,,ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№824
სარეგისტრაციო კოდი
120.020.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 17/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №824

2005 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №618 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №154, მუხლი 1395) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:                   

1. ბრძანებულების მე-7 პუნქტს დაემატოს 71 და 7² პუნქტები და ბრძანებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისია.

2. დამტკიცდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება (დანართი №1).

3. დამტკიცდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა (დანართი №2).                

4. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათშორისო კომისიასთან, განსახილველი საკითხების მონიტორინგისა და ექსპერტიზის მიზნით, შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა (დანართი №3).

5. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილებას.

6. საქართველოს ძალოვანმა სამინისტროებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების საფუძველზე შეადგინონ შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის ყოველწლიური გეგმები და განსახილველად წარუდგინონ ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას. 2005 წლისათვის – მომავალი წლის 1 მარტამდე, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის – წინა წლის 1 ივნისამდე.

7. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის, აგრეთვე მათი სხვა სამინისტროსათვის (უწყებისათვის) გადაცემის ყოველი ცალკეული ოპერაცია განხორციელდეს ზემოაღნიშნული ყოველწლიური გეგმების შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომიის რეკომენდაციის საფუძველზე, ქვეყანაში დადგენილი წესით.

71. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული იმ პროდუქციის იმპორტისას, რომლის ქვეყანაში შემოტანისას საქართველოს იუსტიციის ან ეკონომიკური განვითარების სამინისტროები გასცემენ ნებართვებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე, საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე გაიცეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის მიერ.

7². საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული იმ პროდუქციის იმპორტისას, რომლის დროსაც სახელმწიფო სანებართვო სამსახურები ნებართვას გასცემენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციის გარეშე, საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე გასცეს კანონით განსაზღვრულმა ნებართვის გამცემმა უწყებებმა.

8. დამტკიცდეს კომისიასთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის წესი (დანართი №4).

9. დამტკიცდეს კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით კომისიის რეკომენდაციების მიღების წესი (დანართი №5).

10. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) ,,ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულება (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და განკარგულების კრებული, 1997 წელი, მაცნე №19, 62-ე გვერდი);

ბ) ,,ქვეყანაში შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 დეკემბრის №650 ბრძანებულება.

11. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.”.

2. ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

,,გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მიხეილ გოგრიჭიანი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე ზედამხედველობის სამმართვე­ლოს უფროსი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ვახტანგ კაპანაძე – საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი

კონსტანტინე კემულარია      – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

გიორგი პაპუაშვილი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი

ირაკლი ჩოგოვაძე       – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ბადრი ჩხაიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

ლევან ჭოლაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე.”.

3. ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,უ” ქვეპუნქტი:

,,უ) საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე გასცემს საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატებს, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული იმ პროდუქციის იმპორტისას, რომლის ქვეყანაში შემოტანისას საქართველოს იუსტიციის ან ეკონომიკური განვითარების სამინისტროები ნებართვებს გასცემენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე.”.

4. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი