„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №747
2005 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.
4. გარემოს დაცვის ინსპექციის:
ა) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ბ) სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.
5. სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის:
ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ბ) ტყის დაცვისა და აღდგენის სამმართველოს უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
გ) ტყის დაცვის განყოფილების უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
დ) ტყის აღდგენის განყოფილების უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ე) ტყის დაცვისა და აღდგენის სამმართველოს სპეციალისტები სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ვ) ტყის აღრიცხვისა და ტყითსარგებლობის სამმართველოს უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ზ) ტყის აღრიცხვის განყოფილების უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
თ) ტყითსარგებლობის განყოფილების უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ი) ტყის აღრიცხვისა და ტყითსარგებლობის სამმართველოს სპეციალისტები სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
კ) სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის – დენდროლოგიური სატყეო ცენტრის, საბაზისო სანერგე მეურნეობის, სატყეო სელექციური სათესლე-სანერგე მეურნეობის („საქტყეთესლსელექცია“) და საქართველოს ტყის ჯიშთა თესლების საკონტროლო სადგურის დირექტორები, მათი მოადგილეები სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ლ) რაიონის მთავარი მეტყევე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
მ) სატყეო მეურნეობის უფროსი სპეციალისტი (ტყის დაცვის ინჟინერი, ტყის მეურნეობის ინჟინერი, ტყის კულტურის ინჟინერი) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ნ) სატყეო უბნის უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ო) სატყეო უბნის სპეციალისტი (სატყეოს უფროსის თანაშემწე), სპეციალისტი (ტექნიკოსი), ტექნიკური მუშაკი (ტყის მცველი) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.
6. დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის:
ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ბ) განვითარების სამმართველოს უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
გ) ეროვნული პარკის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
დ) ეროვნული პარკის დაცვის სამსახურის უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ე) ეროვნული პარკის კვლევა-მონიტორინგის სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ვ) ეროვნული პარკის ვიზიტორთა სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ზ) ეროვნული პარკის უბნის დაცვის უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
თ) ეროვნული პარკის მცველი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ი) სახელმწიფო ნაკრძალების დირექტორი, დირექტორის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
კ) სახელმწიფო ნაკრძალების მთავარი მეტყევე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ლ) სახელმწიფო ნაკრძალების დაცვის უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
მ) სახელმწიფო ნაკრძალების უბნის უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ნ) სახელმწიფო ნაკრძალების მცველი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ო) სახელმწიფო აღკვეთილის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
პ) სახელმწიფო აღკვეთილის დაცვის უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ჟ) სახელმწიფო აღკვეთილის უბნის უფროსი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
რ) სახელმწიფო აღკვეთილის მცველი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.”;
ბ) მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.09.2005.
- როდის იქნა მიღებული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
- „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 10.09.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №747. სარეგისტრაციო კოდი — 140.120.000.08.002.003.
- სად არის „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, №747, 10.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95854/