„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№923
სარეგისტრაციო კოდი
270.220.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 131, 08/11/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №923

2005 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის      9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში (სსმ III, №6 (13), 1999 წ., მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საწარმოებში (რომლებშიც 100% სახელმწიფო წილია) საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვა და ზიანის ანაზღაურების ოდენობის დადგენისათვის დააწესოს მკაცრი კონტროლი.”.

2. ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ამოღებულ იქნეს მე-12 პუნქტი;

ბ) 38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. მარჩენალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დანიშნული სარჩო გადაანგარიშებას ექვემდებარება, თუ მარჩენალის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა ბავშვი, თუ ერთ-ერთ მშობელს ან ოჯახის სხვა წევრს, რომელიც უვლის გარდაცვლილის 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, და-ძმებს ან კმაყოფაზე მყოფ სხვა პირებს, დაენიშნათ ან შეუწყდათ ზიანის ანაზღაურება.“;

გ) 42-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „421“ პუნქტი:

„421. სახელმწიფო საწარმოს (რომელშიც 100% სახელმწიფო წილია) უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოებული გაანგარიშების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

ამ თანხების გაცემა განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მეშვეობით.“.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი