,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ”
მიღების თარიღი 06.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №823
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 118, 10/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:44.95pt 56.7pt 26.95pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №823
2005 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წლის საშემოდგომო გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:
1. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1920 კაცით, მათ შორის:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფში – 920 კაცით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში – 1000 კაცით.
2. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა გაიმართოს 2005 წლის 17 ოქტომბრიდან 2005 წლის 30 დეკემბრამდე.
3. საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვს სამხედრო ძალებში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
4. 2005 წლის შემოდგომაზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად გათვალისწინებულ იქნეს 300 წვევამდელი.
5. ქალაქებსა და რაიონებში შეიქმნას გამწვევი კომისიები შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით. კომისიები მუშაობას შეუდგნენ 2005 წლის 7 ოქტომბრიდან.
6. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი №1). საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი განახორციელოს ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ.
7. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების გამოქვეყნების დღიდან ვალდებული არიან გამოცხადნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. სამხედრო ძალებისათვის ახალწვეულების ორგანიზებულად გადაცემა განხორციელდეს წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან (დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე-2-ბ კორპუსი).
9. ეთხოვოს ქ. თბილისის მერს (გ. უგულავა) დახმარება გაუწიოს ცენტრალურ გამწვევ კომისიას წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის მომზადება-ფუნქციონირებაში.
10. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ თავისი განკარგულებით განსაზღვროს შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის პირადი შემადგენლობის დროებითი შტატი და მუშაობის წესი.
11. შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება განახორციელოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ (დანართი №2).
12. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვლ. ჭიპაშვილი):
ა) განუსაზღვროს ქალაქებისა და რაიონების გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის;
ბ) კოორდინაცია გაუწიოს მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღეში.
14. დათხოვნილ იქნენ სამხედრო ძალებიდან რეზერვში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც კანონით დადგენილ ვადებში მოიხადეს სამხედრო სავალდებულო სამსახური.
15. დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (ი. მერაბიშვილი) ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება რაიონების (ქალაქების) გამგეობების სამხედრო განყოფილებებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
16. საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ (გ. ბეჟუაშვილი) პერიოდულად მომახსენოს მოქალაქეთა გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.
17. ეთხოვოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ფართოდ გააშუქონ გაწვევის მიმდინარეობა და მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.
18. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე
ჯამბულ ცომაია – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის სამსახურის სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის განყოფილების უფროსი –კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ვახტანგ მეგრელიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი ნადირაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე
ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
კორნელი სალია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი
გოჩა ფარულავა – საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი
გია ქამუშაძე – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
გვანცა შავთვალაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის სამსახურის სპეციალისტი – კომისიის მდივანი
კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
დანართი №2
საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის შემადგენლობა
გიორგი ქამუშაძე – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
თინათინ გასიტაშვილი – კომისიის მდივანი
მალხაზ ელიავა – ნევროპათოლოგი
ლევან კობახიძე – თერაპევტი
ზაურ ნემსაძე – ქირურგი
ზურაბ გიორგობიანი – ფსიქიატრი
გურამ სხირტლაძე – ფთიზიატრი
ლეილა მამულაშვილი – ოფთალმოლოგი
ოლეგ ხაჩიძე – ოტორინოლარინგოლოგი.