,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №849
2005 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 23.07.2001 წ., №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და II1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო თანამდებობები:
მუხლი 71. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
გ) დეპარტამენტის დირექტორი.
მუხლი 72. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
ბ) განყოფილების უფროსი;
გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე;
დ) მთავარი მრჩეველი;
ე) მთავარი სპეციალისტი;
ვ) წამყვანი სპეციალისტი.
მუხლი 73. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სპეციალისტი;
ბ) ბუღალტერი;
გ) მოლარე.“.
2. ბრძანებულება ძალაშია 2005 წლის 22 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.10.2005.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“?
- „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 25.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №849. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.08.002.003.
- სად არის „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.10.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“, №849, 25.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96070/