 15/09/2005
matsne.gov.ge 3,324 სიტყვა · ~17 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
მოდული A:  შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი და  ინდივიდუალური კონტროლი 24,0
მოდული B: პირველადი სამედიცინო დახმარება 18,0
მოდული C: ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება 56,0
მოდული D: სახმელეთო ნავიგაცია 14,0
მოდული E: კავშირგაბმულობა 10,0
მოდული F: სამხედრო-საინჟინრო მომზადება 8,0
მოდული G : საცეცხლე მომზადება 48,0
მოდული H: მცირერიცხოვან ქვედანაყოფთა ტაქტიკა 70,0
მოდული I: რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან  თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებები 8,0
მოდული J: სამწყობრო ილეთები და ცერემონიები 20,0
მოდული K: ფიზიკური მომზადება 70,0
მოდული L: ქვედანაყოფების საველე სწავლებები 76,0 –––––––––––––––––  ჯამი: 422,0
ა) ეტაპობრივი ტესტირებები 36,0 შაბათობით
ბ) ინსპექტირება 2,0 საკლასო 24,0 პრაქტიკ. მეც.
გ) ადმინისტრაციული დრო 32,0 საკლასო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,რეზერვის ოფიცერთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:14.2pt 70.9pt 0in 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №743 2005 წლის 9 სექტემბერი  ქ. თბილისი რეზერვის ოფიცერთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის დამტკიცების შესახებ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „რეზერვის ოფიცერთა მომზადების ერთწლიანი პროგრამა“. მ. სააკაშვილი რეზერვის ოფიცერთა მომზადების ერთწლიანი პროგრამა                                     (ქვეითი ოცეულის მეთაური) თავი I ზოგადი დებულებანი 1. რეზერვის ოფიცერთა მომზადების ერთწლიანი პროგრამით მოსამზადებელ კურსებზე მიიღებიან სამხედრო სამსახურისათვის ვარგისი, 27 წლამდე ასაკის უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები. 2. წინამდებარე პროგრამის გავლა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების მოხდად. 3. კურსებზე მიღებული მოქალაქეები მომზადებას გაივლიან საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, ეროვნულ გვარდიაში ან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებელში. 4. პროგრამის დასრულებისა და გამოსაშვები კომპლექსური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხება რეზერვში და მიენიჭება ქვეითი ჯარის რეზერვის ოფიცრის პირველადი წოდება. 5. პროგრამაში გამოყენებული ტერმინთა განმარტებები: მოდული – ცალკეული დისციპლინების (მოქმედებების) ნაკრები, მოცემული სასწავლო ეტაპისათვის საჭირო მოცულობით; ადმინისტრაციული მოდული – ადმინისტრაციული მოქმედებების ნაკრები, რომლის ხანგრძლივობაც არ შედის აკადემიური დროის მოცულობაში; კომპლექსური გამოცდა – სრული კურსების დამთავრებისას ჩასატარებელი გამოსაშვები გამოცდა, რომელიც მოიცავს საკითხებს სხვადასხვა შესასწავლი დისციპლინებიდან; რჩევის მიცემა – მეთოდური მომზადება; ინდივიდუალური კონტროლი – სხვადასხვა პირობებში წესდებებით დადგენილი სამხედრო მოსამსახურის ქცევის წესები; საველე ხელმძღვანელობა – სამეთაურო უნარ-ჩვევები; სპეციალური მომზადება – ცურვა მთელი აღჭურვილობით, სამთო მომზადება, დაბრკოლებათა კურსები. თავი II პროგრამის შემადგენლობა 1. წინამდებარე რეზერვის ოფიცერთა მომზადების ერთწლიანი პროგრამა შედგება სამი კურსისა (ეტაპისა) და რეგულარულ ჯარებში სტაჟირებისაგან, ქვეითი ოცეულის მეთაურის (დუბლიორის) როლში: ა) საერთო-საჯარისო კურსები (9 კვირა); ბ) ოფიცრობის საკანდიდატო კურსები (14 კვირა); გ) ქვეითი ოფიცრის ძირითადი კურსები (16 კვირა); დ) საჯარისო სტაჟირება ქვეითი ოცეულის მეთაურის (დუბლიორის) როლში (6 კვირა); ე) გამოსაშვები კომპლექსური გამოცდა და ცერემონია (1 კვირა). 2. პროგრამა დასრულდება გამოსაშვები ორდღიანი კომპლექსური გამოცდით და გამოსაშვები საზეიმო ცერემონიით. 3. პროგრამის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა 2-კვირიანი შვებულება, ხოლო მოსამსახურეს, რომელიც ოფიცერთა მომზადების კურსების დასრულების შემდეგ პირადი სურვილითა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით გააგრძელებს სამხედრო სამსახურს შეიარაღებული ძალების რიგებში, სწავლის დასრულების შემდგომ 4-კვირიანი შვებულება. 2. საერთო-საჯარისო კურსების (ეტაპის) ხანგრძლივობა არის 9 კვირა. კურსების მიზანია სამხედრო მოსამსახურის მომზადება ოფიცრობის საკანდიდატო კურსების გასავლელად. ამ კურსების მთავარი ამოცანაა რეზერვისტების ფიზიკური წრთობა, ქვეითი ჯარისკაცის რანგში ბრძოლის ძირითად სახეობებში მოქმედებებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა, საკუთარი თავის, იარაღის, თანამოსამსახურეებისა და მეთაურებისადმი რწმენის გამომუშავება. საერთო-საჯარისო კურსების პირველ პერიოდში სამხედრო მოსამსახურეები ეცნობიან სამხედრო სფეროს მიკუთვნებულ კანონმდებლობის საფუძვლებს და ითვისებენ სამხედრო დისციპლინას. ამ პერიოდში სამხედრო მოსამსახურეები, ძირითადად, დაკავებულნი არიან სამწყობრო და ფიზიკური მომზადებით, სწავლობენ მასობრივი დაზიანების იარაღსა და მისგან თავდაცვის საშუალებებს, სამხედრო უნიფორმის ტარების წესებსა და არმიულ გარემოში გადიან ადაპტაციას. საერთო-საჯარისო კურსების მეორე პერიოდში, ძირითადი დრო საცეცხლე მომზადების შესწავლას ეთმობა. ისწავლება საშტატო-სასროლი იარაღის მატერიალური ნაწილი და სასროლი საქმის თეორია. პირადი შემადგენლობა იძენს საშტატო იარაღთან მოქმედებების უნარ-ჩვევებს. პერიოდი მთავრდება საჯარისო სასროლეთზე ორი ჩასათვლელი (დღისით და ღამით) საბრძოლო სროლით. საერთო-საჯარისო კურსების მესამე პერიოდში მუშავდება ჯარისკაცის მოქმედებები ბრძოლაში, საშტატო სასროლი იარაღის გამოყენებით. მიმდინარეობს პრაქტიკული მეცადინეობები ადგილმდებარეობაზე, საბრძოლო სროლებით. აღნიშნულ კურსზე (ეტაპზე) შესასწავლი ძირითადი დისციპლინებია ტაქტიკური, საცეცხლე და ფიზიკური მომზადება. ამის გარდა, შეისწავლიან საერთო-საჯარისო წესდებებს, საჯარისო დაზვერვის საკითხებს, სამხედრო-საინჟინრო საქმეს, მასობრივი დაზიანების იარაღისაგან თავდაცვის საშუალებებს, სახმელეთო ნავიგაციასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. ამ კურსზე (ეტაპზე) მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურის ოფიცრად ჩამოყალიბების ინტენსიური პროცესი.  აკადემიური დრო: მოდული A:  შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი და  ინდივიდუალური კონტროლი 24,0 მოდული B: პირველადი სამედიცინო დახმარება 18,0 მოდული C: ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება 56,0 მოდული D: სახმელეთო ნავიგაცია 14,0 მოდული E: კავშირგაბმულობა 10,0 მოდული F: სამხედრო-საინჟინრო მომზადება 8,0 მოდული G : საცეცხლე მომზადება 48,0 მოდული H: მცირერიცხოვან ქვედანაყოფთა ტაქტიკა 70,0 მოდული I: რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან  თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებები 8,0 მოდული J: სამწყობრო ილეთები და ცერემონიები 20,0 მოდული K: ფიზიკური მომზადება 70,0 მოდული L: ქვედანაყოფების საველე სწავლებები  76,0 –––––––––––––––––  ჯამი: 422,0 ადმინისტრაციული მოდული: ა) ეტაპობრივი ტესტირებები 36,0 ბ) ინსპექტირება 26,0 გ) ადმინისტრაციული დრო  32,0 –––––––––––––––– ჯამი: 94,0  –––––––––––––––  სულ: 516,0  საერთო-საჯარისო კურსების  სასწავლო მოდულების ჩამონათვალი: აკადემიური საათები - მოდული A: შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი და  ინდივიდუალური კონტროლი 24,0 საკლასო მიზანი: შეისწავლონ შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი, ჟენევისა და ჰააგის კონვენციების მოთხოვნები, რათა შეეძლოთ შესაბამისი დებულებების გამოყენება მეთაურის პრაქტიკულ საქმიანობაში. გაეცნონ: სამხედრო მოსამსახურის უფლებებსა და მოვალეობებს. ლიტერატურა: გ. თორაძე, შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია. თბილისი, 2002 წ. - მოდული B: პირველადი სამედიცინო დახმარება 12,0 საკლასო 4,0 საჩვენებ. მეც. 2,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეძლონ დაზიანების სახის გარკვევა და შესაბამისი დახმარების გაწევა; ყველა სახის ჭრილობისა და დაზარალებულის მდგომარეობის შეფასება, საჭირო სამედიცინო დახმარების განსაზღვრა; შოკის თავიდან აცილება, დამწვრობის ხარისხის გარკვევა და შესაბამისი დახმარების გაწევა, ნახვევის დადება ჭრილობაზე ზუსტი თანამიმდევრობით,სისხლის დენის კონტროლი, არტახის დადება მკლავისან ფეხის მოტეხილობაზე, ხელოვნური სუნთქვის თანამიმდევრული წესით ჩატარება, მოყინვის ხარისხის დადგენა და ზუსტი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, დაზარალებულის ევაკუაცია. ლიტერატურა: 1. ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 2. საბრძოლო ოპერაციების მართვა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი. 2002 წ. 3. რ. მესხიშვილი, სანიტარიული ინსტრუქტორებისა და ჯარისკაცების სამხედრო-სამედიცინო მომზადება, თბილისი 1999 წ. - მოდული C: ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება 16,0 საკლასო 18,0 საჩვენებ. მეც. 22,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეეძლოთ გადაადგილება წინასწარ დანიშნული მარშრუტით მოწინააღმდეგის პოზიციების მიმართულებით; საშიშროების განსაზღვრა და სასწრაფო ზომების მიღება დაზიანების თავიდან ასაცილებლად; მანქანიდან საპასუხო ცეცხლის წარმოება; ნაღმების ამოღება დანაღმული ველიდან ფეხით ან მანქანით გადაადგილებისას ისეთ პირობებში, რომელიც არ გამოიწვევს პიროვნების დაზიანებას ან ნაღმის დეტონაციას; მხედველობის არეში მოხვედრილი მოწინააღმდეგის ჯარისკაცებისა და მანქანების 50%-ის დადგენა სათვალთვალო ხერხების გამოყენებით; საბრძოლო მანქანების არსებული ნომენკლატურის თანახმად განსაზღვრა; სამხედრო მოსამსახურეთა და საბრძოლო ტექნიკის კუთვნილების გარკვევა და სამხედრო წოდებების დადგენა; ინდივიდუალური საცეცხლე პოზიციის მოწყობა, საცეცხლე პოზიციისა და შეიარაღების შენიღბვა; დაზვერვის შედეგების მომზადება და მოხსენება. რეზერვისტმა უნდა იცოდეს: საყარაულო წესდების მოთხოვნები; ნაჩქარევი, გაუმჯობესებული და ძირითადი საბრძოლო პოზიციის მოწყობა; პოზიციიდან თვალთვალი და საბრძოლო სროლების წარმოების ტექნიკა; საპასუხო მოქმედებები მოწინააღმდეგის მიერ წარმოებულ პირდაპირ და კიდულ ცეცხლზე. ლიტერატურა: 1. ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 2. საბრძოლო ოპერაციების მართვა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2002 წ. 3. საყარაულო წესდება. თავდაცვის ეროვნული აკადემია. თბილისი, 2005 წ. - მოდული D: სახმელეთო ნავიგაცია 8,0 საკლასო 2,0 საჩვენებ. მეც.  4,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეძლონ ზუსტად განსაზღვრონ რუკაზე ტოპოგრაფიული პირობითი ნიშნები, ხუთი მსხვილი, სამი უმნიშვნელო და ორი დამატებითი ადგილობრივი საგანი; მანძილი (მეტრებში) ორ ადგილობრივ საგანს შორის მაქსიმუმ 10-პროცენტიანი ცდომილებით; მოცემული მაგნიტური აზიმუტის გარდაქმნა საკოორდინატო ბადის აზიმუტად და პირიქით. ლიტერატურა: სამხედრო ტოპოგრაფია. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. - მოდული E: კავშირგაბმულობა 8,0 საჩვენებ. მეც. 2,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეძლონ რადიოქსელში შესვლა, გზავნილის გაგზავნა და ჩართულ მდგომარეობაში ყოფნა მოხმობის სიგნალის გადმოცემამდე; 100%-იანი სიზუსტით სიგნალის თანამიმდევრობის, საუბრის, ფონეტიკური ანბანისა და ციფრების ჩანიშვნა; ფონეტიკური ანბანის, მოხმობის სიგნალების სიტყვებით ზუსტად გამოხატვა. ლიტერატურა: ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. - მოდული F: სამხედრო-საინჟინრო მომზადება 2,0 საკლასო 6,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეძლონ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება (ნაღმის დაყენება (ჩადება), აფეთქება და მოხსნა (ევაკუირება)) მისი შემადგენელი ნაწილების დაუზიანებლად. ლიტერატურა: 1. გ.ხუციშვილი, სამხედრო საინჟინრო საქმე, თბილისი, 2004 წ. 2. ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. - მოდული G : საცეცხლე მომზადება 6,0 საკლასო 4,0 საჩვენებ. მეც. 38, 0პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეისწავლონ საშტატო-სასროლი იარაღისა (АКМ (АК-74), РПК(РПК-74), ГП-25) და ხელყუმბარების დანიშნულება, საბრძოლო მონაცემები, მატერიალური ნაწილი, სროლის ხერხები და წესები. შეძლონ სროლის დროს წარმოქმნილი შეფერხებების სწორად შეფასება და აღმოფხვრა; საშტატო-სასროლი იარაღის ნორმალურ მოხვედრებამდე მიყვანა; ავტომატით საკვალიფიკაციო სროლების მინიმალური მოთხოვნების შესრულება შემდეგი ცხრილის მიხედვით:   ▫ პირადი შემადგენლობის მიერ 27 მიზნამდე  მოხვედრა შეფასდება როგორც არაკვალიფიცირებული;  ▫ 28-დან 36 მიზნამდე მოხვედრა შეფასდება როგორც  ზუსტი მსროლელი;  ▫ 37-დან 43 მიზნამდე მოხვედრა შეფასდება როგორც სნაიპერი;  ▫44-დან 50 მიზნამდე მოხვედრა შეფასდება როგორც ექსპერტი. ლიტერატურა: 1. დ.ნაკაშიძე, ბალისტიკა და შეიარაღების სისტემები, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 2. ქვეითი ქვედანაყოფების წვრთნა საბრძოლო სროლებით. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია. თბილისი, 2005 წ. 3. სხვადასხვა შეიარაღებიდან საცეცხლე ვარჯიშების შესრულების პირობები, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 4. უსაფრთხოების ზომების დაცვის ინსტრუქცია ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკის შეიარაღებით მოქმედებისას, თავდაცვის სამინისტრო, თბილისი. 2004 წ. 5. 5,45 მმ კალაშნიკოვის ავტომატის (კა-74, კად-74, კა-74ღ) და 5,45 მმ კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევის (კხტ-74, კხტდ-74, კხტ-74ღ, კხტდ-74ღ) სახელმძღვანელო. თავდაცვის სამინისტრო, თბილისი,1994 წ. 6. დარიგება სასროლო საქმეში, ხელის ყუმბარები. თავდაცვის სამინისტრო, თბილისი, 1994 წ. - მოდული H: მცირერიცხოვან ქვედანაყოფთა ტაქტიკა 70,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეისწავლონ საცეცხლე ჯგუფის/ათეულის მოქმედებები; საცეცხლე ჯგუფის/ათეულის შემადგენლობაში საბრძოლო გადაადგილება(ბრძოლის ველზე დაკვირვებისას); მოცემული ადგილმდებარეობის ცეცხლის ბარათის მომზადება; მოქმედებები ქვედანაყოფის შემადგენლობაში მეთაურის ხელმძღვანელობით; შენობებში შესვლა და გაწმენდა; ჯგუფის/ათეულის შემადგენლობაში ჩასაფრება, ფარული საცეცხლე პოზიციის დაკავება, მოწინააღმდეგისათვის ცეცხლის გახსნა, საკვამლე ხელყუმბარის გამოყენება, სახიფათო ზონაში ფარული გზით მოძრაობა; წოლელა მდგომარეობიდან ცეცხლის გახსნა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე იერიშის მიტანა; შეძლონ საცეცხლე ჯგუფის/ათეულის შემადგენლობაში, ათეულის მეთაურის ხელმძღვანელობით მოქმედება, ცეცხლისა და მანევრირების, აგრეთვე ფარული ხერხების გამოყენებით ბუნკერის დანგრევა; მოწინააღმდეგის ლოკალიზება, ცეცხლის გახსნა და იერიში მისსავე პოზიციაზე; მომავალი ოპერაციების ორგანიზება. ლიტერატურა: საველე წესდება – ქვეითი ათეული და ოცეული; საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. - მოდული I: ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი და მათგან თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებები 8,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეძლონ აირწინაღის გამოყენება და შენახვა; ვარგისიანობის შემოწმება; დაშლა, გასუფთავება თბილი წყლითა და საპნით; აღჭურვილობისა და სპეც. ტანსაცმლის დეგაზაცია; დასნებოვნების შემჩნევიდან ერთი წუთის განმავლობაში კანის, თვალებისა და აღჭურვილობის დამუშავება; ქიმიურ და ბიოლოგიურ იერიშზე რეაგირება; ქიმიური მოწამვლის 100%-ით გამოცნობა; პირადი უსაფრთხოების ზომების მიღება ერთ წუთში. ლიტერატურა: 1. ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია,. თბილისი, 2005 წ. 2. საველე წესდება – ქვეითი ათეული და ოცეული, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 3. მასობრივი იარაღისაგან თავდაცვის საველე სახელმძღვანელო, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია,. თბილისი, 2005 წ. - მოდული J: სამწყობრო ილეთები და ცერემონიები 4,0 საკლასო 4,0 საჩვენებ. მეც. 12,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეისწავლონ სამწყობრო მომზადების ილეთები დაცერემონიების წესები. სწორად შეასრულონ სამწყობრომომზადების მოქმედებები იარაღის გარეშე და იარაღით,ინდივიდუალურად და ქვედანაყოფის შემადგენლობაში. ლიტერატურა: სამწყობრო მომზადება. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. - მოდული K: ფიზიკური მომზადება 2,0 საჩვენებ. მეც. 68,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეძლონ ფიზიკური მომზადების დარიგებით გათვალისწინებული ნორმატივების შესრულება მინიმუმ 70%-ით, რომელიც 210 ქულას უთანაბრდება. ხელჩართული ბრძოლის ილეთებისა და ხერხების გამოყენება. ლიტერატურა: შეიარაღებული ძალების ფიზიკურ მომზადებაში მეთოდური დარიგება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თბილისი, 2004 წ. - მოდული L: ქვედანაყოფების საველე სწავლებები 2,0 საკლასო 2,0 საჩვენებ. მეც. 72,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეძლონ კარვის გაშლა და აკეცვა ნორმატივით დადგენილ დროში; დასვენებისათვის განთავსება მუდმივმოქმედიინსტრუქციის თანახმად. საბრძოლო ამოცანის შესრულება ფასდება საველე-საბრძოლო სწავლების განმავლობაში, რომლის დროსაც ყურადღება უნდა მიექცეს ხმაურის, განათებისა და ადგილმდებარეობის დანაგვიანების ხარისხს. საველე სწავლებების დროს პრაქტიკულად უნდა იქნეს შესწავლილი შემდეგი საკითხები: ა) შენიღბვა და თავშესაფრის მოწყობა; ბ) ადგილობრივი უსაფრთხოების ღონისძიებები; გ) რადიაციული, ქიმიური და ბაქტეოროლოგიური იარაღისაგან დაცვის ორგანიზება; დ) პირველადი სამედიცინო დახმარება; ე) კავშირგაბმულობა; ვ) საბრძოლო პოზიციების მომზადება. ლიტერატურა: 1. ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი. 2005 წ. 2. საველე წესდება – ქვეითი ათეული და ოცეული, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 3. საბრძოლო ოპერაციების მართვა,. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2002 წ. - ადმინისტრაციული მოდული: ა) ეტაპობრივი ტესტირებები 36,0 შაბათობით მიზანი: რეზერვისტთა შეფასება; მათი მომზადების და პროგრესის დონის შემოწმება შესწავლილი დისციპლინების შესაბამისად. ბ) ინსპექტირება 2,0 საკლასო 24,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: რეზერვისტების მომზადება და მათი მონაწილეობა ქვედანაყოფის ინსპექტირებაში(შემოწმებაში); ინსპექტირების მომზადება დაჩატარება გამოქვეყნებული სტანდარტების შესაბამისად. გ) ადმინისტრაციული დრო 32,0 საკლასო მიზანი: ადმინისტრაციული დრო განკუთვნილია ვარჯიშების, ინსპექტირების, საყოფაცხოვრებო საქმიანობისა და ბრიფინგებისთვის, აღჭურვილობის, მოწყობილობებისა და შეიარაღების შემოწმებისა მომსახურებისათვის. 3. ოფიცრობის საკანდიდატო კურსების (ეტაპის) ხანგრძლივობა არის 14 კვირა. ამ კურსებზე მიმდინარეობს რეზერვისტთა უმცროს ოფიცრებად ჩამოყალიბების პროცესი, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს საერთო-საჯარისო კურსები (ეტაპი) და ჩააბარეს ყველა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტი). ამ კურსების მიზანია რეზერვისტების მომზადება ქვეითი ოფიცრის ძირითადი კურსების გასავლელად. რეზერვისტები კურსებზე შეისწავლიან სახმელეთო ძალების საბრძოლო წესდებებსა და ტაქტიკას (ქვეითი ათეულისა და ოცეულის ფარგლებში), სამხედრო ეთიკასა და ხელმძღვანელობას, სამხედრო ისტორიასა და ტრადიციებს, შეიარაღებული კონფლიქტების სამართალს, გაიღრმავებენ ჯარისკაცის ზოგად უნარ-ჩვევებსა და ცოდნას სახმელეთო ნავიგაციაში. კურსები დასრულდება საველე გასვლით და შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდების (ტესტების) ჩაბარებით. აკადემიური დრო: მოდული M: საერთო-საჯარისო ტაქტიკა 48,0 მოდული N: სამხედრო ეთიკა 86,0 მოდული O: ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება 40,0 მოდული P: საველე ხელმძღვანელობა 276,0 მოდული Q: სახმელეთო ნავიგაცია 46,0 მოდული R: სპეციალური მომზადება და შეფასებები 144,0 მოდული S: სამხედრო ისტორია 56,0 ––––––––––––––––– ჯამი: 696,0 ადმინისტრაციული მოდული: ა) გამოცდები 88,0 ბ) ადმინისტრაციული დრო  102,0 ––––––––––––  ჯამი:    190,0  ––––––––––––––––– სულ: 886,0 ოფიცრობის საკანდიდატო კურსებზე სასწავლო მოდულების ჩამონათვალი: აკადემიური საათები - მოდული M: საერთო-საჯარისო ტაქტიკა 24,0 საკლასო 24,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეისწავლონ საერთო-საჯარისო ტაქტიკა, საბრძოლო უზრუნველყოფის პრინციპები. შეიარაღებული ძალების როლი და ორგანიზაცია, მეთაურის მოვალეობები საბრძოლო მოქმედებების დროს. ლიტერატურა: 1. ტაქტიკა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი. 2005 წ. 2. ოპერაციები, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია. თბილისი, 2005 წ. 3. საბრძოლო ოპერაციების მართვა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2002 წ. - მოდული N: სამხედრო ეთიკა 44,0 საკლასო 26,0 პრაქტიკ. მეც. 12,0 სემინარი 4,0 სტუმარი მიზანი: შეიწავლონ ოფიცრის პროფესიის, სამხედრო სამართლის, ინდივიდუალურ და პროფესიულ ვალდებულებათა ურთიერთდამოკიდებულება; კონკრეტულ სიტუაციაში ხელმძღვანელობის ძირითადი ელემენტების გამოყენების მეთოდები; ეთიკური ვითარების შესაქმნელად ხელმძღვანელობის პრინციპების გამოყენება. ეთიკური პრობლემის გადაჭრის საშუალებები. რჩევის მიცემის მეთოდიკა. ლიტერატურა: 1. გ. სამსონაძე, სამხედრო ეთიკა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი. 2001 წ. 2. გ. თორაძე, შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2002 წ. 3. საბრძოლო ოპერაციების მართვა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2002 წ. - მოდული O: ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება 2,0 საკლასო 2,0 საჩვენებ. მეც. 36,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეძლონ საველე პირობებში ინდივიდუალური უნარ-ჩვევების განვითარება. თვითგადარჩენა ნებისმიერ გარემოებასა და საბრძოლო პირობებში. ხელქვეითების ხელმძღვანელობა საველე სწავლების მიმდინარეობისას. ლიტერატურა: ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. - მოდული P: საველე ხელმძღვანელობა 276,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეისწავლონ საველე პირობებში ჯარისკაცების შესაძლებლობების შეფასება. გაეცნონ იმ ხერხებს და მეთოდებს, რომლებიც საჭიროა ჯარისკაცის,საცეცხლე ჯგუფისა და ათეულის მოსამზადებლად. შეძლონ საველე მომზადების (სწავლების) დაგეგმვა, მომზადება, ველზე ქვედანაყოფების უსაფრთხოების დაცვა, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და მოხსენების თანმიმდევრობა, დაშავებულთა და ტყვეთა შესახებ მოხსენება. ლიტერატურა: 1. ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 2. საველე წესდება – ქვეითი ათეული და ოცეული, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 3. საბრძოლო ოპერაციების მართვა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2002 წ. - მოდული Q: სახმელეთო ნავიგაცია 2,0 საკლასო 44,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეძლონ ხმელეთის ერთი წერტილიდან მეორემდე გადასაადგილებლად სანავიგაციო გამოთვლების, ადგილმდებარეობის შესაბამისობისა და ორიენტირების სწავლება დღისა და ღამის პირობებში. ლიტერატურა: სამხედრო ტოპოგრაფია, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია. თბილისი 2005 წ. - მოდული R: სპეციალური მომზადება და შეფასებები 2,0 საკლასო 142,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: რეზერვისტების აკადემიური შესაძლებლობების, ფიზიკური მომზადების, წინაღობათა ზოლის, სამთო მომზადების, ფსიქოლოგიურ და წყლის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის შესაძლებლობათა შეფასება. ლიტერატურა: შეიარაღებული ძალების ფიზიკურ მომზადებაში მეთოდური დარიგება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თბილისი, 2004 წ. - მოდული S: სამხედრო ისტორია 24,0 საკლასო 32,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეისწავლონ სამხედრო ისტორიის საფუძვლები, ეტაპები და მოვლენები კონკრეტული მაგალითების გამოყენებით. მოინახულონ ისტორიული ბრძოლების ადგილები და მონაწილეობა მიიღონ საზეიმო ცერემონიებში. ლიტერატურა: ი. ჯორჯაძე. ნარკვევები საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორიიდან. თბილისი. 1990 წ. ადმინისტრაციული მოდული: ა) გამოცდები 88,0 გამოცდა მიზანი: რეზერვისტთა შეფასება; მათი მომზადების და პროგრესის დონის შემოწმება შესწავლილი დისციპლინების შესაბამისად. ბ) ადმინისტრაციული დრო 20,0 საკლასო 12,0 პრაქტიკ. მეც. 22,0 დამატ. დრო 42,0 დამატ. რო ეთიკაში 6,0 დამატ. დრო სამხ. ისტორიაში მიზანი: ადმინისტრაციული დრო განკუთვნილია ვარჯიშების, ინსპექტირების, საყოფაცხოვრებო საქმიანობისა და ბრიფინგებისთვის, აღჭურვილობის, მოწყობილობებისა და შეიარაღების შემოწმებისა მომსახურებისათვის. 4. რეზერვის ქვეითი ოფიცრის ძირითადი კურსების (ეტაპის) ხანგრძლივობა არის 16 კვირა. კურსებზე გრძელდება რეზერვისტების ქვეით უმცროს ოფიცრებად (ოცეულის მეთაურებად) ჩამოყალიბების პროცესი, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ოფიცრობის საკანდიდატო კურსები (ეტაპი) და ჩააბარეს ყველა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტი). ამ კურსებზე მიმდინარეობს მომავალი ოცეულის მეთაურისათვის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, საერთო-საჯარისო ტაქტიკის (შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები, საჰაერო საიერიშო ოპერაციები, სამხედრო ოპერაციები დასახლებულ ტერიტორიაზე, საარტილერიო, საინჟინრო და rqb იარაღისგან დაცვის ოპერაციები, საველე მომზადება), იარაღისა და აღჭურვილობის გამოყენების სწავლება. ქვედანაყოფში საბრძოლო მომზადების დაგეგმვა, ორგანიზაცია და ჩატარება, და საშტაბო მომზადება. მიმდინარეობს მეცადინეობები საჯარისო დაზვერვასა და ლოგისტიკაში. ისწავლება სახმელეთო ნავიგაცია, იურიდიული მომზადება, სამედიცინო მომზადება, პრეზენტაციებისა და ბრიფინგების ჩატარება, ფიზიკური და სამწყობრო მომზადება და ცერემონიები, კავშირგაბმულობა, საცეცხლე მომზადება. კურსები დასრულდება საველე გასვლით. შესაბამისი საკურსო-საკვალიფიკაციო გამოცდების (ტესტების) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, რეზერვისტები გაიგზავნებიან რეგულარულ ჯარში, ოცეულის მეთაურის (დუბლიორის) როლში სტაჟირების გასავლელად. აკადემიური დრო: მოდული T: საერთო-საჯარისო ტაქტიკა 544,0 მოდული U: საშტაბო დისციპლინები 18,0 მოდული V: ძირითადი დისციპლინები 180,0 მოდული W: კავშირგაბმულობა 12,0 მოდული X: ლოგისტიკური მზადყოფნა 24,0 მოდული Y: საცეცხლე მომზადება 116,0 მოდული Z: სახმელეთო ნავიგაცია  82,0 ––––––––––––––––– ჯამი: 976,0 ადმინისტრაციული დრო: ა) გამოცდები 62,0 ბ) ადმინისტრაციული დრო        234,0  ––––––––––––––– ჯამი: 296,0           –––––––– სულ:            1272,0 ქვეითი ოფიცრის ძირითად კურსებზე სასწავლო მოდულების ჩამონათვალი: აკადემიური საათები - მოდული T: საერთო-საჯარისო ტაქტიკა 80,0 საკლასო 464,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეისწავლიან ოცეულისა და ასეულის ტაქტიკურ მოქმედებებს ; ბრძოლის უზრუნველყოფის ხერხებსა და მეთოდებს ; მეთაურის მუშაობის თანმიმდევრობას. ლიტერატურა: 1. ტაქტიკა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი. 2005 წ. 2. ოპერაციები, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 3. საბრძოლო ოპერაციების მართვა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი. 2002 წ. - მოდული U: საშტაბო დისციპლინები 12,0 საკლასო 6,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეისწავლონ ქვედანაყოფის ლოგისტიკური უზრუნველყოფის პრინციპები. საბრძოლო მოქმედებების დროს საჯარისო დაზვერვის დაგეგმვის, ორგანიზების და მოხსენებების მიწოდების წესები და თანამიმდევრობა. საბრძოლო მომზადების განხორციელებისას ქვედანაყოფების წვრთნების (სწავლების) დაგეგმვის, ორგანიზებისა და განხორციელების საკითხები.  ლიტერატურა: 1. საშტაბო ორგანიზაცია და ოპერაციები, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი. 2005 წ. 2. საბრძოლო ოპერაციების მართვა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2002 წ. - მოდული V: საერთო დისციპლინები 94,0 საკლასო 82,0 პრაქტიკ. მეც. 4,0 სტუმარი მიზანი: შეისწავლონ ხელმძღვანელობის საფუძვლები, სამხედრო კანონმდებლობა, სამედიცინო მომზადება. ჩაუტარდებათ სპეციალური ბრიფინგები, განხილვები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოწვეული იქნებიან სპეციალური სტუმრები. ლიტერატურა: 1. ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 2. საველე წესდება – ქვეითი ათეული და ოცეული. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია. თბილისი, 2005 წ. 3. შეიარაღებული ძალების ფიზიკურ მომზადებაში მეთოდური დარიგება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბილისი, 2004 წ. - მოდული W: კავშირგაბმულობა 2,0 საკლასო 2,0 საჩვენებ. მეც. 8,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეისწავლიან კავშირგაბმულობის საშუალებებს ასეულის დონეზე; ქვედანაყოფებში კავშირგაბმულობის ორგანიზაციის საკითხებს. ლიტერატურა: 1. ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი; 2005 წ. 2. საველე წესდება – ათეული და ოცეული. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. - მოდული X: ლოგისტიკური მზადყოფნა 12,0 საკლასო 12,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეისწავლიან ქვედანაყოფებში მატერიალური უზრუნველყოფის მართვას და მატერიალური ქონების მომზადებისა და ექსპლოატაციის წესებს. ლიტერატურა: 1. საველე წესდება – ქვეითი ათეული და ოცეული. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია. თბილისი, 2005 წ. 2. საბრძოლო ოპერაციების მართვა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2002 წ. - მოდული Y: საცეცხლე მომზადება 2,0 საკლასო 114,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეისწავლიან ქვედანაყოფების შეიარაღებაზე არსებულ პირად, განსაკუთრებული მიზნისათვის გამოსაყენებელი ჯავშანსაწინააღმდეგო და იმ იარაღის სისტემებს. ლიტერატურა: 1. დ.ნაკაშიძე, ბალისტიკა და შეიარაღების სისტემები, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 2. ქვეითი ქვედანაყოფების წვრთნა საბრძოლო სროლებით, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია. თბილისი, 2005 წ. 3. სხვადასხვა შეიარაღებიდან საცეცხლე ვარჯიშების შესრულების პირობები, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი, 2005 წ. 4. უსაფრთხოების ზომების დაცვის ინსტრუქცია ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკის შეიარაღებით მოქმედებისას. თავდაცვის სამინისტრო, თბილისი. 2004 წ. 5. 5,45 მმ კალაშნიკოვის ავტომატის (კა-74, კად-74, კა-74ღ) და 5,45 მმ კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევის (კხტ-74, კხტდ-74, კხტ-74ღ, კხტდ-74ღ) სახელმძღვანელო, თავდაცვის სამინისტრო. თბილისი, 1994 წ. 6. დარიგება სასროლო საქმეში, ხელის ყუმბარები. თავდაცვის სამინისტრო, თბილისი, 1994 წ. - მოდული Z: სახმელეთო ნავიგაცია 2,0 საკლასო 80,0 პრაქტიკ. მეც. მიზანი: შეძლონ ხმელეთის ერთი წერტილიდან მეორემდე გადასაადგილებლად. სანავიგაციო გამოთვლების, ადგილმდებარეობის შესაბამისობისა და ორიენტირების სწავლება დღისა და ღამის პირობებში. ლიტერატურა: სამხედრო ტოპოგრაფია. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, თბილისი. 2005 წ. ადმინისტრაციული მოდული: ა) გამოცდები 62,0 გამოცდა მიზანი: რეზერვისტთა შეფასება; მათი მომზადების და პროგრესის დონის შემოწმება შესწავლილი დისციპლინების შესაბამისად. ბ) ადმინისტრაციული დრო 222,0 დამატებითი დრო 6,0 დამატებითი დრო საერთო საჯარისო ტაქტიკაში 6,0 დამატებითი დრო ძირითად დისციპლინებში მიზანი: ადმინისტრაციული დრო განკუთვნილია ვარჯიშების, ინსპექტირების, საყოფაცხოვრებო საქმიანობისა და ბრიფინგებისთვის, აღჭურვილობის, მოწყობილობებისა და შეიარაღების შემოწმების მომსახურებისათვის.  საჯარისო სტაჟირება ქვეითი ოცეულის მეთაურის (დუბლიორის) თანამდებობაზე. რეგულარული ჯარის ქვედანაყოფებში მისული რეზერვისტები შეასრულებენ ქვეითი ოცეულის მეთაურის (დუბლიორის) მოვალეობას 6 კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში ისინი მიიღებენ მონაწილეობას ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვასა და შესრულებაში. სტაჟირების დამთავრების შემდეგ, ნაწილის მეთაური თითოეულ რეზერვისტზე გასცემს დახასიათებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მათ ხელმძღვანელურ უნარ-ჩვევებს.  ის რეზერვისტები, რომლებიც სტაჟირების დამთავრების შემდეგ მიიღებენ დადებით დახასიათებებს, დაიშვებიან გამოსაშვებ კომპლექსურ გამოცდაზე, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მიენიჭებათ ქვეითი ჯარის რეზერვის ოფიცრის პირველადი წოდება.